01 ივნისი 2017, 12:59 / სანდო წყარო

უმცირესობის მოთხოვნას სუს-ისა და შსს-ს პირველი პირების გადადგომის შესახებ უმრავლესობა პასუხობს

ეკა ბესელია
რომან გოცირიძე

ეკა ბესელია
რომან გოცირიძე

საპარლამენტო უცმირესობა აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთ მინისტრის გიორგი მღებრიშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

"რაც არ უნდა თავი იმართლოს საქართველოს ხელისუფლებამ, შეუძლებელია მსგავსი სპეცოპერაციის ჩატარება თუ ეს არ არის ხელისუფლებასთან შეთანხმებული. საქართველოს მთავრობამ შელახა ქვეყნის სუვერენიტეტი. ქვეყანას შეულახა ეროვნული ღირსება და ფაქტობრივად, უკანონოდ ითანამშრომლა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ეს ფაქტი სასწრაფოდ გამოსაძიებელია, ხოლო მანამდე საქართველოს ორი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი უნდ გადადგეს თანამდებობიდან. ვიღაცა უნდა დაისაჯოს, მსგავსი თუნდაც სამსახურებრივი ჩავარდნის გამო", -განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ნაციონალურ მოძრაობას" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ უპასუხა.

"მოთხოვნა, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ან რომელიმე მინისტრი გადადგეს, "ნაციონალური მოძრაობის" ოცნება და სურვილია. ამ ოცნებებით და სურვილებით ვერ ვივლით, გამოძიების მონაცემებით უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა, რომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გაკეთდეს. ამ საკითხზე საჭიროა, ჯერ გამოძიებამ მოგვაწოდოს ინფორმაცია და ამის შემდეგ იქნება სწორი შეფასებების გაკეთება, როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ ჭრილში," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

აფგან მუხტარლის საქართველოდან გაუჩინარებისა და აზერბაიჯანის საზღვარზე დაკავების შესახებ, შინაგან საქმეთ მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი შეიძლება მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს ადამიანმა დაბალია, მაგრამ არსებობს.

ბაქოს სასამართლომ ჟურნალისტს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროსასამართლოს მიმართავს.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 13:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რომელიმე ევროპული ქვეყანა ხომ არ იცით, რომელსაც აიძულებენ 2/3-ით მიიღოს საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილებები, მაშინ როდესაც პარტიული წარმომადგენლობა უმრავლესობაშია? საბოტაჟისთვის მოაწყვეთ კომისიაო, რატომ გვეუბნებიან?

რომელიმე ევროპული ქვეყანა ხომ არ იცით, რომელსაც აიძულებენ რომ 2/3-ით მიიღოს საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილებები, სადაც პარტიული წარმომადგენლობა თავის მხრივ უმრავლესობაშია. რატომ ხდება, რომ მაინც და მაინც ამას საქართველოს აიძულებენ? ანუ, საბოტაჟისთვის მოაწყვეთ ქვეყნის საარჩევნო კომისია - ამას რატომ გვეუბნებიან?, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხებოდა.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 13:28

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 2 წლის წინ, საქართველო დაიჩაგრა და კანდიდატის სტატუსზე უარი უთხრეს. შემდეგ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ჩვენ ვითხოვდით სამართლიანობას და ეს სამართლიანობა მივიღეთ

2 წლის წინ, საქართველო დაიჩაგრა და კანდიდატის სტატუსზე უარი უთხრეს, როდესაც ყველას ვუსწრებდით ყველა პარამეტრით, შემდეგ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ასე ჯიუტად, ასე პრინციპულად ვლაპარაკობდით მაშინაც და არავის ვექიშპებოდით ამით და არავის ჯიბრში არ ვუდგებოდით, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 13:19

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნატოს სამიტზე საქართველოს მიწვევა აქვს, შემადგენლობასთან დაკავშირებით მსჯელობა ექნება მთავრობას - ძალიან უხერხულია საპარლამენტო ტრიბუნიდან შემადგენლობაზე და პერსონებზე ვილაპარაკო

„ამ სამიტზე მონაწილეობა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ საქართველო ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია და იმდენი წვლილი და იმხელა მონაწილეობა ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, როგორც საქართველოს აქვს მისიებში მიღებული, არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს. ამას თუ დააფასებენ (ხშირ შემთხვევაში აფასებენ) არის ძალიან კარგი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მაკა ბოჭორიშვილი

25 ივნისი 2024, 13:18

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს არჩევანი არის ევროკავშირისკენ სვლა, რადგან საქართველო არის ევროპის და ევროპული ფასეულობების განუყოფელი ნაწილი

მისი თქმით, საქართველოს არჩევანი არის ევროკავშირისკენ სვლა, იმიტომ რომ საქართველო არის ევროპის და ევროპული ფასეულობების განუყოფელი ნაწილი.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 13:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ისფედზე“: მათი მიზანია, ჩავარდნილი პროპაგანდისტული პროექტი „არა რუსულ კანონს“ გადაიქცეს არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების ახალ პროპაგანდად

„ეს იყო მიზანი აქამდეც, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია დაეყენებინათ ეჭვქვეშ და ახლაც ეს არის მათი მიზანი. ამის შესახებ პირველი საუბრობს „ისფედი“, რომელიც არის მთავარი და უპრეცედენტო გამყალბებელი. მსოფლიოში არ ფიქსირდება სხვა შემთხვევა, რომ პარალელური ხმის დამთვლელი ორგანიზაცია აყალბებდეს არჩევნების მონაცემებს. 2020-ში ეს გააკეთა „ისფედმა“. ამაზე რეპუტაცია წამხდარი ორგანიზაცია არ არსებობს. ეს არის უბრალოდ სირცხვილი, როდესაც „ისფედი“ არჩევნების კანონიერებაზე წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე ლაპარაკობს“, - აცხადებს მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 13:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შავი ფულით ვეღარ დაფინანსდება პარტიული აქტივობები იმიტომ, რომ საქართველოში „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მუშაობს

„სწორედ იმას ემსახურება ასეთი გეგმები, რომ დაფინანსდეს რეალურად პარტიული აქტივობები და ამიტომ უნდოდათ გარუსულება გამჭვირვალობის კანონის, რომ ეს სქემები არ გაშიფრულიყო. მათ უნდათ, რომ აფინანსონ სხვადასხვა პროექტები, მათ შორის ეს პროექტები ემსახურებოდეს პარტიულ აქტივობებს და არ გაიშიფროს. ამიტომ იკლავდნენ თავს იმისათვის, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ვერ მიეღო ჩვენს ქვეყანას. ამიტომ არის, რომ კანადა, საფრანგეთი იღებს დღეს ამ კანონებს, ე.წ. მიმდინარე ტრენდია, მაგრამ საქართველოში ის ხდება რუსული, მათი გადმოსახედიდან იმიტომ, რომ უნდა დაიმალოს დიდი ოდენობით შავი ფული და ამ შავი ფულით უნდა მოხდეს დაფინანსება. ამის დამალვად ვეღარ შეძლებენ იმიტომ, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოში მუშაობს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მიხეილ ყაველაშვილი

25 ივნისი 2024, 13:13

სპორტი

მიხეილ ყაველაშვილი: მაქსიმალურად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს, უფრო მეტად, ვიდრე 26 მარტს - ეს მათ შეუძლებელს შეაძლებინებს და საქართველოს ძლიერ მეტოქეზე გამარჯვების შანსი მხოლოდ ასე ექნება

ასრულდა მრავალი თაობის ოცნება. დღეს ჩვენი საფეხბურთო ნაკრები ღირსეულად არის წარმოდგენილი ევროპის ჩემპიონატზე, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 13:12

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყოველდღე ვრცელდება ობიექტური რეიტინგები, სადაც დემოკრატიის ყველა პარამეტრის მიხედვით საქართველო წინ მიიწევს - წარმოუდგენელია, რომ დაბრალებული ამბის გამო ქვეყნის სანქცირება მოხდეს

იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელი ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ისევე როგორც „ნაცები“ ექცეოდნენ თავის დროზე საქართველოს მოქალაქეებს, ისე არ მოექცევიან საქართველოს მოქალაქეებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

25 ივნისი 2024, 13:11

რეგიონი

ლევან დავითაშვილმა ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

„დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობის ღირსეული წევრია, ჩვენი საზღვაო სექტორი კი დიდი სატრანსპორტო-სატრანზიტო, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის მნიშვნელოვანი, მეტიც, საკვანძო ნაწილი. ჩვენი პოლიტიკაც სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ მაქსიმალურად სწრაფად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვავითაროთ საზღვაო ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 13:01

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როგორ შეიძლება, რეიტინგების მიხედვით წამყვან ქვეყნებში ვიყოთ, მაგრამ ვიღაცებმა მაინც მოახერხონ პიარი, რომ საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით უკან მიდის

ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ თუკი რაიმე სფერო შეიძლება არსებობდეს, რომელთა დაკავშირებითაც ობიექტური კვლევა შეიძლება ჩატარდეს, ყველაფერში მოწინავე პოზიციაზე ვართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 12:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობისა“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას

„ნათელაშვილის ფანჩატური გადაიქცა სალომეს ფანჩატურად და ძალიან სამწუხაროა, რომ თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ დავალებების მიმღებების საერთო ქვაბში იხარშება - ცოტა მძიმეა ამის თქმა, გახდა „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა. ადამიანი, რომელიც გუშინ რეზიდენტს ეძახდა, მისთვის დავალების მიმცემი გახდა. ანუ, დავალების მიმღებისგან იღებს დავალებას, წარმოიდგინეთ. მესამე რგოლია დავალების მიმღებთა შორის“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 12:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პიარის და პროპაგანდის ტექნოლოგები ათწლეულების განმავლობაში დაწერენ სტატიებს - როგორ დააჯერეს მოქალაქეების ნაწილი, რომ კანონი, რომელიც დასავლეთის ბევრ ქვეყანაში მოქმედებდა, საქართველოში შერაცხილიყო რუსულად

კანადაში დიდი საპროტესტო აქციები „რუსული კანონის“ წინააღმდეგ არ ტარდება. იცით რატომ არ ტარდება? იმიტომ რომ ის კანონი რუსული არ არის, კანადურია. ამერიკაში ამერიკულია, რუსეთში რუსულია, საქართველოში ქართულია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

25 ივნისი 2024, 12:53

მსოფლიო

The Wall Street Journal: ფრანგი ებრაელები მარინ ლე პენის მხარდაჭერას განიხილავენ

სერჟ კლარსფელდი მსოფლიოში ცნობილია, როგორც „ნაცისტებზე მონადირე“, ის ჰოლოკოსტის ისტორიკოსი და საფრანგეთში მორალური ავტორიტეტია. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, ბევრს საფრანგეთში გაუკვირდა როდესაც კლარსფელდი, მარინ ლე პენისა და მისი მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ მხარდამჭერი განცხადებებით გამოვიდა, - წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი.

25 ივნისი 2024, 12:36

რეგიონი

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ოზურგეთისა და ჩოხატაურის მერიის თანამშრომლებთან შეხვედრები გამართა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლებისთვის, საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა.

ჩანიე 6

25 ივნისი 2024, 12:12

ტექნოლოგიები

ჩინურმა აპარატმა მთვარის ბნელი მხარის გრუნტი დედამიწაზე ჩამოიტანა

გამოცემის ინფორმაციით, აპარატი მონღოლეთის უდაბნოში დაჯდა. ბორტზე მთვარის გრუნტის ნიმუშებია, რომლებიც დედამიწის თანამგზავრის ბნელ მხარეს არის შეგროვილი.

ლევან დავითაშვილი

25 ივნისი 2024, 12:00

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: პირველი ივლისიდან მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონი ამოქმედდება, რომელიც ქართველი მეზღვაურებისა და დამსაქმებელი კომპანიებისთვის ახალ რეალობას შექმნის

პირველი ივლისიდან მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონი ამოქმედდება. ამის შესახებ მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

25 ივნისი 2024, 11:58

რეგიონი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კახეთის რეგიონში, მინდვრის ხანძრების პრევენციის მიზნით, საველე ოპერაციების შტაბი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ტყის და მინდვრის ხანძრების პრევენცია და დროული რეაგირება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ზაფხულის სეზონზე ტყის და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება, რაც ხშირად გამოწვეულია მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ცეცხლის დანთებით და დაუდევრობით.

25 ივნისი 2024, 11:50

მსოფლიო

წყალდიდობამ სამხრეთ დაკოტას შტატს სერიოზული ზარალი მიაყენა

წყალდიდობამ სამხრეთ დაკოტას შტატს სერიოზული ზარალი მიაყენა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. ადიდებულმა წყალმა მთავარი სარკინიგზო ხიდი ჩაანგრია. ბერლინგტონისა და ჩრდილოეთ სანტაფეს დამაკავშირებელი ნაგებობა ტვირთის გადაზიდვის მთავარი მაგისტრალი იყო. შტატის გუბერნატორის თქმით მისი დაზიანებით გამოწვეული ზარალი, შტატის ეკონომიკაზე გავლენას რამდენიმე თვის განმავლობაში მოახდენს.

25 ივნისი 2024, 11:46

მსოფლიო

ევროკავშირი რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებულ შემოსავალს უკრაინას გადასცემს

ევროკავშირი რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების, უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების თაობაზე შეთანხმდა. გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში მედიასთან განაცხადა.

25 ივნისი 2024, 11:40

საზოგადოება

საქართველო-პორტუგალიის მატჩის ღია ჩვენებაზე დამსწრე პირებს ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

საქართველო-პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 ივნისს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.