imedi /  18 ივნისი 2020, 15:15 / სანდო წყარო

გოგა ხაინდრავა: ტერორისტს ეროვნება არ აქვს, ამიტომ ხაზგასმა, ჩეჩენია, თუ ვინც არის, არასწორია

გოგა ხაინდრავა

გოგა ხაინდრავა

რასაც დღეს გვარამია, გაბუნია და ძმანი მისნი აკეთებენ, სწორედ ეს არის საფრთხე საქართველოსთვის, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაინდრავამ საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა, კერძოდ, სუს-ის მიერ რუსეთის მოქალაქის დაკავების ფაქტზე და იმ მწირ ინფორმაციაზე, რომელიც ამ თემაზე საზოგადოებას აქვს. მისი თქმით, არასწორად გავრცელდა ინფორმაცია დაკავებულის შესახებ, რომ ის ჩეჩენი ეროვნებისაა. ხაინდრავამ აღნიშნა, რომ ჩეჩნებზე ყველაფრის გადაბრალება ძალიან სახიფათოა.

„პირველ რიგში, ის არ არის ჩეჩენი, ის არის ინგუში და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ორი სხვადასხვა ერია. ეს ტენდენცია, ქართველებისა და ჩეჩნების დაპირისპირების და ჩეჩნებზე ყველაფრის გადაბრალების, ძალიან სახიფათოა ჩვენთვის, რადგან ჩვენ და ჩეჩნები ძალიან დიდი ხნის ახლობელი ერები ვართ და პანკისელი ქისტების საქართველოში ცხოვრებაც ამას ადასტურებს. იქაც ვხედავთ საზოგადოებების დაპირისპირების მცდელობებს, ამიტომ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ითქვა თავიდანვე, რომ დაკავებული ინგუშია. რაც შეეხება ინგუშებს, ჩვენი სისხლით ნათესავები არიან. ტერორისტს ეროვნება არ აქვს. ამიტომ, ამაზე ხაზგასმა, ჩეჩენია, თუ ვინც არის, არასწორია“, - განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, დაკავებულის შესახებ საზოგადოებას ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს - ის, რაც სუს-მა განაცხდა. მან საზოგადოებას და მთავრობას ამ თემაზე განცხადებების დროს სიფრთხილისკენ მოუწოდა, რადგან გაჟღერებული მუქარა ზოგადად, ძალიან დიდი საფრთხის შემცველია ქართული საზოგადოებისთვის.

„ეს არის ძალიან დიდი საფრთხე. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვის წინააღმდეგ ამზადებდნენ. რასაც დღეს გვარამია, გაბუნია და ძმანი მისნი აკეთებენ, ეს არის სწორედ საფრთხე საქართველოსთვის, რადგან როდესაც შენ შეურაცხყოფას აყენებ შენი ქვეყნის ტერიტორიიდან ისეთ საშიშ წარმონაქმნს, რომელსაც შენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, პრაქტიკულად ყოველდღე ჩვენ ვართ აგრესიის მსხვერპლი, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური, ისე ფსიქოლოგიური; ბორდერიზაცია მიდის, ადამიანების დატაცება, მკვლელობა, ეს როგორც მინიმუმ უნდა გესმოდეს და თუ შენ არ გესმის, მაშინ უნდა გაითვალისწინო, რომ ჩვენი შვილებიც საფრთხეში არიან. რადგან არავინ იცის, რას იზამენ. სკრიპალები რომ მოიწამლნენ, იმ პატარა ქალაქში მთელი უბანი მოიწამლა. როცა სახლები იყო აფეთქებული, უდანაშაულო ხალხი დაიღუპა. არავინ იცის, რა მეთოდს მიმართავენ აქ, ტერორისტული აქტის ჩადენას თუ მოინდომებენ. ამიტომ, შენი თავიდან და ვიწროპარტიული ინტერესიდან არ უნდა გამოდიოდე. ეს არის უგუნერება, ეს არის მათი სახე. „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი იყო და ასეთად დარჩებიან ყოველთვის. სამწუხაროდ, ეს პრობლემას უქმნიან ქართულ საზოგადოებას და ესაა პრობლემა“, - განაცხადა ხაინდრავამ.

15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.

ყველა სიახლე

კაია კალასი

15 ივლისი 2025, 23:19

მსოფლიო

კაია კალასი აშშ-ს მოუწოდებს, უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის ტვირთი გაიზიაროს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, გაიზიაროს ტვირთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კუთხით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

15 ივლისი 2025, 22:53

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ყველაზე შეურაცხადი პოზიცია, რომელიც ჩვენმა დაუძინებელმა ხუთმა „მეგობარმა" გააჟღერა, ბრიუსელში უმრავლესობამ არ მოიწონა - ევროკავშირისთვის საქართველოს დაკარგვის პერსპექტივამ გადაწონა „დიფ სთეითის" აგენტურის ავანტიურული სცენარი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ვერ შეთანხმებას, რომელიც „ქართული ოცნების" პოლიტიკის წინააღმდეგ საპასუხო ზომად, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასაც მოიცავდა.

პეტრ ფიალა

15 ივლისი 2025, 22:36

მსოფლიო

ჩეხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს მეშვეობით უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის პროექტში

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს მეშვეობით უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის პროექტში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2025, 22:16

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ არ გეგმავს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი JASSM-ის ტიპის რაკეტების გადაცემას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ გეგმავს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი JASSM-ის ტიპის რაკეტების გადაცემას.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2025, 21:52

მსოფლიო

ტრამპი ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ის ახლა უკრაინის მხარეს: არავის მხარეს ვარ - კაცობრიობის მხარეს ვარ, მინდა, რომ მკვლელობა შეწყდეს

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ის ახლა უკრაინის მხარეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ტრამპმა უპასუხა, რომ ის არავის მხარეს არ არის.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2025, 21:36

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ მოსკოვზე დარტყმები არ უნდა განახორციელოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვზე დარტყმები არ უნდა განახორციელოს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის მეტი იარაღის გაგზავნის გეგმა დააანონსა და რუსეთთან მიმართებაში პოზიცია გაამკაცრა.

ცოტნე ანანიძე

15 ივლისი 2025, 21:23

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: კაია კალასს ქართველი ხალხი რომ ვედარდებოდეთ „ვიზით” შანტაჟს არ ახსენებდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის იმ განცხადებას პასუხობს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს განიხილავენ.

15 ივლისი 2025, 21:21

მსოფლიო

The New York Times: მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი მკაცრად საუბრობს რუსეთზე, ამ საუბარს თან ახლავს ეჭვები და აკლია კონკრეტული დეტალები

პრეზიდენტ ტრამპის ახალი გეგმა, უკრაინისთვის იარაღის გაგზავნისა და პარალელურად რუსეთის სავაჭრო პარტნიორებისთვის მკაცრი სანქციების დაწესების მუქარა, ასახავს ომთან დაკავშირებით მის პოზიციაში მკვეთრ ცვლილებას, თუმცა მისი შეთავაზებები ძირითად დეტალებს გაურკვეველს ტოვებს, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

15 ივლისი 2025, 20:42

პოლიტიკა

არის თუ არა ალეკო ელისაშვილი „ლელოს” და „გახარიას” ალიანსის მაქსიმუმი? არსებული ინფორმაციით ელისაშვილი თბილისის მერობის კანდიდატად დასახელდება. „ქრონიკის" სიუჟეტი

არის თუ არა ალეკო ელისაშვილი „გახარიას“ და „ლელოს“ ალიანსის მაქსიმუმი? არსებული ინფორმაციით, ელისაშვილის ახალი როლი თბილისის მერობის კანდიდატობა იქნება.

15 ივლისი 2025, 20:39

სამართალი

ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან. საქართველოდან კიდევ 26 უცხოელი გააძევეს - „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა გრძელდება. საქართველოს დატოვება ამჯერად 26 უცხოელს მოუხდა. ისე, რომ ჩვენს საზღვარს ვეღარ გადმოკვეთენ.

15 ივლისი 2025, 20:33

პოლიტიკა

უვიზო მიმოსვლით შანტაჟის მორიგი უშედეგო სერია. ბრიუსელი საქართველოს დასჯაზე ისევ ვერ შეთანხმდა. „ქრონიკის" სიუჟეტი

როგორც ვნახეთ, ბრიუსელი საქართველოს დასჯაზე ისევ ვერ შეთანხმდა. უვიზო მიმოსვლით შანტაჟის მორიგი უშედეგო სერია ოპოზიციის კიდევ ერთი მარცხია. ახალი ამბავი ბრიუსელიდან რეალურად არც ისე ახალია. სანქციები, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და სხვა- ევროპელი ბიუროკრატებისგან ხშირად ისმის, ეს ხელისუფლებას საბჭოურ სტილს აგონებს. სოფო ბერიძე გვიერთდება

15 ივლისი 2025, 20:20

პოლიტიკა

რუსეთიდან დეპორტირებული, მძიმე დანაშაულში მხილებული უკრაინის მოქალაქეები საქართველოს საზღვართან, ბუფერულ ზონაში იმყოფებიან. რას ამბობს შსს? - „ქრონიკის“ სიუჟეტი

მძიმე დანაშაულებში მხილებული და რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები საქართველოს საზღვართან ბუფერულ ზონაში რჩებიან. რა გზით შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას, ჯერ გაურკვეველია.

15 ივლისი 2025, 20:12

საზოგადოება

ტრაგედია - ოპოზიციისთვის პოლიტიკური საზრდო. „ქრონიკის" სიუჟეტი

ტრაგედიას სადგურის მოედანთან ორი ადამიანი ემსხვერპლა და 1 დაშავდა. ვიდრე მაშველები ცხედრებს ეძებდნენ, ოპოზიციამ უბედური შემთხვევის სათავისოდ გამოძიებაც მოასწრო, მერიაზე თავდასხმაც და პოლიტიკური სპექტაკლის დადგმაც.

კაია კალასი

15 ივლისი 2025, 20:00

მსოფლიო

კაია კალასი აცხადებს, რომ ძალიან დამწუხრებულია, რადგან ევროკავშირმა დღეს რუსეთისთვის ახალი სანქციების დამტკიცება ვერ შეძლო

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ძალიან დამწუხრებულია იმის გამო, რომ ბლოკმა დღეს ვერ შეძლო რუსეთისთვის ახალი სანქციების დამტკიცება.

კაროლინ ლევიტი

15 ივლისი 2025, 19:38

მსოფლიო

თეთრი სახლის პრესმდივანმა უარყო, რომ ტრამპმა ზელენსკის მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგზე თავდასხმისკენ მოუწოდა

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა უარყო, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგზე თავდასხმისკენ მოუწოდა.

შალვა პაპუაშვილი 
მიხეილ სარჯველაძე

15 ივლისი 2025, 19:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და პარლამენტის წევრებთან ერთად დაესწრო.

15 ივლისი 2025, 19:25

რეგიონი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი: 15 ივლისის 23:00სთ-დან 16 ივლისის 06:00სთ-მდე სოფელ შუასოფელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 99-ე კმ-ზე (სოფ. შუასოფელი), დაგეგმილი ლითონის მილის მოწყობის სამუშაოების გამო 2025 წლის 15 ივლისის 23:00სთ-დან 16 ივლისის 06:00სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

15 ივლისი 2025, 19:20

პოლიტიკა

საქართველოსა და კორეის ცენტრალურ ბანკებს შორის უნაღდო გადახდების განვითარების პროექტი იწყება

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის უნაღდო გადახდების განვითარების პროექტი ოფიციალურად დაიწყო. სიახლე, ცენტრალურ ბანკებს შორის გაფორმებული ცოდნის გაზიარების პარტნიორული პროგრამის (Knowledge Partnership Program – KPP) ფარგლებში ხორციელდება და საქართველოში უნაღდო გადახდების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

15 ივლისი 2025, 19:13

პოლიტიკა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ირაკლი ნადარეიშვილი

15 ივლისი 2025, 19:04

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ექსპორტის მხარდაჭერა და წახალისება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

„ექსპორტის მხარდაჭერა და წახალისება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაც გამოხატულია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ძალიან კონკრეტულ ინსტრუმენტებში. ესაა საკმაოდ მრავალფეროვანი სერვისები, მათ შორის, ექსპორტზე ორიენტირებული ტრენინგები, ასევე საგრანტო კომპონენტები, რომლებიც ეხმარება ექსპორტიორებს პროდუქციის სერტიფიცირებაში, ბრენდინგში, ახალ ბაზრებზე შესვლის სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაფინანსებაში და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობა, რასაც სახელმწიფო სხვადასხვა ტიპის ქართველი ექსპორტიორებისთვის აორგანიზებს. საუბარია სურსათზე, ტექსტილსა და სხვადასხვა სახის საექსპორტო მიმართულებაზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.