IMEDI /  22 ივნისი 2020, 17:07 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების მყარი საფუძველი არსებობს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენის დროს, „ევროპული საქართველოს“ გარეშე, 116 დეპუტატის მხარდაჭერა დაფიქსირდა, შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ ხვალ ამავე 116 დეპუტატის მხარდაჭერა დაფიქსირდება. კანონპროექტის მიღებას 113 მხარდაჭერა სჭირდება, აქედან გამომდინარე, მყარი საფუძველი ოპტიმიზმისთვის და ვფიქრობ, რომ ხვალ მეორე მოსმენით, წარმატებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გადაცემის წამყვანის იმ შეკითხვას უპასუხა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების მხარდაჭერას შეეხებოდა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, დეპუტატი, რომელმაც ორი დღის წინ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარდაჭერა გამოუცხადა და მეორე მოსმენისთვის უარს იტყვის მის მხარდაჭერაზე, ეს ნიშნავს, რომ იგი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მძიმე და არასწორ გარიგებაში შევიდა.

„ასეთი ღია გარიგება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ უნდა დააფიქსიროს იმ დეპუტატმა, რომელიც მეორე მოსმენის დროს მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. პირველი მოსმენის დროს, ორი დღით ადრე თუ უჭერდი მხარს და თუ ორი დღის შემდეგ შეიცვალე პოზიცია, ეს ნიშნავს, რომ შენ შეხვედი ძალიან მძიმე და არასწორ გარიგებაში. ბუნებრივია, ნებისმიერი დეპუტატისთვის მომგებიანი არ იქნება ასეთი რამის დემონსტრირება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რისკის ქვეშ არ დგას საკონსტიტუციო ცვლილებები და ხვალ 116 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

პარლამენტის რიგგარეშე სხდოზე 21 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი პირველი მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 136 დეპუტატმა, 5 კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 142 დეპუტატმა. ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს ბიძინა გეგიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ, ემზარ კვიციანმა, კახაბერ ოქრიაშვილმა და დავით ჭიჭინაძემ.

კენჭისყრაში მონაწილეობდნენ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები, მათ ცვლილებას მხარი დაუჭირეს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ხმის მიცემის პროცესში არ ჩაერთო. პარტიაში აცხადებენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლებამდე კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

14 მარტი 2026, 03:07

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განახორციელა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო დაბომბვა და სრულად გაანადგურა სამხედრო სამიზნეები ხარკის კუნძულზე

რამდენიმე წუთის წინ, ჩემი მითითებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განახორციელა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო დაბომბვა და სრულად გაანადგურა სამხედრო სამიზნეები ხარკის კუნძულზე, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

14 მარტი 2026, 00:11

მსოფლიო

აშშ-ის მთავრობა 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის ირანის ლიდერების შესახებ, მათ შორის ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის თაობაზე

აშშ-ის მთავრობა 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის ირანის ლიდერების შესახებ, მათ შორის ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

13 მარტი 2026, 23:50

სპორტი

ქართველმა პარაათლეტმა ლუკა ლომაიამ ზამთრის პარალიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა

მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV პარალიმპიური თამაშები მიმდინარეობს. კორტინაში საქართველოს პარალიმპიური ნაკრები გუნდიდან ასპარეზობა დაასრულა ქართველმა პარაათლეტმა ლუკა ლომაიამ. მან პარასნოუბორდის დისციპლინაში იასპარეზა და ორი დაშვება შეასრულა.

13 მარტი 2026, 23:46

მსოფლიო

The Wall Street Journal: პენტაგონს ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითთა დამატებითი ქვედანაყოფები და სამხედრო ხომალდები გადაჰყავს

პენტაგონს ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითთა დამატებითი ქვედანაყოფები და სამხედრო ხომალდები გადაჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

13 მარტი 2026, 23:43

პოლიტიკა

შარმანაშვილი ქეთევან ბაკარაძის განცხადებაზე: გახარიას უსახური მიმდევარი რა დღეშია. რატომ უბრძანეს ამის თქმა? იმიტომ, რომ ვამხილე. ლგბტ პროპაგანდას და არასრულწლოვანთა მრუდე იდეებით კვებას ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი უჭერს მხარს

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ქეთევან ბაკარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც შარმანაშვილის მისამართით სხვა უსაფუძვლო ბრალდებებთან ერთად, პირველი პრეზიდენტის დამხობის შესახებ ბრალდებასაც მოიცავს.

მასუდ პეზეშკიანი

13 მარტი 2026, 23:32

მსოფლიო

Financial Times: ირანის პრეზიდენტმა და სხვა მაღალჩინოსნებმა მონაწილეობა მიიღეს რეჟიმის მხარდამჭერ ყველაზე მასშტაბურ აქციებში მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ქვეყანაზე იერიში მიიტანეს

ირანის პრეზიდენტმა და სხვა მაღალჩინოსნებმა მონაწილეობა მიიღეს რეჟიმის მხარდამჭერ ყველაზე მასშტაბურ აქციებში მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ქვეყანაზე იერიში მიიტანეს, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.

13 მარტი 2026, 22:59

მსოფლიო

The New York Times: აშშ-ის გადაწყვეტილებამ რუსულ ნავთობზე გარკვეული შეზღუდვების დროებით მოხსნის შესახებ, კრემლს გეოპოლიტიკური გამარჯვება მოუტანა

აშშ-ის გადაწყვეტილებამ რუსულ ნავთობზე გარკვეული შეზღუდვების დროებით მოხსნის შესახებ, კრემლს გეოპოლიტიკური გამარჯვება მოუტანა, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

13 მარტი 2026, 21:49

მსოფლიო

CNN: ირანის ომში დაღუპულთა რიცხვი 2 000-ს გადაცდა

CNN-ის შეფასებით, ირანში მიმდინარე ომის შედეგად 2 000-ზე მეტი ადამიანი - მათ შორის სამოქალაქო პირები და სამხედრო პერსონალი - დაიღუპა, კონფლიქტი კი უკვე მე-14 დღეა გრძელდება.

პაატა სალია

13 მარტი 2026, 21:41

საზოგადოება

პაატა სალია „ილი ჯგუფის“ შესახებ: მათთან ხელშეკრულება შეწყდა - სავარაუდოდ, ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც პირგასამტეხლოთი არის გათვალისწინებული

იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა „ილი ჯგუფს“ ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ხშირად არღვევდა. პაატა სალიას თქმით, ბაზრის კვლევის შედეგად ახალი კომპანია უკვე გამოვლენილია, რომელთანაც რამდენიმეთვიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

13 მარტი 2026, 21:32

რეგიონი

ხობის N1 საჯარო სკოლის მთავარი კორპუსის სახურავის მოწყობის პროექტი ხორციელდება

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მთავარი კორპუსის სახურავის მოწყობის პროექტი ხორციელდება. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 124 793 ლარია.

ლევან მაჭავარიანი

13 მარტი 2026, 21:31

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი მდიდარ NGO-ებზე: ისინი ისეთ საქმეში იღებენ ფულს, რომელიც არის პირდაპირ მტრული საქმიანობა ჩვენი ქვეყნისთვის. გამკაცრებული გრანტების შესახებ კანონით ეს ე.წ. შავი ხვრელიც ამოვავსეთ და მოუწევთ ამ რეალობასთან შეგუება

ისინი ისეთ საქმეში იღებენ ფულს, რომელიც არის პირდაპირ მტრული საქმიანობა ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, არ აწყობთ, რომ ასეთი საქმიანობა იყოს გამომჟღავნებული, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მდიდარ NGO-ებზე საუბრისას.

13 მარტი 2026, 21:21

საზოგადოება

საქართველოს მელიორაცია: სატბორე მეურნეობებისთვის წყლის მიწოდების საფასურის ძირითად ნაწილს სახელმწიფო დააფინანსებს

წყალმომხმარებლები, რომლებიც წყალს მოიხმარენ სატბორე მეურნეობებისთვის, საქართველოს მელიორაციის მიერ გაწეული წყლის საცალო მიწოდების მომსახურების საფასურის 0,0826 ლარი მ3 (დღგ-ს ჩათვლით) სუბსიდირება განხორციელდება შემდეგი სახით: მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარს 1 ჰექტარზე წელიწადში, მომსახურების საფასურის 80% კი, სუბსიდირებას დაექვემდებარება.

13 მარტი 2026, 21:15

საზოგადოება

პირველი ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტები მომხმარებელს პლასტმასის ბოთლებით სასმელს ვეღარ მიაწვდიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება პირველი ივლისიდან აიკრძალება. რეფორმა ეტაპობრივად სრულდება და მოგვიანებით, შეზღუდვა პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოებასა და რეალიზაციასაც შეეხება.

13 მარტი 2026, 21:09

რეგიონი

როდის შეძლებს მოსახლეობა სოფელ კურსებში შესვლას - მეწყერი კვლავ აქტიურია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოფელ კურსებში მეწყერი კვლავ აქტიურია. ტერიტორიაზე მუდმივი მონიტორინგია და მოსახლეობისთვის დასახლებაში შესვლა აკრძალულია. ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და გეოლოგები. სტიქიას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია. შესაბამისმა

13 მარტი 2026, 21:06

პოლიტიკა

ვინ დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება პარტიის სახელით - პეტრე ცისკარიშვილის მცველები და საერთო გზავნილის საპირისპირო კომენტარები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინ დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება პარტიის სახელით - ცისკარიშვილ-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირება უფრო მასშტაბური აღმოჩნდა. „ნაციონალების“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ცისკარიშვილი მხოლოდ საკუთარ პოზიციას არ გამოხატავდა.

სულხან თამაზაშვილი

13 მარტი 2026, 21:05

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილი: ჩვენი ამოცანაა, თითოეულმა მოქალაქემ ყოველდღიურ ცხოვრებაში იგრძნოს კეთილდღეობა და შედეგები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი იუსტიციის სახლის გახსნა ნიშნავს მეტ ხელმისაწვდომობასა და კომფორტს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე.

თინა ხიდაშელი

13 მარტი 2026, 21:03

პოლიტიკა

თინა ხიდაშელი ჩეხეთში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ისევ დუმს - ხელისუფლება გაუმჭვირვალე ფულსა და კანონის გვერდის ავლაზე მიუთითებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თინა ხიდაშელი ჩეხეთში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ისევ დუმს. ხელისუფლება გაუმჭვირვალე ფულსა და კანონის გვერდის ავლაზე მიუთითებს. მმართველი გუნდისთვის გაუგებარია, რატომ არის ღიაობა პრობლემა, თუ დასამალი არაფერია.

13 მარტი 2026, 20:55

პოლიტიკა

„ნეიტრალური საქართველო“ და „მემარცხენე ალიანსი“ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს აკრიტიკებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარტიები: „ნეიტრალური საქართველო“ და „მემარცხენე ალიანსი“, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს მწვავედ აკრიტიკებენ.

13 მარტი 2026, 20:52

პოლიტიკა

რეზოლუციებით ბრძოლა პოლიტიკური გავლენებისთვის - ევროკავშირის პოლიტიკას, ევროპაშივე აკრიტიკებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკომისია, ევროპარლამენტი და მათი მოქმედი ლიდერები, სულ უფრო ხშირად არიან ევროპელი დეპუტატების კრიტიკის სამიზნე. მათ შორის საქართველოსთან მიმართებით არსებული პოზიციის გამო.

13 მარტი 2026, 20:47

მსოფლიო

POLITICO: „ტრამპი ცდება“ - ევროპელები აკრიტიკებენ აშშ-ის გადაწყვეტილებას რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების შესახებ

პარასკევს ევროპელმა ლიდერებმა გააკრიტიკეს ტრამპის ადმინისტრაცია რუსულ ნავთობზე სანქციების დროებითი მოხსნის გამო - ეს გადაწყვეტილება ენერგიაზე მკვეთრად გაზრდილი ფასების შემცირებას ისახავს მიზნად, რაც ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების ფონზე მოხდა, - წერს გამოცემა POLITICO.