IMEDI /  13 ივნისი 2020, 19:55 / სანდო წყარო

გიორგი კახიანი: ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ ჩავატაროთ სამართლიანი, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები

გიორგი კახიანი

გიორგი კახიანი

„ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ ჩავატაროთ სამართლიანი, დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა აჭარის ტელევიზიის ეთერში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის დროს.

„ნებისმიერი კონსტიტუციური ცვლილება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ცვლილებების მნიშვნელობაზე კიდევ უფრო მეტი შეიძლება ვისაუბროთ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საარჩევნო სისტემაში გარკვეული ცვლილებების განხორციელებაზე.

მთლიანობაში, რასაც საზოგადოება ხედავს არის ის, რომ ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ ჩავატაროთ სამართლიანი, დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

მისივე თქმით, საარჩევნო სისტემა, საპარლამენტო ცხოვრების ათწლეულების განმავლობაში, მუდამ იყო დისკუსიის და შეუთანხმებლობის საგანი და პრინციპში, პირველი შემთხვევაა, რომ მთლიანად პოლიტიკურმა სპექტრმა შეძლო კონსენსუსის მიღწევა ამ ინიციატივასთან დაკავშირებით.

„ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ცვლილება ბოლომდე მივიყვანოთ და განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ იმ დანაპირებს, რაც საზოგადოების წინაშე დადო, აუცილებლად შეასრულებს, თუმცა, სამწუხაროა, რომ ამ პროცესში საპარლამენტო პოლიტიკური სპექტრიდან არ მონაწილეობენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. მე იმედი მაქვს, რომ ისინი კენჭისყრის დროს მაინც მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ „ ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ის, რაც აქამდე ვერავინ მოახერხა - კონსტიტუციის ძირითადი ტექსტის მიხედვით საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

„ამჯერად, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ე.წ. გარდამავალ ეტაპზე, ერთჯერადად ჩასატარებელ არჩევნებზე, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ასევე შევძელით კონსენსუსის მიღწევა - ე.წ. 120/30 სისტემაზე შეჯერების თვალსაზრისით. ეს სისტემა არ არის სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემა, რადგან ამ სისტემის მიხედვით საქართველოს პარლამენტის მანდატების 80% იქნება სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე გადანაწილებული და მანდატების მხოლოდ 20% იქნება მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე გადანაწილებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, შერეულ მოდელზე შეთანხმებით, უზრუნველყოფილი იქნება სტაბილურობა.

„არ შეიძლება საარჩევნო სისტემის მიზანი მხოლოდ პარტიული პლურალიზმი იყოს. ეს, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური მიზანია, რასაც უნდა პასუხობდეს საარჩევნო სისტემა, თუმცა, ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია სტაბილური, რასაც საარჩევნო სისტემა, ასევე, უნდა იძლეოდეს. ვფიქრობ, რომ ამ შერეულ მოდელზე შეთანხმებით, სწორედ ეს სტაბილურობაც იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მანდატების 80% პროპორციული საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, თანაც ერთ პროცენტიანი ბარიერი საფუძველზე, ეს შესაძლებლობას მისცემს შედარებით დაბალი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტში.

„უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, ჩვენ ოპოზიციის სასარგებლოდ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბლოკებად გაერთიანება იმისათვის, რომ პოლიტიკური ჯგუფებს მიეცეთ შესაძლებლობა ერთად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.​

ყველა სიახლე

02 ივლისი 2020, 19:30

COVID19

ისრაელში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 905 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 905 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 324-მდე გაიზარდა.

02 ივლისი 2020, 19:27

სამართალი

გორში პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

გორში პოლიციის თანამშრომლის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა. მას პროკურატურა 109-ე მუხლით ედავება. ბრალდებულის ინტერესებს საზოგადოებრივი დამცველი იცავს. შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია გუშინ ღამით მოკლეს. მას დანით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიაყენა,ის მოკლულის ოჯახში მდგმურად ცხოვრობდა.

თამთა მეგრელიშვილი

02 ივლისი 2020, 19:13

სამართალი

თამთა მეგრელიშვილი: წინა ხელისუფლებას ძალიან ბევრი მტკივნეული საკითხი უკავშირდება

„სტრასბურგმა პირდაპირი ვერდიქტი გამოიტანა და ისინი ამხილა რეჟიმი, რომელიც კლავდა. ძალიან გული მწყდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ რეჟიმს შეეწირნენ. ამ დახოცილი ოჯახების სისხლს, როგორც არ უნდა ეცადოს „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს ჩამოიწმენდს. ამ ადამიანების გაცოცხლება ვეღარ მოხერხება და სახელმწიფოს ყოველ წაგებულ ქეისზე საერთაშორისო დონეზე კომპესაციების გადახდა უწევს. ყველაზე ტრაგიკულია ის, რომ მათი ხელწერა არ იცვლება და რეალურად ისინი ცდილობენ, რომ იგივე გიორგი შაქარაშვილის საქმე რომ ავიღოთ, პოლიტიკურ ბმაში იყოს კონკრეტული დანაშაულებები“, - აღნიშნა თამთა მეგრელიშვილმა.

ანრი ოხანაშვილი

02 ივლისი 2020, 19:11

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დესტრუქციული ჯგუფები ეცდებიან სიძულვილის ენით აწარმოონ საარჩევნო კამპანია

გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს დესტრუქციული ჯგუფები სიძულვილის ენით ეცდებიან აწარმოონ საარჩევნო კამპანია, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ დავცალოთ საარჩევნო პროცესი სიძულვილის ენისგან და მეტად პოზიტივზე, საარჩევნო საკითხებზე, პარტიის მიერ წარმოდგენილ საკითხებზე და კონკურენციაზე დაფუძნებით წარვმართოთ საარჩევნო პროცესი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

02 ივლისი 2020, 18:59

პოლიტიკა

გიგი წერეთელი სომხეთის პარლამენტის წევრებს ონლაინ ფორმატში ესაუბრა

საუბრის თემა შეეხებოდა ეუთოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებს. ასევე, სომხეთში არსებულ ვითარებას კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით და იმ სამუშაოს, რომელსაც სომხეთის ხელისუფლება ახორციელებს ეპიდემიის ჯანდაცვითი და ეკონომიკური შედეგების აღმოსაფხვრელად.

თბილისის მერია

02 ივლისი 2020, 18:58

საზოგადოება

თბილისის მერია რამდენიმე პიროვნების ბიუსტისა და მემორიალის ესკიზების შესაქმნელად კონკურსს აცხადებს

თბილისის მერია გრიგოლ რობაქიძისა და დიმიტრი ყიფიანის ბიუსტების ესკიზების კონკურსს აცხადებს. მერიის ინფორმაციით, ასევე, კონკურსი ცხადდება ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალის, ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტების/მემორიალის ესკიზებზე.

ვიქტორ ბაბარიკო ედუარდ ბაბარიკო

02 ივლისი 2020, 18:56

მსოფლიო

ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტს ბრალი ფულის გათეთრების, გადასახადების დამალვისა და ქრთამის მიცემის მუხლებით წაუყენეს

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქვეყნის მოქმედი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტს, ვიქტორ ბაბარიკოს ბრალი ფულის გათეთრების, გადასახადების დამალვისა და ქრთამის მიცემის მუხლებით წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. საპრეზიდენტო კანდიდატის შვილს, ედუარდ ბაბარიკოს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვას ედავება. ბაბარიკო და მისი შვილი ბრალს არ აღიარებენ.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

02 ივლისი 2020, 18:49

COVID19

ნოვაკ ჯოკოვიჩმა COVID-19 დაამარცხა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კორონავირუსი დაამარცხა. სპორტსმენის და მისი მეუღლის ინფიცირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან 10 დღის შემდეგ ჩოგბურთელის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წყვილის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

თამთა მეგრელიშვილი

02 ივლისი 2020, 18:46

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი გენდერულ კვოტირებაზე: ქალებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე

მივესალმები გენდერული კვოტირების ახალ პრინციპს არა იმიტომ რომ ქალი ვარ, ვფიქრობ რომ ქალებს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები აქვთ და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე, - ამის შესახებ იურისტმა, თამთა მეგრელიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩელსი“

02 ივლისი 2020, 18:40

სპორტი

„ჩელსიმ“ ინგლისის პრემიერლიგაში 5-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა

ინგლისის პრემიერლიგაში 5-მატჩიანი მოგებათა სერია „ჩელსიმ“ „ვესტ ჰემთან“ ლონდონის დერბიში დაასრულა. ფრენკ ლამპარდის მომზადებული გუნდი ოლიმპიურ სტადიონზე 2:3 დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობაში დუბლი ვილიანმა შეასრულა, რასაც მასპინძლებმა ტომაშ შუცეკის, მაიკლ ანტონიოსა და ანდრეი იარმოლენკოს გატანილი ბურთით უპასუხეს.

ანრი ოხანაშვილი

02 ივლისი 2020, 18:35

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ცვლილებები, რომელებიც საარჩევნო კოდექსში ხორციელდება, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ეფუძნება

ცვლილებები, რომელებიც საარჩევნო კოდექსში ხორციელდება, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ეფუძნება. „ქართული ოცნების“ გუნდმა შევძელით ის, რომ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში წარვმართეთ პროცესი, რომელიც მაქსიმალურად გახსნილი იყო ამ საკითხით დაინტერესებული ყველა პირისთვის, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

პაატა იმნაძე

02 ივლისი 2020, 18:33

საზოგადოება

პაატა იმნაძე: მეორე ტალღაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია

პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსს ახასიათებს ნაკლებად სიმპტომური ავადმყოფები, რის გამოც სიფრთხილე გვმართებს. „თუ ჩვენ კორონავირუსთან თანაცხოვრებას ვისწავლით, დავიცავთ ელემენტარულ წესებს, ვიხმართ ნიღაბს, დავიცავთ დისტანციასა და ჰიგიენას, ხალხმრავალ ადგილებს თავს ავარიდებთ, კორონა იქნება, ოღონდ ძალიან არ შეგვაწუხებს. თუ არ დავიცავთ, მოგვივა ის, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებს მოუვიდათ“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 18:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები დეტალურად განმარტა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების შესახებ დეტალურად ისაუბრა. „ის ცვლილებები, რომელიც წარმოგიდგინეთ, არსებითად ეფუძნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. წარმოდგენილი იყო ასეთი 27 რეკომენდაცია, ჩვენ კიდევ ერთხელ ყურადღებით გავეცანით 27-ვე რეკომენდაციას და სწორედ ამ რეკომენდაციების საფუძველზე არის ჩამოყალიბებული.

02 ივლისი 2020, 18:24

კულტურა

თსუ ალმანახ „პირველი სხივის“ გამოცემას აღადგენს

3 ივლისს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი მწერლები შეიკრიბებიან და ლიტერატურული ალმანახის „პირველი სხივის“ აღდგენის შესახებ განაცხადებენ. ლიტერატურული ალმანახი ტრადიციულად ახალგაზრდა შემოქმედთა პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, იგი წელიწადში ერთხელ გამოიცემა და თსუ-ის სტამბაში დაიბეჭდება. აღდგენილი ალმანახი, ამჯერად, მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით არ შემოიფარგლება, მასში საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ახალგაზრდა პოეტებს, პროზაიკოსებს, ლიტერატურათმცოდნეებსაც შეეძლებათ. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ალმანახის ფურცლებიდან გააცნონ მკითხველს საკუთარი შემოქმედება.

02 ივლისი 2020, 18:23

COVID19

შვედეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 70 ათასს გადააჭარბა

შვედეთის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 70 ათასს გადააჭარბა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 5 411-მდე გაიზარდა.

თამთა მეგრელიშვილი

02 ივლისი 2020, 18:17

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებები აღმოჩნდა წყალგამყოფი ხაზი დესტრუქციულად მოაზროვნე ძალასა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალებს შორის

„ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოების, „ევროპული საქართველოს“ ბოიკოტის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა, სახელისუფლებო გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა, დამოუკიდებელი დეპუტატების სახით მოახერხეს, რომ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, - ამის შესახებ იურისტმა, თამთა მეგრელიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ხორვატია არჩევნები

02 ივლისი 2020, 18:16

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულები ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებზე ხმას ვერ მისცემენ

ხორვატიაში 5 ივლისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე კორონავირუსით ინფიცირებულები ხმას ვერ მისცემენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ამომრჩევლებისთვის ეს შეზღუდვა კანონით არის გათვალისწინებული და კანონიერ მიზანს - ინფექციური დაავადებისგან მოსახლეობის დაცვას ემსახურება.

02 ივლისი 2020, 18:08

საზოგადოება

როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისა და მწერებისგან. რეკომენდაციები

„პირველ რიგში ეს არის ტანსაცმელი. სასურველია თუ ეს იქნება წინდებში ჩაყოლებული შარვალი. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ბუნებაში ყოფნისას ტკიპა არ აგაცოცდეთ და სახლში დაბრუნების შემდეგ კი უნდა დავათვალიეროთ საკუთარი თავი ან ბავშვი დაათვალიეროთ მთლიანად. ტკიპას რაც უფრო ადრე მოვაცილებთ, მით უფრო ნაკლებია ინფიცირების შანსი“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ანრი ოხანაშვილი

02 ივლისი 2020, 18:00

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო ის, რაც მანამდე ვერ შეძლო ვერც ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა

სახელისუფლებო გუნდი არის ის ძალა, რომლის სახელსაც უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება. სწორედ „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო ის, რაც .მანამდე ვერ შეძლო ვერც ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მარკუეინ მალინი

02 ივლისი 2020, 17:59

პოლიტიკა

მარკუეინ მაილინის სტატია და ქართული პოლიტიკური სპექტრის შეფასებები

ამერიკელი კონგრესმენი, მარკუეინ მალინი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ბრძოლას თავისუფლებისთვის მხარი უნდა დაუჭიროს“. „ვლადიმერ პუტინი და მისი გავლენა დემოკრატიის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში. დააკვირდით საქართველოში არსებულ ვითარებას, რომ ნახოთ ეს გავლენა მათზე, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის“, - წერს მალინი. კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილს პუტინის მოკავშირეს უწოდებს. მალინის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კონგრესმენის სტატია პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებს ემსახურება.