imedi /  10 ივნისი 2020, 16:36 / სანდო წყარო

ირაკლი მეზურნიშვილი: ვარაუდი, რომ თხევადი აირის ფასი გაიზრდება, სინამდვილეს არ შეესაბამება

ირაკლი მეზურნიშვილი

ირაკლი მეზურნიშვილი

ვარაუდი და მოლოდინი, რომ ფასები გაიზრდება, ნამდვილად არ არის. შევისწავლე ბაზარი, ის მოცემულობა, რაც არის დღეს და ვფიქრობთ, რომ ეს ტარიფები არის სამართლიანი. შეგვიძლია, ამაზე დეტალური მსჯელობა გავაგრძელოთ, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონპროექტზე - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის“, მსჯელობენ. ცვლილება ბუნებრივი აირის დაბეგვრასა და აქციზის რეჟიმს უკავშირდება.

დეპუტატის განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებით, ხანგრძლივი და დეტალური მსჯელობა გაიმართა, სადაც მონაწილეობის მიღების საშუალება ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა აღმოიფხვრას თხევადი გაზის დაბეგვრის მანკიერი პრაქტიკა.

„მთავარი პრინციპი არის ის, რომ მანკიერი პრაქტიკა, რაც არის თხევადი გაზის დაბეგვრის - ცალსახად უნდა აღმოიფხვრას და გასწორდეს. ეს არის ცალსახა ჭეშმარიტება. ახლა, როცა იბეგრება, სოციალური გაზი უფრო ძვირია, ვიდრე გაზი, რომელიც არის დასაბეგრი სამას ლარად. ელემენტარული მათემატიკაა. ჩვენ რისთვის დავტოვეთ 120 ლარი, რატომ გავმიჯნეთ ეს 2017 წელს? იმიტომ, რომ საქართველოში არ იყო ისეთი მაღალი დონის გაზიფიცირების არეალი და ამიტომ ჩვენ დავტოვეთ ეს შესაძლებლობა, რომ ე.წ. სოციალური ბალონები მოსახლეობისთვის უფრო იაფად მიგვეწოდებინა. მაგრამ ჩვენ ეს ფასი ვერ მივიღეთ და ჩვენ ამას ძალიან კარგად ვხედავთ დღეს, რა ფასადაც იღებს მოსახლეობა. ამიტომ, ვვარაუდობთ, რომ ფასი არ გაძვირდება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მინიმალური რისკი გაჩნდება, რომ ფასი გაძვირდეს სოციალური გაზის ნაწილში და ამაზე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური წერილი ეკონომიკის მინისტრისგან. იმ შემთხვევაში, თუ გაძვირდება სოციალური გაზის ნაწილში, მოხდება აბსოლუტური, სრული სუბსიდია ამ ფასის. ამიტომ, ამ ნაწილში ვართ სრულად დაზღვეულები. რაც შეეხება თვითონ თხევადი გაზის და ბუნებრივი გაზის ფასებს, ჩვენ ვალდებული ვართ, მივუდგეთ ობიექტურად. ეს არის ნავთობპროდუქტები, ნავთობპროდუქტებზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეწესებინა აქციზები და აქ არ შეიძლება რომელიმე ცალკეულ დარგს ჰქონდეს გარკვეული პრივილეგიები. ჩვენ თუ ვნახავთ მსოფლიოს, ევროპის პრაქტიკას, ცალსახად არის ის, რომ ბუნებრივ აირს გაცილებით უფრო ნაკლები საგადასახადო ტვირთი აქვს, ვიდრე ე.წ. თხევად აირს და ამისი პრაქტიკა და მაგალითები გვაქვს. ამიტომ, ეს მოცემული ტარიფი, რომელზეც შეგვიძლია, თავისუფლად ვიმსჯელოთ მეორე მოსმენაზე, ეს ტარიფი არის ობიექტური. მარტივად არის აქ საქმე, მთავარია, გავიგოთ პრინციპი, ვარაუდი და მოლოდინი, რომ ფასები გაიზრდება, ნამდვილად არ არის, შევისწავლეთ ბაზარი, ის მოცემულობა, რაც არის დღეს და ვფიქრობთ, რომ ეს ტარიფები არის სამართლიანი. შეგვიძლია, ამაზე დეტალური მსჯელობა გავაგრძელოთ“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ყველა სიახლე

05 ივლისი 2020, 00:55

ტაბლოიდი

აშშ-ში, მაიამიში უცნაური შეფერილობის ტაქსა დაიბადა

აშშ-ში, მაიამიში (ფლორიდას შტატი) უცნაური შეფერილობის ტაქსა დაიბადა. ამის შესახებ mirror წერს.

05 ივლისი 2020, 00:43

ტაბლოიდი

ჟურნალისტებმა ბრიტანეთის დედოფლის ქოლგების საიდუმლო ამოხსნეს

გამოცემა The Sun-ის ჟურნალისტებმა ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის ქოლგების საიდუმლო ამოხსნეს.

ინდოეთი ოქროს პირბადე

05 ივლისი 2020, 00:30

ტაბლოიდი

ინდოეთში კაცი კორონავირუსისგან დაცვას ოქროსგან დამზადებული ნიღბით ცდილობს

შანკარ კურადემ ოქროსგან დამზადებული ნიღაბი აირჩია, რომელშიც სასუნთქად ნახვრეტებია გაკეთებული. მისი საფასური 3,8 ათას დოლარს აღემატება.

ეთიოპია

05 ივლისი 2020, 00:23

მსოფლიო

ეთიოპიაში მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მომღერლის მკვლელობის შემდეგ არეულობას 150-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 166 ადამიანი დაიღუპა ეთიოპიაში ძალადობრივი დემონსტრაციის დროს, რომელიც ცნობილი მომღერლის მკვლელობას მოჰყვა. იუწყება მედია პოლიციაზე დაყრდნობით. ეთიოპიაში ცნობილი მომღერლის, ჰანტალუ ჰუნდესას მკვლელობამ საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, რომელიც არეულობაში გადაიზარდა.

05 ივლისი 2020, 00:01

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ოთარ სირაძემ რაჭაში აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ვიდეო

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ოთარ სირაძემ ამბროლაურში „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს, ნიკოლოზ ღლონტს სცემა. ინფორმაციას და ფაქტის დამადასტურებელ ვიდეომასალას „მთის ამბები“ ავრცელებს.

04 ივლისი 2020, 23:59

ტაბლოიდი

შრი-ლანკაზე მდინარის ნაპირიდან ნიანგმა პოლიციელი გაიტაცა

შრი-ლანკაზე ნიანგმა გაიტაცა პოლიციელი, რომელიც მდინარეში ჩავარდნილ ტელეფონს ეძებდა. ამის შესახებ Ada Derana წერს.

ციურიხი

04 ივლისი 2020, 23:40

მსოფლიო

ციურიხის ზოოპარკის თანამშრომელი ვეფხვის თავდასხმას ემსხვერპლა

DW-ის ცნობით, 55 წლის ქალს ვეფხვი მაშინ მიუახლოვდა, როდესაც ის ვოლიერში იმყოფებოდა. ფაქტს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის ვიზიტორები და ზოოპარკის სხვა თანამშრომლები, რომლებმაც ქალის დახმარება ვოლიერიდან მისი გამოყვანით სცადეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 23:18

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საპრეზიდენტო არჩევნებზეც კარგად გამოჩნდა, რატომ არ უნდა ოპოზიციას სიძულვილის ენის აკრძალვა

პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის შუამავალ ელჩებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ საქართველოს და მისი პოლიტიკური პროცესის სტაბილურობას დაუჭირეს მხარი.

04 ივლისი 2020, 23:05

საზოგადოება

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

ამერიკის შეერთებული შტატები დღეს დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავს ზეიმობს. ამ დღის აღსანიშნავად, თბილისის ანძა აშშ-ის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

ილია მეორე

04 ივლისი 2020, 22:47

პოლიტიკა

ილია მეორე: გულითადად გილოცავთ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს, გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა იმ თანადგომისადმი, რაც წლებია ხორციელდება საქართველოს დასახმარებლად

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პატრიარქის მილოცვას საპატრიარქო ავრცელებს.

04 ივლისი 2020, 22:32

სპორტი

ყაზახეთის საფეხბურთო ჩემპიონატი კორონავირუსის გავრცელების გამო მეორედ შეწყდა

მთავრობამ ვირუსის გავრცელების მატების გამო, 14-დღიანი კარანტინი გამოაცხადა და ეროვნული პირველობაც ავტომატურად შეწყდა.

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 22:20

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: არჩევნების მოგების მაღალი შანსი გვაქვს, რადგან ჩვენს მიმართ ხალხის ნდობა მაღალია

„არჩევნების მოგების მაღალი შანსი გვაქვს, რადგან ჩვენს მიმართ ხალხის ნდობა მაღალია და ეს ყველა გამოკითხვით დასტურდება“, ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 21:59

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ოპოზიციამ თვითლიკვიდაცია მოახდინა

„იქნება ორპორალური სისტემის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გაცილებით უფრო მრავალფეროვან პოლიტიკურ ძალებს და დებატებს ვიხილავთ პარლამენტში“, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცების თემაზე ისაუბრა.

04 ივლისი 2020, 21:51

სამართალი

პროკურორი: დავით ჭაკუას ორივე საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ პირთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს

2006 წლის ე.წ. ციხის ბუნტისა და 2012 წლის ციხის სკანდალური კადრების საქმეებზე ბრალდებულ პირთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განუცხადა. მისი თქმით, გენერალური პროკურატურა ამ საქმეებზე ძიებას აგრძელებს.

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 21:30

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მთლიანობაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს

მგონია, რომ მთლიანობაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი ქვეყანაში მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. ძალიან კარგად მესმის, რომ უამრავი ადამიანია, რომელსაც წაართვეს ქონება და შეიძლება, დღეს ვერ დაუბრუნდეს; უამრავი ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ მისი უშუალო მწამებელი სასჯელს ჯერ კიდევ არ იხდის. ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

04 ივლისი 2020, 21:06

საზოგადოება

პრეზიდენტმა ლეჩხუმში რაჩხას ჩანჩქერი, მურის ციხე და უსახელოურის ჯიშის ვაზისგან გაშენენებული ვენახები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა ლეჩხუმში რაჩხას ჩანჩქერი, მურის ციხე და უსახელოურის ჯიშის ვაზისაგან გაშენენებული ვენახები მოინახულა.

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 20:57

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ევროპულმა სასამართლომ სულ ორიოდე თვის წინ მკაფიოდ თქვა, რომ 2006 წელს ციხის ამბოხის დროს, მოხდა ადამიანების სიცოცხლის დაუსაბუთებელი ხელყოფა

„დავით ჭაკუას სახელი კარგად არის ცნობილი ყველა უფლებადამცველისთვის, რომელიც იმ პერიოდში საქმიანობდა ადამიანის უფლებების დაცვის დარგში, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ“, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

ქედა

04 ივლისი 2020, 20:52

სამართალი

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. სოფელ მეძიბნაში მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა.

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 20:21

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: დავით ჭაკუა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ საქართველოში არ არის სამართლიანი სასამართლო, რაზეც გერმანულმა მხარემ კატეგორიული უარი თქვა

„დავით ჭაკუა ცდილობდა, რომ საქართველოში არ არის სამართლიანი სასამართლო; რომ პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლი გახდეს“, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

04 ივლისი 2020, 20:12

მსოფლიო

იტალიის პოლიციამ ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების მასშტაბური საქმე გახსნა

იტალიის პოლიციამ, ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე გახსნა. ამის შესახებ გამოცემა Istoé წერს. გამოცემის ცნობით, აკრძალული მასალა მესენჯერით ვრცელდებოდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების ქსელში 50 ადამიანი იყო ჩართული. მედიის ინფორმაციით სამი ადამიანი დააკავეს, ხოლო სპეცოპერაცია ქვეყნის 20 რეგიონიდან 15-ში ჩატარდა.