imedi /  17 ივნისი 2020, 10:24 / სანდო წყარო

გიორგი გახარიასა და აშშ-ის სენატორ დევიდ პერდიუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის სენატორ დევიდ პერდიუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, ვაჭრობა და ეკონომიკა.

სენატორმა პერდიუმ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების თემების მხარდაჭერა გათვალისწინებული იქნება საკანონმდებლო დონეზე - აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რაც საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გაუარესებული მდგომარეობა. სენატორმა პერდიუმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის კონგრესის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ერთგულ მეგობრად.

სატელეფონო საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას რეგიონის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფისთვის და საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს ამ მიმართულებით.

მთავრობის მეთაურმა აშშ-ს მადლობა გადაუხადა საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და კოვიდ-19-თან ბრძოლის მიზნით გამოყოფილი დაფინანსებისთვის, რაც მათ შორის ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერას მოიცავს.

ყველა სიახლე

ბექა დოჭვირი

15 ივლისი 2020, 15:01

პოლიტიკა

ბექა დოჭვირი: დროებითი მმართველის ინსტიტუტი კომისიის გადაწყვეტილებების ეფექტურად აღსრულებას უწყობს ხელს

კომისიას ისედაც აქვს სანქცირების მკაცრი მექანიზმები, მაგრამ დროებითი მმართველი თავისი ბუნებით არ გახლავთ სანქცირების ინსტრუმენტი, დროებითი მმართველი აღსრულების ინსტრუმენტია, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.

ირაკლი კობახიძე

15 ივლისი 2020, 15:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა ის საარჩევნო სიის პირველი ნომერი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თავად ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა ის საარჩევნო სიის პირველი ნომერი. პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ნუმერაციაზე პარტიაში ჯერ მსჯელობა არ ყოფილა.

ნორვეგია თავდასხმა მსხვერპლი დანა

15 ივლისი 2020, 14:56

მსოფლიო

ნორვეგიაში დანით შეიარაღებული კაცის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ერთ-ერთი დაჭრილი თავდამსხმელს იცნობდა და მისი მისამართი პოლიციას გადასცა. მომხდართან დაკავშირებით ნორვეგიის 31 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც კრიმინალური წარსული აქვს. ახლა ექსპერტები მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას იკვლევენ.

ირაკლი კობახიძე

15 ივლისი 2020, 14:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიები საარჩევნო პროცესს ხშირად სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან

„ჩვენი პასუხისმგებლობა არის, ბუნებრივია, მაქსიმალურად სამართლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. ამისათვის ჩვენი მხრიდან აუცილებლად გაკეთდება ყველაფერი. ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, ბუნებრივია, სრულად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესის მიმართ და იმედი გვაქს, რომ ოპოზიციური პარტიებიც ასეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდებიან წინასაარჩევნო პროცესს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

15 ივლისი 2020, 14:50

საზოგადოება

დიდი დიღმის ტერიტორიაზე თბილისის მერია მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობას იწყებს

დიდი დიღმის ტერიტორიაზე თბილისის მერია მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობას იწყებს. მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 9 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე განხორციელდება, სადაც ტანვარჯიშის, ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთის დარბაზები განთავსდება. ასევე, დარბაზი სპორტული ორთაბრძოლებისთვის, ტრენაჟორების სივრცე, ორი საცურაო აუზი და კაფე.

დიდი ბრიტანეთი

15 ივლისი 2020, 14:46

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება სომხეთსა და აზერბაიჯანს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო შეშფოთებულია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევით და მწუხარებას გამოთქვამს სამხედროების გარდაცვალების გამო.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2020, 14:43

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმების შესახებ.

სერგი კაპანაძე

15 ივლისი 2020, 14:37

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე „ელექტრონული კომუნიკაციების“ კანონის განხილვისას თავის ინტერესთა კონფლიქტს გამორიცხავს

„იმის გამო, რომ პასუხები არ აქვთ იმ კითხვებზე, რაც დაისვა, ახლა მოიგონეს ტალახის ახალი გზა, რომ თურმე მე მაქვს რაღაც ინტერესთა კონფლიქტი. ელემენტარული გადამოწმების ამბავია. ჩემი ძმა იურისტი არის ნამდვილად და ბევრ კომპანიას ემსახურება. ამბავი ის არის, რომ კომერციულ საქმიანობას უნდა უწეოდეს და უნდა იყოს მეუღლე ან შვილი “, - აღნიშნა კაპანაძემ.

15 ივლისი 2020, 14:33

ეკონომიკა

სებ-ი: 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.2 მლნ აშშ დოლარი (514.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.8%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.5% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 93.2% მოდიოდა.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი

15 ივლისი 2020, 14:28

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიანი მისიას ასრულებს. ფინანსთა მინისტრმა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტების როლს ქვეყნის განვითარებაში ხაზი გაუსვა. ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ევროსაბჭო და საქართველო გააგრძელებენ თანამშრომლობას არსებული საკანონმდებლო ჩარჩოების გასაუმჯობესებლად.

15 ივლისი 2020, 14:24

მსოფლიო

აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქმედებებში თადარიგში მყოფი სამხედროები ჩაერთვებიან

აზერბაიჯანის მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დავალებების შესრულებაში თადარიგში მყოფი სამხედროები ჩაერთვებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

15 ივლისი 2020, 14:23

რეგიონი

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა და დამთვალიერებელს მასპინძლობს. ფოტოები

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა და დამთვალიერებელს მასპინძლობს. დენდროლოგიური პარკი, თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის საუკეთესო გარემო პირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელ რეგიონში. დღევანდელი პარკი წლების განმავლობაში ჭაობად ქცეული ტერიტორია იყო. მის გარდასაქმნელად შესრულდა მასშტაბური, ექსტრაორდინარული სამუშაოები.

ბექა დოჭვირი

15 ივლისი 2020, 14:20

პოლიტიკა

ბექა დოჭვირი: დროებითი მმართველი კომპანიაში მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად შევა

არ უნდა გავიგოთ, რომ დროებითი მმართველი განუსაზღვრელი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი და განუსაზღვრელი უფლებამოსილებით სარგებლობს. დროებითი მმართველი კომპანიაში შედის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ შეასრულოს კომისიის გადაწყვეტილება, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მან განმარტა, თუ რა არის შესაძლებელი არსებული რედაქციით და რა უფლებამოსილება აქვს კომისიას.

ირაკლი კობახიძე

15 ივლისი 2020, 14:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უახლოეს მომავალში დავასახელებთ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს

დაახლოებით სამი თვეა არჩევნებამდე დარჩენილი, შესაბამისად, უკვე აქტიურ ფაზაში უნდა შევიდეს ჩვენი საარჩევნო სამზადისი. უახლოეს მომავალშიც ჩვენ დავასახელებთ კანდიდატებს. პირველ რიგში, მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს, შემდეგ გაგრძელდება სიაზე მუშაობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სერგი კაპანაძე

15 ივლისი 2020, 14:14

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: შემოტანილი კანონპროექტით, მარეგულირებელი შეუზღუდავ ძალაუფლებას იღებს ტელეკომუნიკაციის სფეროში

შემოტანილი კანონპროექტით, მარეგულირებელი შეუზღუდავ ძალაუფლებას იღებს ტელეკომუნიკაციის სფეროში. იღებს ისეთ უფლებებს, რომელიც შეუძლებელია, რომ ნეგატიურად არ აისახოს ამ ბაზარზე. იღებს უფლებას, რომ სასამართლოს კონტროლის გარეშე შევიდეს კომპანიაში და შეიყვანოს დროებითი მმართველი, - ამის შესახებ სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

ძაღლები კორონავირუსი

15 ივლისი 2020, 14:10

COVID19

ჩილეში ძაღლებს კორონავირუსის ყნოსვით დადგენას ასწავლიან

როგრამაში 4 ძაღლი მონაწილეობს - 3 ოქროსფერი რეტრივერი და 1 ლაბრადორი. მათი ასაკი 4-5 წელს შორის მერყეობს. ისინი აქამდეც სამართალდამცველებთან ერთად მუშაობდნენ და ნარკოტიკების, ასაფეთქებელი ნივთიერებების და დაკარგული ადამიანების პოვნაზე არიან გაწვრთნილები.

15 ივლისი 2020, 14:09

COVID19

აშშ-მექსიკის საზღვარზე გადაადგილების დროებითი შეზღუდვა 30 დღით გახანგრძლივდება

მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-მექსიკის საზღვარზე გადაადგილების დროებითი შეზღუდვა 30 დღით გახანგრძლივდება.

პაატა დავითაია

15 ივლისი 2020, 14:02

პოლიტიკა

„ძალა ერთობაშიას“ განცხადებით, კვოტებზე საუბარი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ დაწყებულა

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდების პასუხად, მისი პოლიტიკური პარტნიორები ირწმუნებიან, რომ კვოტებზე საუბარი მიხეილ სააკაშვილის გუნდთან არც კი დაწყებულა, რადგან პარტია ერთობის წევრებთან თაიმაუტის რეჟიმში იმყოფება.

სოფო კილაძე

15 ივლისი 2020, 13:56

პოლიტიკა

სოფო კილაძე: „ქართული ოცნების“ გუნდს არ უნდა, რომ მედიასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი დარჩეს

„იმიტომ გვაქვს ჩვენ სამი მოსმენა, რომ თუ რამე პრობლემური საკითხი იქნება, სამი მოსმენის ფარგლებში დავამუშაოთ და საბოლოო ჯამში ისეთ კანონპროექტს ვუყაროთ კენჭი, რომელიც იქნება მაქსიმალურად დახვეწილი. ვფიქრობ, რომ ამ კანონპროექტზე ბევრმა ადამიანმა იმუშავა იმისთვის, რომ დახვეწილი სახით იყოს წარმოდგენილი. საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს ინსტიტუციურად გამართული კანონპროექტი, რომელიც არ დატოვებს არც ერთ კითხვის ნიშანს და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ამ პროექტზე იმუშავა. წინა საარჩევნო პერიოდში არ უნდა დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი მედიაში მედიათავისუფლების შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

15 ივლისი 2020, 13:50

COVID19

ჰოკეის ნაციონალურ ლიგაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჰოკეის ნაციონალურ ლიგაში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CTV News ავრცელებს. ტესტი საერთო ჯამში ყველა გუნდის 4 934 წარმომადგენელს ჩაუტარდა, საიდანაც 600 ჰოკეისტი იყო და ინფიცირება 30 მოთამაშეს დაუდასტურდა. მათგან 23 აქამდეც იყო კორონავირუსით დაავადებული და ხელმეორე ანალიზებმაც მათ სისხლში ვირუსის არსებობა დაადასტურა, შვიდ სპორტსმენს კი COVID 19 პირველად დაუდგინდა. ისევე როგორც ყველა სპორტული ღონისძიება, NHL-იც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა და მისი განახლება შეცვლილი ფორმატით 1-ლი აგვისტოდან იგეგმება.