IMEDI /  12 ივნისი 2020, 16:24 / სანდო წყარო

შალვა კიკნაველიძემ ირაკლი ღარიბაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში შესყიდვების კუთხით არსებულ დარღვევებზე ინფორმაციის გასაჯაროება სთხოვა

შალვა კიკნაველიძე

შალვა კიკნაველიძე

უმრავლესობის წევრმა, შალვა კიკნაველიძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მყოფ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში შესყიდვების კუთხით არსებულ დარღვევებზე ინფორმაციის გასაჯაროება სთხოვა. ქართული ოცნების დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პანდემიის პერიოდში ქართული ჯარის საქმიანობამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები გამართულად ფუნქციონირებს.

„ბოლო პერიოდში ჩვენი ხელისუფლება განსაკუთრებულ ნაბიჯებს დგამს, როგორც თავდაცვის სისტემის, ისე ჯარისკაცების პირობების გაუმჯობესების მიმართულებით; იქნება ეს ინფრასტრუქტურა, შეიარაღება, თუ სხვა. რა თქმა უნდა, ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის ქართულ ჯარს. ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მსოფლიო უსაფრთხოებაზე და მონაწილეობენ საერთაშორისო მისიებში. ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნით ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული როლი შეასრულეს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და ამით მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახეს, რომ ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები გამართულად ფუნქციონირებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღეს ყველაზე მაღალ სტანდარტზეა საქართველო-ნატოს ურთიერთობა და ეს ორმხრივი მიმართულებით განხორციელებულ პროექტებშიც კარგად ჩანს. თქვენ ისაუბრეთ ახალი ტიპის ჯაველინების შესყიდვაზე, M4-ის შაშხანების შესყიდვაზე. რა თქმა უნდა ეს კარგია, კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თავდაცვის ძალებს. თუმცა, ბოლო პერიოდში ასევე კარგად ჩანს, რომ ოპოზიცია ახდენს ყველა იმ საკითხის დისკრედიტაციას, რომელიც ქართული ჯარის გაძლიერებასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, მინდა გთხოვოთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა მათ პერიოდში შესყიდვების მხრივ. სად წავიდა ის ასობით მილიონი ლარი, რომელიც ქართული ჯარის გაძლიერებისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული და რა ზიანი მიადგა ამით ჩვენ თავდაცვის ძალებს, ჯარისკაცებს და სახელმწიფოს“, - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.​

ყველა სიახლე

ბერნარდო ბუსტილიო

06 ივლისი 2020, 00:53

ტაბლოიდი

ესპანელ პოლიტიკოსს ონლაინ-კონფერენციის დროს კამერის გამორთვა დაავიწყდა და შხაპი პირდაპირ ეთერში მიიღო

კონფერენცია დილის 8 საათზე დაიწყო და 5 საათს გაგრძელდა. იმ დღეს ბუსტილიოს შვილი გაკვეთილზე უნდა წაეყვანა, თვითონ კი მეორე სამსახურში უნდა წასულიყო (ის ცურვის ინსტრუქტორად მუშაობს). პოლიტიკოსი მიხვდა, რომ თათბირის შემდეგ შხაპის მიღებას ვერ მოასწრებდა, ამიტომ ორი საქმის ერთდროულად გაკეთება გადაწყვიტა.

ჯოი ჩესტნატი

06 ივლისი 2020, 00:46

ტაბლოიდი

ამერიკელებმა ჰოთ დოგების სწრაფ ჭამაში მსოფლიო რეკორდები დაამყარეს

ჯოი ჩესტნატმა, რომელმაც კაცებს შორის პირველი ადგილი დაიკავა, 10 წუთში 75 ჰოთ დოგი შეჭამა, რითაც თავისი შარშანდელი რეკორდი (71) გააუმჯობესა. სულ მან ამ კონკურსში ხუთჯერ გაიმარჯვა.

06 ივლისი 2020, 00:36

საზოგადოება

6 ივლისს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 6 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ბეჭდების მბრძანებელი

06 ივლისი 2020, 00:02

კულტურა

ახალი ზელანდიის მთავრობამ სერიალ „ბეჭდების მბრძანებლის“ გადამღებ ჯგუფს ქვეყანაში ჩასვლის ნებართვა მისცა

ეს ერთ-ერთია იმ 7 კინოპროექტიდან, რომლებზეც მუშაობა ქვეყანაში უახლოეს პერიოდში განახლდება. სულ მომავალი 6 თვის განმავლობაში ახალ ზელანდიაში ჩასვლის ნებართვა 206-მა სპეციალისტმა და მათი ოჯახების 35-მა წევრმა მიიღო.

05 ივლისი 2020, 23:43

რეგიონი

მესტიის მუნიციპალიტეტში მთის ფერდობზე ხანძრის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდება

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის მიმდებარედ, მთის ფერდობზე ხანძრის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდება. ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა სამუშაოები დაღამების გამო შეწყვიტეს, თუმცა მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან.

გურამ მაჭარაშვილი

05 ივლისი 2020, 23:29

პოლიტიკა

მომავალ კვირას საპარლამენტო კომიტეტებში რამდენიმე კანონპროექტს განიხილავენ

„როგორც მწარმოებელი, ასევე შემომტანიც და რეალიზატორიც ჯარიმდება, სანქციები მკაცრდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სახდელი იზრდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასევე, არის მთავრობის ინიციატივა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი. არის მესამე მოსმენით დასაქმების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსი

05 ივლისი 2020, 23:13

COVID19

ბრიტანეთში კორონავირუსს კიდევ 22 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 516 შემთხვევა გამოვლინდა, ჯანმში კი ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 285 416 შემთხვევა დადასტურდა.

არქიმანდრიტი ანტონი

05 ივლისი 2020, 23:07

საზოგადოება

როგორია ვარძიის მამათა მონასტერში ბერების ცხოვრება

მამათა მონასტერი ვარძიაში, სადაც უძველესი მესხური ვაზის მეციხოვნეები ბერები არიან. იოანე ნათლისმცემელის სახელობის ქვაში ნაკვეთ ტაძარში წირვა-ლოცვა მეოთხე წელია აღდგა. ისტორიული ადგილი საუკუნეების განმავლობაში მიტოვებული იყო და ვარძიის მამათა მონასტრის საძმოს ნაწილმა ისტორია აქ სასულიერო ცხოვრებით გააგრძელა.

თურქეთი კორონავირუსი

05 ივლისი 2020, 22:56

COVID19

თურქეთში კორონავირუსის 1 148 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღე-ღამეში 19 კოვიდინფიცრებული გარდაიცვალა, და ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 5 225-მდე გაიზარდა. კორონავირუსის დამარცხება კი 180 680-მა ადამიანმა შეძლო.

ჰუბერტ ქნირში

05 ივლისი 2020, 22:24

საზოგადოება

ჰუბერტ ქნირში: საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიის კუთხით და ვფიქრობ, ამას ქართველი ხალხი გრძნობს

ვიცი, რომ პოლიტიკაში და არამხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც, ხალხი ძალიან სწრაფად აჟიტირდება, იყენებენ საკმაოდ ხისტ ენას და საშუალებებს საკუთარი აზრის გამოსახატად, - ასე გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში „იმედის კვირასთან“ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

კელი დეგნანი, არჩილ თალაკვაძე

05 ივლისი 2020, 22:22

რეგიონი

არჩილ თალაკვაძემ კელი დეგნანს სტეფანწმინდაში უმასპინძლა

„საქართველოს უყვარს თავისი სტუმრები და აფასებს თავის მეგობრებს. აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სტეფანწმინდაში – სტუმარი და საქართველოს მეგობარი ერთდროულად“, - წერს თალაკვაძე.

თენგიზ ცერცვაძე

05 ივლისი 2020, 22:12

COVID19

თენგიზ ცერცვაძის თქმით, სავარჯიშო და საცურაო სივრცეების გახსნის შემთხვევაში რისკები მინიმალურია

„ყოველი ახალი რეგულაციის მოხსნა საზოგადოებისთვის არის საფრთხის შემცველი. მათ შორის რისკებს შეიცავს სავარჯიშო და საცურაო სივრცეების ამოქმედება, მაგრამ რისკი მინიმალურია. ბევრად უფრო სახიფათო თავშეყრის ადგილები, ქორწილები და ქელეხებია“, - განაცხადა ცერცვაძემ.

დავით ჭაკუა ელენე თევდორაძე

05 ივლისი 2020, 22:00

საზოგადოება

ელენე თევდორაძე ბაჩო ახალაიასთან დავით ჭაკუაზე საუბარს იხსენებს: ვუთხარი: „ვიღაც მხეცი რომ გყავს იქ მოაშორე, არ შეიძლება ასე“

„როცა მივედი ჭაკუასთან იყო საოცარი სიჩუმე. აქ ასეთმა სიჩუმემ გამაკვირვა ძალიან და ვუთხარი რატომ. ამაზე მეუბნება: „რას ლაპარაკობთ, ქალბატონო ელენე. აბა ვინმემ ან დააცემინოს, ან გაიცინოს ხმამაღლა, რომ შევალ და რომ ვთხლიშავ...“. მაშინვე მივედი ახალაიასთან და ვუთხარი: „ვიღაც მხეცი რომ გყავს იქ მოაშორე, არ შეიძლება ასე“. მერე გავიგე, რომ მან ეს მხეცი გადაიყვანა თავის მოადგილედ“, - იხსენებს ელენე თევდორაძე

ნატალია საბანაძე

05 ივლისი 2020, 21:58

საზოგადოება

ნატალია საბანაძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნები ორმხრივად გადაწყვეტენ ვისთან გახსნან საზღვარი, ზოგმა შეიძლება ნაცვალგების ამუშავება მოითხოვოს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ორმხრივად გადაწყვეტენ ვისთან გახსნან საზღვარი, ზოგმა შეიძლება მოითხოვოს ნაცვალგების ამუშავება, მიუხედავად იმისა რომ ეს საბჭოს რეკომენდაცია არ არის. ამიტომ ეს პროცესი შეიძლება გაიწელოს. ვინც მოხვდნენ სიაში აუცილებელია სიტუაცია შეინარჩუნონ, რათა არ მოხდეს მათი ამოღება, - ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

კორონავირუსი მსოფლიო

05 ივლისი 2020, 21:23

COVID19

კორონავირუსი: ეპიდვითარება აშშ-სა და რუსეთში

რაც შეეხება რუსეთს, აქ მთავარ კითხავს ოფიციალური სტატისტიკისადმი უნდობლობა წარმოადგენს. უკვე რამდენიმე დღეა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 7 ათასს არ აჭარბებს. ამასთან, შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია.

მათე ტაკიძე

05 ივლისი 2020, 21:07

საზოგადოება

კოლეჯ „სპექტრის“ ხელმძღვანელი: პროფესიულ განათლებაში სწავლა უკვე იწყება

პროფესიულ განათლებაში სწავლა უკვე იწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 4 თვე შეჩერებული იყო სასწავლო პროცესი. ჩვენ გავიარეთ უსაფრთხოების ყველა პროცედურა, - ამის შესახებ კოლეჯ „სპექტრის“ ხელმძღვანელმა, მათე ტაკიძემ. მისი თქმით, თითოეული კოლეჯი მომზადებულია იმისთვის, რომ კოლეჯის სტუდენტების და ბენეფიციარის უსაფრთხოება იყოს დაცული.

ლიკა ბითაძე

05 ივლისი 2020, 20:49

სამართალი

18 ივნისს მცხეთაში გამართული წვეულების მასპინძელი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

„აბსოლუტურად ყველაფრის გარშემო იყო შეკითხვა, მათ შორის შაქარაშვილის საქმეზეც. მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს. ძალიან ბევრი კითხვა იყო, რა თქმა უნდა, სხვაგვარად ამდენ ხანს არ გავჩერდებოდით“, - განაცხადა ბითაძემ.

სალომე ზურაბიშვილი

05 ივლისი 2020, 20:45

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მინდა ყველას მოვუწოდო ეს ზაფხული საქართველოში არაჩვეულებრივი ადგილების აღმოსაჩენად გამოიყენონ

ფაქტია, რომ საქართველოს ყველა რეგიონსა და მხარეში ბევრი არაჩვეულებრივი ადგილია აღმოსაჩენი. მინდა, ყველას მოვუწოდო, გამოიყენონ ეს ზაფხული. როცა ბევრს სხვაგან წასვლა არ შეუძლია, საქართველოში მოგზაურობა შესაძლებელია, ამითი ვისარგებლოთ და აღმოვაჩინოთ ეს ფანტასტიკური ადგილები! , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.ფოტო: Facebook

აზერბაიჯანი კორონავირუსი

05 ივლისი 2020, 20:14

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა

დღე-ღამეში 9 კოვიდინფიცრებული გარდაიცვალა, რითაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 250-მდე გაიზარდა. კორონავირუსის დამარცხება კი 11 742-მა ადამიანმა შეძლო.

გია აბაშიძე

05 ივლისი 2020, 20:02

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ელჩებზე თავდასხმების შემდეგ, ე.წ. „ევროპულმა საქართველომ“ მორიგი არალოგიკური და არარაციონალური მოთხოვნა წამოაყენა - გაიხსნას თურქეთთან საზღვარი, გავუშვათ ქართველები თურქეთში სამუშაოდ

ზოგ ქვეყანაში მეორე ტალღაა და ხელახალი კარანტინებია. ეს ჩვენ, ცხადია, არავის გვსურს. ბოროტ რევანშისტ ნაცოპოზიციისა და მის ანასხლეტების დღის წესრიგით არ ცხოვრობს საქართველო. საზღვრები გაიხსნება, მაშინ როცა იქნება უსაფრთხო ჩვენი ქვეყნისთვის. მმართველი გუნდი არ უნდა აყვეს იაფფასიანი პოპულიზმით დაკავებული შალიკოს "ფანჩატურელებს",- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპული საქართველოს ინიციატივას, თურქეთთან საზღვრის გახსნის შესახებ.