imedi /  18 ივნისი 2020, 01:15 / სანდო წყარო

თორნიკე რიჟვაძე: ჩვენ მშვიდად ჩავატარებთ საარჩევნო კამპანიას და ასევე მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩავატარებთ დემოკრატიულ არჩევნებს

თორნიკე რიჟვაძე

თორნიკე რიჟვაძე

როგორც კი საარჩევნო აქტივობა კიდევ უფრო დინამიური ხდება, ოპონენტების თავდასხმა, ლანძღვა-გინება კიდევ უფრო მოიმატებს, თუმცა ჩვენ აბსოლუტურად მშვიდად ვუყურებთ ამ ყველაფერს ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველგვარ მორალს ცდება, როცა ოჯახის წევრებზე იაფასიანი პოპულიზმი და ჭორაობა მიდის, თუმცა როგორც რიჟვაძე აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეები შესაბამის დასკვნებსა და გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„ამიტომ ჩვენ მშვიდად ჩავატარებთ საარჩევნო კამპანიას და ასევე მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩავატარებთ დემოკრატიულ არჩევნებს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები გადაწყვეტენ, ვინ იმსახურებს ნდობას და შესაბამისად დადგება ის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის კრიტულად მნიშვნელოვანია“- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ყველა სიახლე

31 ოქტომბერი 2020, 14:18

პოლიტიკა

მესტიის მუნიციპალიტეტში, უკვე 3 ათასამდე ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

მესტიის მუნიციპალიტეტში ბოლო მონაცემებით 3 ათასამდე ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც 47-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ჯამში მესტიაში 8,860 მოქალაქეა რეგისტრირებული. ამომრჩევლები ამბობენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით უბნებზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაციაა გათვალისწინებული.

მამუკა მდინარაძე

31 ოქტომბერი 2020, 14:17

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძის განაცხადებით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა პროვოკაციამ სამგორის 39-ე უბანზე დაპირისპირება გამოიწვია

„სამგორის 39-ე უბანზე ჩვენ ვნახეთ ფიზიკური დაპირისპირების კადრები და თითქოს, იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რომელმაც დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. აქ იყო განუწყვეტელი ფოტოგადაღება ამომრჩევლებზე, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან. მიდიოდა ამომრჩეველი და საათების განმავლობაში, ახლოდან აწარმოებდნენ პროვოკაციულად, ფოტოგადაღებას , თუმცა, როცა ამას არ მოჰყვა ამომრჩევლის მხრიდან რეაგირება, შემდეგ წავიდნენ სიტყვიერ დაპირისპირებაზე, რომ გამოეწვიათ რაიმე სახის კონფლიქტი“.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

31 ოქტომბერი 2020, 14:14

პოლიტიკა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გიორგი ვაშაძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გიორგი ვაშაძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. უწყებაში აცხადებენ, რომ 31 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ დეზინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მთაწმინდის რაიონში საარჩევნო სიაში ორი გარდაცვლილი პირი – ზვიად და ნოდარ გელოვანები დაფიქსირდა, რომლებიც წინა საარჩევნო სიაში არ იყვნენ.

31 ოქტომბერი 2020, 14:13

პოლიტიკა

ჩუღურეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე: დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლის მაღალი აქტივობაა

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლის მაღალი აქტივობაა, - ამის შესახებ განცხადება ჩუღურეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ კალმახელიძემ განაცხადა. მისი თქმის 12 საათის მონაცემებით, ჩუღურეთის უბნებში ამ დროისთვის ამომრჩევლის 18% - 10,802 ამომრჩეველი მივიდა.

საუნივერსიტეტო კლინიკა

31 ოქტომბერი 2020, 14:01

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის გოგო გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.

დავით ზალკალიანი

31 ოქტომბერი 2020, 14:00

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ არჩევანს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და თავის არჩევანი დააფიქსირა. მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაქსიმალურად იყო უზრუნველყოფილი ქვეყნის სტაბილური განვითარება, მინიმუმამდე იყო დაყვანილი გარე საფრთხეები და აუცილებელია, რომ ქვეყანამ სწორედ ამ კურსით გააგრძელოს გზა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

ეკა გიგაური

31 ოქტომბერი 2020, 13:50

პოლიტიკა

ეკა გიგაური შაშკინისა და ოქრიაშვილის მიერ იარაღის ტარებაზე: პარტიებმა არაფერი უნდა გააკეთონ ისეთი, რამაც შეიძლება ამომრჩეველი შეაშინოს

როდესაც ისედაც დაძაბული ვითარებაა, არჩევნები მიმდინარეობს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, არაფერი უნდა გააკეთონ ისეთი, რამაც შეიძლება შეაშინოს ამომრჩეველი, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, დიმიტრის შაშკინისა და კახა ოქრიაშვილის მიერ იარაღის ტარების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ძალიან ბევრი ბარიერი აქვთ ჩვენს მოქალაქეებს, რადგან პანდემიის პირობებში ტარდება არჩევნები და ნუ შევუქმნით დამატებით განწყობებს, რომ არ მივიდნენ არჩევნებზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

31 ოქტომბერი 2020, 13:41

სამართალი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არჩევნებზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო

მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, ამომრჩეველთა სახის იდენტიფიცირებისა და ფოტოგადაღების საკითხის კანონიერების შესწავლა დაიწყო.

31 ოქტომბერი 2020, 13:33

პოლიტიკა

შალვა კერესელიძე: საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია

პარტია „ქართული ოცნების“ მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტობის კანდიდატმა, შალვა კერესელიძემ საკუთარი არჩევანი დუშეთში, #2 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივიდა. კერესელიძის განცხადებით, დღევანდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანია. როგორც კერესელიძემ განმარტა, მან ქვეყნის წარმატებასა და განვითარებას მისცა ხმა.

ანა მიქელაძე

31 ოქტომბერი 2020, 13:32

პოლიტიკა

ანა მიქელაძე: ბოლნისის 55-ე უბანზე საარჩევნო ყუთი ადგილზეა

როგორც ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია, ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთი ადგილზეა. რაც შეეხება ყუთის გატაცების მცდელობას, ამასთან დაკავშირებით, ვიძიებთ ინფორმაციას, თუმცა მთავარი არის ის, რომ საარჩევნო უბანზე არის ყუთი, - ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

31 ოქტომბერი 2020, 13:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ზოგიერთები ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვას ცდილობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება

„ქართული ოცნების“ დიდუბე-ჩუღურეთი მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ვოლსკიმ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. გიორგი ვოლსკიმ ხმა, ოჯახთან ერთად მისცა.

ანა მიქელაძე

31 ოქტომბერი 2020, 13:29

პოლიტიკა

12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 681 ათასზე მეტი ამომრჩეველი მივიდა

12:00 საათის მონაცემები, საარცევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 681 583 ამომრჩველი მივიდა, - ამის შესახებ დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული დროისთვის უკვე ხმა მისცა ამომრჩეველთა 19,41%-მა.

ილია II

31 ოქტომბერი 2020, 13:13

საზოგადოება

ილია მეორე: მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით დაეხმაროს სამშობლოს

მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება და თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით დაეხმაროს სამშობლოს, - ასე მიმართა საზოგადოებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ. მისი თმით, ეკლესია ყოველთვის იყო და არის ხალხის გამაერთიანებელი ძალა და პოლიტიკური მიკერძოება მისთვის უცხოა.

ზაალ უდუმაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 13:05

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: შესაძლოა, შაშკინს ტანსაცმლის ქვემოდან გამოუჩნდა იარაღი

შესაძლოა, მექანიკურად მოხდა, რომ დიმიტრი შაშკინს ტანსაცმლის ქვემოდან გამოუჩნდა იარაღი, თორემ არ მგონია ან მას, ან კახა ოქრიაშვილს იარაღის ტარების დემონსტრირების აუცილებლობა ჰქონდეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 12:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მილიონზე მეტი ხმის მობილიზებას ვვარაუდობთ

ჩვენ ვვარაუდობთ მილიონზე მეტი ხმის მობილიზებას ამ არჩევნებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყოველ ერთ საათში შედის „ქართული ოცნების“ შტაბში მონაცემები მათი მხარდაჭერის თაობაზე.

მოზრაობა „სტრატეგია აღმაშენებელი“

31 ოქტომბერი 2020, 12:53

პოლიტიკა

ისნის რაიონში დილიდან საარჩევნო უბნებთან მოძრაობის „სტრატეგია აღმშენებელი“ ბრენდირებული მაგიდები შენიშნეს

ისნის რაიონში დილიდან საარჩევნო უბნებზე შენიშნეს მოძრაობის „სტრატეგია აღმშენებელი“ ბრენდირებული მაგიდები, სადაც სავარაუდოდ, არასრულწლოვნები აგიტაციას ეწეოდნენ. მოძრაობის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებთან ახლოს იმყოფებოდნენ და კანონით გათვალისწინებული საჭირო დისტანცია დაცული არ იყო.

31 ოქტომბერი 2020, 12:49

პოლიტიკა

ბუბა კიკაბიძე: კარგ, ნორმალურ ცხოვრებას მივეცი ხმა

საკუთარი არჩევანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიციის“ სიის პირველმა ნომერმა დააფიქსირა. ბუბა კიკაბიძის თქმით, მან კარგ, ნორმალურ ცხოვრებას მისცა ხმა და მას გამარჯვების მოლოდინი აქვს. ხმის მისაცემად მისულ კიკაბიძეს თავდაპირველად საარჩევნო უბანი შეეშალა. ამის შესახებ მას კომისიის წევრმა უთხრა, როდესაც მის სახელსა და გვარს საარჩევნო სიაში ვერ მიაგნო.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 12:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პარტიის აქტივისტებს კარდაკარის ჩატარებაზე გავლილი აქვთ არაერთი ტრენინგი, რომელსაც ატარებდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები

საჯაროდ მინდა ვუთხრა ჩვენს აქტივისტებს, აგიტატორებს, რომ მათ აქვთ ყველანაირი უფლება, ჰქონდეთ სიები, სიების მიხედვით აღრიცხონ ამომრჩევლები და გამოიყენონ მათთვის მინიჭებული უფლება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, კარდაკარი ტარდება, პოლიტიკური პარტიების მიერ, რის საფუძველზეც აგიტატორებს აქვთ სიები.

31 ოქტომბერი 2020, 12:29

პოლიტიკა

ნატო ჩხეიძემ ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნატო ჩხეიძემ, ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში საკუთარი არჩევანი გააკეთა. ნატო ჩხეიძემ სოფელ ყელქცეულის 72-ე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.

ლელა ტალიური

31 ოქტომბერი 2020, 12:28

პოლიტიკა

„მრავალეროვანი საქართველო“: ცეცხლსასროლი იარაღით უბანზე შესვლა არასასურველია

არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო“ ბოლნისში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილების ფაქტს ეხმაურება.