imedi /  11 ივნისი 2020, 21:34 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: „მეტი მეტისთვის“ - ქვეყნები, რომლებიც ბევრს აკეთებენ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, მეტ მხარდაჭერას იმსახურებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ტელევიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტერიალს უძღვებოდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე მასში მონაწილეობდნენ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

შეხევდრაზე არაერთხელ გაესვა ხაზი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის სტრატეგიული პროექტი და რომ ევროკავშირის ინტერესი რეგიონის მიმართ არის ურყევი. ყველა მონაწილის მხრიდან გამოითქვა მზაობა მეტი თანამშრომლობისთვის, რათა პროექტი უფრო წარმატებული, ამბიციური და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული იყოს.

განხილული იქნა პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის მიმდინარე დინამიკა და 2020 წლის შემდგომი პერიოდის პრიორიტეტული მიმართულებები. ასევე კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეულ კრიზისი და მასთან ბრძოლის გზები.

საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ხაზი გავუსვა საქართველოს ევროპული მისწრაფებებს და აღნიშნა რომ აღმოსავლეთ პარტნირობას ჭირდება მეტი პოლიტიკური ამბიცია და პრაქტიკული მიზნები, დიფერენციაციის პრინციპზე და თითოეულ პარტნიორ ქვეყენაზე მორგებული მიდგომა.

კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა საქართველოს ინტერესს, გააღრმავოს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობა, და იმედი გამოვთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იქნება პარტნიორების ევროკავშირის ერთიან ბაზარში თანმიმდევრული და მაქსიმალურად შესაძლებელი ხარისხით ინტეგრაციისკენ.

„ჩვენ კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატთან დაკავშირებით. ჩვენი პრიორიტეტები გახლავთ, რომ უახლოესი სამიტის დოკუმენტში აუცილებლად იყოს ასახული საქართველოს ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი. ასევე დიფერენცირებული მიდგომის პრინციპი - „მეტი მეტისთვის“. ქვეყნები, რომლებიც უფრო მეტს აკეთებენ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ბუნებრივია, იმსახურებენ მეტ მხარდაჭერას ევროკავშირის მხრიდან. საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის ერთიანი ფინანსური ინსტრუმენტის შექმნის საკითხს“ - აღნიშნა ზალკალიანმა მინისტერიალის კომენტირებისას.

მან ხაზი გაუსვა საქართველოს ინტერესს, გააღრმავოს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობა, და იმედი გამოვთქა, რომ ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იქნება პარტნიორების ევროკავშირის ერთიან ბაზარში თანმიმდევრული და მაქსიმალურად შესაძლებელი ხარისხით ინტეგრაციისკენ.

მინისტრის გამოსვლაში ასევე ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციასა და კორონავირუსის პანდემიის დროს რუსეთის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე, მათ შორის, ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის გააქტიურებასა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ამოქმედებით ლუგარის ლაბორატორიაზე მიტანილ დეზინფორმაციულ იერიშზე. „აუცილებელია ევროკავშირის კიდევ უფრო მეტი ჩართულობა და ევროკავშირის დღის წესრიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაციის მუდმივი მონიტორინგი და მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება“- განაცხადა მინისტრმა.

მინისტერიალზე ასევე განიხილეს ევროკავშირის დახმარების ახალი შესაძლებლობები და საჭიროებები. ქართულმა მხარემ მადლობა გადავუხადა ევროკავშირს კოვიდ-19-ით გამოწვეულ ვითარებასთან გამკლავების პერიოდში სოლიდარობისა და ჩართულობისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეო კონფერენცია ერთგვარი მოსამზადებელი შეხვედრა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერთა ტელევიდეო კონფერენციისთვის, რომელიც 18 ივნისს გაიმართება.

ყველა სიახლე

06 ივლისი 2020, 15:50

რეგიონი

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 2 ვერტმფრენი ჩაერთო

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სამუშაოებში 20 მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენია ჩართული.

ვასილ კობიაშვილი

06 ივლისი 2020, 15:39

პოლიტიკა

„ლელოში“ განმარტავენ რატომ დატოვა კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თანამდებობა

ვასილ კობიაშვილი 3 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა „ლელოს“ თელავის ოფისს - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ რეგიონული სამსახური განცხადებას ავრცელებს. „საარჩევნო ოლქების ახალი საზღვრების დამტკიცების შემდეგ „ლელოში“ განხორციელდა რეგიონული მენეჯმენტის რეორგანიზაცია, რის შემდეგაც ვასილ კობიაშვილმა აღარ მოისურვა თელავის ოფისში საქმიანობის გაგრძელება. „ლელო“ მადლობას უხდის ვასილ კობიაშვილს თანამშრომლობისთვის და წარმატებას უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცხელი ამინდი

06 ივლისი 2020, 15:37

საზოგადოება

საქართველოში ხვალ 42 გრადუსია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივლისამდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40, 42, მთიან რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს.

სოფო კილაძე
კრისტიან ურსე

06 ივლისი 2020, 15:30

პოლიტიკა

სოფო კილაძემ კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე კრისტიან უსრსეს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„გაგრა“

06 ივლისი 2020, 15:28

სპორტი

სეზონის განახლებამდე „გაგრა“ ხვალ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

სეზონის განახლებამდე „გაგრა“ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ეროვნული ლიგა 2-ის გუნდი ლიგა3-ის გუნდს, „გარეჯი 1960“-ს შეხვდება. ამხანაგური მატჩი 7 ივლისს, 18:00 საათზე, მუხრანის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.

06 ივლისი 2020, 15:24

COVID19

თურქეთში სასწავლო პროცესის აღდგენის გაიდლაინები გამოაქვეყნეს

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში სკოლები აგვისტოს ბოლოს მკაცრი წესების გათვალისწინებით გაიხსნება.

06 ივლისი 2020, 15:20

სამართალი

რას ჰყვებიან გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში პატრულ-ინსპექტორები, რომლებმაც ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე თბილისში წამოიყვანეს

„ინიციატორის მიერ გაუქმდა გამოძახება და დავბრუნდით ჩვენ კვადრატში. ჩვენ გავაგრძელეთ მოძრაობა თბილისის მიმართულებით, ჩავედით საგურამოს ხიდის ქვეშ მოსატრიალებელთან, რათა მაინც გადაგვემოწმებინა საგურამოს ასასვლელ გზასთან ხომ არ ხდებოდა ჩხუბი. ავედით საგურამოსკენ მიმავალ გზაზე, თუმცა საეჭვო ვერაფერი შევამჩნიეთ და ჩავუხვიეთ დასავლეთის მიმართულებით. ამ დროს დაახლოებით 01:15 ან 01:16 საათზე, სანამ არაგვის ხიდზე გადავიდოდით, საგურამოს მხრიდან, ტყის მასივიდან მაგისტრალზე გამოვიდა ახალგაზრდა ბიჭი. ჩვენ გავუჩერეთ ავტომანქანა, ვკითხეთ ვინაობა და ჩხუბთან დაკავშირებით ხომ არ ფლობდა რამე ინფორმაციას. მან განაცხადა, რომ იყო იაკობ ბრეგვაძე, იგი იყო ინიციატორი და ასევე განმარტავდა, რომ მოდიოდა დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით ე.წ. ავტოსტოპით. მან ასევე გვითხრა, რომ როდესაც ის იყო ქვეითად, მისგან მოშორებით შეამჩნია ქვეითად მოსიარულე რამდენიმე პიროვნება, რომელთაც შეუჩერა მიმავალმა ავტომობილმა, სავარაუდოდ, მერსედესმა, რომლის სერია და ნომერი არ დაუნახავს შორი მანძილის გამო. მან ზოგადად ახსენა ჩხუბი. მისივე განმარტებით, მას შეეშინდა, მოერიდა ადგილს და დაიმალა. ასევე მან განაცხადა, რომ ჩხუბში მონაწილე პირებს არ იცნობდა. ამის შემდეგ ჩემი მეწყვილე დაუკავშირდა მორიგეს და უთხრა, რომ ინიციატორი ჩვენთან ერთად იყო და ადგილზე მოსულიყო კრიმინალური პოლიცია. მორიგემ მალევე გადმოგვირეკა და გვითხრა, რომ შეტყობინება გაუქმებული იყო და კრიმინალური პოლიცია ვერ მოვიდოდა ადგილზე. ჩვენ იაკობ ბრეგვაძეს შევთავაზეთ დახმარება და მან გვთხოვა, რომ თანხა არ ჰქონდა და თბილისში წამოგვეყვანა. ჩვენ ჩავისვით ის მანქანაში და მივიყვანეთ აღმაშენებლის ხეივანზე, დიდი დიღმის გადასახვევთან“, - ამბობს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორი.

კრისტიან ურსე

06 ივლისი 2020, 15:18

პოლიტიკა

კრისტიან ურსე: საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესება 2020 წლის არჩევნების უკეთეს გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს

„საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესება 2020 წლის ოქრომბერში არჩევნების უკეთეს გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს. ვფიქრობ, ყველა ელოდება, რათა იხილოს ის პრაქტიკული ზომები, რომელიც განხორციელდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველაფერმა ჩაიაროს შეუფერხებლად“.

მალხაზ ველიჯანაშვილი

06 ივლისი 2020, 15:13

სამართალი

ძებნილი დავით ჭაკუას უფლებებს ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი დაიცავს

რამდენიმე წლის წინ ავსტრიამ ქართულ მხარეს დავით ჭაკუას ექსტრადირებაზე უარი უთხრა, - ამის შესახებ ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ველიჯანაშვილის თქმით, დავით ჭაკუას ოჯახი მას უკვე დაუკავშირდა და მის უფლებებს სწორედ ველიჯანაშვილი დაიცავს.

ირაკლი ჩიქოვანი

06 ივლისი 2020, 15:08

COVID19

ირაკლი ჩიქოვანი ევროკავშირთან მიმოსვლის აღდგენაზე: ვმუშაობთ ყველა სახელმწიფოსთან, რომ შევიმუშაოთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა

მინდა, გავამახვილო თქვენი ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი, ეს არის ევროპული საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაცია საკუთარი წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომ 15 ქვეყანა და მათ შორის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ არის საქართველო, არის მნიშვნელოვანი.

06 ივლისი 2020, 14:51

სამართალი

ფოთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ გაიზიარა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე - ი.ქ.-ს, ო.კ-ს. და ვ.ჯ.-ს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს - ი.ქ.-ს და ო.კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ქუთაისის „ტორპედო“

06 ივლისი 2020, 14:48

სპორტი

ქუთაისის „ტორპედომ“ წლევანდელ გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა

ქუთაისის „ტორპედომ“ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2020 წლის გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ვლადიმერ ხაჩიძისა და მიხეილ აშვეთიას მომზადებულმა გუნდმა სტუმრად თბილისის „მერანი“ 2:0 დაამარცხა.

06 ივლისი 2020, 14:46

COVID19

კორონავირუსის გამო დიდ ბრიტანეთში 13 უნივერსიტეტი გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა

კორონავირუსის პანდემიის გამო დიდ ბრიტანეთში 13 უნივერსიტეტი და კოლეჯი გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. აღნიშნულს საგადასახადო კვლევების ინსტიტუტის ანგარიში ცხადყოფს.

06 ივლისი 2020, 14:45

COVID19

რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ საცურაო აუზებმა მომხმარებელთა მიღებამდე

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ საცურაო აუზებმა, რომ მომხმარებელთა მიღებისა და მომსახურების ნებართვა მიიღონ.

ბექა ფერაძე

06 ივლისი 2020, 14:39

ეკონომიკა

ბექა ფერაძე: რეგულარული რეისების აღდგენა ეპიდსიტუაციაზე დამოკიდებული

რეგულარული რეისების აღდგენა ეპიდსიტუაციაზე დამოკიდებული, საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხზე ყოველდღიურად მსჯელობს - შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, ამ ეტაპისთვის რეგულარული რეისები 31 ივლისამდეა შეჩერებული.

ბრესტის „დინამოს“ 11 ფეხბურთელი კორონავირუსიტ ინფიცირებულია

06 ივლისი 2020, 14:39

COVID19

ბრესტის „დინამოს“ 11 ფეხბურთელს ტესტირებისას კორონავირუსი დაუდასტურდათ

ბრესტის „დინამოს“ საკადრო პრობლემები შეექმნა. გუნდის 11 ფეხბურთელს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აქვს „Tribuna“-ს ინფორმაციით, მეკარე სერგეი იგნატოვიჩი, ნახევარმცველები რომან იუზეპჩუკი და ალექსანდრ გოიოკი ბრესტის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ.

ირაკლი ჩიქოვანი

06 ივლისი 2020, 14:32

COVID19

ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, როგორ ხდება არასრულწლოვნების კარანტინში განთავსება

საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა არასრულწლოვნების კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებით. მოგახსენებთ, რომ განთავსება ხდება ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რესპუბლიკური საავადმყოფო

06 ივლისი 2020, 14:27

საზოგადოება

რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით ინფიფიცირებულების გარდა სხვა პაციენტებსაც მიიღებს

რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე გადადის. როგორც სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა, კოვიდ ინფიფიცირებულების გარდა საავადმყოფო სხვა პაციენტებსაც მიიღებს და გეგმიური ოპერაციებიც ჩატარება. ამის წინაპირობა კი ქვეყანაში შემსუბუქებული ეპიდვითარება გახდა.

ბექა ფერაძე

06 ივლისი 2020, 14:25

COVID19

ბექა ფერაძემ განმარტა, თუ რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ სავარჯიშო დარბაზებმა გახსნის უფლების მისაღებად

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ სავარჯიშო დარბაზებმა, რომ მომხმარებელთა მიღებისა და მომსახურების ნებართვა მიიღონ.

ირაკლი ჩიქოვანი

06 ივლისი 2020, 14:20

COVID19

ირაკლი ჩიქოვანი: შედეგები, რომელიც დღეს გვაქვს, მიღწეულია თანმიმდევრული მოქმედებებით

ზომების შემსუბუქებები აუცილებელია განხორციელდეს ყველა იმ რეკომენდაციისა და პროტოკოლის დაცვით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს, ვინაიდან ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის შედეგები, რომელიც დღეს გვაქვს, მიღწეულია თანმიმდევრული მოქმედებებით - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.