imedi /  04 ივნისი 2020, 23:44 / სანდო წყარო

გიორგი კახიანი ოპოზიციაზე: არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თავისი ქმედებებებით ქვეყანა დააზიანონ, ისინი მხოლოდ თავის თავს დააზიანებენ

რა თქმა უნდა, ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს ვერ დააყენებს. მით უმეტეს, თუ ამ პროცესს განერიდნენ და მასში მონაწილეობა არ მიიღეს ანუ დარჩნენ იმ პოზიციაზე, რასაც დღეს აცხადებენ ღიად - ამის შესახებ გიორგი კახიანმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, მისთვის ამაზე ბევრად მნიშვნელოვანია, როგორი დამოკიდებულება ექნება საზოგადოებას და საერთაშორისო მეგობრებს ამ საკითხთან მიმართებაში.

„ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც კითხვები არ შეიძლება იყოს. ის შეთანხმება 120/30-ზე ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა. ეს მათი შემოთავაზება იყო და საზოგადოებამ რომ იცოდეს, ეს სისტემა მაქსიმალურად პროპორციულ სისტემასთანაა მიახლოებული ანუ რას ნიშნავს ეს? თუ ცვლილებები განხორციელდება და დარწმუნებული ვარ განხორციელდება, საქართველოს პარლამენტში წევრების 80% პროპორციული წესით არჩეული იქნება და მხოლოდ 20% იქნება მაჟორიტარული სისტემით არჩეული“- აღნიშნა გიორგი კახიანმა.

მისი თქმით, ეს მიღწევა მნიშვნელოვანწილად და ძირითადად ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგია და მთავრობა ბევრ კომპრომისზე წავიდა.

გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ ოპიზიციას პროცესები ისევე მიჰყავს, როგორც წინა არჩევნებისას და ესაა დესტრუქცია, რადიკალიზმი, ძალადობა და მცდელობა, რომ შემდეგ არჩევნების ლეგიტიმურობის სკაითხი დადგეს.

„ეს ყველაფერი არის უსუსური მცდელობა. ეს გზა მათთვის არის დამაზიანებელი პირველ რიგში. ჩვენ ვნახეთ, ისინი ამ გზამ სადამდე მიიყვანა. ის რეიტინგები, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, ფაქტობრივად 3%-იანი პარტია მივიღეთ, ნაციონალური მოძრაობის 12 % და ა.შ. ეს იმ ფონზე, როცა მმართველ გუნდს საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა აქვს. ჩვენ არ მივცემთ მათ იმის საშუალებას, რომ თავისი ქმედებებებით ქვეყანა დააზიანონ, ისინი მხოლოდ თავის თავს დააზიანებენ“, -აღნიშნა კახიანმა.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2021, 18:11

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ჩვენი ხელისუფლების ვალია, ხელისუფლება გადააბაროს არა ლეშიჭამიებს; არა ქართველთმოძულეებს, არამედ ახალთაობებს

„ჩვენი ხელისუფლების ვალია, ხელისუფლება გადააბაროს არა ლეშიჭამიებს; არა ქართველთმოძულეებს; არა იმათ, ვინც ბნელი წარსულის მოციქულები არიან და ახლა საკნებიდან იჭყიტებიან; არა იმათ, ვინც ებრძვის ილია მეორეს; არა იმათ, ვინც სიწმინდეს, ხატსა და ჯვარს, არა იმათ, ვისაც უნდა საკუთარი ფეხქვეშ დამონებული ქართველი, არამედ ახალთაობებს. იმ ბავშვებს, რომლებიც დღეს შემოგვყურებენ და რომელთა მომავლისთვისაც ჩვენ ვდგავართ მაგრად, მყარად და 30 ოქტომბერს გავიმარჯვებთ დამაჯერებლად“, - განაცხადა წულუკიანმა.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 18:10

პოლიტიკა

კახა კალაძე: 9 წლის წინ, ქართველი ხალხის ერთობამ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, შეძლო ბოროტი, მახინჯი სისტემის დამარცხება, უარი უთხრა ძალადობას, სისასტიკეს, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვასა და სიცრუეს

9 წლის წინ, ქართველი ხალხის ერთობამ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, შეძლო ბოროტი, მახინჯი სისტემის დამარცხება. თავისუფლებისმოყვარე ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრა ძალადობას, სისასტიკეს, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვასა და სიცრუეს. ეს ის მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2021, 18:10

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, არა თავისთვის, არა ჩემთვის და ჩემნაირებისთვის, არამედ თქვენთვის - ახალგაზრდებისთვის

„ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც საზღვრები გახსნა ევროკავშირთან. ნატოსა და ევროკავშირის კარზე კაკუნი, რომელიც მატყუარა სააკაშვილმა კი არ დაიწყო, ეს დაიწყო იმ დიდმა ჯგუფმა ქართველი დიპლომატების, რომელიც ზოგი გარდაცვლილია და ზოგი ასაკშია. აი ეს კაკუნი ჩვენ ამ პროცესის შედეგით დავაყენეთ და არ დარჩა კაკუნად. წინ გრძელი გზაა, ევროპაში კუთვნილი ადგილის დამკვიდრებამდე, რაც ჩვენ შვილებს ნამდვილად ეკუთვნით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 18:09

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვდგავართ ერთად, რათა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, თუ რა ღირებულებები, რა ფასეულობები გვამოძრავებს, როგორი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ

მოგესალმებით მეგობრებო! მოგესალმებით ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს! მივესალმები სრულიად საქართველოს, მოგესალმებით თითოეულ გულანთებულ ადამიანს, ვინც დღეს აქ, ჩვენი ქვეყნის მთავარ მოედანზე დგახართ, ყველას, ვინც საკუთარი ქვეყნის სიყვარულმა, მის მომავალზე ზრუნვამ მოგიყვანათ და ერთ მუშტად შეგვკრა საერთო მიზნის მისაღწევად, - ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 ოქტომბერი 2021, 18:07

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მრავალრიცხოვანი წინასაარჩევნო შეკრება დასრულდა

მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ.

27 ოქტომბერი 2021, 18:03

მსოფლიო

აფრიკის კავშირმა ორგანიზაციაში სუდანის წევრობა შეაჩერა

აფრიკის კავშირმა ორგანიზაციაში სუდანის წევრობა შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ Al Jazeera ავრცელებს. 25 ოქტომბერს, სუდანში სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედროებმა პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები დააკავეს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სუდანში სამხედრო გადატრიალებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა. 27 ოქტომბერს, სუდანის პრემიერ-მინისტრი, აბდალა ჰამდოკი, რომელიც სამხედრო გადატრიალების დროს დააკავეს, გაათავისუფლეს.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2021, 17:56

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მე სახლში ერთ პატარა გოგოს ვზრდი, მასავით პატარა გოგო-ბიჭები, საუბედუროდ, ასეულობით ათასია ქვეყანაში, დევნილი საკუთარი სოხუმიდან

ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს თავისუფლების მოედანზე შეკრებილი „ქათული ოცნების“ მხარდამჭერების წინაშე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციაზე ილაპარაკა. მისი თქმით, რომ არა ეს უბედურება, ასობით ათასი გოგო და ბიჭი, რომელიც დღეს ლტოლვილია, სოხუმსა და ცხინვალში დაიბადებოდა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2021, 17:54

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ქართველ დედებს არ გვეკადრება, რომ ჩვენი მოსაგები ბრძოლები ჩვენს შვილებს დავუტოვოთ

„შაბათს ერთ მხარეს დევს ბოროტება, რომელმაც ჩვენი შვილები ჩახოცა, ისეთ გაუაზრებელ ომში, რომ შემდეგ მიწასაც არ მიაბარა, შაბათს ერთ მხარეს დევს ის ფარისევლური ძალა, რომელიც ზეიმობდა ტერიტორიების დაკარგვას, ისედაც ერთი ბეწო საქართველოსი, მორე მხარეს ვართ ჩვენ, ის ხელისუფლება, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ტრიბუნალიდან, სტრასბურგიდან სახლში ჩამოუტანა ჩვენს შვილებს არა რაიმე პოლიტიკური განცხადება, არა პოლიტიკური პრანჭიაობა არამედ ვერდიქტი, სასამართლო ვერდიქტი, რომელშიც წერია, რომ ქართველები, აფხაზები და ოსები ძმები არიან და ომი არის ცუდი. დევნილები უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2021, 17:51

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მადლობა ნდობისთვის, ამდენწლიანი მხარდაჭერისა და გამძლეობისთვის

პირველ რიგში, მადლობა ნდობისთვის, ამდენწლიანი მხარდაჭერისთვისა და გამძლეობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნინო ლაცაბიძე

27 ოქტომბერი 2021, 17:50

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე: ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც დედამ, ვიბრძოლო ჩვენი ლამაზი შვილების ლამაზი და ძლიერი ქვეყნისთვის

ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვიყო დღეს თქვენთან ერთად, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლებურად შევხედოთ მომავალს, გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე და არ მივცეთ საშუალება არავის, დაგვაბრუნოს წარსულში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2021, 17:49

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ

სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ, - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

27 ოქტომბერი 2021, 17:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 30 ოქტომბერს გვიპირისპირდება არა ჯანსაღი ოპონენტი, არამედ რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია არის მუდმივი საფრთხე სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის

30 ოქტომბერს გვიპირისპირდება არა ჯანსაღი ოპონენტი, არამედ რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია არის მუდმივი საფრთხე სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “ქართულ ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

27 ოქტომბერი 2021, 17:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ჩვენი ქართული ოცნება, ეს არის ოცნება ერთიან საქართველოზე

„მოგესალმებით თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათი ათასობით ადამიანს, რომლებიც აქ თავისუფლების იდეამ კიდევ ერთხელ შეგკრიბათ. 2012 წელს აქ, ამ მოედანზე შეკრებილმა ადამიანებმა თავიანთი ერთიანობით საფუძველი ჩაუყარეს ახალ სახელმწიფოებრივ წესრიგს, რომელიც დღემდე ადამიანის ღირსების, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისცემის, ჰუმანურობისა და თავისუფლების იდეების კარნახით მოქმედებს.

კახა კუჭავა

27 ოქტომბერი 2021, 17:37

პოლიტიკა

კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა არჩევანს გააკეთებს პროგრესის, სტაბილურობის, ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების სასარგებლოდ

დღეს, ისე როგორც არასდროს გვჭირდება გამარჯვებები. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვების და წარმატების, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა რეგიონში, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო, გამორჩეული ქვეყანა ვართ და ამას ჩვენ შევძლებთ შრომითა და საყოველთაო ეროვნული ერთიანობით.

კახა კუჭავა

27 ოქტომბერი 2021, 17:35

პოლიტიკა

კახა კუჭავა: კიდევ ერთხელ შევიტანოთ სიცხადე, როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი - ვბრუნდებით წარსულში, რომელიც დღემდე მძიმედ ახსოვს ჩვენს ხალხს, თუ მივიწევთ წინ, ქვეყნის შენებისკენ

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევიტანოთ სიცხადე, როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი, - ვბრუნდებით წარსულში, რომელიც დღემდე მძიმედ ახსოვს ჩვენს ხალხს, თუ მივიწევთ წინ, ქვეყნის შენებისკენ და განვითარებისკენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

27 ოქტომბერი 2021, 17:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ოცნებაა, გაერთიანებული საქართველო, აფხაზეთითა და ცხინვალით, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისა და დების დაბრუნება

ჩვენ გვაქვს ჩვენი „ქართული ოცნება“ - ესაა ოცნება ერთიან საქართველოზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 17:27

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ტერიტორიების 20% სააკაშვილის გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად დროებით ოკუპირებულია

ტერიტორიების 20% სააკაშვილის გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად დროებით ოკუპირებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 17:27

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სამართალი ყველასთან მივა და არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას, ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას და ჩვენი მიწის გაყიდვას

„ადრე თუ გვიან, სამართალი ყველასთან მივა და ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას. არავის ვაპატიებთ ჩვენი ტერიტორების დაკარგვას, მიწის გაყიდვას, ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირებისა და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის - მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვასა და შეურაცხყოფას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 17:26

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ერთობლივი ძალისხმევით, ყველა პრობლემას დავძლევთ; დარწმუნებული ვარ და მტკიცედ მჯერა, მომდევნო წლები იქნება აღმშენებლობის, მშვიდობის, სტაბილურობისა და გაერთიანების წლები

ჩვენ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მოვიარეთ მთელი საქართველო, უშუალოდ შევხვდი მოსახლეობას და მათი პრობლემები და გამოწვევები მოვისმინეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 17:19

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველამ იცოდეს, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა უმთავრესია და მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად განხორციელდება

„დღეს, ჩვენ აქ შეკრებით მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ქართველი ხალხის არჩევანი, თქვენი ძალა, რომელიც დაამარცხებს ნებისმიერ ბოროტებას, დაასრულებს დესტაბილიზაციას, ბოროტი ძალების რევანშს და ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.