IMEDI /  04 ივნისი 2020, 18:15 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე „ფრონტერას“ წერილზე: ახლა, გინდა წერონ, გინდა, იკითხონ

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„ფრონტერამ“ დავა წააგო და აღმოჩნდა, რომ რასაც ისინი ლაპარაკობდნენ იყო ტყუილი და ქართული სახელმწიფო იყო მართალი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ამერიკული კომპანია „ფრონტერას“ მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილზე ჰკითხეს.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ფრონტერას“ თანხმობის შემთხვევაში, სახელმწიფო თანახმაა, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჯაროვდეს.

„სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ვიღაც თავისი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის და მეგობარი ქვეყნის ინტერესებს არ ატარებს და ეს გამოიხატება იმაში, რომ „ფრონტერასთან“ რაღაც დავა არსებობს, ამის ლაპარაკს და წერილების წერას, სჯობს გაასაჯაროონ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ყველანი ერთად ვნახავთ, რომ დავა წააგეს.

დავის წაგების მიუხედავად, ისინი ჯიუტად, მხოლოდ პიარული გათვლებით აგრძელებენ მსგავსი პათოსით საუბარს. „ფრონტერამ" დავა წააგო, აღმოჩნდა, რომ რასაც ისინი ლაპარაკობდნენ იყო ტყუილი და ქართული სახელმწიფო იყო მართალი. ახლა წერილები გინდა წერონ, გინდა იკითხონ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მხოლოდ პიარული დატვირთვა აქვს და ემსახურება სახელმწიფოს და ხელისუფლების დაზიანებას.

არსებობს შეთანხმება, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ დავასთან დაკავშირებით, უნდა გასაჯაროვდეს მხარეთა შეთანხმებით. ქართული სახელმწიფო მზად არის გასაჯაროვდეს, თუ ამას დაეთანხმება „ფრონტერაც“. ახლა ჯერი „ფრონტერაზეა“ და თუ ისინი ერთი პროცენტით მაინც არიან მართლები, კეთილი ინებონ, მოგვცენ თანხმობა, რომ გასაჯაროვდეს ეს გადაწყვეტილება და ყველაფერი იქნება ნათელი" , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ფრონტერას“ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამაც მოუწოდა.

პრემიერისთვის გაგზავნილ წერილში, „ფრონტერას“ ხელმძღვანელები 2013 წლიდან მზარდ ანტიამერიკულ განწყობებსა და დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობენ.

სასამართლომ 2020 წლის 17 აპრილს დაადგინა, რომ ​„ფრონტერამ“ კონტრაქტი არსებითად დაარღვია.

ამასთანავე, სასამართლომ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“ და ფრონტერა აშშ-ს მოსარჩელეებისთვის ხარჯებისა და ზარალის ანაზღაურება დააკისრა, რაც ჯამში $6 მილიონს შეადგენს.

ყველა სიახლე

27 მაისი 2022, 00:22

პოლიტიკა

ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

ვაშინგტონის მერი მარიელ ბაუზერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს დავით ზალკალიანს სპეციალური განცხადებით მიესალმება.

ნიკუშა შენგელაია

27 მაისი 2022, 00:20

პოლიტიკა

ნიკუშა შენგელაია: საზოგადოებისა და ხალხის დიდი ნაწილი შეთანხმებულები არიან, რომ უნდათ მშვიდობიანი, განვითარებული და დამოუკიდებელი ქვეყანა

რაც ეხება ხელისუფლებას, ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობას ვხედავ, მაგრამ იმ ნაწილს, რომელსაც მოიხსენიებენ ოპოზიციად და განსაკუთრებით რადიკალურ და რევაშინსტულ ნაწილად, რა თქმა უნდა, მათ ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა არ ექნებათ - მათი მოწოდება არ არის, რომ ქვეყანაში ეს სიტუაცია იყოს, მათი მოწოდებაა, ოღონდ ჩვენ ვიყოთ და მერე დანარჩენი ყველაფერი, - ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ნიკუშა შენგელაია

27 მაისი 2022, 00:10

საზოგადოება

ნიკუშა შენგელაია: არასდროს არ იქნება არანაირი შანსი იმისა, რომ საქართველო ისევ ჩაბარდეს ადამიანებს, რომლებიც ევროპაში თავიანთი ქვეყნის საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ

ერთი სურვილი აქვთ ალბათ ზოგიერთებს, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. და მერე რა? ქართველი ხალხი ამის გამო მათ დაუდგებათ გვერდით? რისი იმედი აქვთ? ქართველ ხალხს კარგი მეხსიერება აქვს, კარგად არჩევს, ვინ ვინ არის და რისთვის იღწვის, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ მხატვარმა, ნიკუშა შენგელაიამ განაცხადა.

ირაკლი ბათიაშვილი

26 მაისი 2022, 23:56

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვილი: 2011 წლის 26 მაისი არის ის მოვლენა, რომელმაც ადამიანები შეიწირა და ეს სისხლიანი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა არა გარეშე ძალამ, არამედ საქართველოს ხელისუფლებამ

2011 წლის 26 მაისი არის ის მოვლენა, რომელმაც ადამიანები შეიწირა. ეს სისხლიანი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა არა გარეშე ძალამ, არამედ საკუთარმა ხელისუფლებამ წინასწარი განზრახვით, რომ იქ სისხლი უნდა დაღვრილიყო. არნახული სისასტიკით გაკეთდა ყველაფერი, - განაცხადა პროფესორმა და ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“-ში.

ირაკლი ბათიაშვილი

26 მაისი 2022, 23:41

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვილი: დღეს ჩვენი ხელისუფლება არ არის ყალბი იდეოლოგიის ტყვეობის ქვეშ, რისკებსა და საფრთხეებს ადეკვატურად აფასებს და სტაბილურად ინარჩუნებს მშვიდობას

დღეს ჩვენს თავზე უამრავი რისკი ჰკიდია, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება არ არის ყალბი იდეოლოგიის ტყვეობის ქვეშ. რისკებსა და საფრთხეებს ყველა ადეკვატურად აფასებს და სტაბილურად ინარჩუნებს მშვიდობას, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პროფესორმა, ფილოსოფოსმა, ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ბათიაშვლი

26 მაისი 2022, 23:40

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვლი: ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ბრძოლით, ეს დამოუკიდებლობა ხონჩით არ მიგვიღია

ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ბრძოლით, ეს დამოუკიდებლობა ჩვენ ხონჩით არ მიგვიღია, - ამის შესახებ პროფესორმა და ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

26 მაისი 2022, 23:27

რეგიონი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მცხეთაში დასრულდა

17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მცხეთაში, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნები გაჟღერდა. ღონისძიება მცხეთაში გალა-კონცერტით დასრულდა.

გიორგი გამსახურდია

26 მაისი 2022, 23:24

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ადამის დროიდან ძმები ბერძენიშვილები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ

ადამის დროიდან ძმები ბერძენიშვილები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. გავიხსენოთ პუტჩის პერიოდი და შემდეგ - ყოველთვის იდგნენ ისტორიის ყველაზე ბნელ და შავ მხარეს. ეს ყველაფერი მათ ყოველ გამოსვლასა თუ განცხადებაში იყო ცასავით ნათელი. რას ველოდებით ბერძენიშვილებისგან და იმ მაბეზღარი ხალხისგან, რომლებიც ევროპის ქვეყნებში, კერძოდ, ბალტიის ქვეყნებში, და აბეზღებენ საქართველოს, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ განაცხადა.

გიორგი გამსახურდია

26 მაისი 2022, 23:19

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ჩვენმა ერმა საკმარისი ფასი გაიღო, რომ საუკეთესო მომავალი ჰქონდეს

დამოუკიდებლობის დღე ჩვენთვის დიდი დღეა. მით უმეტეს, ჩვენმა ერმა საკმარისი ფასი გაიღო, რომ საუკეთესო მომავალი ჰქონდეს და ეს ასახული იყო კონკრეტულ ნაბიჯებში ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, - ამის შესახებ Საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

ალექსეი არესტოვიჩი

26 მაისი 2022, 23:00

მსოფლიო

ალექსეი არესტოვიჩი: დასავლეთი ახლა ადეკვატურობის გამოცდას აბარებს და ჯერჯერობით იჭრება

დასავლეთი ახლა ადეკვატურობის ძალიან მნიშვნელოვან გამოცდას აბარებს და ჯერჯერობით იჭრება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

ოლაფ შოლცი

26 მაისი 2022, 22:21

მსოფლიო

ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობა ახლა იმაზე უფრო ნაკლებად რეალურია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინაში რუსეთის ომს ჩავარდნა უწოდა. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას შოლცმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, ხოლო რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობა ახლა იმაზე უფრო ნაკლებად რეალურია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო.

რიინა კალიურანდი

26 მაისი 2022, 21:53

პოლიტიკა

საქართველოში ესტონეთის ელჩი: ძვირფასო ქართველებო, ესტონეთი ყოველთვის თქვენს გვერდით იდგა, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი, რიინა კალიურანდი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ანდრიუს კალინდრა

26 მაისი 2022, 21:26

პოლიტიკა

ანდრიუს კალინდრა: ლიეტუვა ყოველთვის იდგება საქართველოს გვერდით, რადგან ლიეტუველებს ასევე კარგად ესმით თავისუფლების ფასი და მნიშვნელობა

საქართველო მოქალაქეებს ვულოცავ მათი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

26 მაისი 2022, 20:57

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში ორი ამოცანა გვაქვს - დავეხმაროთ უკრაინას და არ დავუშვათ ომის ესკალაცია

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უკრაინაში ორი ამოცანა აქვს - დაეხმაროს უკრაინას და არ დაუშვას ომის ესკალაცია. ამის შესახებ მან ბერნძულ გამოცემა Capital-თან ინტერვიუში განაცხადა.

26 მაისი 2022, 20:43

საზოგადოება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი მიმდინარეობს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი მიმდინარეობს.

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

26 მაისი 2022, 20:36

საზოგადოება

ილია მეორე: ყველა ქართველს, ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს - ჩვენი მეობის, ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ უმთავრეს თარიღს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს მოქალაქეებს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

რეი ლიოტა

26 მაისი 2022, 20:31

კულტურა

მსახიობი რეი ლიოტა 67 წლისა გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რეი ლიოტა 67 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Deadline-ი წერს. ლიოტა დომინიკანის რესპუბლიკაში გარდაიცვალა, სადაც ფილმ „საშიში წყლების“ გადაღებებში მონაწილეობდა. გამოცემის ცნობით, მსახიობი ძილში გარდაიცვალა, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

დავით ზალკალიანი

26 მაისი 2022, 20:03

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ქართველებს ბევრი წინააღდმეგობის გადალახვა მოგვიწია - განსაკუთრებული სიამაყით ვულოცავ ყველა ჩვენს თანამემამულეს და ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე, ქართველებს ბევრი წინააღდმეგობის გადალახვა მოგვიწია. ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი წლებში გამოვიარეთ ომები და პოლიტიკური დაბრკოლებები. ამ ყველაფრის ფონზე, ბევრს არ სჯეროდა, რომ საქართველო წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევქმენით თანამედროვე ქვეყანა, რომელიც იმართება უმაღლესი დასავლური სტანდარტებით, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს. ზალკალიანი ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

კევინ სპეისი

26 მაისი 2022, 19:51

ტაბლოიდი

ბრიტანულმა პროკურატურამ კევინ სპეისის სამი მამაკაცის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი

დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ მსახიობ კევინ სპეისის სამი მამაკაცის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ზურაბ აზარაშვილი

26 მაისი 2022, 19:42

პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.