თეა წულუკიანი: გარდაცვლილ ჩვილზე მომზადებული სიუჟეტით ქვეყნის გარეთ თუ შიგნით შემუშავებული ყველა ნორმა დაირღვა
თეა წულუკიანი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ჩვენ, ვინც პოლიტიკურ სცენაზე ვართ, უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ მათ შორის „ტვ პირველის“ ჟურნალისტი, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ან ადრე - „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, გამოგეკიდება, ცდილობს გათქმევინოს ის, რაც არ გითქვამს, გვაფიქრებინოს ლამის ძალით ის, რაც არც გაგვიფიქრია ოდესმე, შექმნას ე.წ. ნიუსი, შემდეგ კი ამაზე გვაკეთებინოს კომენტარები. ამას მიჩვეულები ვართ და ალბათ დამნაშავეებიც ვართ იმაში, რომ ამას ვეგუებით. არადა, ამასთან შეგუება არ შეიძლება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დედის მიერ ჩვილის მკვლელობის ფაქტზე „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს.
„თუ ჩვენ დავსვამთ კითხვას, არის თუ არა ეს სიუჟეტი კანონის მიღმა - პასუხი არის დადებითი. კანონში იგულისხმება ყველაფერი - არა მხოლოდ ის ნორმები, რომელიც მაუწყებლობის სფეროში არსებობს, არამედ ზოგადად ბავშვის უფლებები. ბავშვის უფლებებში იგულისხმება არა მხოლოდ გაეროს კონვენცია, რომლის ხელშემკვრელი მხარეც არის საქართველო, არამედ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც უფრთხილესად ეკიდება ასეთ საკითხებს. ქვეყნის გარეთ თუ შიგნით შემუშავებული ყველა ნორმა ამ სიუჟეტში დაირღვა. ასევე გაიჟღერა სიტყვებმა „მორალი“ და “ზნეობა“, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც ამ სიუჟეტს სერიოზული პრობლემა აქვს. ის აჩენს დაუცველობის განცდას - ნებისმიერი ადამიანი, და მითუმეტეს ბავშვი, შეიძლება გახდეს ამგვარი სიცრუის მანქანის მსხვერპლი. ჩვენ, ვინც პოლიტიკურ სცენაზე ვართ, უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ მათ შორის „ტვ პირველის“ ჟურნალისტი, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ან ადრე - „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, გამოგეკიდება, ცდილობს გათქმევინოს ის, რაც არ გითქვამს, გვაფიქრებინოს ლამის ძალით ის, რაც არც გაგვიფიქრია ოდესმე, შექმნას ე.წ. ნიუსი, შემდეგ კი ამაზე გვაკეთებინოს კომენტარები. ამას მიჩვეულები ვართ და ალბათ დამნაშავეებიც ვართ იმაში, რომ ამას ვეგუებით. არადა, ამასთან შეგუება არ შეიძლება და სწორედ ამიტომ მინდა მივესალმო ამ კონტრსიუჟეტს, რომელშიც ცხადია ყველასათვის - რა უნდა გაკეთებულიყო და რა გაკეთდა. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის, პირველწყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ალბათ არ იყო თავიდანვე რთული, მაგრამ ეს არ გაკეთდა. საკმაოდ მარტივია, რომ თუკი ფრთხილად მიუდგები თემას, საზოგადოებას მიაწოდო მძიმე ამბავი, მაგრამ ნორმებისა და კანონის დაცვით და ფრთხილად მოეკიდო ბავშვთა უფლებებს, რომელსაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მივუძღვენით“, - განაცხადა წულუკიანმა.
ყველა სიახლე
12 მარტი 2026, 23:37
პოლიტიკა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე: ეს რეგულაციები არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არც ერთი მედიის შეზღუდვისკენ, პირიქით, უნდა გაჯანსაღდეს მედია გარემო
„მოგეხსენებათ, რომ მედიას ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, ფუნდამენტური სოციალური დანიშნულება გაქვთ, რასაც დიდი პასუხისმგებლობა ახლავს თან. მაუწყებლები მაყურებელზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენთ“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ გადაცემა „იმედი LIVE“ - ში გააკეთა, სადაც მედიას კანონისა და მაყურებლების წინაშე არსებული ვალდებულებები შეახსენა.
12 მარტი 2026, 23:30
პოლიტიკა
გოგა გულორდავა: დრომ და ანალიზმა აჩვენა, რომ სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჟურნალისტთა ქცევის კოდექსი სათანადოდ ვერ სრულდებოდა
დრომ და ანალიზმა აჩვენა, რომ სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჟურნალისტთა ქცევის კოდექსი სათანადოდ ვერ სრულდებოდა და შესაბამისად საკანონმდებლო გადაწყვეტილებით შინაარსობრივი რეგულაცია ამ საკითხების გადავიდა კანონის მოქმედების სფეროში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ. მისივე თქმით, შინაარსობრივ რეგულაციებთან დაკავშირებით, კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით არც ერთ მაუწყებელს შენიშვნა არ გამოუთქვამს.
12 მარტი 2026, 23:19
პოლიტიკა
თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს დმიტრო ბერეჟნის შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს დმიტრო ბერეჟნის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
12 მარტი 2026, 22:59
მსოფლიო
ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი ტრამპს: ომის დაწყება ადვილია, მაგრამ მისი მოგება რამდენიმე „ტვიტით“ შეუძლებელია
ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანმა განაცხადა, რომ ირანი არ გაჩერდება მანამ, სანამ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მის „სავალალო მცდარ გათვლას“ არ ანანებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
12 მარტი 2026, 22:53
მსოფლიო
სენატორი კრის მერფი: ირანი კვლავ ინარჩუნებს ჩვენს მოკავშირეებზე დარტყმის შესაძლებლობას, ბირთვული პროგრამა კვლავ არსებობს - ეს არის სრული კატასტროფა
„დემოკრატმა“ სენატორმა, კრის მერფიმ ირანში მიმდინარე კონფლიქტს უწოდა „ყველაზე არაკომპეტენტური და არათანმიმდევრული ომი, რომელიც ამერიკას ბოლო საუკუნის განმავლობაში უწარმოებია“. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
12 მარტი 2026, 21:52
რეგიონი
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი ტყიბულში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო
უსაფრთხოების მიზნით მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. ისინი დროებით სასტუმროებში არიან განთავსებული და სრულად უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროების ნივთებითა და მედიკამენტებით.
12 მარტი 2026, 21:44
საზოგადოება
ბესიკ კალაძე: გზის საფარს გლდანის რაიონის გამგეობა რაჭის ქუჩაზე აწესრიგებს, სადაც გასულ წელს მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდა
„მუხიანის აგარაკებზე საგზაო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამჯერად, გზის საფარს გლდანის რაიონის გამგეობა რაჭის ქუჩაზე აწესრიგებს, სადაც გასულ წელს მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდა. საგზაო სამუშაოები 5 000 კვ.მეტრ ფართობზე განხორციელდება. ასევე გორგულისა და ოშკის ქუჩებზე, 3 200 კვ.მ ფართობზე, ასფალტის საფარი დაიგება. წელს საგზაო ინფრასტრუქტურა გლდანის რაიონის გამგეობის მიერ მუხიანის აგარაკებზე დამატებით შვიდ მისამართზე მოწესრიგდება“, - აცხადებს გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე.
12 მარტი 2026, 21:40
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: დროა, აქაურმა ზნედაცემულმა აგენტურამ და მათმა უცხოელმა პატრონებმა შეიგნონ, რომ ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკა საქართველოში ვერ მუშაობს. ყოველი ასეთი მცდელობა კი საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს
მოსკოვის მექანიზმი წარმოადგენს საერთაშორისო პროცედურას, რომელიც გამოიყენება ადამიანის უფლებების შესაძლო სერიოზული დარღვევების შესასწავლად და შესაფასებლად. შესაბამისად, მის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტები და დასკვნები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და ობიექტურობას მოითხოვს - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას სთხოვენ.
12 მარტი 2026, 21:33
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს - განაცხადა ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ
ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს და თხოვნით მიმართავს ეუთო-ს და მის მონაწილე სახელმწიფოებს, სათანადოდ გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის ვრცელ პასუხში გაჟღერებული სამართლებრივი არგუმენტები, მიღწევები და დეტალური განმარტებები.“
12 მარტი 2026, 21:27
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: არაფერი ახალი, მორიგი მცდელობა დესტრუქციისა და არეულობის შემოტანის ქვეყანაში, ისევ იმ წრეზე ტრიალი, რაც წინა ანგარიშებსა, თუ რეზოლუციებში იყო
ცნობისთვის, დღეს ეუთო-მ გამოაქვეყნა მოსკოვის მექანიზმის ანგარიში, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმების რეკომენდაცია მიეცა.
12 მარტი 2026, 21:27
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“: ეს კლასიკური მაგალითია, თუ როგორ იქცევა საერთაშორისო ინსტიტუტი იდეოლოგიურ იარაღად - ანგარიში პირდაპირ ამბობს, საქართველო ისჯება ეროვნულო ინტერესების დაცვისთვის
10 მარტს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიში გამოქვეყნდა, ეს კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცევა საერთაშორისო ინსტიტუტი იდეოლოგიურ იარაღად, - წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.
12 მარტი 2026, 21:24
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე „მოსკოვის მექანიზმზე“: ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნური აწევა და რადიკალური ოპოზიციისთვის „შეხიდება“ - ეს არის გარედან მართული მცდელობა, შეიქმნას საფუძველი დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარებისთვის
ეუთო/ოდირის ანგარიში არის პოლიტიკური დოკუმენტი, რომლის მიზანი შიდაპოლიტიკური პროცესების გამწვავება არის! ანგარიშის გამოქვეყნების დრო და ტონალობა მიუთითებს ერთადერთ მიზანზე: ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნური აწევა და რადიკალური ოპოზიციისთვის "შეხიდება". ეს არის გარედან მართული მცდელობა, შეიქმნას საფუძველი დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარებისთვის, რაც საქართველოში უკვე დიდი ხანია აღარ მუშაობს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
12 მარტი 2026, 21:20
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი: ენერგეტიკული შოკი, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის ომმა გამოიწვია, ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გლობალური კრიზისია
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ენერგეტიკული შოკი, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის ომმა გამოიწვია, ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გლობალური კრიზისია.
12 მარტი 2026, 21:15
პოლიტიკა
ქართველიშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: შეეშვით ბავშვების უფლებების წინააღმდეგ ბრძოლას, გამჭვირვალობას თავი დაანებეთ და ედემის ბაღში გადაგიყვანთ - პასუხად მივიღებთ სასტიკ უარს
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს ეხმიანება, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონების გაუქმებას სთხოვენ და აღნიშნავს, რომ ამით დაგვემშვიდობა "მოსკოვის მექანიზმი" და მისი "მექანიზატორები".
12 მარტი 2026, 21:06
პოლიტიკა
ეუთოს გზავნილები ოპოზიციისთვის არახელსაყრელი აღმოჩნდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუჩაში გასული პოლიტიკოსებისთვის ბოიკოტის კრიტიკა მიუღებელია. მმართველი პარტია პოლიტიკური ველის გაჯანსაღების აუცილებლობაზე საუბრობს.
12 მარტი 2026, 20:55
რეგიონი
გარემოს ეროვნული სააგენტო: გეოლოგების ჩართულობით, ოპერატიულად განხორციელდა ტყიბულში, სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჩართულობით, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
12 მარტი 2026, 20:55
პოლიტიკა
აქციზი აკრძალვის ნაცვლად - ექვს წელზე მეტი ხნის ავტომობილებზე განბაჟების ტარიფი იზრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისი კერძო სუბიექტებისა და მოქალაქეების ინტერესებს ეფუძნება. ცვლილებები არ შეეხება რეექსპორტს და ადამიანებს, რომლებმაც ავტომობილი საზღვარგარეთ აუქციონზე უკვე შეიძინეს, ან პირველ აპრილამდე შეიძენენ.
12 მარტი 2026, 20:51
პოლიტიკა
საპარლამენტო დელეგაციის ევროპაში ვიზიტი დასრულებულია. „ქრონიკა“ სტრასბურგიდან
საპარლამენტო დელეგაციის ევროპაში ვიზიტი დასრულებულია. ქართველი დეპუტატები სამი დღის განმავლობაში ევროპელ კოლეგებს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს ხვდებოდნენ.
12 მარტი 2026, 20:49
პოლიტიკა
მძიმე ბრალდებები ლოგიკური ანალიზის საფუძველზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისულმა გივი თარგამაძემ ტერორიზმის კონტექსტში საჯარო განცხადებები მხოლოდ ასე ახსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მძიმე ბრალდებები ლოგიკური ანალიზის საფუძველზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისულმა გივი თარგამაძემ ტერორიზმის კონტექსტში საჯარო განცხადებები მხოლოდ ასე ახსნა და ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
12 მარტი 2026, 20:39
პოლიტიკა
შეეწირება თუ არა თინათინ ბოკუჩავას პარტიული თანამდებობა პეტრე ცისკარიშვილისა და თამარ ჩერგოლეიშვილის საჯარო კონფლიქტს? დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის მორიგ ალიანსში მორიგ კონფლიქტს, შესაძლოა, თინა ბოკუჩავას პარტიული თანამდებობა შეეწიროს.


