imedi /  13 ივნისი 2020, 19:38 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: ვმუშაობთ წესებზე, რომელიც კოვიდინფექციის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებაში დაგვეხმარება

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

„კითხვები იმაზე, თუ რა ვითარება იქნება არჩევნების დროს, ლეგიტიმურია. სწორედ ამიტომ, ჩვენს პარტნიორებთან და ცესკოსთან ერთად ვმუშაობთ იმ წესებზე, რომელიც კოვიდინფექციის პირობებში დაგვეხმარება, რომ არჩევნები უსაფრთხოდ ჩავატაროთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე საჯარო განხილვისას განაცხადა.

„პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება მსოფლიოში და ყოველდღიურად ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ინფიცირდება. თუ საქართველოს დღეს აქვს შემთხვევათა დაბალი რაოდენობა, ეს არის იმის დამსახურება, რომ ექიმებმა, ეპიდემიოლოგებმა, ექთნებმა, მოკავშირე სამსახურებმა, მთავრობამ, ხელისუფლებამ, მოქალაქეებმა პასუხისმგებლიანი მიდგომით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში მივიღეთ ზომები, რომელიც იყო ეფექტური. დროულად ვუპასუხეთ რისკებს და ვმართეთ პროცესი სწორად და ამის წყალობით შევძელით, რომ ეკონომიკის სტაბილიზაცია გაგვეკეთებინა, შეზღუდვები მოგვეხსნა.

ეს თავისთავად ითვალისწინებს გარკვეულ რისკებს. ამიტომ, ბუნებრივია, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. ნებისმიერი ახალი შემთხვევა, ახალი ჯგუფი ინფიცირებული ადამიანებისა, დიდ ყურადღებას საჭიროებს, რათა ის იყოს იზოლირებული და ფართო საზოგადოებაზე არ გავრცელდეს ვირუსი.

კითხვები იმაზე, თუ რა ვითარება იქნება არჩევნების დროს, ლეგიტიმურია. სწორედ ამიტომ, ჩვენს პარტნიორებთან და ცესკოსთან ერთად ვმუშაობთ იმ წესებზე, რომელიც კოვიდინფექციის პირობებში დაგვეხმარება, რომ არჩევნები უსაფრთხოდ ჩავატაროთ. ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 2 მილიონზე მეტი ადამიანი ერთ დღეში სამიათას უბანზე იყრის თავს და დღის განმავლობაში კონტაქტი აქვს ძალიან ბევრ უცხო ადამიანს. ამიტომ მნიშვენლოვანია უსაფრთხოების ზომების დაცვა იმ დოზით, რომ საარჩევნო უფლება რამენაირად არ შეიზღუდოს - ეს არის პირბადეების გამოყენება, ზედაპირების დამუშავება საარჩევნო უბანზე და სხვა რეკომენდაციები, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ, მაგრამ ჯერ გვინდა, რომ კონსულტაციები ოპოზიციასთან გავიაროთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

განხილვა აჭარის რეგიონში იმართება და მასში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი; ასევე ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი; დამოუკიდებელი დეპუტატი მარიამ ჯაში; აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მონაწილეობენ.

ყველა სიახლე

15 ივლისი 2020, 08:25

სამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმენს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ორ კანდიდატს მოუსმენენ. საბჭოს წევრების კითხვებს პაატა ქათამაძე და ლაშა ქოჩიაშვილი უპასუხებენ.

15 ივლისი 2020, 08:22

მსოფლიო

მედია: აია სოფიას ტაძარში ლოცვისას ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს დაფარავენ

სტამბოლის აია სოფიას ტაძარში მუსლიმური ლოცვის დროს ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს ფარდებით ან ლაზერით დაფარავენ. ამის შესახებ aljazeera იუწყება. aljazeera-ს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ პრესსპიკერმა, ომერ ჩელიკმა განაცხადა. „სხვა დროს ქრისტიანული ხატები დაფარული არ იქნება და ღია იქნება ყველა ვიზიტორისთვის, ტაძარში შესვლა კი, უფასო იქნება“, - აცხადებს ომერ ჩელიკი. .

15 ივლისი 2020, 08:10

საზოგადოება

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი სტუმრებს დღეიდან მიიღებს

​​​​​​​შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, ვიზიტორებისთვის დღეიდან გაიხსნება. პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია მთელ რეგიონში.

15 ივლისი 2020, 08:01

საზოგადოება

დღეს ბარსელონადან სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“-ი (Myway Airlines) ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ჩარტერულ რეისს განახორციელებს. სარეპატრიაციო რეისით, სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება.

15 ივლისი 2020, 01:02

COVID19

საფრანგეთში საშვილოსნოსშიდა კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთში საშვილოსნოსშიდა კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

სალიმატა სიმპორე

15 ივლისი 2020, 00:56

სპორტი

ბელარუსში ეჭვობენ, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბის ბურკინაფასოელი მოთამაშე კაცია

კლუბმა დაანონსა, რომ უახლოეს მომავალში მოიყვანს დოკუმენტალურად დადასტურებულ ფაქტებს, სადაც ნათლად არის აღნიშნული, რომ სალიმატა სიმპორეს ეკვატორული გვინეისა და ბურკინა ფასოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე შეხვედრა აქვს გამართული.

ბენქსი

15 ივლისი 2020, 00:55

კულტურა

ბენქსიმ ახალი გრაფიტი ლონდონის მეტროში დახატა

ბენქსიმ მისთვის ჩვეული შავი ვირთხები დახატა: ისინი აცემინებენ, პირბადეებს პარაშუტებივით იყენებენ და მათში იმალებიან. ამგვარად მხატვარმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ ბევრი ადამიანი ნიღაბს სწორად არ იყენებს.

15 ივლისი 2020, 00:51

COVID19

ესპანეთში დღე-ღამეში კოვიდინფიცირების 666 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 303 699 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 28 409 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კახა ბექაური

15 ივლისი 2020, 00:51

პოლიტიკა

კახა ბექაური: სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება და მომხმარებლების უფლებები, ამისთვის კი აღსრულების ეფექტური მექანიზმია საჭირო

„ბიზნესთან შეთანხმებასა და კონსენსუსს მივაღწიეთ. კარგია, რომ ჩვენი მოსაზრება გაიზიარეს, რადგან კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ მობილური და ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების კომპანიებზეა საუბარი“.

არჩილ ბერიანიძე

15 ივლისი 2020, 00:50

სამართალი

ბრალდებულთა ადვოკატებს შსს-ში გიორგი შაქარაშვილის საქმეში არსებული მტკიცებულებები გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულთა ადვოკატები იმყოფებოდნენ, რომელთაც საქმეში არსებული მტკიცებულებები გადაეცათ. ბრალდებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მათთვის გადაცემული დოკუმენტები საკმაოდ მოცულობითია.

მაია ქარდავა

15 ივლისი 2020, 00:46

საზოგადოება

მაია ქარდავა იმედოვნებს, რომ წითელი ჯვარი ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მონახულებას მალე შეძლებს

„შემიძლია, დადასტურებით გითხრათ, რომ ჩვენი წარმომადგენლობა ცხინვალში შეხვდა დე ფაქტო ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, გაიგზავნა ოფიციალური წერილობითი მოთხოვნა, რაც გახლავთ პროცედურა ასეთ შემთხვევაში. პასუხად გვითხრეს, რომ რადგან ის საავადმყოფოში იმყოფება, იქ მოქმედებს კარანტინის რეჟიმი. ამან ცოტა გადადო და შეაყოვნა პროცესი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ ალბათ შევძლებთ ამ ვიზიტს. თუ ვთქვათ კარანტინის გამო უფრო გადაიწევს დროში, იმას მაინც ვეცდებით, რომ მოვიპოვოთ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, აუცილებლად შევუგზავნოთ მას ოჯახის წერილი და ოჯახს მივაწოდოთ ინფორმაცია. ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ვამბობ, რადგან ჩვენ ის ჯერ არ გვინახავს, არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეგვიძლია კომენტარი გავაკეთოთ, თუმცა ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავთ და ახლაც მოგახსენებთ, რომ ამ შემთხვევაში ცხადია, ვმოქმედებთ ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ მათ მივაწოდოთ ინფორმაცია საკუთარი ახლობლის მდგომარეობის შესახებ და ბუნებრივია, როდესაც ვიზიტი შედგება უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება და ამას უშუალოდ ოჯახს მივაწვდით“, - განაცხადა ქარდავამ.

ამირან სალუქვაძე

15 ივლისი 2020, 00:37

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: როცა მიდიხარ იმაზე, რომ ახალგაზრდების ჯანმრთელობის ხარჯზე შეცდომა დააშვებინო ხელისუფლებას რომელ მორალზეა საერთოდ საუბარი?

„მაგრამ ვის ხარჯზე გააკეთე ეს ნაბიჯი, ვის ხარჯზე გადადგი? იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც დაშავდნენ? ანუ როცა დაგჭირდება ამ ადამიანებით მანიპულირებ, თვალზე აკეთებ აქცენტს და ა.შ., როცა დაგჭირდება გავიწყდება ეს ადამიანები და ამბობ, „შეცდომა დავაშვებინე“. როცა მიდიხარ იმაზე, რომ ახალგაზრდების ჯანმრთელობის ხარჯზე შეცდომა დააშვებინო ხელისუფლებას რომელ მორალზეა საერთოდ საუბარი? - აღნიშნა სალუქვაძემ.

გია გაბრიჭიძე

15 ივლისი 2020, 00:33

საზოგადოება

გია გაბრიჭიძე: ბოროტ ძალას სურს, საქართველოში დესტრუქციული სიტუაცია და დეპრესიული გარემო შექმნას

ეს არაა მედია, ეს არის რაღაც ბოროტი ძალა, რომელსაც სურს, რომ საქართველოში ისეთი დესტრუქციული სიტუაცია და დეპრესიული გარემო შექმნას. ეს ხალხი ცდილობს, საქართველო დეპრესიულ რეგიონად აქციონ. მიმდინარეობს ფორსირებული შეტევა და ამის აღკვეთა ან ორგანიზებული მუშაობითაა შესაძლებელი, ან კანონმდებლობით მკაცრად განისაზღვროს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჟურნალისტმა, გია გაბრიჭიძემ განაცხადა.

ირაკლი ლატარია

15 ივლისი 2020, 00:26

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები მეტყველებს იმაზე, რაც მას სისხლში აქვს - რევანშზე

„კარგად გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის მიმართვა თავისი სექტისადმი. მან პირდაპირ განუცხადა, - არ დაიღალოთ, რომ ქვა ქვაზე არ დარჩეს ქვეყანაში. მისი მიმართვა და მოწოდება იყო, რომ ყოველ დღე შეეცადონ, რაც შეიძლება მეტი დესტრუქცია გამოიწვიონ და ამისთვის არ დაიღალონ. ეს მეტყველებს იმაზე, რაც მას სისხლში აქვს“.

დავით ნარმანია

15 ივლისი 2020, 00:17

ეკონომიკა

დავით ნარმანიას თქმით, ხვალ პარლამენტს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კორექტირებულ ვარიანტს წარუდგენენ

„საკმაოდ ცხარე დებატები და კამათი მოჰყვა ჩვენ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს. მნიშვნელოვანია ის, რომ შევთანხმდით ცალკეული ნაწილების დაზუსტებაზე. კერძოდ, სხვა გარემოებებს, რომელიც კანონპროექტში ორ ადგილას იყო წარმოდგენილი ამოვიღებთ და ამით ჩანაწერები გახდება კიდევ უფრო მკაფიო, ხოლო კანონის მოქმედება ჩვენი შეთანხმების მიხედვით არ გავრცელდება ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. ეს არის რასაც ჩვენ დღეს მივაღწიეთ. შესაბამისად ხვალ დღის განმავლობაში დაზუსტებული და კორექტირებული ვარიანტი იქნება წარმოდგენილი შემდგომი განხილვისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი კანონში ცვლილებას უახლოეს მომავალში მიიღებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნიკოლოზ მეტრეველი

15 ივლისი 2020, 00:15

საზოგადოება

ნიკოლოზ მეტრეველი: ეს კრიმინალები იმდენად გათავხედდნენ, რომ უკვე აცხადებენ, თითქოს მათ უფრო მეტად შესტკივათ გული, ვიდრე გიორგი შაქარაშვილის ოჯახს

ეს კრიმინალები იმდენად გათავხედდნენ, რომ უკვე აცხადებენ, თითქოს მათ უფრო მეტად შესტკივათ გული, ვიდრე გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა.

ანდრია გვიდიანი

15 ივლისი 2020, 00:07

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი „ნაცმოძრაობაზე“: ცდილობენ ჭიქაში ქარიშხლის მოწყობას და ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერას, თუმცა, შაქარაშვილის და სხვა ტიპის საქმეებში ასეთი შავი კატა არ არსებობს

„ამას რამდენიმე მიზეზი და რამდენიმე მიზანი აქვს. პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პოლიტიკური იმპოტენციის გადაფარვას ცდილობს. ახალი ტყუილი ამბების შექმნით, ვინაიდან (სურთ) მოიპოვონ პოლიტიკური დივიდენდები წინასაარჩევნო პერიოდში. ისინი ცდილობენ ხშირ შემთხვევაში ჭიქაში ქარიშხლის მოწყობას და ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერას, თუმცა, რა საკვირველია, მათი ეს მცდელობა იქნება წარუმატებელი, იმდენად რამდენადაც შაქარაშვილის და სხვა ტიპის საქმეებში ასეთი შავი კატა არ არსებობს და, ბუნებრივია, რა არ არსებობს, იმას ვერ დაიჭერენ“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

ია მეტრეველი

15 ივლისი 2020, 00:06

საზოგადოება

ია მეტრეველი: „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, შაქარაშვილის საქმე გირგვლიანის საქმეს გაუტოლოს

„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, შაქარაშვილის საქმე გირგვლიანის საქმეს გაუტოლოს. ამ ორ საქმეს არაფერი აქვს საერთო. გირგვლიანის საქმეში მთელი მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული, აქ კი დაუნდობელმა ბავშვებმა ასეთი სისასტიკით თანატოლი გაიმეტეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანი

14 ივლისი 2020, 23:51

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სომხეთთან ძალის პოზიციიდან საუბარი არ შეიძლება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა.

მირიან ნიკოლაძე

14 ივლისი 2020, 23:41

საზოგადოება

მირიან ნიკოლაძე: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ტელევიზიას საქმის პოლიტიზება არ გამოუვიდათ, ახლა ისტერიკა სჭირთ

„გამოძიებასთან არავინ არ თანამშრომლობს. ე.წ. „ჩაკეტილი წრე“ ამოქმედდა ბოლო ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც ეხება უშუალოდ გიორგის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და შემდგომში, ბავშვის განზრახ მკვლელობას. ეს წრე თავიდანვე იყო შემოფარგლული იმით, რომ ინფორმაცია არ გაეცათ, წინ არ წაეყვანათ გამოძიება“.