imedi /  05 ივნისი 2020, 15:44 / სანდო წყარო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტეტის ონლაინ სხდომა გაიმართა

სოფო კილაძე

სოფო კილაძე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტეტის ონლაინ სხდომა დღეს გაიმართა, სადაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში განიხილეს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ინიციატივას და რუსეთს საქართველოს მოქალაქეების მიმართ, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.

ევროსაბჭოს წევრებმა რუსეთის ფედერაციას რეპორტის მიხედვით, კიდევ ერთხელ შეახსენეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 2019 წლის 31 იანვარს, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ საქართველოს 1 500 მოქალაქე დაზარალებულად ცნო და რუსეთს 10 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა. მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაცია დღემდე აჭიანურებს კომპენსაციების გადაცემას და თავს არიდებს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას.

ევროსაბჭოს ონლაინ სდომაზე, სოფო კილაძემ რუსეთის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ შეახსენა გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობა, რომელსაც 1 500 დაზარალებული მოქალაქე ელოდება.​

ყველა სიახლე

27 ოქტომბერი 2021, 19:15

COVID19

CDC: დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს დამატებითი დაცვისთვის ვაქცინის მეოთხე დოზის მიღება შეუძლიათ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ახალი გაიდლაინის თანახმად, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს დამატებითი დაცვისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის მიღება შეუძლია.

27 ოქტომბერი 2021, 19:02

საზოგადოება

თემქის რაიონში 3000 მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

თემქის რაიონში 3000 მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება 28 ოქტომბრის 10:00 სთ-დან და დასრულება 19:00 საათისთვის.

კახა კუჭავა

27 ოქტომბერი 2021, 18:53

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკა იზიარებს ჩვენი ხალხის ისტორიულ არჩევანს და ეს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პოლიტიკა

მისი თქმით, ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო სრულიად ახალ დონეზე აეყვანა ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოსთან სტრატეგიული პარტნიორობა.

შალვა პაპუაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 18:50

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ხალხის სურვილია, 2 ოქტომბერს გაკეთებული არჩევანი ბოლომდე მიიყვანოს

მშვიდობიანი განვითარება, ღირსება, თავისუფლება ეს არის ის ფასეულობები, რომელიც აქვს ჩვენს მოქალაქეებს. დღეს მნიშვნელოვანი იყო, რომ კიდევ ერთხელ გაგვევლო ხაზი, რომლის იქითაც იქნებოდა ბოროტება, ცილისწამება, რომელსაც სამწუხაროდ დღესაც ვისმენდით ჩვენი ოპონენტების მხრიდან, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი შეკრების შემდეგ „ქრონიკას“ განუცხადა.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 18:44

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ყველამ ერთად, სწორედ ამ განწყობით უნდა ვაშენოთ ქვეყანა

30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე; უნდა გავიმარჯვოთ ღირებულებით ბრძოლაში, რათა ამ საბოლოო გამარჯვებით კარი გავუხსნათ ჩვენი ქვეყნის მომავალს, კარი გავუხსნათ, კეთილშობილ, პატრიოტ ადამიანებს პოლიტიკაში,-განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე.

მამუკა მდინარაძე

27 ოქტომბერი 2021, 18:43

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: დღევანდელი დღის მთავარი გზავნილი იყო ორიენტირება მომავალზე, სიმართლეზე, სამშობლოზე, ეკლესიის პატივისცემაზე, ეროვნულ იდენტობასა და ღირებულებებზე

„შეუძლებელია სიცრუემ გაიმარჯვოს. მოგონილმა ამბებმა კი არა, სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს. „ნაცმოძრაობამ“ რაც მოინდომა და მთელი კვირის განმავლობაში მთელი რესურსი დახარჯა რაღაცნაირად თავისი აქტივისტები ჩამოეყვანა და ხალხის მობილიზება შეძლო, იმდენი ადამიანი დღეს პარლამენტის წინ ირეოდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 18:40

პოლიტიკა

კახა კალაძე: ეს ქვეყანა ჩვენი - მშვიდობისმოყვარე, საკუთარი ქვეყნის მოყვარული, საკუთარი ისტორიის, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისმცემელი ადამიანების სამშობლოა და არა უსამშობლო ავანტიურისტების პოლიტიკური სარბიელი

2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ყველას, რომ ქართველები თავისუფლებისმოყვარე, სამართლიანი და სწორი ღირებულებების მქონე ხალხი ვართ,- ამის შესახებ კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ხაზი გაუსვა არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ 30 ოქტომბერს ქართველი ხალხი საბოლოოდ ეტყვის უარს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დესტრუქციით და ავანტიურითაა დაკავებული.

დიმიტრი პესკოვი

27 ოქტომბერი 2021, 18:36

მსოფლიო

კრემლი: თურქული წარმოების უპილოტო საფრენმა აპარატებმა აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია შეიძლება გამოიწვიოს

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თურქული წარმოების უპილოტო საფრენმა აპარატებმა აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია შეიძლება გამოიწვიოს.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 18:25

პოლიტიკა

კახა კალაძე: 30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დავუსვათ ბოროტებას, სიცრუესა და დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში

30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დავუსვათ ბოროტებას, სიცრუესა და დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 18:20

პოლიტიკა

კახა კალაძე: არასდროს ვზოგავდი თავს, რომ მესახელებინა ჩემი ქალაქი, ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა. ამ ქალაქისთვის არა მხოლოდ კარგი, ყველაფერი საუკეთესო მინდა

ალბათ, არავინ მიწყენთ, თუ პირველ რიგში სწორედ ჩემს თბილისს და თბილისელებს მივმართავ. სრულიად გულწრფელად გამოვხატავ იმ ემოციას, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ ამ ქალაქის მიმართ, - ასე დაიწყო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საკუთარი გამოსვლა თავისუფლების მოედანზე გამართულ შემაჯამებელ შეკრებაზე. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თბილისელებს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის და „გამარჯვების საბოლოოდ მისაყვანად“ მოუწოდა მათ არჩევნებში მონაწილეობისკენ.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 18:19

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაგვაკისრა პასუხისმგებლობა, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის სიმტკიცე, დავიცვათ ადამიანის ღირსება და თავისუფლება

ბევრი შემიძლია ვისაუბრო მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც სამომავლოდ ვგეგმავთ თბილისისთვის, თუმცა, ყველას გვესმის, რომ 30 ოქტომბერს ჩვენ, პირველ რიგში, ღირებულებითი არჩევანის გაკეთება მოგვიწევს და მე დარწმუნებული ვარ თქვენს სწორ არჩევანში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2021, 18:11

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ჩვენი ხელისუფლების ვალია, ხელისუფლება გადააბაროს არა ლეშიჭამიებს; არა ქართველთმოძულეებს, არამედ ახალთაობებს

„ჩვენი ხელისუფლების ვალია, ხელისუფლება გადააბაროს არა ლეშიჭამიებს; არა ქართველთმოძულეებს; არა იმათ, ვინც ბნელი წარსულის მოციქულები არიან და ახლა საკნებიდან იჭყიტებიან; არა იმათ, ვინც ებრძვის ილია მეორეს; არა იმათ, ვინც სიწმინდეს, ხატსა და ჯვარს, არა იმათ, ვისაც უნდა საკუთარი ფეხქვეშ დამონებული ქართველი, არამედ ახალთაობებს. იმ ბავშვებს, რომლებიც დღეს შემოგვყურებენ და რომელთა მომავლისთვისაც ჩვენ ვდგავართ მაგრად, მყარად და 30 ოქტომბერს გავიმარჯვებთ დამაჯერებლად“, - განაცხადა წულუკიანმა.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 18:10

პოლიტიკა

კახა კალაძე: 9 წლის წინ, ქართველი ხალხის ერთობამ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, შეძლო ბოროტი, მახინჯი სისტემის დამარცხება, უარი უთხრა ძალადობას, სისასტიკეს, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვასა და სიცრუეს

9 წლის წინ, ქართველი ხალხის ერთობამ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, შეძლო ბოროტი, მახინჯი სისტემის დამარცხება. თავისუფლებისმოყვარე ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრა ძალადობას, სისასტიკეს, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვასა და სიცრუეს. ეს ის მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2021, 18:10

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, არა თავისთვის, არა ჩემთვის და ჩემნაირებისთვის, არამედ თქვენთვის - ახალგაზრდებისთვის

„ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც საზღვრები გახსნა ევროკავშირთან. ნატოსა და ევროკავშირის კარზე კაკუნი, რომელიც მატყუარა სააკაშვილმა კი არ დაიწყო, ეს დაიწყო იმ დიდმა ჯგუფმა ქართველი დიპლომატების, რომელიც ზოგი გარდაცვლილია და ზოგი ასაკშია. აი ეს კაკუნი ჩვენ ამ პროცესის შედეგით დავაყენეთ და არ დარჩა კაკუნად. წინ გრძელი გზაა, ევროპაში კუთვნილი ადგილის დამკვიდრებამდე, რაც ჩვენ შვილებს ნამდვილად ეკუთვნით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 18:09

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვდგავართ ერთად, რათა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, თუ რა ღირებულებები, რა ფასეულობები გვამოძრავებს, როგორი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ

მოგესალმებით მეგობრებო! მოგესალმებით ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს! მივესალმები სრულიად საქართველოს, მოგესალმებით თითოეულ გულანთებულ ადამიანს, ვინც დღეს აქ, ჩვენი ქვეყნის მთავარ მოედანზე დგახართ, ყველას, ვინც საკუთარი ქვეყნის სიყვარულმა, მის მომავალზე ზრუნვამ მოგიყვანათ და ერთ მუშტად შეგვკრა საერთო მიზნის მისაღწევად, - ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 ოქტომბერი 2021, 18:07

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მრავალრიცხოვანი წინასაარჩევნო შეკრება დასრულდა

მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ.

27 ოქტომბერი 2021, 18:03

მსოფლიო

აფრიკის კავშირმა ორგანიზაციაში სუდანის წევრობა შეაჩერა

აფრიკის კავშირმა ორგანიზაციაში სუდანის წევრობა შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ Al Jazeera ავრცელებს. 25 ოქტომბერს, სუდანში სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედროებმა პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები დააკავეს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სუდანში სამხედრო გადატრიალებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა. 27 ოქტომბერს, სუდანის პრემიერ-მინისტრი, აბდალა ჰამდოკი, რომელიც სამხედრო გადატრიალების დროს დააკავეს, გაათავისუფლეს.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2021, 17:56

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მე სახლში ერთ პატარა გოგოს ვზრდი, მასავით პატარა გოგო-ბიჭები, საუბედუროდ, ასეულობით ათასია ქვეყანაში, დევნილი საკუთარი სოხუმიდან

ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს თავისუფლების მოედანზე შეკრებილი „ქათული ოცნების“ მხარდამჭერების წინაშე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციაზე ილაპარაკა. მისი თქმით, რომ არა ეს უბედურება, ასობით ათასი გოგო და ბიჭი, რომელიც დღეს ლტოლვილია, სოხუმსა და ცხინვალში დაიბადებოდა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2021, 17:54

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ქართველ დედებს არ გვეკადრება, რომ ჩვენი მოსაგები ბრძოლები ჩვენს შვილებს დავუტოვოთ

„შაბათს ერთ მხარეს დევს ბოროტება, რომელმაც ჩვენი შვილები ჩახოცა, ისეთ გაუაზრებელ ომში, რომ შემდეგ მიწასაც არ მიაბარა, შაბათს ერთ მხარეს დევს ის ფარისევლური ძალა, რომელიც ზეიმობდა ტერიტორიების დაკარგვას, ისედაც ერთი ბეწო საქართველოსი, მორე მხარეს ვართ ჩვენ, ის ხელისუფლება, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ტრიბუნალიდან, სტრასბურგიდან სახლში ჩამოუტანა ჩვენს შვილებს არა რაიმე პოლიტიკური განცხადება, არა პოლიტიკური პრანჭიაობა არამედ ვერდიქტი, სასამართლო ვერდიქტი, რომელშიც წერია, რომ ქართველები, აფხაზები და ოსები ძმები არიან და ომი არის ცუდი. დევნილები უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2021, 17:51

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მადლობა ნდობისთვის, ამდენწლიანი მხარდაჭერისა და გამძლეობისთვის

პირველ რიგში, მადლობა ნდობისთვის, ამდენწლიანი მხარდაჭერისთვისა და გამძლეობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.