imedi /  19 ივნისი 2020, 16:05 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: საკონსტიტუციო ცვლილებებს უმრავლესობის მხრიდან 92 დეპუტატი მხარს გარანტირებულად დაუჭერს

ქართული ოცნება

მამუკა მდინარაძე

„კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც მყარად და თამამად ვაფიქსირებდით - 92 დეპუტატი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს აქამდეც მხარს უჭერდა, ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერს გარანტირებულად“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ საზოგადოების განწყობა იდენტურია იმისა, რაც 8 მარტის შეთანხმებაშია ასახული.

მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო პროექტს 117-კაციანი მხარდაჭერა ექნება და რისკები ნულამდეა დაყვანილი.

„დაბეჯითებით შემიძლია გითრათ, რომ ჩვენი მხრიდან სიურპრიზები არ იქნება, თუ რამე არ შემოგვთავაზა ჩვენმა რომელიმე ოპონენტმა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„შესაბამისად, პირველივე მოსმენაზე დაფიქსირდება 92 მხარდამჭერი უმრავლესობის მხრიდან და ახლა იმ დეპუტატებზეა ჯერი, რომლებმაც აქამდეც ღია მხარდაჭერა დააფიქსირეს. ამ შემთხვევაში რისკი არ იქნება საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბუნებრივი და რელევანტური უწოდა ელჩების იმ განცხადებას, რომელიც ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დიალოგის შუამავლების სახელით დღეს გავრცელდა.

მამუკა მდინარაძის თქმით, 8 მარტის შეთანხმების ვალდებულება ყველას აქვს.

ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოპოზიციის „რადიკალურ ნაწილს“, რომელიც მისი თქმით, პირობას აყენებს, რაც არ ყოფილა შეთანხმებაში ჩაწერილი.

ყველა სიახლე

კახა კუჭავა

27 ოქტომბერი 2021, 20:17

პოლიტიკა

კახა კუჭავა: „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების საპატიმრო დაწესებულებაში სააკაშვილთან შეშვება, მათივე ფრაქციის მიერ მიწოდებული სიის მიხედვით ხდება

სანამ დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტის თანამშრომლებს ბოდიშს არ მოუხდის, არ ვაპირებ მივცე თანხმობა ციხეში შესვლაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

კახა კუჭავა

27 ოქტომბერი 2021, 20:10

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მინდა მივესალმო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს და დავპირდე, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა გამთლიანებულ და მშვიდობიან საქართველოში ვიცხოვროთ

მისი თქმით, პარლამენტი ყოველთვის იქნება როგორც მთავრობის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის გვერდით, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას და განვითარებას. როგორც კახა კუჭავამ განაცხადა, ჩვენი ქვეყნისთვის ერთერთ მთავარ გამოწვევად რჩება ოკუპაცია.

27 ოქტომბერი 2021, 20:09

მსოფლიო

ირანი მზად არის, ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები განაახლოს

ირანი მზად არის, ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები განაახლოს, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალი ბაღერიმ.

ირაკლი ჩიქოვანი

27 ოქტომბერი 2021, 19:46

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: სამეგრელო ყოველთვის იყო მხარე, სადაც აფასებდნენ ჰუმანურობას და სძაგდათ ბოროტება და ძალადობა

ირაკლი ჩიქოვანმა 30 ოქტომბერს, არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა ყველას და განაცხადა, რომ ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დავასრულოთ კინკლაობა და შევუდგეთ ჩვენი ქვეყნის, მუნიციპალიტეტების განვითარებას.

კახა კუჭავა

27 ოქტომბერი 2021, 19:43

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მაშინაც, როცა მივიღე გადაწყვეტილება, ამ გუნდთან ერთად დამეწყო პოლიტიკური საქმიანობა ვთვლიდი და დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულ ოცნება“ უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა

საქართველო მოწინავე ქვეყანაა რეგიონში, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთერთი საუკეთესო, გამორჩეული ქვეყანა ვართ და ამას ჩვენ შევძლებთ შრომითა და საყოველთაო ეროვნული ერთიანობით,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 ოქტომბერი 2021, 19:39

ეკონომიკა

ოთარ გორგოძემ Central Banking-ის საერთაშორისო კონფერენციაზე რისკების მართვის ჩარჩოს მნიშვნელობაზე ისაუბრა

​​​​​​​საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ გორგოძემ მონაწილეობა მიიღო ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემის Central Banking-ის მიერ ორგანიზებულ საშემოდგომო შეხვედრებში, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მაია კალანდია

27 ოქტომბერი 2021, 19:35

პოლიტიკა

არადა, რამდენი გასაპატიურებელი გვყავს ქვეყანაში - რას წერს „ნაციონალური მოძრაობის“ განმუხური-დარჩელის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი

არადა, რამდენი გასაპატიურებელი გვყავს ქვეყანაში, - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ განმუხური-დარჩელის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი და პროპორციული სიის მესამე ნომერი, მაია კალანდია სოციალურ ქსელში. ეს კომენტარი მან ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ფეისბუქპოსტე გააკეთა. გვარამიამ კი დაწერა: „ მილიონი გულანთებული საჯარო მოხელე და გაუპატიურებული 26 ათასი ვაჟკაცი, ყველა გაფართოვებულ თავისუფლების მოედანზე. დიდება“.

პიოტრ მიულერი

27 ოქტომბერი 2021, 19:33

მსოფლიო

პოლონეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი: პოლონეთის დასჯისა და შანტაჟის გზა არ არის სწორი - ეს არ არის ის მოდელი, რომლითაც ევროკავშირი, სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანება უნდა ფუნქციონირებდეს

პოლონეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი, პიოტრ მიულერი პოლონეთისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ ევროპული კავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

27 ოქტომბერი 2021, 19:15

COVID19

CDC: დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს დამატებითი დაცვისთვის ვაქცინის მეოთხე დოზის მიღება შეუძლიათ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ახალი გაიდლაინის თანახმად, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს დამატებითი დაცვისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის მიღება შეუძლია.

27 ოქტომბერი 2021, 19:02

საზოგადოება

თემქის რაიონში 3000 მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

თემქის რაიონში 3000 მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება 28 ოქტომბრის 10:00 სთ-დან და დასრულება 19:00 საათისთვის.

კახა კუჭავა

27 ოქტომბერი 2021, 18:53

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკა იზიარებს ჩვენი ხალხის ისტორიულ არჩევანს და ეს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პოლიტიკა

მისი თქმით, ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო სრულიად ახალ დონეზე აეყვანა ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოსთან სტრატეგიული პარტნიორობა.

შალვა პაპუაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 18:50

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ხალხის სურვილია, 2 ოქტომბერს გაკეთებული არჩევანი ბოლომდე მიიყვანოს

მშვიდობიანი განვითარება, ღირსება, თავისუფლება ეს არის ის ფასეულობები, რომელიც აქვს ჩვენს მოქალაქეებს. დღეს მნიშვნელოვანი იყო, რომ კიდევ ერთხელ გაგვევლო ხაზი, რომლის იქითაც იქნებოდა ბოროტება, ცილისწამება, რომელსაც სამწუხაროდ დღესაც ვისმენდით ჩვენი ოპონენტების მხრიდან, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი შეკრების შემდეგ „ქრონიკას“ განუცხადა.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 18:44

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ყველამ ერთად, სწორედ ამ განწყობით უნდა ვაშენოთ ქვეყანა

30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე; უნდა გავიმარჯვოთ ღირებულებით ბრძოლაში, რათა ამ საბოლოო გამარჯვებით კარი გავუხსნათ ჩვენი ქვეყნის მომავალს, კარი გავუხსნათ, კეთილშობილ, პატრიოტ ადამიანებს პოლიტიკაში,-განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე.

მამუკა მდინარაძე

27 ოქტომბერი 2021, 18:43

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: დღევანდელი დღის მთავარი გზავნილი იყო ორიენტირება მომავალზე, სიმართლეზე, სამშობლოზე, ეკლესიის პატივისცემაზე, ეროვნულ იდენტობასა და ღირებულებებზე

„შეუძლებელია სიცრუემ გაიმარჯვოს. მოგონილმა ამბებმა კი არა, სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს. „ნაცმოძრაობამ“ რაც მოინდომა და მთელი კვირის განმავლობაში მთელი რესურსი დახარჯა რაღაცნაირად თავისი აქტივისტები ჩამოეყვანა და ხალხის მობილიზება შეძლო, იმდენი ადამიანი დღეს პარლამენტის წინ ირეოდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 18:40

პოლიტიკა

კახა კალაძე: ეს ქვეყანა ჩვენი - მშვიდობისმოყვარე, საკუთარი ქვეყნის მოყვარული, საკუთარი ისტორიის, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისმცემელი ადამიანების სამშობლოა და არა უსამშობლო ავანტიურისტების პოლიტიკური სარბიელი

2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ყველას, რომ ქართველები თავისუფლებისმოყვარე, სამართლიანი და სწორი ღირებულებების მქონე ხალხი ვართ,- ამის შესახებ კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ხაზი გაუსვა არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ 30 ოქტომბერს ქართველი ხალხი საბოლოოდ ეტყვის უარს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დესტრუქციით და ავანტიურითაა დაკავებული.

დიმიტრი პესკოვი

27 ოქტომბერი 2021, 18:36

მსოფლიო

კრემლი: თურქული წარმოების უპილოტო საფრენმა აპარატებმა აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია შეიძლება გამოიწვიოს

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თურქული წარმოების უპილოტო საფრენმა აპარატებმა აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია შეიძლება გამოიწვიოს.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 18:25

პოლიტიკა

კახა კალაძე: 30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დავუსვათ ბოროტებას, სიცრუესა და დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში

30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დავუსვათ ბოროტებას, სიცრუესა და დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 18:20

პოლიტიკა

კახა კალაძე: არასდროს ვზოგავდი თავს, რომ მესახელებინა ჩემი ქალაქი, ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა. ამ ქალაქისთვის არა მხოლოდ კარგი, ყველაფერი საუკეთესო მინდა

ალბათ, არავინ მიწყენთ, თუ პირველ რიგში სწორედ ჩემს თბილისს და თბილისელებს მივმართავ. სრულიად გულწრფელად გამოვხატავ იმ ემოციას, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ ამ ქალაქის მიმართ, - ასე დაიწყო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საკუთარი გამოსვლა თავისუფლების მოედანზე გამართულ შემაჯამებელ შეკრებაზე. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თბილისელებს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის და „გამარჯვების საბოლოოდ მისაყვანად“ მოუწოდა მათ არჩევნებში მონაწილეობისკენ.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 18:19

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაგვაკისრა პასუხისმგებლობა, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის სიმტკიცე, დავიცვათ ადამიანის ღირსება და თავისუფლება

ბევრი შემიძლია ვისაუბრო მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც სამომავლოდ ვგეგმავთ თბილისისთვის, თუმცა, ყველას გვესმის, რომ 30 ოქტომბერს ჩვენ, პირველ რიგში, ღირებულებითი არჩევანის გაკეთება მოგვიწევს და მე დარწმუნებული ვარ თქვენს სწორ არჩევანში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2021, 18:11

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ჩვენი ხელისუფლების ვალია, ხელისუფლება გადააბაროს არა ლეშიჭამიებს; არა ქართველთმოძულეებს, არამედ ახალთაობებს

„ჩვენი ხელისუფლების ვალია, ხელისუფლება გადააბაროს არა ლეშიჭამიებს; არა ქართველთმოძულეებს; არა იმათ, ვინც ბნელი წარსულის მოციქულები არიან და ახლა საკნებიდან იჭყიტებიან; არა იმათ, ვინც ებრძვის ილია მეორეს; არა იმათ, ვინც სიწმინდეს, ხატსა და ჯვარს, არა იმათ, ვისაც უნდა საკუთარი ფეხქვეშ დამონებული ქართველი, არამედ ახალთაობებს. იმ ბავშვებს, რომლებიც დღეს შემოგვყურებენ და რომელთა მომავლისთვისაც ჩვენ ვდგავართ მაგრად, მყარად და 30 ოქტომბერს გავიმარჯვებთ დამაჯერებლად“, - განაცხადა წულუკიანმა.