15 ივნისი 2020, 16:21 / სანდო წყარო

მე-7 წელია, საქართველო მშვიდობიანობის გრძელვადიანი გაუმჯობესების რეიტინგში სტატუსს იმყარებს

ტრანსეროვნულმა კვლევითმა ორგანიზაცია „ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტმა“ გლობალური მშვიდობის ინდექსის 2020 წლის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც მსოფლიოს 163 ქვეყანაში მშვიდობიანობის დონის 2019 წლის ვითარებას ასახავს.

ინსტიტუტმა მსოფლიო ქვეყნების მშვიდობიანობა შეაფასა 3 ძირითადი მიმართულებით:
1. მილიტარიზაცია
2. საზოგადოების დაცულობა
3. შიდა და გარე კონფლიქტები

ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში, წინა წელთან შედარებით, 4 საფეხურით დაწინაურდა და 95-ე ადგილზე „საშუალო მშვიდობიანი“ ქვეყნის სტატუსი ზედიზედ მე-7 წელს გაიმყარა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 2007-2012 წლებში ზედიზედ 6 წლის მანძილზე ყოველწლიურად რეიტინგის უკანასკნელი ოცეულის მიდამოში იყო „ნაკლებადმშვიდობიანი“ ქვეყნის სტატუსით. 2010 წლის რეპორტის მიხედვით კი საქართველოს „ძალიან არამშვიდობიანი“ ქვეყნის სტატუსიც კი ჰქონდა.

2020 წლის ანგარიში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მშვიდობიანობის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიხედვით საქართველო მსოფლიოში მოწინავეა, კერძოდ მხოლოდ საქართველომ და შრი-ლანკამ მოახერხეს, ინდექსის დაფუძნების წლიდან, ანუ 2008 წლიდან, დღემდე 20%-ზე მეტად გაეუმჯობესებინა მშვიდობიანობის დონე.

აღსანიშნავია, რომ ინდექსის 2008 წლის ანგარიში 2007 წლის მდგომარეობას მიმოიხილავდა და მასში რუსეთ-საქართველოს 2008 კონფლიქტი ასახული არ არის. შესაბამისად 2007-დან 2019 წლამდე პერიოდში მშვიდობიანობის გაუმჯობესების კუთხით საქართველო მსოფლიოში ლიდერობს.

საქართველო ასევე გამორჩეულად მოწინავეა 2012 წლიდან (2013 წლის ანგარიში) მშვიდობიანობის დონისა და სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში. 2012 წლის შემდეგ საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 44 ადგილით გაუმჯობესდა „ნაკლებად მშვიდობიანი“ ქვეყნის სტატუსიდან „საშუალოდ მშვიდობიანი“ ქვეყნის სტატუსამდე.

2020 წლის მშვიდობის ინდექსის მიხედვით საქართველო მშვიდობის დონით რეგიონის ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს.

გლობალური მშვიდობის ინდექსი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივის მნიშვნელოვანი საზომია.

ყველა სიახლე

მარიან ქვრივიშვილი

13 ივლისი 2020, 20:57

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ვაგრძელებთ პროდუქტიულ თანამშრომლობას, რომ ტურიზმის ინდუსტრია ეტაპობრივად იმ ჩვეულ ნორმას დაუბრუნდეს, რაც ძლიერ კერძო სექტორს გულისხმობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მათი დარეგულირების საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი

13 ივლისი 2020, 20:44

პოლიტიკა

ადმინისტრაცია: პრეზიდენტისთვის პრიორიტეტულია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ძალადობის პრევენციის ნებისმიერი ზომა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ადამიანის უფლებების, გენდერულ და უმცირესობების საკითხებში, პრემიერმინისტრის მრჩეველს, სახალხო დამცველის წარმომადგენელსა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

ბასტილიის დღე

13 ივლისი 2020, 20:29

საზოგადოება

საფრანგეთის საელჩო ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით მიღებას წელს არ გამართავს

პანდემიის განსაკუთრებული კონტექსტიდან გამომდინარე, წელს, საფრანგეთის საელჩო საქართველოში არ გამართავს მიღებას ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციას დიპლომატიური წარმომადგენლობა Facebook-ზე ავრცელებს.

სოზარ სუბარი

13 ივლისი 2020, 20:28

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ნიკა გვარამია ცრუ ბრალდებებით გამოირჩევა

„მათ (რადიკალურ ოპოზიციას) სტკივათ, რომ მათი დანაშაულებების გამო წააგეს არჩევნები და დაკარგეს ხელისუფლება და ახლა უნდათ რომ რაღაცნაირად თავისი ქმედებების ინტერპოლაცია მოახდინონ დღევანდელ ხელისუფლებაზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დავით სონღულაშვილი

13 ივლისი 2020, 20:03

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილმა ვიდეო კონფერენციის მეშვეობით მეირიდ მაკგინესთან შეხვედრა გამართა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ვიდეო კონფერენციის მეშვეობით შეხვედრა გამართა ევროპარლამენტის პირველ ვიცე პრეზიდენტთან (ირლანდიის ლიბერალ-კონსერვატორების პარტიიდან Fine Gael), მეირიდ მაკგინესთან.

უიმბლდონი

13 ივლისი 2020, 20:03

სპორტი

უიმბლდონის ტურნირის ორგანიზატორები კორონავირუსის გამო დაზარალებულ ჩოგბურთელებს კომპენსაციას გადაუხდიან

224 მოთამაშისთვის, რომელთაც კვალიფიკაცია წარმატებით გაიარეს, 12 500 ფუნტი გამოიყო. 25 ათას ფუნტს მიიღებს 256 ჩოგბურთელი, რომელიც ძირითად ბადეში რეიტინგის მიხედვით ისედაც მოხვდებოდა.

პაატა იმნაძე

13 ივლისი 2020, 19:52

COVID19

პაატა იმნაძე: დღეისთვის არსებული მონაცემებით ყველა უცხოელმა ნებაყოფლობით ტესტირებაზე თანხმობა განაცხადა

დღეისთვის არსებული მონაცემებით ყველა უცხოელმა ნებაყოფლობით ტესტირებაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო ქართველებმა, რომლებსაც შეუძლიათ ამ ქვეყანაში უცხო ქვეყნის პასპორტით ჩამოსვლა, უარი განაცხადეს ტესტირებაზე , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ამირან გამყრელიძესთან და ხათუნა ზახაშვილთან ერთად გამართულ „ფეისბუქლაივში“ განაცხადა.

დავით ზალკალიანი

13 ივლისი 2020, 19:49

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან სატელეფონო საუბრები გამართა

2020 წლის 13 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბრები გამართა აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ელმარ მამედიაროვთან და ზოჰრაბ მნაცაკანიანთან.

13 ივლისი 2020, 19:41

სპორტი

ბრიტანელი ტანმოვარჯიშეები ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელებს ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბრიტანელი ტანმოვარჯიშეები ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელებს ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. კეტრინ ლაიონსმა და ლიზა მეისონმა განაცხადეს, რომ წლებია ნაკრების მწვრთნელები მათზე ძალადობდნენ და კონკრეტული ფაქტებიც დაასახელეს.

კობა კობალაძე

13 ივლისი 2020, 19:36

სამართალი

კობა კობალაძე: სამართლის წინაშე ყველა ვართ თანასწორი

„ვერ გადავერთვები იურისპრუდენციაში, ეს არ არის ჩემი პროფესია, ჩვენ ვსარგებლობთ პროფესიონალი იურისტის მომსახურებით. რაც შეეხება ჩემს, როგორც მშობლის, პოზიციას, საკმაოდ პასუხისმგებლობით ვცხოვრობ, მიცხოვრია და ვიქნები ასე მეც და ჩემი ოჯახის თითოეული წევრიც. თითოეულმა დაიწეროს გულის ფიცარზე - სამართლის წინაშე ყველა ვართ თანასწორი და არც არავის ნებასურვილის, ან დაკვეთის გამო არც მართალი ადამიანი დაისჯება და არც მტყუანი გამართლდება", - განაცხადა კობა კობალაძემ.

მევლუთ ჩავუშოღლუ

13 ივლისი 2020, 19:35

მსოფლიო

მევლუთ ჩავუშოღლუ: სომხურ მხარეს მოვუწოდებ, გონს მოეგოს - რა გამოსავალსაც აირჩევს აზერბაიჯანი, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

13 ივლისი 2020, 19:33

სამართალი

ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ძალადობის განმეორების საფრთხის არსებობისას, მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება იქნება შესაძლებელი

საქართველოს პარლამენტმა მე-3 მოსმენით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა თანმდევი ცვლილებების პროექტი დღეს მიიღო.

13 ივლისი 2020, 19:22

სპორტი

თორნიკე შენგელიას ტრანსფერი ევროპის საზაფხულო ტრანსფერების ათეულში მეორე ადგილზეა

მასალა ცნობილმა ვებგვერდმა „ევროჰუპსმა“ გაავრცელა და ქართველ კალათბურთელზე წინ მხოლოდ სერბი ნიკოლა მილუტინოვი დააყენეს, რომელიც „ცსკა“-ს „ოლიმპიაკოსიდან“ შეუერთდა. შენგელიამ ახალ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი წარდგენა აგვისტოს შუა რიცხვებშია დაგეგმილი.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

13 ივლისი 2020, 19:21

ეკონომიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა ვერ დადგება ვერც ბიზნესი და ვერც რომელიმე სფერო

დღეს სახელმწიფოს იმაზე ძლიერი მექანიზმი აქვს სანქცირების ვიდრე დროებითი მმართველის შეყვანაა კომპანიაში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფოს, და ამ შემთხვეევაში კომუნიკაციების კომისიას საერთოდ ავტორიზაციის ან ლიცენზიის გაუქმება შეუძლია კომპანიებისთვის კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში. სახელმწიფო, რომ სწორედ ბიზნეს ინტერესებზე და საზოგადოებაზე არ ფიქრობდეს ამ მექანიზმს გამოიყენებდა, მაგრამ სწორედ საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ცდილობენ შუალედური მოდელის შემოტანას, რომელიც არც საზოგადოებას დააზარალებს და დატოვებს კომუნიკაციის გარეშე, არც სახელმწიფოს და არც ბიზნესს, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

13 ივლისი 2020, 19:18

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ახლო მომავალში ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება არ მოხდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ „ახლო მომავალში ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება არ მოხდება“.

პაატა იმნაძე

13 ივლისი 2020, 19:18

COVID19

პაატა იმნაძე: სახლში, სასტუმროში არავითარი პრობლემა არაა ნებისმიერი ტიპის კონდიციონერის გამოყენების

როდესაც სასტუმროს ნომერში ერთი ოჯახია განთავსებული, არავითარი პრობლემა იქ კონდიციონერის ჩართვის არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ამირან გამყრელიძესთან და ხათუნა ზახაშვილთან ერთად გამართულ „ფეისბუქლაივში“ განაცხადა. მისი თქმით, სახლში და სასტუმროში ნებისმიერი სახის კონდიციონერის გამოყენება შესაძლებელია.

13 ივლისი 2020, 19:08

სამართალი

დეპუტატ კობა კობალაძის შვილსა და კიდევ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ 6 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულებს შორისაა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა კობალაძის შვილი, დავით კობალაძე.

სალომე ზურაბიშვილი

13 ივლისი 2020, 19:05

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო წუხილს გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი წუხილს გამოთქვამს 12-13 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო,- ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამერიკის საელჩო

13 ივლისი 2020, 19:02

პოლიტიკა

ამერიკის საელჩო: ბავშვებზე ძალადობის, სექსუალური ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის შესახებ კანონპროექტის მიღებით საქართველომ წარმოაჩინა ლიდერობა

„ამ კანონის მიღებით საქართველომ წარმოაჩინა ლიდერობა. მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ კანონმდებლობის აღსრულებასა და შემდგომი რეფორმების განხორციელებაში მსხვერპლთა დაცვისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - ამ შინაარსის განცხადებას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

13 ივლისი 2020, 19:01

COVID19

გაერო: კორონავირუსის პანდემიის გამო 130 მილიონზე მეტ ადამიანს ქრონიკული შიმშილი ემუქრება

გაეროს ანგარიშის პროგნოზით, 2020 წლის ბოლოსთვის კორონავირუსის პანდემიის გამო 130 მილიონზე მეტი ადამიანი ქრონიკული შიმშილის მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს.