09 ივნისი 2020, 19:56 / სანდო წყარო

გიორგი კახიანი: ახალი რეგლამენტის ნორმები იქნება კონსტიტუციის სულისკვეთების შესაბამისი

გიორგი კახიანი

გიორგი კახიანი

ის, რომ ჩვენ ახალი რეგლამენტის მიხედვით სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს არ ვაძლევთ ერთი ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას, ეს არის კონსტიტუციის სულისკვეთებასთან შესაბამისობაში. ეს ლოგიკა იყო ჩადებული რეგლამენტში და ვფიქრობ ამ თვალსაზრისით სრულიად შეესაბამება რეგლამენტის პროექტი კონსტიტუციის სულისკვეთებას, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

გიორგი კახიანმა ახალი ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე და მათი შემოღების ლოგიკასა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„კონსტიტუციური ნორმის შესაბამისად, ერთი პარტიის წარდგენით არჩეული პარტიის წევრებს უფლება არ აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. კონსტიტუციაში არ არის ის ჩანაწერი, რომელიც ჩვენ რეგლამენტის პროექტში გვაქვს და კერძოდ ის, რომ სხვადასხვა პარტიის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრებს არა აქვთ ასევე უფლება შექმნან ერთი ფრაქცია. ასეთი ჩანაწერი არა არის, მაგრამ კონსტიტუცია სხვადასხვა პარტიის წევრების მიერ ერთი ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას არ იძლევა, ანუ კონსტიტუციური სულისკვეთება ჩემი აზრით, გულისხმობს იმას, რომ ერთი, არ მოხდეს ის მავნე პრაქტიკა, რომელიც არის პარლამენტში, როდესაც ერთი ფრაქცია ხელოვნურად იშლება და ერთი ფრაქციისგან მრავალი ფრაქცია კეთდება და მეორე, ის, რომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს აქ ჰქონდეთ ერთი ფრაქციის შექმნის უფლება.

რატომ ვთვლი ასე: კონსტიტუციის მიხედვით საქართველოში არის პროპორციული არჩევნები, ანუ 150-ვე პარლამენტის წევრი აირჩევა პროპორციული სიით და როდესაც განისაზღვრა ის, რომ 7 წევრია საჭირო ფრაქციის შესაქმნელად, შემთხვევით არ მოსულა ეს ციფრი, იგულისხმებოდა ის, რომ 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ავტომატურად გულისხმობს, რომ ესა თუ ის პარტია, რომელიც 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავდა, წარმოდგენილი იქნებოდა სულ ცოტა 7 პარლამენტის წევრით. სწორედ აქედან განისაზღვრა ის, რომ ფრაქციის შესაქმნელად საჭიროა 7 პარლამენტის წევრის გაერთიანება. იმავდროულად, კონსტიტუციაში არ წერია ის, რომ სხვადასხვა პარტიის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრებს შეეძლოთ ერთი ფრაქციის შექმნა, იმიტომ, რომ ეს თეორიულადაც შეუძლებელი იქნებოდა იმ დათქმებიდან გამომდინარე, რაზეც მე ვისაუბრე“,-განაცხადა გიორგი კახიანმა.​

დღეს რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელეს.

ყველა სიახლე

ანრი ოხანაშვილი

04 ივლისი 2020, 14:27

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ერთგულ პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ერთგულ პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს! ვამაყობთ ქართველი და ამერიკელი ხალხის წარმატებული თანამშრომლობით! მადლობას გიხდით მტკიცე მხარდაჭერისათვის!“, - ნათქვამია ოხანაშვილის განცხადებაში.

ბარაკ ობამა

04 ივლისი 2020, 14:23

მსოფლიო

როგორ აღნიშნავდა ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს. ვიდეო

როგორ აღნიშნავდა ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა პრეზიდენტი 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ვიდეოში ასახულია 1992 წლიდან მოყოლებული კადრები, სადაც ჩანს ჯორჯ ბუში უფროსი, ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში უმცროსი, ბარაკ ობამა და დონალდ ტრამპი.

გერმანია პირბადე

04 ივლისი 2020, 14:05

COVID19

ბერლინის მოსახლეობას პირბადის არასწორი ტარების აღსაკვეთად მოუწოდებენ დეოდარანტი არ იხმარონ

გერმანიის დედაქალაქში მეტროსა და ავტობუსებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ნიღბის ტარება აუცილებელია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები პირბადეს არასწორად - მხოლოდ პირზე ატარებენ.

კორონავირუსი სპორტდარბაზი

04 ივლისი 2020, 13:47

COVID19

სამხრეთ კორეის ქალაქ იიჯონბუში „სპორტდარბაზის კლასტერი“ გაჩნდა

სამხრეთ კორეის ქალაქ იიჯონბუში „სპორტდარბაზის კლასტერი“ გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 36 შიდა გადაცემას უკავშირდება, 27 კი იმპორტირებულია. 25 ახალი შემთხვევა სეულის მახლობლად მდებარე ქალაქ იიჯონბუში დაფიქსირდა, საიდანაც 16 ე.წ. სპორტდარბაზის კლასტერს მიეკუთვნება.

04 ივლისი 2020, 13:43

პოლიტიკა

საქართველოს პროკურატურა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„ამერიკის შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია საქართველოს პროკურატურის სისტემის განვითარების პროცესში. აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურაში ხორციელდება მთელი რიგი წარმატებული პროექტები“.

უგანდა ტაქსის მძღოლი თავის დაწვა

04 ივლისი 2020, 13:40

მსოფლიო

უგანდაში ტაქსის მძღოლმა პოლიციის განყოფილებაში 40 დოლარის გამო თავი დაიწვა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში ტაქსით მგზავრების გადაყვანა აკრძალულია. მაგრამ ვალუგემბეს მოტოციკლი მეგობარს ათხოვა, რომელმაც ეს აკრძალვა დაარღვია. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ის სამართალდამცველებმა.

04 ივლისი 2020, 13:40

COVID19

დღე-ღამეში აშშ-ში კორონავირუსს 616 ადამიანი ემსხვერპლა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 54 904 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 616 ადამიანი კი გარდაიცვალა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 2 890 588 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 132 101 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის დამარცხება 1 235 488-მა ადამიანმა შეძლო.

საბა კვირკველია

04 ივლისი 2020, 13:25

სპორტი

საბა კვირკველიამ შესაძლოა მოსკოვის „ლოკომოტივი“ დატოვოს

მოსკოვის „ლოკომოტივი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა კვირკველიას გაშვებას აპირებს. რუსული მედიის ცნობით, ლოკომოტივი ცენტრალურ მცველლს ეძებს და ამ პოზიციაზე კვირკველიას სავარაუდო შემცვლელებიც ჰყავს, რომლებიც 28 წლის ქართველ ფეხბურთელზე უმცროსები არიან.

04 ივლისი 2020, 13:20

მსოფლიო

ბრიტანეთში არალეგალური მუსიკალური ღონისძიების დაშლისას 7 პოლიციელი დაშავდა

დიდ ბრიტანეთში, დასავლეთ ლონდონში, არალიცენზირებულ მუსიკალურ ღონისძიებაზე შეკრებილთა დაშლის მცდელობისას 7 სამართალდამცველი დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შეკრებილებმა პოლიციელებს აგურები დაუშინეს, რის შედეგადაც მათი ნაწილის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ადამიანი ძაღლი ასაკი

04 ივლისი 2020, 13:13

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ძაღლის და ადამიანის ასაკის შედარების ახალი ფორმულა დაადგინეს

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ახალი ფორმულა შეადგინეს, რომელიც ძაღლების ზრდის სიჩქარეს ითვალისწინებს. კვლევისთვის მათ ლაბრადორები გამოიყენეს და დაადგინეს, რომ ამ ჯიშის ძაღლები ადამიანზე გაცილებით სწრაფად იზრდებიან, გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ კი ეს ტემპი უფრო ნელი ხდება.

04 ივლისი 2020, 13:11

რეგიონი

წყალმომარაგების კომპანია: ფოთის წყალარინების ქსელის მშენებარე კონტრაქტორს გაფრთხილება კიდევ ერთხელ მიეცა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში, ირაკლი ნაფეტვარიძემ, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ფოთში წყალარინების ქსელის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. ამ დროისთვის, პროექტის ფარგლებში სამუშოები მიმდინარეობს ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე. მშენებელი კონტრაქტორი ახალი ქსელის მოწყობას რეკვავას, აკაკის, ჭავჭავაძის, წმინდა გიორგისა და თავდადებულის ქუჩებზე ახორციელებს.

აჭარა დახმარება

04 ივლისი 2020, 13:08

რეგიონი

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 30 ოჯახს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 308 518 ლარს გამოუყოფს. ეს გადაწყვეტილება სტიქიის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს. სამთავრობო კომისიის წევრების რეკომენდაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

04 ივლისი 2020, 13:04

მსოფლიო

ოკლაჰომას 2 პოლიციელს მკვლელობაში ადანაშაულებენ, მათ მსხვერპლზე ელექტრო შოკი 50-ჯერ გამოიყენეს

ჯოშუა ტეილორსა და ბრენდონ დინგმანს, 1 ივლისს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობისთვის წაუყენეს, ელექტრო შოკის ჭარბი გამოყენების შედეგად მათ 28 წლის ჯარედ ლაკის სიცოცხლე იმსხვერპლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს. სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, ოფიცრებმა ელექტრო შოკები 50-ზე მეტჯერ გამოიყენეს, რაც ძალის გადამეტება იყო და როგორც დოკუმენტში წერია ეს სიკვდილის გადამწყვეტი ფაქტორი იყო.

04 ივლისი 2020, 12:59

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 235-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 583 შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 19 267-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა უკვე 235-ია. აზერბაიჯანში კორონავირუსის დამარცხება 10 820-მა ადამიანმა შეძლო.

კელი დეგნანი

04 ივლისი 2020, 12:51

პოლიტიკა

კელი დეგნანი: საქართველოში გატარებული 5 თვის შემდეგ, ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ

დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებებს დაცვას, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის 244-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა.

04 ივლისი 2020, 12:38

სამართალი

ხობის მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, ხობის მონაკვეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ტოიოტას“ ფირმის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, გარდაცვლილი ხობში მცხოვრები მე-10 კლასის მოსწავლეა. მოზარდი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ხაზის გასწვრივ ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სენაკიდან, ზუგდიდში მიმავალმა მანქანამ გაიტანა.

ჩილიბოი რალეპელე

04 ივლისი 2020, 12:31

სპორტი

მორაგბე ჩილიბოი რალეპელე აკრძალული პრეპარატების მიღების გამო 8-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

სამხრეთ აფრიკელი მორაგბე ჩილიბოი რალეპელე აკრძალული პრეპარატების მიღების გამო 8-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, - ამის შესახებ ინფორმაციას RTE ავრცელებს. სპორტსმენს დოპინგზე ტესტი 2020 წლის 27 იანვარს ჩაუტარდა, თუმცა მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ საბოლოო გადაწყვეტილება ახლაღა მიიღო და რალეპელე რაგბიდან რვა წლით მოკვეთა, რაც მისთვის კარიერის დასრულების ტოლფასია, რადგან უკვე 33 წლისაა.

მაიმუნი ქოქოსი

04 ივლისი 2020, 12:25

მსოფლიო

ბრიტანეთის სუპერმარკეტებმა უარი თქვეს ქოქოსის პროდუქციის იმ ნაწილზე, რომელიც მაიმუნების მიერ დაკრეფილი ხილისგან მზადდება

ცხოველთა დამცველმა ორგანიზაციამ Peta დაადგინა, რომ ტაილანდში ასეთ საქმიანობას 8 ფერმა ეწევა, რომლებიც მაიმუნებს ველურ ბუნებაში არალეგალურად იჭერენ და წვრთნიან. თითო მაიმუნს აქ დღეში 1000-მდე ქოქოსის შეგროვება შეუძლია, მაშინ როცა ადამიანის მუშაობის შემთხვევაში ეს რიცხვი დაახლოებით 80-ს შეადგენს.

ჯამალ ჰაშაღი

04 ივლისი 2020, 12:22

მსოფლიო

თურქეთის სასამართლოში ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის საქმის განხილვა განახლდა

​​თურქეთის სასამართლომ ჟურნალისტ ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის საქმის განხილვა განაახლა. სასამართლო საქმეში საუდის არაბეთის მოქალაქეების მონაწილეობას განიხილავს. ჟურნალისტის მკვლელობის საქმეში ბრალი 20 ადამიანს წაუყენეს.

04 ივლისი 2020, 12:13

საზოგადოება

გლდანის რაიონში კიდევ რამდენიმე ქუჩის მოწყობა დასრულდა

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები კიდევ რამდენიმე მისამართზე დასრულდა, მათ შორის, ქერჩის N6 კორპუსთან, სადაც გზის საფარის მოწყობა 1 413 კვ.მეტრ ფართობზე განხორციელდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 52 541 ლარი დაიხარჯა.