imedi /  04 ივნისი 2020, 18:25 / სანდო წყარო

რატი იონათამიშვილი: საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მკვეთრი შეფასება და მიუღებლობა „ფეიკ ნიუსებზე“

რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

რამდენადაც დიდი სიკეთეა სწორი ინფორმაციის მიწოდება, იმდენად დიდი მავნებლობაა, როდესაც ვინმე განზრახ ამახინჯებს ინფორმაციას- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ერთ-ერთ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ შემთხვევში გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევასთან გვქონდა საქმე, რადგან მისივე განმარტებით, იყო გაუგონარი ცილისწამება კონკრეტული სამართალდამცველების მიმართ.

„ერთ-ერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც განსაკუთრებით გამოყო სახალხო დამცველმა, როგორც ყველაზე მეტი რეკომენდაცია შემსრულებელი, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროა. განსაკუთრებით ამ განცხადების ფონზე, მიუღებელია გუშინ ერთ-ერთ ტელევიზიაში რაც ვნახეთ. უმძიმესი სიუჟეტის გაშუქებისას, იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაეზაფრათ ჩვენი საზოგადოება, ფაქტობრივად ცილი დასწამეს პოლიციის კეთილსინდისიერ თანამშრომელს. ახლაც მიჭირს ამ სიუჟეტის შინაარსზე საუბარი, რომელიც ახალშობილის დაღუპვას ეხებოდა და ჟურნალისტმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ თითქოს, სამართალდამცველებმა პოლიეთილენის პარკში გაახვიეს გარდაცვლილი ახალშობილი და გადააგდეს. წარმოიდგინეთ იმ სამართალდამცველის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც დანაშაულის ადგილზე გადის, ასეთ შემზარავ ტრაგედიას წააწყდება და ამის შემდეგ კიდევ ასეთი ცილისწამება, როგორი გადასატანი შეიძლება იყოს მისთვის? საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ისეთი მკვეთრი შეფასება და მიუღებლობა „ფეიკ ნიუსებზე“, რომ ვეღარავინ ბედავდეს ამ ქვეყანაში, ვერც ერთი მედიასაშუალება, რომ ასეთი მავნებლობა, „ფეიკ ნიუსებისა“ და მიზანმიმართული ცილისწამება გავრცელება იკადროს“ - განაცხდა რატი იონათამიშვილმა.

ყველა სიახლე

15 ივლისი 2020, 11:18

ეკონომიკა

სამშენებლო ნარჩენების დაყრაზე ჯარიმები გაიზარდა

თბილისის მერია, სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე სანქციებს ამკაცრებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, დღეს ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, სამშენებლო ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 25-ჯერ, ხოლო იურიდიულის მიმართ 10-ჯერ გაიზარდა. სამედიცინო ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქცია გაზრდილია 10-ჯერ“, - განაცხადა კალაძემ.

15 ივლისი 2020, 11:16

COVID19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოში 3 ახალი პაციენტი ჰყავთ

„სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან სამივე შემოტანილია. ერთი არის სომხეთიდან, ორი ყირგიზეთიდან. სამივესთან დიაგნოზი დასმულია საკარანტინო სივრცეში. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მხოლოდ ერთთან აღინიშნება პნევმონია და ისიც არამძიმე“, - განაცხადა მარიან ეზუგბაიამ.

პაატა იმნაძე

15 ივლისი 2020, 11:15

COVID19

პაატა იმნაძე: კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია

კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია, - ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვირუსი მაინც ცირკულირებს.

მარინა ეზუგბაია

15 ივლისი 2020, 11:09

COVID19

ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

ოთხი ახალი შემთხვევიდან სამი არის შემოტანილი, 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევა, მეოთხეს ინფიცირების წყაროს მოძიება მიმდინარეობს - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

15 ივლისი 2020, 11:07

საზოგადოება

პეკინის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

ამ მიზნით, 10 აგვისტოს, ათ სხვადასხვა ლოკაციაზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, რომლებიც ადგილობრივ მცხოვრებლებს რეგისტრაციაში დაეხმარება, იმისთვის, რომ მათ მფლობელობაში არსებული ავტომანქანები უფასოდ დააპარკინგონ.

შრომის ინსპექციის ანგარიში

15 ივლისი 2020, 10:59

საზოგადოება

შრომის ინსპექცია: სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რაოდენობა 2020 წლის პირველ ნახევარში 35%-ით შემცირდა

შრომის ინსპექცია საქმიანობის 5 წლის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს. დეპარტამენტის ინფორმაციით, მათი მუშაობის შედეგად, მკვეთრად გაუმჯობესდა სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ზომები. 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, უბედური შემთხვევების რაოდენობა 24%-ით, ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 35%-ით არის შემცირებული.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2020, 10:58

COVID19

დონალდ ტრამპი: ჩაატარონ ჩინეთში, ინდოეთსა თუ რუსეთში 45 მილიონი ტესტი და ვნახოთ, რამდენი ინფიცირებული ეყოლებათ

რომელ ქვეყანაში გამოიკვლიეს 45 მილიონი ადამიანი? თუ ჩინეთი, რუსეთი ან ინდოეთი 45 მილიონ ადამიანს გამოიკვლევს და ამას ისე გააკეთებს, როგორც ჩვენ ვაკეთებთ, ვნახოთ, რამდენი ინფიცირებული ეყოლებათ, - ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

პაატა იმნაძე

15 ივლისი 2020, 10:55

COVID19

პაატა იმნაძე: მაქსიმალურად შევეცადოთ ჩვენი ცხოვრების წესი კორონას მოვარგოთ

სამწუხაროდ, ნელ-ნელა გვავიწყდება, რომ კოვიდი არსად წასულა. ის, რა სიტუაციაც გვაქვს, ამას შენარჩუნება უნდა. შენარჩუნების ერთადერთი გზა კი ის არის, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს - კორონა არსად წასულა, ის ჩვენ გვერდითაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

კორონავირუსი უკრაინა

15 ივლისი 2020, 10:51

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის გამო დაწესებულ კარანტინს გაახანგრძლივებენ

„კარანტინი 31 ივლისს მთავრდება. დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო შეზღუდვებზე უარს ვერ ვიტყვით, ამიტომ კარანტინს გავახანგრძლივებთ“, - განაცხადა სტეპანოვმა.

15 ივლისი 2020, 10:45

საზოგადოება

გლდანის ხევის NI – NIა კორპუსებთან მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სკვერების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. გლდანის ხევში სამი ახალი სკვერი იქნება, მათ შორის NI–NIა კორპუსებთან დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა. პროექტის შედეგად, მოეწყო მოსასვენებელი სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

მაშველები

15 ივლისი 2020, 10:39

რეგიონი

მაშველებმა დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

ორდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, ზუგდიდში, სოფელ დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა მდინარე ჯუმში, გაუჩინარების ადგილიდან 3 კმ-ში იპოვეს. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის რეგიონებიდან. ოპერაციაში ასევე მონაწილეობდა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან.

15 ივლისი 2020, 10:37

სამართალი

პროკურატურის ინიციატივით, საგამოძიებო უწყებებში სისხლის სამართლის საქმისწარმოების ახალი ელექტრონული სისტემა დაინერგა

სისხლის სამართლის საქმისწარმოების ახალი ელექტრონული სისტემის ქვეყნის მასშტაბით დანერგვა წარმატებით დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროგრამა, რომელიც საქართველოს პროკურატურის დაკვეთით და სსიპ „სმართ ლოჯიქის“ პროგრამული მხარდაჭერით შემუშავდა, სისხლის სამართლის საქმისწარმოების სფეროში დანერგილი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და დაცული ელექტრონული პროდუქტია, რომლითაც პროკურატურის ყველა სტრუქტურული ერთეული და საქართველოში არსებული ყველა საგამოძიებო უწყება სარგებლობს.

ჩვილი შობადობის კოეფიციენტი

15 ივლისი 2020, 10:35

ტექნოლოგიები

კვლევა: საუკუნის ბოლოს მსოფლიოში შობადობის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად შემცირდება

შობადობის კოეფიციენტი ერთი ქალის მიერ გაჩენილი ბავშვების საშუალო რაოდენობაა. თუ ის 2.1-ზე დაბალია, გარკვეული პოპულაცია შემცირებას იწყებს. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საუკუნის ბოლოს, მსოფლიოს 23 ქვეყნის მოსახლეობა განახევრდება. შედეგად, დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა პიკს დაახლოებით 2064 წელს პიკს მიაღწევს (9.7 მილიარდი ადამიანი), საუკუნის ბოლოს კი 8.8 მილიარდამდე შემცირდება.

სოსო ფხაკაძე

15 ივლისი 2020, 10:32

ეკონომიკა

სოსო ფხაკაძე: გვინდა, გულწრფელად დავაფიქსიროთ მადლიერება, რომ პარლამენტთან ერთად მივაღწიეთ კომპრომისულ რედაქციას

ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ცვლილებების საბოლოო რედაქცია, რომელსაც გუშინ პირველი მოსმენით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა, ბიზნესთან შეთანხებულია.

გიგა მანდარია

15 ივლისი 2020, 10:27

რეგიონი

აგვისტოდან თერჯოლაში მცხოვრები 500-მდე ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თერჯოლაში, ჯაბიძის ქუჩაზე მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად გამრიცხველიანების სამუშაოებს იწყებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივებთან შესახვედრად წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია ჩავიდა. მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე კომპანია სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს და მიმდინარე თვის ბოლოს დაასრულებს. ჯაბაძის ქუჩის მაცხოვრებლებს ცენტრალიზებული წყალმომაარგების სისტემა არასდროს ჰქონიათ და დღემდე ეზოებში მოწყობილი ჭებით სარგებლობენ.

მამუკა მდინარაძე

15 ივლისი 2020, 10:19

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე კობახიძეზე: მას აქვს შესაბამისი ცოდნა და უნარები, რომ საარჩევნო პროცესს როგორც იურისტი და მენეჯერი სწორად გაუძღვეს

ირაკლი არის ძალიან კვალიფიციური ადამიანი, თუკი ვინმე შეიძლება იყოს კვალიფიციური ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, ირაკლი კობახიძის დანიშვნაზე საუბრისას განაცხადა. „მას აქვს შესაბამისი ცოდნა და უნარები, რომ საარჩევნო პროცესს როგორც იურისტი, როგორც მენეჯერი გაუძღვეს სწორად და კიდევ ერთი დამატებითი რგოლია ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ წარმატებაში, რომელსაც თქვენ 31 ოქტომბერს აუცილებლად ნახავთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ჩეხეთი მატარებლები

15 ივლისი 2020, 10:15

მსოფლიო

ჩეხეთში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ჩეხეთში, ქალაქ ჩესკი-ბროდის მახლობლად ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სამგზავრო მატარებლის მემანქანე. დაშავდა 35 ადამიანი, მათ შორის 4-ის მდგომარეობა მძიმეა. ამ ეტაპზე შეჯახების მიზეზები უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

15 ივლისი 2020, 10:07

რეგიონი

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავენ

ღვთისმშობლის კვართი, დადიანების მუზეუმის საცავიდან გამოაბრძანეს და მრევლთან ერთად ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.საზეიმო მსვლელობა დადიანების მუზეუმიდან მშენებარე ტაძრამდე გაიმართა რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სასულიერო პირები და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

15 ივლისი 2020, 09:54

COVID19

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1000-ს გადასცდა

​​საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 1003-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 873 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო მომაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია - 15 კარანტინის რეჟიმშია - 5640, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 244 ადამიანი რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 31 საქართველოს მოქალაქე.

15 ივლისი 2020, 09:29

რეგიონი

სალომე ზურაბიშვილი ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსვლელობაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში, დადიანების სასახლეში მივიდა. ის ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსვლელობაში მიიღებს მონაწილეობას და საზეიმო წირვას დაესწრება. ადგილზე ასევე იმყოფებიან სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. რამდენიმე წუთში სასახლის ეზოდან ღვთისმშობლის წმინდა კვართს გამოაბრძანებენ და მრევლთან ერთად საზეიმო მსვლელობა გაიმართება.