IMEDI /  19 ივნისი 2020, 20:32 / სანდო წყარო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დროებით წესს, პირველი მოსმენისთვის მხარი დაუჭირა

ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტი, რომელიც ახლებურად არეგულირებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დროებით წესს, სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

„კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ამ დოკუმენტის პარლამენტის მიერ მიღების განსაკუთრებულ სამართლებრივ და პოლიტიკურ მნიშვნელობას, მათ შორის, პირველ რიგში, იმისთვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარების პროცესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მე-9 მოწვევის პარლამენტმა გაატარა ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ქვეყანა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა. დეპუტატის განცხადებით, ერთი საკითხი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების ვადა. „წარმოდგენილი კანონპროექტი ეხება შესაბამისი ვადის გადმოწევას. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის დანერგვას. ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ, სისტემა, რომელიც დაინერგება, იქნება შედეგობრივად იდენტური იმ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემისა, რომელიც ამოქმედდება 2024 წლიდან. კერძოდ, ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი ბარიერით და რაც შეეხება ჩვენს მიერ წარმოდგენილ სისტემას, ეს არის 120/30-ზე სისტემა 1%-იანი საარჩევნო ბარიერით. ის იძლევა, პრაქტიკულად, იდენტურ შედეგს მმართველი პარტიისთვის და ოპოზიციისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითადი არსი და დეტალები განმარტა. მისი თქმით, ინერგება ახალი გადანაწილება პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის - 120 დეპუტატი აირჩევა პროპორციული, ხოლო 30-მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. ასევე, შემოთავაზებულია 1 %-იანი საარჩევნო ბარიერი პოლიტიკური პარტიებისთვის. ამას გარდა, ერთჯერადად რჩება ბლოკის ინსტიტუტი საარჩევნო სისტემაში.

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ბლოკებისთვის დანერგილია დიფერენცირებული საარჩევნო ბარიერი, კერძოდ, რამდენი პარტიაც არის წარმოდგენილი ბლოკში, შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა იმდენი პროცენტი უნდა გადალახოს. „რაც შეეხება თვითონ მანდატების განაწილების ფორმულას, არის იმის იდენტური, რაც ჩვენ გვაქვს დადგენილი კონსტიტუციის ძირითად ტექსტში, ანუ, მრავლდება 120-ზე, იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების ჯამზე, რომლებიც ბარიერს გადალახავენ. რჩება გაუნაწილებელი მანდატები, თუმცა, ეს შეიძლება იყოს, როგორც წესი, 1-2 მანდატი, რომელიც დარჩება გაუნაწილებელი და ამ შემთხვევაში, ეს მანდატები განაწილდება უდიდესი ნაშთის პრინციპით, რაც არის ასევე შესაბამისობაში საუკეთესო დასავლურ და კონსტიტუციურ პრაქტიკასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ჩამკეტს, დეპუტატმა განაცხადა, რომ არის ფორმულირება, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების პროცენტული წილი არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ მიღებული პროცენტული წილისა და ამ წილის ¼-ის ჯამს.

ირაკლი კობახიძემ განმარტებები გააკეთა პოლიტიკური პარტიების არჩევნებში მონაწილეობის უფლებაზე, არჩევნებში მონაწილეობის წესსა და პირობებზეც. მან ასევე აღნიშნა, რომ მეშვიდე პუნქტში დადგენილია დროებითი რეგულაცია, რომლის მიხედვით, თუ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, ეს არჩევნები აღნიშნულ კანონპროექტში გათვალისწინებული სისტემით გაიმართება.

„აქვე არის ერთი დათქმა, რომლის მიხედვითაც, ასეთ შემთხვევაში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადა არის არა 4 წელი, არამედ ამაზე ნაკლები. მაგალითად, თუნდაც, 2023 წელს რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ამ საარჩევნო სისტემით, ამ შემთხვევაში, შესაბამისი პარლამენტის უფლებამოსილების ვადაც კი იქნება ამ შემთხვევაში, 1 წელი“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მოხსენების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ დეპუტატების და არასამთვარობო ორგანიზაციების წევრების შეკითხვებს უპასუხა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კოლეგებს ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდა და პოლიტიკური დიალოგის პროცესში საერთაშორისო პარტნიორების განსაკუთრებულ როლს ხაზი გაუსვა.

„29 ივნისს უნდა დასრულდეს სამივე მოსმენით ცვლილების მიღება. ყველას მოგიწოდებთ მაქსიმალურად მობილიზებული ვიყოთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ამ ცვლილებებს. ეს არის ნამდვილად ისტორიული პროცესი და განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. რომ არა „ქართული ოცნების“ გუნდის მონდომება და სურვილი, რომ ამ პროცესში ვყოფილიყავით ჩართული, რა თქმა უნდა, ეს პროცესი ვერ შედგებოდა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კონსტიტუციური კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

მმართველ გუნდს ცვლილებების დასამტკიცებლად ოპოზიციის ხმები სჭირდება. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს’’ ულტიმატუმი კვლავ ძალაშია, ისინი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, ვიდრე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება. რაც შეეხება დამოუკიდებელ დეპუტატებს’, როგორც მარიამ ჯაში აცხადებს, მათი ფრაქციიდან პროექტს 6 ხმა ექნება.

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დიალოგის შუამავალი ელჩები მხარეებს მოუწოდებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

02 ივლისი 2020, 22:59

მსოფლიო

ბაიდენი ტრამპს რეიტინგში 12%-ით უსწრებს

სოციოლოგიური გამოკითხვა მონმუტის უნივერსიტეტმა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, ბაიდენს მხარს რესპოდენტთა 53% უჭერს, ტრამპს კი ხმას 41% აძლევს. გამოკითხვა 26-30 ივნისს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 867-მა რესპოდენტმა მიიღო.

02 ივლისი 2020, 22:53

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ისრაელში საჯარო შეკრებებზე შეზღუდვები დაწესდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ქვეყანაში საჯარო შეკრებებზე შეზღუდვები დაწესდება.

მამუკა მდინარაძე

02 ივლისი 2020, 22:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ეუთო/ოდირის 27 რეკომენდაციიდან, 24-25 აბსოლუტურად არის შესრულებული

ბუნებრივი იყო პოზიტიური გამოხმაურება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის პროცესი თავისი შედეგით, რაც დღეს დაიდო საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, 31 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე აქამდე ყოფილა.

არჩილ თალაკვაძე

02 ივლისი 2020, 22:29

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რა შეიცვალა ახალი საარჩევნო კოდექსით

საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელზეც 1 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ყველა ის რეკომენდაცია, რომელზეც სამუშაო ჯგუფში შეთანხმება იქნა მიღწეული.

ჯეფრი ეპშტეინი
გისლეინ მაკსველი

02 ივლისი 2020, 22:08

მსოფლიო

ჯეფრი ეპშტეინის მეგობარი ქალი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს

შშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მილიონერ ჯეფრი ეპშტეინის მეგობარი ქალი, ბრიტანელი გისლეინ მაკსველი დააპატიმრა. მას ბრალი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგსა და პროსტიტუციაში ჩაბმაში ედება. მაკსველი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ პედოფილიაში ბრალდებულ ეპშტეინთან დანაშაულებრივი კავშირი არ ჰქონია.

02 ივლისი 2020, 22:07

COVID19

დანია საქართველოს საზღვრებს არ გაუხსნის

დანია ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საზღვარს მხოლოდ 6 ქვეყანას გაუხსნის. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ქვეყნების სიაში არ შევიდა.

02 ივლისი 2020, 21:59

სამართალი

გორში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

ჰასან დოგანის დამცველის გიგა ჯეირანაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. მას ბრალად 109 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით ედება რაც წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13-17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ანრი ოხანაშვილი

02 ივლისი 2020, 21:43

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ნათელაშვილის სტატუსზე: მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამაზე მკვეთრი რეაქცია გააკეთონ

„ასეთი ადამიანების ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ არის ის საკუთარ ეზოში დარჩენილი და საქართველოს პარლამენტში ვერ ხვდება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

02 ივლისი 2020, 21:34

COVID19

დასახელდა სამედიცინო დაწესებულებები, სადაც აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას შეძლებენ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, თუ გამოსაცდელს აქვს სიცხე, იმისათვის, რომ დაიშვას გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს გამოცდამდე 2-3 დღის განმავლობაში გაცემული ცნობა, რომ არ არის კოვიდინფიცირებული

გუგული მაღრაძე

02 ივლისი 2020, 21:31

პოლიტიკა

გუგული მაღრაძე ნათელაშვილის სტატუსზე: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“

„კოკასა შიგან რაცა დგას იგივე წარმოდინდების“, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი, გუგული მაღრაძე, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის Facebook-სტატუსს, რომელშიც ის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებით გათვალისწინებულ გენდერულ კვოტირებაზე წერს.

02 ივლისი 2020, 21:22

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ პარლამენტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას

ვულოცავთ პარლამენტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას. მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სამთავრობო უწყებები კონსტრუქციულად მუშაობდნენ კანონპროექტის შემუშავებაზე, რომელიც მიმართულია საქართველოს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 21:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოქტომბრის არჩევნები უპრეცედენტოდ სამართლიანად ჩატარდება

ცოტა ხნის წინ პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტს მხარი ალექსანდრე ერქვანიამ არ დაუჭირა. სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ბიძინა გეგიძემ, ლევან კობიაშვილმა, გიორგი მოსიძემ, კახაბერ ოქრიაშვილმა და მირიან წიკლაურმა.

02 ივლისი 2020, 21:18

COVID19

ბოლო 24 საათში ფლორიდის შტატში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ფლორიდის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში შტატის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების 10 109 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ნინო წილოსანი

02 ივლისი 2020, 21:14

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ნათელაშვილის სტატუსზე: ეს ადამიანი თანასწორობას ეწინააღმდეგება

„ყველა კომენტარი გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით გაკეთებული, მათ შორის ისეთი უხარისხო და მდაბიო, როგორიც ბატონი ნათელაშვილს ჰქონდა, რეალურად მიზნად ისახავს იმას, რომ ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან თანასწორობას“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

02 ივლისი 2020, 21:13

პოლიტიკა

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

ცვლილებების მიხედვით, არჩევნებამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს 20 საათამდე, აკრძალული იქნება წინასაარჩევნო რეკლამისა და საარჩევნო სუბიექტის პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. საარჩევნო უბნებთან 25 მეტრის რადიუსში აიკრძალება საა რჩევნო პლაკატების გაკვრა და ამომრჩევლის შეფერხება.

02 ივლისი 2020, 21:00

COVID19

რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ბაქოსა და აზერბაიჯანის კიდევ 15 ქალაქში კარანტინის რეჟიმი 20 ივლისამდე გახანგრძლივდა

რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბაქოსა და ქვეყნის კიდევ 15 ქალაქში კარანტინის რეჟიმი 20 ივლისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ აზერბაიჯანის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

რომან კაკულია

02 ივლისი 2020, 20:53

ეკონომიკა

რომან კაკულია: „კონკურენციის შესახებ“ კანონპროექტი მიზნად კონკურენციის სააგენტოს რეფორმირებას და კონკურენტული გარემოს შექმნას

რომან კაკულიამ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე თანმდევი კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტის, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ირაკლი ბერაია

02 ივლისი 2020, 20:45

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია რუსეთის შესაძლო საფრთხეებზე: ამას ხელს უწყობენ ის მავნებელი აქტორები, რომლებიც ქვეყნის შიგნით მრავლად გვყავს

პრორუსული დეზინფორმაციული კამპანია, რუსული მიზანმიმართული იერიში საქართველოზე არ ხორციელდება მხოლოდ გარედან, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ „ქრონიკაში“ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საარჩევნოდ რუსეთიდან შესაძლო საფრთხეებზე.

02 ივლისი 2020, 20:42

მსოფლიო

მოსკოვში გაიხსნა ტაძარი, სადაც ფრესკებზე რუსი სამხედროები იარაღით არიან გამოსახული

რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების დეკლარირება და რელიგიის მილიტარიზაცია - მოსკოვში ტაძარი გაიხსნა, სადაც ფრესკებზე რუსი სამხედროები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით არიან გამოსახული. ერთ-ერთ კედელს წარწერაც აქვს, რომელიც იმ სამხედრო მოქმედებებზე მოგვითხრობს, რომელშიც რუსული არმია მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც არის ნახსენები.

ანგელა მერკელი

02 ივლისი 2020, 20:40

COVID19

ანგელა მერკელი: ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ვირუსი არსად გამქრალა

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ევროპა თავის ისტორიაში ყველაზე რთული სიტუაციის წინაშე დგას და კორონავირუსის პანდემია არსად გამქრალა.