IMEDI /  05 ივნისი 2020, 19:04 / სანდო წყარო

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ახალი კონსტიტუციის შესაბამისი ცვლილებები შედის

გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა კონსტიტუციასთან თავსებადობის თვალსაზრისით გახდა საჭირო. მე-10 მოწვევის პარლამენტს უნდა დახვდეს ისეთი რეგლამენტი, რომელიც კონსტიტიუციასთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა „დღის ქრონიკის“ ეთერში.

მისი თქმით, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, არსებობს არა უმცირესობა და უმრავლესობა, არამედ საპარლამენტო ოპოზიცია და საპარლამენტო სიითი უმრავლესობა, რომელიც მინიმუმ 76 დეპუტატისგან უნდა იყოს შემდგარი. მისივე განმარტებით, თანამდებობის პირები აღარ იქნებიან უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები. ასევე, ცვლილება ხორციელდება ფრაქციის დაკომპლექტების ნაწილშიც.

„პარლამენტში ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები იქნებიან ფრაქციები, რომელთა მინიმალური რაოდენობა იქნება 7. ერთი და იმავე პარტიის მიერ წარდგენილი დეპუტატები ვერ შექმნიან 1-ზე მეტ ფრაქციას. ეს იმიტომ, რომ „პარტია უდრის ფრაქციას“ პოლიტიკურ პლატფორმაში აუცილებელი მიზანია, პარლამენტში პოლიტიკური პარტია იყოს წარმოდგენილი ზუსტად იმ ფორმატით, როგორც არის ის არჩეული“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი განმარტებით, ერთი და იმავე პარტიის მიერ წარდგენილი პირები თუ პარლამენტში შევიდნენ და შემდეგ დატოვეს ეს ფრაქცია და პარტია, მათ აღარ ექნებათ საშუალება გაერთიანდნენ და ცალკე, სხვა ფრაქცია შექმნან. თუ რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ 7 წევრზე ნაკლები შეიყვანა პარლამენტში, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები არ შეიძლება ერთ ფრაქციად შეიკრიბონ და ჩამოყალიბდნენ.

„ეს იმიტომ, რომ არჩევნები პოლიტიკური პროცესია, რომელზეც ხალხი განსაზღვრავს, რომელი პოლიტიკური პარტია რა პროცენტულობით უნდა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. მისი ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე იყო შენიშვნა, რომ საარჩევნო ბლოკში შემავალ რამდენიმე პარტიას ჰქონდეს ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა, რაზეც მსჯელობა შესაძლოა გაგრძელდეს .

მისი თქმით, ეს რეგულაციები არ გავრცელდება დამოუკიდებელ მაჟორიტარებზე, ანუ მათზე, ვინც არჩევნებზე საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი და არა რომელიმე პარტიის მიერ.

როგორც მაჭარაშვილმა განმარტა, მართალია, საპარლამენტო სიითი უმრავლესობა შეიქმნება, თუ 76-ზე მეტი დეპუტატია ერთ ფრაქციაში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო 76 მანდატის მოპოვება, დგება სხვა ფრაქციიდან წევრების ან უფრაქციოდ დარჩენილი დეპუტატების დამატების საკითხი. მისი განცხადებით, მცირდება ვიცესპიკერების რაოდენობაც: პირველი ვიცე-სპიკერის გარდა, კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი სიითი უმრავლესობიდან, ხოლო მეორე - საპარლამენტო ოპოზიციიდან იქნება წარმოდგენილი.

„სამწუხაროდ, საპარლამენტო ოპოზიცია არ ესწრება რეგლამენტის განხილვის პროცესს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, მეათე მოწვევის პარლამენტის სხვა სუბიექტებთან ერთად, ოპოზიციის საკითხების, მათ შორის, უფლებების განხილვა მიმდინარეობს “, -აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.​

ყველა სიახლე

15 ივლისი 2020, 16:36

საზოგადოება

კრეატიული ინდუსტრიების განვითარების გამოწვევებზე პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა​

საქართველოში კრეატიული ინდუსტრიების სფეროში არსებული მეკობრეობის პრობლემისა და მისი გადაჭრის გზების შესახებ იმსჯელეს დღეს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე. კანონმდებლების, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლოს, ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის განმსაზღვრელი და მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლების, დარგის ექსპერტების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით შეხვედრა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გაიმართა .

ეიფელის კოშკი

15 ივლისი 2020, 16:33

მსოფლიო

ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის სრულად გაიხსნა

ეიფელის კოშკის მესამე სართული ვიზიტორებისთვის გაიხსნა, რაც ღირსშესანიშნაობის სრული დატვირთვის ამოქმედებას ნიშნავს. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro წერს. ეიფელის კოშკის მესამე სართულზე ასვლას ტურისტები ბოლო 4 თვის განმავლობაში პირველად შეძლებენ. პირველი ორი სართული ვიზიტორებისთვის 25 ივნისს, ნაწილობრივ გაიხსნა. გარდა ამისა, გარკვეული დროის განმავლობაში მეორე სართულზე ასვლა ხმოლოდ ფეხით იყო შესაძლებელი, ლიფტი კი უსაფრთხოების ზომების გამო არ მუშაობდა.

კორონავირუსი სინჯარა

15 ივლისი 2020, 16:23

COVID19

სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნელი ხიზაშვილის ინფორმაციით, მცირეწლოვანი თელავში, ბავშვთა კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, ამიტომ ექიმებმა ვირუსზე ტესტი ჩაუტარეს.

15 ივლისი 2020, 16:22

საზოგადოება

გუგული მაღრაძემ კვლევითი პროექტის, „კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა“ შედეგების განხილვაში მიიღო მონაწილეობა

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუგული მაღრაძემ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ შესრულებული კვლევითი პროექტის, „კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა“ შედეგების განხილვაში მიიღო მონაწილეობა. განხილვაში ასევე მონაწილეობდნენ კონფლიქტის საკითხებზე მომუშავე ქართული და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდების წარმომადგენლები, ექსპერტები. ასევე, კონფლიქტის ზონებიდან ამ საკითხებზე მომუშავე ინდივიდები და ორგანიზაციები, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცლებს.

15 ივლისი 2020, 16:22

საზოგადოება

ირაკლი შოთაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე და გენერალური პროკურორის მოადგილე, ნათია მერებაშვილი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდნენ. კრისტიან ურსეს საქართველოში სამუშაო ვადის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პროკურატურის და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და მიმდინარე საერთო აქტივობებზე ისაუბრეს. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს​ მადლობა გადაუხადა მათ მიერ საქართველოს პროკურატურისთვის გაწეული დახმარებისთვის.

ირაკლი სესიაშვილი; რან გიდორი

15 ივლისი 2020, 16:15

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს რან გიდორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ელჩი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობის სპეციფიკით დაინტერესდა.

კელი დეგნანი

15 ივლისი 2020, 16:13

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო აჭარის რეგიონში კელი დეგნანის შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში ელჩის, კელი დეგნანის აჭარის რეგიონში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, ბათუმში პირველი ვიზიტისას ელჩი დეგნანი შეხვდა განათლების სფეროს მოღვაწეებს, ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებსა და მთავრობის წარმომადგენლებს. მისმა ვიზიტმა დემონსტრირება მოახდინა შეერთებულ შტატებსა და აჭარას შორის არსებული მტკიცე კავშირის მასშტაბისა, რომელიც მოიცავს განათლების, ტურიზმის, ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისა და მრავალ სხვა სფეროს.

15 ივლისი 2020, 16:05

მსოფლიო

ინდოეთში წყალდიდობას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ასამის შტატში სტიქიამ 2 მილიონ ადამიანზე მეტი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ ათასობით სოფელი დატბორა. წვიმის სეზონი წელიწადის ამ დროს ინდოეთში ჩვეული მოვლენაა, თუმცა ამჯერად მოსახლეობას სტიქიასთან გამკლავება კორონავირუსის პანდემიის ფონზე უწევს.

გიორგი ვაშაძე

15 ივლისი 2020, 16:04

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ისნის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომრით იყრის

ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, გიორგი ვაშაძე ისნის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომრით იყრის. ამ ინფორმაციას „ახალი საქართველოს“ ლიდერი არც უარყოფს და არც ადასტურებს. შესაბამის კითხვაზე ვაშაძემ ასე განაცხადა: „იმის მიხედვით, როგორც ჩამოვყალიბდებით, ისე გავაგრძელებთ ბრძოლას“.

კორონავირუსი ინდოეთი

15 ივლისი 2020, 16:03

COVID19

ინდოეთში კორონავირუსი კიდევ 29 429 ადამიანს დაუდასტურდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 29 429 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 936 181-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 582 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 24 309-ს აღწევს. ამასთან, 600 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დათა ქაჯაია

15 ივლისი 2020, 15:57

სპორტი

დათა ქაჯაია საქართველოს საავტომობილო სპორტის ისტორიაში პირველად გამართული ვირტუალური ჩემპიონატის გამარჯვებულია

დათა ქაჯაია საქართველოს საავტომობილო სპორტის ისტორიაში პირველად გამართული ვირტუალური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. Georgian Digital Championship 2020 - საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის და კომპანია „სიმულექს რეისინგის“ ორგანიზებით ჩატარდა. მასში Bmw m235i - ტიპის ავტომობილებით 20-ზე მეტი მოყვარული და პროფესიონალი ავტომრბოლელი მონაწილეობდა. რბოლების სერია წრიულ რბოლაში გაიმართა, სადაც თითოეული რბოლის წესები საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის წრიული რბოლის რეგულაციების იდენტური იყო. ეტაპის განმავლობაში მონაწილეებმა საერთო ჯამში მსოფლიოს სხვადასხვა სიმულირებულ ავტოდრომზე 12 რბოლასა და 6 ეტაპში იასპარეზეს. საუკეთესო სიმ რეისერის ტიტული რეზო ბობოხიძეს ერგო.

მერაბ ხალვაში
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

15 ივლისი 2020, 15:53

საზოგადოება

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში გახდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) რექტორი მერაბ ხალვაში გახდა. მას აკადემიური საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მერაბ ხალვაში ამ უნივერსიტეტის რექტორად მეორედ აირჩიეს. ის უნივერსიტეტს კიდევ 4 წელი უხელმძღვანელებს.

კახა კალაძე

15 ივლისი 2020, 15:52

პოლიტიკა

კახა კალაძის თქმით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციასაც ეკისრება

„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა აიღოს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას, იმიტომ, რომ ისიც პოლიტიკის ნაწილია. ოპოზიციას აქვს პასუხისმგებლობა იმისა, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცეს შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. დღეს ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში და მივიღოთ მაღალი შეფასებები, როგორც ეს წინა არჩევნების პირობებში ხდებოდა“, - აღნიშნა მერმა.

ბექა დოჭვირი

15 ივლისი 2020, 15:48

პოლიტიკა

ბექა დოჭვირი: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების ძირითადი მიზანი ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაა

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების ძირითადი მიზანია, დაიცვას ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა ამ დარგში, ასევე მომხმარებლის უფლებები და შემოიტანოს და დანერგოს საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტური მექანიზმი, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის პირველი მოსმენით კენჭისყრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

ფრენბურთი

15 ივლისი 2020, 15:48

სპორტი

მომავალ წელს საქართველო ფრენბურთში 18 წლამდე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

2022 წელს საქართველო ფრენბურთში 18 წლამდე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, - ამის შესახებ გადაწყვეტილება ლუქსემბურგში გამართულ ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის საბჭოს წევრთა სხდომაზე მიიღეს.

15 ივლისი 2020, 15:44

ეკონომიკა

Apple ირლანდიის საგადასახადო სამსახურის სასარგებლოდ €13 მილიონს აღარ გადაიხდის

მობილური ტელეფონების და კომპიუტერების მწარმოებელმა კომპანია Apple-მა ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო სარჩელი მოიგო. ამის შესახებ Business Insider წერს. გამოცემის ცნობით, მსოფლიო ბრენდი ირლანდიის საგადასახადო სამსახურის სასარგებლოდ €13 მილიონს აღარ გადაიხდის. ევროსასამართლომ, ამ საკითხზე ევროკომისიის მიერ 2016 წელს მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა.

ნათია თურნავა

15 ივლისი 2020, 15:42

რეგიონი

ნათია თურნავა: თუშეთზე უნიკალური ადგილი ბევრი არ მეგულება და ყველას მოვუწოდებ, ხელახლა აღმოვაჩინოთ ის, რაც ჩვენია, ვიმოგზაუროთ საქართველოში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა კამპანია „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში თუშეთში იმყოფება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუშეთზე უკეთესი და უნიკალური ადგილი ბევრი არ ეგულება დედამიწის ზურგზე და მან ყველას მოუწოდა, კიდევ უფრო აქტიურად იმოგზაურონ საქართველოში და საქართველოსთვის.„მე დღეს ვიმყოფები თუშეთში, კესელოს კოშკებთან - ამაზე უკეთესი და უნიკალური ადგილი ბევრი არ მეგულება დედამიწის ზურგზე და ყველას მოვუწოდებ, კიდევ უფრო აქტიურად იმოგზაურონ საქართველოში და საქართველოსთვის. ხელახლა აღმოაჩინონ ის, რაც ჩვენია. ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და მოუწოდონ ყველა თავის ნაცნობს, რომ იგივე მაგალითს მიბაძონ“, - აღნიშნა თურნავამ.

მამუკა გამყრელიძე

15 ივლისი 2020, 15:39

პოლიტიკა

მამუკა გამყრელიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ჩვენ შორის არავითარი უთანხმოება არ არსებობს

ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დრო სჭირდება რომ გადაწყვეტილება მიიღოს, ამაში გასაკვირი არაფერია, ყოველთვის იყო დეკლარირება იმისა, რომ ეს შეთანხმება ურყევია და ჩვენ ყველანი ვართ ამის ერთგულები, - ამის შესახებ მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრმა, მამუკა გამყრელიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მეგი დე ბლოკი

15 ივლისი 2020, 15:32

ტაბლოიდი

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის უჩვეულო პირბადემ მედიის ყურადღება მიიპყრო

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის, მეგი დე ბლოკის ახალმა პირბადემ მედიის ყურადღება მიიპყრო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მეგი დე ბლოკი პარლამენტში მივიდა პირბადით, რომელზეც მისივე სახე იყო გამოსახული.

15 ივლისი 2020, 15:30

რეგიონი

ნათია თურნავა კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში თუშეთს ესტუმრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში დღეს თუშეთს ეწვია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მან მონაწილეობა მიიღო გასტროტურში, რომელსაც ასევე დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გელა სამხარაული და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.