IMEDI /  19 ივნისი 2020, 16:39 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე: საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს სრული უმრავლესობა, გამონაკლისი მხოლოდ კახა ოქრიაშვილი იქნება

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

აქამდეც გვქონდა მოლოდინი, რომ შეთანხმება იქნებოდა ბოლომდე მიღწეული. ერთის გამოკლებით, ბატონი კახა ოქრიაშვილი რჩება თავის პოზიციაზე. ანუ უმრავლესობას მინუს ერთი იქნება მომხრე და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას. ჩვენ მაჟორიტარები, რომელთაც გვქონდა განსხვავებული პოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მხარს დაუჭერს. წინააღმდეგობის საფუძველი, არ გვაქვს - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ გასწორებულიყო საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც შემდეგი არჩევნები, ვადამდელის შემთხვევაში, ჩატარდება პროპორციული სისტემით. ეს ახალისებდა ოპოზიციას, ქუჩას არ ტოვებდნენ და ახდენდნენ მუდმივ დესტაბილიზაციასა და აურზაურს. ეს ჩანაწერი გასწორდება. ჩვენი მოთხოვნები, პრაქტიკულად, დააკმაყოფილა უმრავლესობამ. ამიტომ მხარს დავუჭერთ აბსოლუტურად“, - აცხადებს ხუნდაძე.

ყველა სიახლე

03 ივლისი 2020, 17:16

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ნათია სულავასა და ქეთევან თათოშვილს პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობისა და შემდგომი მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ პაციენტის მდგომარეობა, ამ დროისათვის, მძიმეა.

03 ივლისი 2020, 17:08

ეკონომიკა

ევროკავშირში უმუშევრობის დონე რვა თვის მაქსიმუმზეა

ევროკავშირში უმუშევრობის დონე ბოლო 8 თვის მაქსიმუმზეა. ამის შესახებ Euronews-ი წერს. მაისში უმუშევრობის დონე 6,7%-ით მეტი იყო ვიდრე აპრილში. თუმცა აცხადებენ, რომ უარესი სცენარის თავიდან აცილება შეძლეს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

03 ივლისი 2020, 17:06

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხი თურქეთის საქმეა

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხი თურქეთის საქმეა, ამ თემაზე საზღვარგარეთ გაკეთებული განცხადებები კი თურქეთის უფლებების შელახვას წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

გიორგი ხაინდრავა

03 ივლისი 2020, 16:57

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: შალიკოს ფანჩატურის გაერთიანება პირდაპირ კრიმინალური გაერთიანებაა იმიტომ, რომ ასეთი ერთსულოვნება შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამინებს შორის, ვინც კრიმინალით და დანაშაულით არიან გაერთიანებულნი

ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არიან ამ გაერთიანებაში შეკრებილნი, რომელიც ჩემი აზრით პირდაპირ კრიმინალური გაერთიანებაა იმიტომ, რომ ასეთი ერთსულოვნება შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამინებს შორის, ვინც კრიმინალით და დანაშაულით არიან გაერთიანებულნი. დღეს, პოლიტიკური ფანჩატურის წარმომადგენლები გუშინწინდელი დღის განუკითხაობის, ძალადობის, უკანონობის გაცოცხლებას და გაპრავებას ცდილობენ , - ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ ,,მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

03 ივლისი 2020, 16:52

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა ვარჯიში განაახლეს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო იძულებითი პაუზის შემდეგ ვარჯიში განაახლეს. მოთამაშეები შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვით ვარჯიშობენ. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ფედერაციამ პოსტპანდემიურ პერიოდში ნაკრები გუნდებისთვის უკონტაქტო ვარჯიშების განახლების სპეციალური გეგმა შეიმუშავა. პროგრამაში გათვალისწინებულია ის მოთხოვნები და რეგულაციები, რომლებიც შესაბამისმა სახელმწიფო სტურქტურებმა, როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეში ვარჯიშისთვის დააწესეს. პროგრამის მიზანია საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების კანდიდატი მოთამაშეებისთვის სპორტული ფორმის შენარჩუნება და მაქსიმალური ხელშეწყობა. სავარჯიშო პროცესს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები გაუძღვებიან.

გიგა ბოკერია

03 ივლისი 2020, 16:52

პოლიტიკა

გიგა ბოკერია აცხადებს, რომ სად-ის ყოფილ უფროსს, დავით ჭაკუას არ იცნობს

„არ ვიცნობ ჭაკუას, მაგრამ პრობლემა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პრობლემა იყო პენიტენციურ სისტემაში, უკავშირდებოდა არა რომელიმე ერთ ბიუროკრატს, არამედ, საქმე გვქონდა მთლიანად პოლიტიკურ ჩავარდნასთან. ჩვენი, ჩემი და ყველა იმ ლიდერის პასუხიმგებლობა იყო, რომ ამ სისტემაში შესაძლებელი იყო ადამიანის უფლებების დარღვევა“.

03 ივლისი 2020, 16:51

რეგიონი

დედოფლისწყაროში დაიწვა ქალი, რომელმაც თავის ნაკვეთზე ბალახს ცეცხლი დასუფთავების მიზნით წაუკიდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. Imedinews-ის ინფორმაციით, სოფელ მაჩხაანში მარტოხელა მოხუცი იმ დროს დაიწვა, როცა მან საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ბალახს ცეცხლი დასუფთავების მიზნით წაუკიდა. თვითმხილველების თქმით, აალება უცბად მოხდა, ამიტომ ქალმა ცეცხლიდან თავის დაღწევა დროულად ვეღარ შეძლო. მიღებული დამწვრობით პენსიონერი ადგილზე გარდაიცვალა.

დავით ზალკალიანი

03 ივლისი 2020, 16:51

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: გერმანია, საფრანგეთი და უნგრეთი საქართველოსთვის უპირობოდ ხსნიან საზღვარს

გერმანია, საფრანგეთი და უნგრეთი საქართველოსთვის უპირობოდ ხსნიან საზღვარს. დათქმები აქვს იტალიას 2-კვირიანი თვითიზოლაცია, შვედეთი ითხოვს ტესტებს, საბერძნეთი და ესანეთი სპეციალური დოკუმენტაციის შევსებას ითხოვენ.

03 ივლისი 2020, 16:45

COVID19

ინდოეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელებაზე დაწესებული აკრძალვა ივლისის ბოლომდე გახანგრძლივდა

ინდოეთში კორონავირუსის გამო საერთაშორისო სამგზავრო ფრენების განხორციელებაზე დაწესებული აკრძალვა ივლისის ბოლომდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში განაცხადეს.

ირაკლი კობახიძე

03 ივლისი 2020, 16:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმის გაფორმებას ვთავაზობთ, რომ ყველამ დავიცვათ 25-მეტრიანი რადიუსი

პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმის გაფორმებას ვთავაზობთ, რომ ყველამ დავიცვათ 25-მეტრიანი რადიუსი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ელჩებთან დაკავშირებით განაცხადა. „საუბარია 25-მეტრიან რადიუსზე. სხვა საკითხებში რაიმე არსებითი კითხვები განხილვებისას არ ყოფილა.

03 ივლისი 2020, 16:41

საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

დღეს ოფიციალურად გვაქვს დაზუსტებული რეკომენდაციები და ეს ეხება ორ მთავარ საკითხს: ერთი არის პირბადის გამოყენება უშუალოდ მუშაობის პროცესში. როდესაც აბიტურიენტი დაიწყებს მუშაობას ტესტზე, მას უფლება ექნება პირბადე არ გამოიყენოს, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

03 ივლისი 2020, 16:40

ეკონომიკა

ევროკავშირის ქვეყნებში ერთიანი გადახდის სისტემა 2022 წლიდან ამოქმედდება

უახლოეს ორ წელიწადი ევროზონაში გადახდის ერთიანი სისტემა European payments initiative (EPI) ამოქმედდება. Euronews-ის ცნობით, ახალი გადახდის სისტემის მომზადების შესახებ საფრანგეთის, გერმანიის, ბელგიის, ესპანეთის და ნიდერლანდების წამყვანმა 16-მა ბანკმა განაცხადა.

03 ივლისი 2020, 16:38

ეკონომიკა

53 900 ფერმერს აგროქულები უკვე დაერიცხა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.

ალექს ძანარდი

03 ივლისი 2020, 16:36

სპორტი

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, რომელსაც ორივე კიდური ამპუტირებული აქვს, ხელის ველოსიპედით გადაადგილების დროს სატვირთო მანქანას შეეჯახა

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ალექს ძანარდი უმძიმეს მდგომარეობაშია. The Sentinel-ის ინფორმაციით, 53 წლის ექს-მრბოლელი, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, ხელის ველოსიპედით გადაადგილების დროს, სატვირთო მანქანას შეეჯახა. თავის ტრავმის მრავლობითი დაზიანებით ძანარდი მაშინვე სიენას კლინიკაში გადაიყვანეს და მართალია ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა მაინც სტაბილურად მძიმეა.

დავით ზალკალიანი

03 ივლისი 2020, 16:34

პოლიტიკა

ცნობილია პირველი მაღალი რანგის სტუმარი, რომელსაც პანდემიის შემდეგ, საქართველო 6 ივლისს უმასპინძლებს

პანდემიის შემდგომ პირველი ოფიცილური, მაღალი რანგის სტუმარი რომელიც ორშაბათს საქართველოში ჩამოვა, უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იქნება. ამის შესახებ ქრონიკას საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

03 ივლისი 2020, 16:27

პოლიტიკა

გერმანული მედია: საერთაშორისო თანამეგობრობა ამერიკასა და ევროპაში მიესალმება „ქართული ოცნების“ მიერ გაწეულ ძალისხმევას საარჩევნო სისტემის რეფორმირებისათვის

საქართველოს პარლამენტმა ისტორიული საკონსტიტუციო რეფორმა დაამტკიცა. წარმატებული კენჭისყრა მოასწავებს ახალ ერას ქართული დემოკრატიისთვის - ამ სათაურით გერმანული მედია სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა Sueddeutsche Zeitung-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, საერთაშორისო თანამეგობრობა ამერიკასა და ევროპაში მიესალმება „ქართული ოცნების“ მიერ გაწეულ ძალისხმევას საარჩევნო სისტემის რეფორმირებისათვის.

ვიდეოშეხვედრა

03 ივლისი 2020, 16:24

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამართა შეხვედრა თემაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გამართა შეხვედრა თემაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა, ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა.

03 ივლისი 2020, 16:14

COVID19

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით 2 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით კიდევ 2 566 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 235 429-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 11 260 პაციენტი გარდაიცვალა, 196 446 კი გამოჯანმრთელდა.

არჩილ თალაკვაძე

03 ივლისი 2020, 16:12

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გოცირიძე პირველ რიგში საკუთარ თავსა და პარტიაზე უნდა იყოს გაბრაზებული, რომ ვერაფრით მოახერხეს დაპირებული გადაწყვეტილებებისთვის მხარი დაეჭირათ

„საზოგადოების დიდი ნაწილი გაბრაზებულია იმის გამო, რომ ძველი ოპოზიცია - „ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა" ორი თვის განმავლობაში საჯაროდ ატყუებდნენ საზოგადოებას. ისინი ხალხს საჯარო განცხადებებით ხალხს ეუბნებოდნენ, რომ მხარს უჭერდნენ საარჩევნო სისტემის შეცვლას და საღამოს ეუბნებოდნენ, რომ ხმა არ მივეცით საარჩევნო სისტემის ცვლილებასო“.

ეგვიპტე ექიმები

03 ივლისი 2020, 16:07

COVID19

ეგვიპტეში დააკავეს ექიმები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიას აკრიტიკებდნენ

ეგვიპტეში დააკავეს ექიმები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცენა The Wall Street Journal-ი ავრცელებს. მისი ცნობით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ქვეყანაში სულ მცირე 9 ექიმი დააკავეს. ისინი კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს მიერ არჩეულ სტრატეგიას აკრიტიკებდნენ, საუბრობდნენ საავადმყოფოებში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეფიციტზე, მასობრივი ტესტირების ჩატარების აუცილებლობასა და კორონავირუსით ექიმების გარდაცვალების შემთხვევებზე.