IMEDI /  22 ივნისი 2020, 14:25 / სანდო წყარო

neweurope: წარმატების მისაღწევად აუცილებელია მოქმედება დასავლეთის მხრიდან და რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება

საქართველო, ალბათ, საუკეთესო მაგალითია იმ ბუნებრივი კონფლიქტისა, რომელიც არსებობს ავტორიტარული აგრესიის და ეკონომიკური დაკნინების რუსულ მოდელს და თავისუფლების, კეთილდღეობისა და დემოკრატიის დასავლურ მოდელს შორის - ნათქვამია ევროპარლამენტარის, ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრ ალექსანდრ ვონდრას სტატიაში სათაურით „G7-მა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს პროდასავლურ მომავალს“, რომელსაც neweurope აქვეყნებს .

ავტორის თქმით, როგორც ჩანს, დიდი შვიდეულის შეხვედრის ჩატარება ივლისში ამერიკის შეერთებულ შტატებში COVID-19 პანდემიას ემსხვერპლება, თუმცა ისიც დასაშვებია, რომ სამიტის გადავადებამ პოტენციური გეოპოლიტიკური შეცდომებიც აგვარიდა.

„პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევა სამიტზე, რაც მოხდებოდა კიდეც შეხვედრის ჩატარების შემთხვევაში, უდიდესი შეცდომა იქნებოდა. იმედია, საღი აზროვნება დაბრუნდება იმ დროისთვის, როცა ამ შეხვედრის თარიღს ხელახლა დაგეგმავენ. ამჟამად რუსეთი არ შედის დიდ შვიდეულში და საამისოდ ძალიან კარგი მიზეზი არსებობს: რამდენიმე მეზობლის აგრესიული სამხედრო ოკუპაცია, ასევე დემოკრატიის და საერთაშორისო შეთანხმებების უპატივცემლობა და თვითგამორკვევის უფლების იგნორირება. ასობით ათასი ადამიანი ტერიტორიებზე დონბასიდან (უკრაინა) ყირიმამდე და ცხინვალამდე/სამხრეთ ოსეთამდე (საქართველო) დღემდე ცხოვრობს რუსული ჯარების თუ მილიციის მიერ უკანონო ოკუპაციის პირობებში.

იმ დროს, როცა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, საქართველოს ტერიტორიის 20% იმყოფება რუსეთის უკანონო ოკუპაციის ქვეშ. ოფიციალური თბილისი განსაკუთრებული მოთმინებით აგრძელებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობას, ცდილობს რა ოკუპაციის საკითხის გადაჭრას მშვიდობიანი გზით და ოკუპირებულ რეგიონებში გამომწყვდეული მოსახლეობისთვის თავისუფლების მოპოვებას. დაძაბულობის ამ გზით დეესკალაცია წარმოადგენს სერიოზულ და პასუხისმგებელ მიდგომას, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო ურთიერთობებში. მეორე მხრივ, წარმატების მისაღწევად აუცილებელია მოქმედება დასავლეთის მხრიდან და რუსეთის ზეწოლის გაგრძელება, რათა მან შეწყვიტოს სხვა სახელმწიფოების დემოკრატიაში ჩარევის მცდელობები. სწორედ ამიტომ იქნებოდა არასწორი გზავნილი დიდი შვიდეულის სამიტზე პრეზიდენტ პუტინის მიწვევა.

პოლონეთის, ბალტიისპირა ქვეყნების და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისთვის საბედნიეროდ, ისინი პირველნი იყვნენ რეგიონში ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. მე-5 მუხლით გარანტირებული პირობები, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი, უზრუნველყოფს სიმტკიცის და სოლიდარობის მაღალ ხარისხს რუსეთიდან მომავალი საფრთხეების საპირწონედ. მიუხედავად ამისა, მოსკოვის მხრიდან მტრული განწყობა იმდენად მძაფრია, რომ ისეთი კიბერშეტევები, რომლებიც მოხდა, მაგალითად, ესტონეთში, ჩვეულ მოვლენად იქცა.

ისევე, როგორც გეოპოლიტიკის ბევრ სხვა საკითხში, აქაც პასუხი ისტორიულ წარსულში შეიძლება ვეძებოთ. ოდითგანვე რუსი ლიდერები ქადაგებენ იმპერიას და გავლენის სფეროებს. ჩვენთვის დასავლეთში ამ ტიპის აზროვნება ისევე მოძველებულია, როგორც მეფეთა ღვთაებრივი უფლებები. დღევანდელ მსოფლიოში არსებობს არა „გავლენის სფეროები“, არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფოები და ბევრი მათგანი, საქართველოს მსგავსად, მტკიცედ იცავს და დაიცავს თავის დემოკრატიას.
ამ დამოუკიდებელი ქვეყნების მთავრობებს და მოქალაქეებს, რომელთა წინაშეც ხელისუფლება ანგარიშვალდებულია, აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ბევრისთვის ეს მომავალი თავისუფალ მსოფლიოშია. ჩვენ, ვინც ამ გაუხეშებული ჰაერით ვსუნთქავთ, უნდა გვეყოს ზნეობრივი სიმტკიცე და პოლიტიკური გამბედაობა, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის ლიდერებს, რომლებიც უარს ამბობენ საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების თავისუფლებისა და დემოკრატიის აღიარებაზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყოვლად დაუშვებელია, რომ რუსეთს მიეცეს დიდ შვიდეულში თუნდაც დროებით დაბრუნების შესაძლებლობა“, - ნათქვამია სტატიაში.

ყველა სიახლე

03 ივლისი 2020, 01:09

სამართალი

გლდანში ლიფტის შახტში 6 წლის ბავშვი ჩავარდა

დაშავებული ბავშვი თემქაზე, ბავშვთა პედიატრიულ „პრივატ“ კლინიკაშია გადაყვანილი.

03 ივლისი 2020, 01:00

პოლიტიკა

Freedom House: საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის მნიშვნელოვანი კომპრომისი საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პლურალიზმისა და ნდობის გაძლიერებას გამოიწვევს

„საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის მნიშვნელოვანი კომპრომისი საქართველოს საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პლურალიზმისა და ნდობის გაძლიერებას გამოიწვევს. ეს მიღწევა ასევე ასახავს საქართველოს საზოგადოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წვლილს, რომლებიც რეფორმირების მოთხოვნით მრავალთვიან წარმატებულ კამპანიას აწარმოებდნენ”, - განაცხადა მარკ ბეჰრენდტმა.

ამირან სალუქვაძე

03 ივლისი 2020, 00:50

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე რუსეთის შესაძლო საფრთხეებზე: საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით უნდა აღვკვეთოთ ყველანაირი გავლენა საქართველოს ამომრჩეველზე

„რუსეთი საკუთარი მეთოდების სრულ სპექტრს გამოიყენებს. ეს იქნება: საინფორმაციო, გამორიცხული არაა ხაკერული შეტევები, სხვადასხვა პოლიტიკური განცხადების გაკეთება. ადრე გვინახავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ან რუსეთის ლიდერის სხვადასხვა დადგმული განცხადება მედიასთან, საქართველოში ელექტორატზე გავლენის მოხდენის მიზნით. მაგრამ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით და მათთან მეტი კომუნიკაციით მაქსიმალურად უნდა აღვკვეთოთ რუსეთის ყველანაირი გავლენა საქართველოს ამომრჩეველზე. მნიშვნელოვანია აქტიური მუშაობა სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის. რესურსები არსებობს და იმედია, რომ ჩვენ ამ არჩევნებს ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩავატარებთ“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

ნათია თურნავა

03 ივლისი 2020, 00:45

ეკონომიკა

ნათია თურნავას თქმით, პარიზი-თბილისის რეისი 7 ივლისს შესრულდება

ნათია თურნავას თქმით, როდესაც მთავრობამ დაიწყო საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროგრამა, „აირზენამ“ რეისები შეასრულა მთავრობასთან შეთანხმებით, სადაც 200 ევროს არ აღემატებოდა ბილეთის ფასი და ის იყო სუბსიდირებული.

03 ივლისი 2020, 00:41

სამართალი

ფოთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ფოთში 40 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რაც წარსულში არსებულ დავას უკავშირდებოდა. სასიკვდილოდ დაჭრილი მამაკაცი ფოთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრაზ მკვლელობას გულისხმობს.

ფლორიანა მესინა

03 ივლისი 2020, 00:37

ტაბლოიდი

„ნაპოლის“ გულშემატკივარი დიეგო მარადონასთან შეხვედრაზე ოცნებობს

„ნაპოლის“ ულამაზესი გულშემატკივარი ფლორიანა მესინა დიეგო მარადონასთან შეხვედრაზე ოცნებობს. 31 წლის სპორტის ჟურნალისტმა, ტელეწამყვანმა და სალსას მოცეკვავემ ნეაპოლში ერთ-ერთ კედელზე გამოსახული მარადონას ფონზე ფოტო გადაიღო, სოციალურ ქსელ Instagram-ზე ატვირთა და ქვემოთ წარწერა მიაწერა. „მარადონა ღმერთია, მარადონა ფეხბურთია! შენნაირი არავინაა, მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს - შენთან შეხვედრა“, - აღნიშნა ფლორიანამ. ფოტოს უკვე 50 ათასამდე მოწონება აქვს და Like-ების რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

03 ივლისი 2020, 00:33

COVID19

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 34 634 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 34 634 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 419 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ირაკლი კობახიძე

03 ივლისი 2020, 00:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია სექტემბერში გახდება ცნობილი

მისი განმარტებით, სიაში, მათ შორის მაჟორიტარები იქნებიან როგორც ძველი, ასევე ახალი სახეები. „განახლება ყოველთვის აუცილებელია და ამ არჩევნებისთვისაც გვექნება სიახლეები. ესეც უნდა გახდეს ამომრჩევლის მხრიდან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის ერთ-ერთი საფუძველი, გარდა იმ საქმიანობისა, რაც ჩვენ განვახორციელეთ გასული წლების განმავლობაში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

03 ივლისი 2020, 00:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს დასავლური მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ძალიან მყარია

გარკვეულ ეტაპზე კონგრესმენების წერილებს ჰქონდა თავისი ეფექტი, თუმცა დღეს საზოგადოებამ, უკვე ზედმიწევნით კარგად ისწავლა, მათ შორის ისიც, რას ნიშნავს მალინის განცხადება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, ​ფრონტერას ლობისტებს რაც შეეხება, ეს აბსოლუტურად ცალკე თემაა

ირაკლი კობახიძძე

03 ივლისი 2020, 00:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო ყველა ზომას მიიღებს იმისთვის, რომ რუსეთი საარჩევნო პროცესში არ ჩაერიოს

სახელმწიფო ყველა ზომას მიიღებს იმისთვის, რომ არალეგალური და მათ შორის რუსეთიდან ჩარევა არ განხორციელდეს საარჩევნო პროცესში - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

03 ივლისი 2020, 00:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ნაბიჯები არათანმიმდევრულია

გამოჩნდა, რომ რეალურად, კონსესუსის რესურსი პარლამენტში და პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს და ეს რადიკალური ოპოზიციის „დამსახურებაა“, რადიკალიზმის გარეშე მათ ვერც ერთი საკუთარი ნაბიჯი ვერ წამოუდგენიათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

03 ივლისი 2020, 00:04

მსოფლიო

მიანმარში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა

მიანმარში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა, ხოლო 54 ადამიანი კი დაშავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ Al-Jazeera ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

03 ივლისი 2020, 00:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას ვთავაზობთ მემორანდუმზე შეთანხმებას, რომლითაც განისაზღვრება 25 მეტრიანი რადიუსი და გავინაწილოთ პასუხისმგებლობა მის აღსრულებაზე, თუმცა ჯერჯერობით დუმილია

ჩვენ გვაქვს ახალი რეგულაცია, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნებისმიერ შეფერხებას და ამაში არ იგულისხმება პირდაპირი გაგებით, კანონსაწინააღმდეგო შეფერხება. ნებისმიერი შეყოვნება ამომრჩევლის, მათ შორის კითხვის დასხმა იმის შესახებ,თუ ვის აძლევს ხმას, უკვე კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე „ღია ეთერში“ საარჩევნო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 23:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის კუთხით, საქართველო არის ერთ-ერთი აუთსაიდერი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში მეტი ქალი ვიხილოთ. თუ გადავავლებთ თვალს სტატისტიკას, საქართველო არის ერთ-ერთი აუთსაიდერი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის კუთხით. ძალიან დაბალია ჩვენთან მაჩვენებელი - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 23:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საარჩევნო კოდექსში უამრავი ცვლილებაა, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და პოლიტიკური სისტემის სამართლიანი წესებით განვითარებას

საერთოდ არ იყო რეკომენდაცია წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ნაწილში ჩვენი ინიციატივით ავსახეთ ცვლილება და დღეს არის დადგენილი აბსოლუტურად განსხვავებული ფორმულა პარტიების დაფინანსების, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე „ღია ეთერში“ საარჩევნო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 23:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი მიღწევა 2012 წლის შემდეგ, სამართლიანი და თანასწორი არჩევნების უზრუნველყოფაა

„ჩვენ ყველა პრინციპული რეკომენდაცია გავიზიარეთ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს თვისებრივად დახვეწილი საარჩევნო კოდექსი, ასევე ორგანული კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ და საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად ეს ქმნის საუკეთესო გარემოს იმითვის, რომ ჩატარდეს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ეს აუცილებლად იქნება მიღწეული. ჩვენი მთავარი მიღწევა 2012 წლის შემდეგ არის სწორედ სამართლიანი და თანასწორი არჩევნების უზრუნველყოფა და ამ კუთხით, მუდმივი წინსვლა გვაქვს“- განაცხადა პოლიტიკოსმა.

ჯო ბაიდენი

02 ივლისი 2020, 22:59

მსოფლიო

ბაიდენი ტრამპს რეიტინგში 12%-ით უსწრებს

სოციოლოგიური გამოკითხვა მონმუტის უნივერსიტეტმა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, ბაიდენს მხარს რესპოდენტთა 53% უჭერს, ტრამპს კი ხმას 41% აძლევს. გამოკითხვა 26-30 ივნისს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 867-მა რესპოდენტმა მიიღო.

02 ივლისი 2020, 22:53

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ისრაელში საჯარო შეკრებებზე შეზღუდვები დაწესდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ქვეყანაში საჯარო შეკრებებზე შეზღუდვები დაწესდება.

მამუკა მდინარაძე

02 ივლისი 2020, 22:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ეუთო/ოდირის 27 რეკომენდაციიდან, 24-25 აბსოლუტურად არის შესრულებული

ბუნებრივი იყო პოზიტიური გამოხმაურება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის პროცესი თავისი შედეგით, რაც დღეს დაიდო საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, 31 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე აქამდე ყოფილა.

არჩილ თალაკვაძე

02 ივლისი 2020, 22:29

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რა შეიცვალა ახალი საარჩევნო კოდექსით

საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელზეც 1 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ყველა ის რეკომენდაცია, რომელზეც სამუშაო ჯგუფში შეთანხმება იქნა მიღწეული.