imedi /  05 ივნისი 2020, 01:02 / სანდო წყარო

სერგი კაპანაძე: მთავარ საკითხად რჩება, რომ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს

სერგი კაპანაძე

სერგი კაპანაძე

საკონსტიტუციო განხილვები არაა მნიშვნელოვანი თემა. რაც იქ განიხილება, შეთანხმებული ყველასთან. ჩვენთვის ეს ტექნიკური საკითხია, კანონი ითვალისწინებს ამის განხილვას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავარ საკითხად რჩება, რომ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს და ამის მერე მხარს დაუჭერენ ინიცირებულ საკითხს.

„ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს პოზიცია, რომ მხარს ვუჭერთ ინიცირებულ ცვლილებებს, თუმცა მთავარ საკითხად რჩება, რომ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და რურუა გათავისუფლდეს. ამის მერე მხარს დავუჭერთ ინიცირებულ საკითხს“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

27 ოქტომბერი 2021, 16:32

საზოგადოება

საბანკო ასოციაცია: ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მომხმარებლების ნაწილს კომერციული ბანკების სახელით, სატელეფონო ზარის საშუალებით კიბერთაღლითები უკავშირდებიან

საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მომხმარებლების ნაწილს კომერციული ბანკების სახელით, სატელეფონო ზარის საშუალებით უკავშირდებიან კიბერ-თაღლითები.

გიორგი ამილახვარი

27 ოქტომბერი 2021, 16:27

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ეს არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული აქცია, „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება აქციების მოწყობა

ეს არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული აქცია, „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება აქციების მოწყობა, ეს არის „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დამაგვირგვინებელი ღონისძიება, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა განუცხადა.

დავით ზალკალიანი

27 ოქტომბერი 2021, 16:20

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: 30 ოქტომბერს კიდევ ერთ გამარჯვებას მივაღწევთ და გავაგრძელებთ თანმიმდევრულ სვლას ჩვენი სანუკვარი მიზნისკენ - 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთებისკენ

დარწმუნებული ვარ, რომ 30 ოქტომბერს კიდევ ერთ გამარჯვებას მივაღწევთ და გავაგრძელებთ თანმიმდევრულ სვლას ჩვენი სანუკვარი მიზნისკენ - 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთებისკენ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

27 ოქტომბერი 2021, 16:19

საზოგადოება

სემეკში ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმაზე იმსჯელეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) საბითუმო ბაზრის მონაწილე, პირდაპირი მომხმარებლების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაიმართა. სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეებს ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის პროცესი და ახალი ბაზრის სტრუქტურის პირობებში ვაჭრობისათვის შემუშავებული საკანონმდებლო ჩარჩო გააცნეს.

ია მეტრეველი

27 ოქტომბერი 2021, 16:14

პოლიტიკა

ია მეტრეველი: ჩვენ დავანახებთ ამ ბოროტმოქმედ, სისხლიანი სააკაშვილის მომხრეებსა და მათ პარტიას, რომ ისინი ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში

ჩვენ დავანახებთ ამ ბოროტმოქმედ, სისხლიანი სააკაშვილის მომხრეებს და მათ პარტიას, რომ ისინი ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში, - ამის შესახებ წინა ხელისუფლების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა იმედი Live-ის ეთერში ისაუბრა.

რატი ბრეგაძე

27 ოქტომბერი 2021, 16:12

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფინალური „თამაში“ ანგარიშით 41:0 დასრულდება

„არჩევნები ესაა ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც კი აქვს კაცობრიობას, ჩვენ ახლა ვიმყოფებით საარჩევნო პროცესში“, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ დღეს თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქციის დაწყებამდე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

27 ოქტომბერი 2021, 16:07

პოლიტიკა

ზურაბ მანჯავიძე: როგორც გერმანიაში ვერ დაბრუნდებიან ფაშისტები, ისე ვერ დაბრუნდებიან ქართველი ნეობოლშევიკები და ფაშისტები ხელისუფლებაში

სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ არჩევანი გვიწევს არა კარგსა და უკეთესს შორის, არამედ კარგსა და ცუდს შორის, კარგსა და საშინელებას შორის - როგორც გერმანიაში ვერ დაბრუნდებიან ფაშისტები ხელისუფლებაში, ისე ვერ დაბრუნდებიან ქართველი ნეობოლშევიკები და ფაშისტები ხელისუფლებაში, - ამის შესახებ მომღერალმა, ზურა მანჯავიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

27 ოქტომბერი 2021, 16:04

მსოფლიო

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის გამო, ევროკავშირის სასამართლომ პოლონეთს დღიურად მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის გამო, ევროკავშირის სასამართლომ პოლონეთს დღიურად მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ნიკა გვარამია

27 ოქტომბერი 2021, 15:54

პოლიტიკა

ნიკა გვარამიამ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს ბიომასა უწოდა

„მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს ბიომასა უწოდა.

დავით ქართველოშვილი

27 ოქტომბერი 2021, 15:53

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მტერი, ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, თბილისში აანონსებდა ბიზნეს-ტრენინგებს, სადაც ,,ლექტორი" უნდა ყოფილიყო ცნობილი თაღლითი, ყაზახეთში 5 სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი, მარგულან სეისამბაევი

„საქართველოში ისედაც დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე, მით უმეტეს არჩევნების მეორე ტურებამდე - აქ „პატარა ნაპოლეონის“ (მარგულანის), ცნობილი პროვოკატორ გორდონის და ა.შ შემოშვება ფატალური შედეგების დადგომის წინაპირობა იქნებოდა. ვერავინ ვერ დადებს პირობას, რომ არჩევნების დასრულებისთანავე ნაცების მიერ დაგეგმილ არეულობაში - ისინი არ მიიღებდნენ აქტიურ მონაწილეობას“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის საქართველოში შემოშვების საკითხს.

რატი იონათამიშვილი

27 ოქტომბერი 2021, 15:44

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: დღეს თავისუფლების მოედანზე კეთდება ფასეულობებისა და ღირებულებების არჩევანი

27 ოქტომბერი ძალიან ამაღლებული და ამაღელვებელი დღეა, ფაქტობრივად თაობები ოჯახებთან ერთად ვიკრიბებით და დღეს კეთდება ფასეულობებისა და ღირებულებების არჩევანი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრების დაწყებამდე განუცხადა.

მამუკა მდინარაძე

27 ოქტომბერი 2021, 15:43

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, დღეს ყველამ ერთად ბოროტების დასრულებაზე უნდა ვიფიქროთ

„დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდება ის, რომ ეს ქვეყანა არის ამ ქვეყნის მოქალაქეების, ადამიანების, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპული. გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, მაგრამ ამავდროულად ყველამ ერთად, რა პოლიტიკური შეხედულებისაც არ უნდა იყოს, იფიქროს იმაზე, რომ ბოროტება დასრულდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნანა ქადაგიშვილი

27 ოქტომბერი 2021, 15:43

პოლიტიკა

ნანა ქადაგიშვილი: სააკაშვილს ჰგონია, რომ ციხიდან მალე გამოვა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ - სამუდამო პატიმრობა სააკაშვილს!

„დღეს მოვედით, რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ „ნაცებსა“ და სამუდამოდ დავასამაროთ ისინი. ძალიან საწყენია, რომ დღეს ეს კიდევ დაგვჭირდა, მაგრამ ალბათ, შეცდომებზე ვსწავლობთ. შემოპარული პრეზიდენტი ფიქრობს ტერორისტულად, სახელმწიფო გადატრიალებას და ამას სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. ისინი ამას არც მალავენ და აპირებენ, მაგრამ ამას ვერ მოესწრებიან და ეღირსებიან. მას რომ ჰგონია, რომ მალე გამოვა, ეს არ მოხდება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ - სამუდამო პატიმრობა სააკაშვილს! ყველა ის საქმე, რომელიც თაროებზეა შემოდებული, უნდა განიხილონ. მე ჩემი შვილის ხსოვნის პატივსაცემად არ მოვეშვები, სანამ ამას არ მივაღწევ“, - განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.

27 ოქტომბერი 2021, 15:37

პოლიტიკა

მიშა მშვილდაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაში მონაწილეებს დედას აგინებს

„თავიდან ვიფიქრე, რამე თბილს დავწერ-მეთქი დღეს შეკრებილ ხალხზე, წიპა - გაჭირვება, შიში, მოძალადე სისტემა, მაინც ერთი ხალხი ვართ, საქართველოს ნაკრები რომ თამაშობს, ყველა ერთად ვგულშემატკივრობთ და ეგეთებს და მერე ვიფიქრე რო #ერთიმაგათიდედაც***“, - წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მშვილდაძე.

ნიკოლოზ სამხარაძე

27 ოქტომბერი 2021, 15:36

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: უნდა დავამარცხოთ ის სიძულვილი და ზიზღი, რომელიც მოედინება ოპონენტების მხრიდან და მომავალი 3 წლის განმავლობაში განვითარების გზით ვიაროთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დღეს უნდა დავამარცხოთ ის სიძულვილი და ზიზღი, რომელიც მოედინება ოპონენტების მხრიდან, და მომავალი 3 წლის განმავლობაში განვითარების გზით ვიაროთ.

ირაკლი ქადაგიშვილი

27 ოქტომბერი 2021, 15:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: დემოკრატია და კეთილდღეობა, დემოკრატია და თანამშრომლობა, ეს არის ის, რაც „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში არის და მომავალშიც იქნება

„ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელია, ძალიან მნიშვნელოვან დროს შეკრება მთელი საქართველოდან და ეს შეკრება ყოველთვის არის დიდი, გრანდიოზული, პოზიტივით გაჯერებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

27 ოქტომბერი 2021, 15:23

მსოფლიო

„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ერაყის ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმისას 11 ადამიანი მოკლეს

„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ერაყის აღმოსავლეთით, დიალას პროვინციაში მდებარე სოფელზე თავდასხმისას 11 ადამიანი მოკლეს.

ბაკურ ბაკურაძე

27 ოქტომბერი 2021, 15:22

საზოგადოება

ბაკურ ბაკურაძე: დღეს გველოდება ევროპული, მაღალი კლასის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც დაფუძნებული იქნება ქართულ ტრადიციებზე, სულსა და ჯიშზე

დღეს გველოდება ევროპული, მაღალი კლასის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც დაფუძნებული იქნება ქართულ ტრადიციებზე, სულსა და ჯიშზე, - აცხადებს დღევანდელი აქციის დამდგმელი რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე.

27 ოქტომბერი 2021, 15:21

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას საქართველოს ჰიმნით ანსამბლი „ბასიანი“ გახსნის

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი დონაძის ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას ანსამბლი „ბასიანი“ საქართველოს ჰიმნით გახსნის. „27 ოქტომბერი ჩვენთვის ემოციური დღეა. აქცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნება. გვინდა, რომ ნამდვილი პატრიოტული გრძნობა გაღვივდეს. ქვეყანაში მთავარია სიმშვიდე, აღარ გვინდა არეულობა“, - განაცხადა გიორგი დონაძემ.

27 ოქტომბერი 2021, 15:12

პოლიტიკა

უკრაინის ომბუდსმენი: სააკაშვილი უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე

მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე, რადგან თვლის, რომ ეს მისი სიცოცხლისთვის უსაფრთხო არ არის, - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომელმაც დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.