IMEDI /  12 ივნისი 2020, 20:20 / სანდო წყარო

გიორგი ვოლსკი: 2008-ში რაც მოხდა, ეს იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

რაც მოხდა 2008 წელს, განსაკუთრებით ჩვენმა ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს, რომ ეს იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და, სამწუხაროდ, ამ შეთქმულებაში ნებსით თუ უნებლიეთ, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ღებულობდა მონაწილეობას, რომელიც დღეს ჭკუას გვარიგებს და რუსულ თემებს აფრიალებს ჰაერში. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და ამ ფაქტებს ადასტურებს არაერთი დოკუმენტი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს.

გიორგი ვოლსკიმ თავის გამოსვლაში საგანგებოდ გაუსვა ხაზი დეპოლიტიზაციის თემას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს მინისტრიც განსაკუთრებით გამოეხმაურა.

„როდესაც ადამიანს აქვს ის პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას მეორე ადამიანი და აცვია სამხედრო ფორმა, ის არ კითხულობს რომელ პარტიას განეკუთვნება ესა თუ ის პიროვნება, მისი შვილი, ან მისი ოჯახის წევრი, და ამითი ის ჩვენზე მაღლა დგას, ნებისმიერი რანგის პოლიტიკოსზე, ვინაიდან მზად არის შესწიროს სიცოცხლე რათა დაგიცვას შენ, დაიცვას თავისი სამშობლო. ეს არის ერთ-ერთი საგანგებო საკითხი, რომელიც ახასიათებს ჩვენს თანამედროვე ისტორიას და რასაც არა აქვს პატიება. არც არავის უთხოვია პატიება, ბოდიშიც კი არ უთქვამს ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ახალწვეულებისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის, რომლებიც შესაძლოა გვიყურებენ დღეს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა 2008 წელს ჩვენი ქვეყნისათვის ტრაგიკულად განვითარებული მოვლენები და მისი წინა პერიოდი.

„წინა მოწვევის პარლამენტშიც მითქვამს ამის შესახებ და ამ ტრიბუნიდანაც და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: 2006 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ჰქონდათ დამტკიცებული საგზაო რუკა, რომელშიც ჩართული იყო ყველა კომპონენტი. მათ შორის სამხედრო კომპონენტი არა საბრძოლო მოქმედებების თემაში, არამედ ურთიერთგაგების. ქართული მხრიდან სამშვიდობო ძალებში უნდა ყოფილიყო 500 ადამიანი. ვერ გაზარდეს, არ გაზარდეს, ის მცირე რაოდენობა, რაც იმყოფებოდა სამშვიდობო ძალებში, არ იყო საკმარისი იმისთვის, რათა ძალთა ბალანსი დაემყარებინათ. მიუხედავად ამისა, მოსამსახურეები - რიგითი და ოფიცრები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, აჩვენეს უმაღლესი დონე დისციპლინის, პოლიტიკაში გათვიცნობიერებისა და პასუხისმგებლობის. მიუხედავად ამისა, 2006 წლიდან უკვე დაიწყო რღვევა იმ საგზაო რუკის, იმ სტრატეგიული მიმართულებების, რომელიც ჩამოყალიბებული იყო ჩვენი პარტნიორების მიერ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ 2006 წლის ივნისისათვის, 2008 წლის ივნისამდე მოლაპარაკების მცდელობაც არ ყოფილა, არც სამხედრო კომპონენტის გათვალისწინებით, არც პოლიტიკური მიმართულებით.

„ყველანაირი მიმართულებით შეწყდა საუბარი, ვინაიდან იმ პერიოდში ქვეყნის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ „რუსეთს თურმე არ აინტერესებს ცხინვალის რეგიონი, ცხინვალის რეგიონი არის მოყანყალებული კბილი, რომლის ამოღებას სჭირდება რამოდენიმე კვირა და გარანტიას ვიძლევი რომ ამას გავაკეთებ და თურმე ეს თავად რუსებს წამოსცდათ“. მე ვციტირებ. 2007 წელს იყო ეს განცხადებები. შემდეგ იყო სააკაშვილის მოგზაურობა იტალიაში, როდესაც მას პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენელმა, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული, შესთავაზა იტალიაში გარკვეული დროით დასვენება. წავიდა, ყველას გაუკვირდა, ამაზე არსებობს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მასალები, ჩამოვიდა და თქვა, საერთოდ არ აინტერესებს და არა მარტო იმ პერიოდში თქვა, 2008 წლის 7 აგვისტომდე დაჩემებული ჰქონდათ, რომ რუსეთი ამ ბრძოლებში არ მონაწილეობს და თვითონ მოსკოვში გაკვირვებული არიან, რომ რა უნდა კოკოითს, რატომ მიდის ამ პროვოკაციაზეო“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, რაც მთავარია, მაშინდელმა ხელისუფლებამ ბედის ანაბარა მიატოვა ჯარისკაცები, ახალწვეულები, სამოქალაქო მოსახლეობა.

„რასაკვირველია ჯარისკაცებმა თავისი როლი შეასრულეს - სიცოცხლე დადეს, მაგრამ არ გამოიყვანა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ იმ ზონიდან, სადაც ეს ბრძოლები მიმდინარეობდა. არ გამოიყვანა და 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ყველაფერი ამის ფონზე ბედავენ და ჯარისკაცებს, ოფიცრებს, მათ შორის, არწმუნებენ იმაში, რომ თითქოს და ჰააგის ტრიბუნალი მათ გაასამართლებს, ვინაიდან თურმე ჩვენი ხელისუფლება ამაში ხელს შეუწყობს. დღეს ჰააგის ტრიბუნალში სერიოზული სამართლებრივი დაპირისპირება მიმდინარეობს, იუსტიციის მინისტრს პირადად, მთელ სამინისტროს წლები დასჭირდა იმისათვის, რათა აღმოეჩინა ფიზიკური მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთმა დაბომბა გორი, აღმოაჩინა სადღაც, შემთხვევით. უამრავი სხვა მასალის შეგროვება დაჭირდა ჩვენს ხელისუფლებას, რათა წელგამართული ვიდგეთ დღეს ამ ტრიბუნალში და ვიცავდეთ საქართველოს ინტერესებს. ამიტომ, რაც მოხდა, განსაკუთრებით ჩვენმა ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს, რომ ეს იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და, სამწუხაროდ, ამ შეთქმულებაში ნებსით თუ უნებლიეთ, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ღებულობდა მონაწილეობას, რომელიც დღეს ჭკუას გვარიგებს და რუსულ თემებს აფრიალებს ჰაერში. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და ამ ფაქტებს ადასტურებს არაერთი დოკუმენტი და ეს არ არის ჩემი ემოციური გამოსვლის ნაწილი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.​

ყველა სიახლე

15 ივლისი 2025, 13:32

საზოგადოება

კახა კალაძე: სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა - 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, ხალხი შენობიდან გამოიყვანოს

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების წესთან დაკავშირებით საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია არ მიაწოდონ. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ამ მიმართულებით წესი არ შეცვლილა და საკრებულოს ის დადგენილება, რომელზეც ზოგიერთი მედიასაშუალება საუბრობს, სულ სხვა შემთხვევებს ეხება.

კახა კალაძე

15 ივლისი 2025, 13:28

პოლიტიკა

კახა კალაძე: შენობას აქვს მესამე ხარისხის ავარიულობის კატეგორია მინიჭებული, თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. ფაქტია იქ ხალხი ცხოვრობდა იმის მიუხედავად, რომ გამგეობამ არაერთი შეხვედრა გამართა ჩანაცვლების საკითხზე

დედაქალაქის მერმა თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის ჩამონგრევის დროს გარდაცვლილი ორი ადამიანის ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

კახა კალაძე

15 ივლისი 2025, 13:23

პოლიტიკა

კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ყველაფერ უკადრებელს კადრულობენ და ვისმენთ განცხადებების სახით

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადება, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებისა და კიდევ ორი მოსამართლის დასანქცირების რეკომენდაციის შესახებ, არის იმ შანტაჟის ნაწილი, რაც ბოლო წლებში საქართველოსთან მიმართებაში ხორციელდება.

ვიქტორ ორბანი

15 ივლისი 2025, 13:20

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი მოუწოდებს ევროკავშირს უკრაინის ლიდერებს ადამიანების უფლებების დარღვევისთვის სანქციები დაუწესოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მოუწოდებს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო უკრაინის ლიდერებს სანქციები დაუწესოს.

15 ივლისი 2025, 13:19

რეგიონი

ოზურგეთში დასაქმების ფორუმი გაიმართა

დასაქმების ფორუმს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ირაკლი ლატარია

15 ივლისი 2025, 13:09

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია კაია კალასის განცხადებაზე: 1 200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო

1.200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო, - ასე აფასებს ექსპერტი ირაკლი ლატარია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომელმაც განაცხადა: „ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს."

დავით ჩიხელიძე

15 ივლისი 2025, 13:07

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე კაი კალასის განცხადებაზე: კარგად ჩანს დასავლეთის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც ევროკავშირი აქტიურად მოქმედებს. არც მაშინ და არც ახლა ქართველი ხალხი არავის აინტერესებს

კაია კალასი (ევროკავშირი) უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და ფეხქვეშ თელავს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს! კაია კალასი: "მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესაძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს" კალასის განცხადება ადასტურებს, რომ ევროკავშირი საქართველოს ისე უყურებს, როგორც კოლონიას, მას არა პარტნიორად არამედ, უუფლებო სახელმწიფოდ მიიჩნევს, რომელიც ვალდებულია ევრობიუროკრატების სურვილის შესაბამისად იმოქმედოს - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

15 ივლისი 2025, 13:00

სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის, ტარების და გადაზიდვის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, ტარების, გადაზიდვის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

ლევან ნიკოლეიშვილი

15 ივლისი 2025, 12:50

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: „შეუპოვარი მებრძოლის“, რუსეთის სავაჭრო პარტნიორის მეუღლის, კალასის განცხადება ვიხილეთ, რომ თურმე, სომხეთს შავ ზღვაზე გასავლელ ქვეყანად ხედავს - ფიქრობს, კავკასიურ ნაწილში უნდა გაჩნდეს არეულობის ახალი კერა

უცხოეთიდან სამხრეთ კავკასიურ საგარეო-პოლიტიკურ სათამაშო დაფაზე, იდიოტური, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ავანტურისტულზე უფრო მზაკვრული გეგმის ჯერ მსუბუქად შეთავაზება ვიხილეთ ამ დღეებში, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.

15 ივლისი 2025, 12:49

საზოგადოება

16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.

გია აბაშიძე

15 ივლისი 2025, 12:45

პოლიტიკა

გია აბაშიძე: სუვერენიტეტის შეუვალ დამცველ საქართველოს ემუქრება ევროკრატიის ერთ-ერთი აქტორი, კაია კალასი, რომელსაც დასავლეთში ასე ახასიათებენ - არაკომპეტენტური, არაშორსმჭვრეტელი, ევროპის ინტერესების მოწინააღმდეგე

სუვერენიტეტის შეუვალ დამცველ საქართველოს ემუქრება ევროკრატიის ერთ-ერთი აქტორი, კაია კალასი, რომელსაც დასავლეთში ასე ახასიათებენ - არაკომპეტენტური, არაშორსმჭვრეტელი, ევროპის ინტერესების მოწინააღმდეგე, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის, მუქარას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით.

დავით ქართველიშვილი

15 ივლისი 2025, 12:43

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროკომისარ კაია კალასის განცხადებით, ევროკომისრის სამუშაო მაგიდაზე უკვე არსებობს ე.წ. „ანტიქართული პაკეტი“, რომელიც ორ მოსამართლეზე სანქციების დაწესებას და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვას მოიცავს

საქართველოს დიდი ხანია აღარ ახსენებენ დასავლურ მედია და პოლიტიკურ ველზე, როგორც "შუა დერეფნის" განუყოფელ ნაწილს. როგორც წესი აღმოსავლეთის ენერგომატარებლები თავის დინებას ბაქოში ასრულებენ და შემდგომ სასწაულებრივად - რუმინეთიდან აგრძელებენ თავის დინებას. დღეს ამას დაემატა საქართველოს შავიზღვისპირეთის ნავსადგურების "გაუქმება" და ბრიუსელის ფსონის გაკეთება სომხეთის საპორტო ინფრასტრუქტურაზე შავ ზღვაში. როგორც მინიმუმ ეს არის პიროვნების დეგრადაციაზე აწყობილი საგანმანათლებლო სისტემის შედეგი, როგორც მაქსიმუმ - ამ უკვე დეგრადირებული სისტემის მსხვერპლ-მესვეურების მხრიდან, მათთვის გამაღიზიანებელი და დაუმარცხებელი საქართველოს წინააღმდეგ თავისი აგონიური უკანასკნელი შეტევის მცდელობა - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კაია კალასის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროკომისრის სამუშაო მაგიდაზე უკვე არსებობს ე.წ. „ანტიქართული პაკეტი“, რომელიც ორ მოსამართლეზე სანქციების დაწესებას და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვას მოიცავს.

15 ივლისი 2025, 12:39

სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული თ.შ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

15 ივლისი 2025, 12:38

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქის გაძევება განხორციელდა, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

15 ივლისი 2025, 12:27

რეგიონი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ე.წ. ნეძვის გზისა და აღმაშენებლის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ე.წ. ნეძვის გზისა და აღმაშენებლის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების ფარგლებში, ჯამში 4.1-კმ გზის მონაკვეთი რეაბილიტირდება.

15 ივლისი 2025, 12:26

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოსალოდნელ ტემპერატურის მატებასა და ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება. რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.

გიორგი ჩაკვეტაძე

15 ივლისი 2025, 12:21

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენ მხოლოდ ქართველი ხალხის პირობებს ვასრულებთ, მზად ვართ თანასწორუფლებიანი პარტნიორობისთვის და არა ვინმეს ვასალობისთვის - საქართველო შანტაჟს არ ექვემდებარება

მზად ვართ თანასწორუფლებიანი პარტნიორობისთვის და არა ვინმეს ვასალობისთვის, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს."

ზურაბ ქადაგიძე

15 ივლისი 2025, 12:21

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე კაია კალასის განცხადებაზე: რევოლუცია ჩაუვარდათ, ადგილობრივ აგენტურას პულსი აღარ ესინჯება და ბოლო „კარტის“ გათამაშება დაიწყეს - უვიზოს შევაჩერებთ, თუ საქართველოს მთავრობა ჩვენს სურვილებს არ გაითვალისწინებსო

რევოლუცია ჩაუვარდათ, ფინანსები გაანიავეს, ადგილობრივ აგენტურას პულსი აღარ ესინჯება, ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებსაც ვეღარ იყოლიებენ და ბოლო „კარტის“ გათამაშება დაიწყეს - უვიზოს შევაჩერებთ თუ საქართველოს მთავრობა ჩვენს სურვილებს არ გაითვალისწინებსო, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

15 ივლისი 2025, 12:21

საზოგადოება

განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით პირველად მასწავლებლებისთვის STEAM ბანაკი ხორციელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამის „STEAM განათლება‘‘ ფარგლებში, მასწავლებლებისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ბაზაზე STEAM ბანაკი ხორციელდება, რომლის მიზანია, საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერება.

ნინო ფოჩხუა

15 ივლისი 2025, 12:16

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა კაია კალასის მუქარაზე: როცა კაია კალასი გვაიძულებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მისი მეუღლე სანქციების გვერდის ავლით თანამშრომლობს რუსეთთან და ავსებს მის ბიუჯეტს - ჩალის ფასი აქვს მის სიტყვასაც და რეზოლუციასაც

ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში ეხმიანება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის მუქარას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით.