ევროკავშირი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მდგრადი ენერგიის კვირეულს იწყებს
ფოტო: Facebook
„კრიზისის მიღმა: სუფთა ენერგია მწვანე აღდგენისა და ზრდისათვის“ - ევროკავშირი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, მდგრადი ენერგიის კვირეულს იწყებს. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
საინფორმაციო კამპანია „ევროკავშირის მდგრადი ენერგიის კვირეული“ გაიმართება 22 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით. COVID-19-თან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რეკომენდაციებიდან გამომდინარე, კამპანიის აქტივობების უმეტესობა ჩატარდება სოციალური, სამაუწყებლო და ონლაინ მედია პლატფორმების მეშვეობით.
„მდგრადი ენერგიის კვირეულისთვის“ მომზადებული საინფორმაციო აქტივობები მოიცავს სხვადსხვა ფაქტებსა და ციფრებს, ვიდეორგოლებს განხორციელებული პროექტების შესახებ, სასარგებლო რჩევებსა და სხვა საინფორმაციო მასალებს.
„ევროკავშირის მდგრადი ენერგიის კვირეული“ სექტორის ყველა მონაწილეს აძლევს შესაძლებლობას, წარმოაჩინოს განხორციელებული სამუშაოები და ხელი შეუწყოს პოზიტიურ ცვლილებებს.
„აშკარაა, რომ აღარ გვაქვს იმის ფუფუნება განვაგრძოთ ცხოვრება გარემოს ხარჯზე - ბუნებრივი რესურსების ამოწურვით, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებით. ევროკავშირი ყოველწლიურად ატარებს მდგრადი ენერგიის კვირეულს, რათა აამაღლოს ცნობიერება და ხაზი გაუსვას იმ ცენტრალურ როლს, რომელსაც ენერგია ასრულებს. აქ ორი ძირითადი გზავნილია: შემცირდეს ენერგიის მოხმარება და წიაღისეული საწვავი „მწვანე“ ენერგიით ჩანაცვლდეს. ორივე გზას აქვს როგორც გარემოსდაცვითი, ასევე ფინანსური დადებითი მხარეები.
საქართველოს გააჩნია სუფთა ენერგიის აუთვისებელი რესურსები, რომელთაც აქვთ პოტენციალი, რომ ჰაერი უფრო სუფთა და უსაფრთხო გახადოს, შეაჩეროს გლობალური დათბობა, გააუმჯობესოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ხელი შეუწყოს მათ დასაქმებას.
ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მიერ ენერგიის მარაგის, უსაფრთხოებისა და კავშირების გაუმჯობესებას, ისევე როგორც ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის განვითარებას. ჩვენ ვეხმარებით ქვეყანას მისი ენერგეტიკული სექტორის რეფორმაში, რათა ენერგიის მარაგი უფრო საიმედო, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახდეს, როგორც თითოეული ოჯახისთვის, ასევე ბიზნესისთვის.
მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და მივულოცო საქართველოს ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია უფრო მდგრადი და მწვანე საქართველოსკენ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
„ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირისა და საერთაშორისო დონორების მხარდაჭერას საქართველოში ენერგეტიკული რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გზით საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით მდგრადი განვითარება, ენერგოეფექტურობის დანერგვა საყოფაცხოვრებო და კომერციულ სექტორებში, ენერგობაზრის ლიბერალიზაცია, სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა და სხვა.
2006 წელს ევროკომისიის მიერ დაფუძნებულ მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს საქართველო მალევე შეუერთდა და მას შემდეგ ჩვენ ყოველწლიურად აღვნიშნავთ მას სხვადასხვა აქტივობებით. კვირეული კარგი საკომუნიკაციო პლატფორმაა ხალხთან ეფექტური დიალოგის წარმოებისთვის, რათა მოვუთხროთ, რას ვაკეთებთ ქვეყნის უსაფრთხო ენერგეტიკული მომავლისთვის და მოვისმინოთ მათი შეფასებები და შეხედულებები.
წელს მას კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა იმყოფება ზემოხსენებული რეფორმების აქტიურ ფაზაში, რაც გულისხმობს ენერგეტიკის სექტორში უკვე მიღებული ახალი კანონებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა თუ ღონისძიებების დანერგვის პროცესს.
მდგრადი ენერგეტიკის განვითარება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად. ჩვენი ქვეყანა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ლიდერია განახლებადი ენერგეტიკული რესურსების სიჭარბით, მის მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს. ჩვენ ვახორციელებთ დაბალანსებულ ენერგეტიკულ პოლიტიკას, რომლის ფარგლებში ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პარალელურად, გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობისა და ენერგოდაზოგვის ღონისძიებების მხარდაჭერა და ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება და ამ კუთხით ახალი ევროპული ტექნოლოგიების დანერგვა.
ენერგოეფექტურობისა და განახლებადი წყაროებიდან ენერგიის გამოყენების წახალისების კუთხით მიღებული კანონმდებლობა, ქმნის სამართლებრივ საფუძველს რათა ქვეყნის ენერგეტიკა უფრო კონკურენტული და მიმზიდველი გახდეს. ენერგიის განახლებადი წყაროების მაქსიმალური ათვისება და ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა გარემოზე ზემოქმედების შემცირებასთან ერთად ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინაპირობაცაა. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული საქმიანობა უმნიშვნელოვანესია არამხოლოდ ენერგეტიკული დარგის არამედ ზოგადად ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
ყველა სიახლე
20 ივლისი 2026, 22:57
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
20 ივლისი 2026, 22:29
მსოფლიო
ტრამპი პირობას დებს, რომ აშშ-ში ვიზიტისას ნეთანიაჰუს არ დააკავებენ, მიუხედავად მამდანის მცდელობისა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას არანაირი ფორმით და არავითარ შემთხვევაში არ დააკავებენ“.
20 ივლისი 2026, 21:28
ეკონომიკა
თორნიკე სულაბერიძე: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება
ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება, - ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა.
20 ივლისი 2026, 21:25
მსოფლიო
ტრამპი: ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, ისინი ამ მკვლელობისთვის მრავალჯერადად აგებენ პასუხს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა და განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ განხორციელებულ ყოველ თავდასხმას მკაცრი და მრავალჯერადი პასუხი მოჰყვება.
20 ივლისი 2026, 21:10
რეგიონი
არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ხვალ გეოლოგები იმუშავებენ
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მობილიზებული ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, - აღნიშნულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 ივლისი 2026, 20:57
მსოფლიო
Financial Times: ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ფართო უფლებამოსილებების მქონე სხვა თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, ფედოროვს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ფართო უფლებამოსილებების მქონე სხვა თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, ფედოროვს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი უკრაინელ მაღალჩინოსნებსა და ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
20 ივლისი 2026, 20:39
საზოგადოება
ათეულობით წლის ლოდინი დასრულდა - კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულმა კიდევ 58-მა ოჯახმა დიდ დიღომში ახალი ბინები მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულმა კიდევ 58-მა ოჯახმა დიდ დიღომში ბინები მიიღო. ათეულობით წლის მოლოდინის შემდეგ, მოქალაქეებს ახალი საცხოვრებელი ფართები აქვთ.
20 ივლისი 2026, 20:29
ეკონომიკა
ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი და ადგილობრივი ექსპორტის 50%-იანი ზრდა - როგორია საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და დადებითი დინამიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქვეყანაში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. დადებითი დინამიკა როგორც ივნისის, ისე წლის პირველი ნახევრის მონაცემებში აისახა. განსაკუთრებული ზრდაა ადგილობრივ ექსპორტშიც.
20 ივლისი 2026, 20:26
საზოგადოება
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შანხაიში გამართულ მათემატიკის 67-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩინეთში, ქალაქ შანხაიში გამართულ მათემატიკის 67-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO 2026) ოქროს მედალი მოიპოვა.
20 ივლისი 2026, 20:24
ეკონომიკა
რეკორდული მაჩვენებლები საქართველოს ტურიზმში - წლის პირველ ექვს თვეში ქვეყანამ 3 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. განსაკუთრებული მატებაა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
20 ივლისი 2026, 20:22
მსოფლიო
პარიზი თეირანს დიპლომატიური იმუნიტეტის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ მკაცრად დაგმო ირანის უსაფრთხოების სამსახურების ქმედება თეირანში მყოფი ორი ფრანგი დიპლომატის წინააღმდეგ, რომელთაგან ერთ-ერთზე ფიზიკურად იძალადეს.
20 ივლისი 2026, 20:21
სამართალი
ფინანსური სანქციები სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის - ბრძოლა სიძულვილის ენასთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის გამოყენება და მოქალაქეების შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს სცდება. სასამართლომ რამდენიმე მოქალაქის საქმე განიხილა და დააჯარიმა.
20 ივლისი 2026, 20:18
პოლიტიკა
სიძულვილის ენა, უცენზურო ლექსიკა და ეროვნული ღირებულებების შეურაცხყოფა - მწვავე გამოხმაურება გავრცელებულ სკანდალურ პოდკასტზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ პოდკასტს, სადაც აქტივისტი ონისე ოქრიაშვილი უცენზურო ლექსიკას იყენებს, მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა.გადაცემაში გახმიანებულმა რეპლიკებმა, მათ შორის მწერალ ნოდარ დუმბაძისა და რელიგიური თემების მისამართით, მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია
20 ივლისი 2026, 20:15
რეგიონი
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად გარე სამყაროს დროებით მოწყვეტილ 30-ვე სოფელთან საავტომობილო კავშირი აღდგენილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მძიმე ტექნიკა მუშაობს ქუთაისი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზეც. აქ უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა დროებით მხოლოდ სპეციალური ტექნიკის დახმარებითაა შესაძლებელი.
20 ივლისი 2026, 19:53
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერი: ბრიტანეთმა მსოფლიოს უნდა დაუმტკიცოს, რომ სტაბილურობის აღდგენა ხელახლა შეგვიძლია
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმ თავის პირველ გამოსვლაში, წლების მანძილზე არსებული არასტაბილურობის შემდეგ პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის პირობა დადო.
20 ივლისი 2026, 19:36
მსოფლიო
The New York Times: პენტაგონმა ირანთან ომში აშშ-ის სამხედროების დაშავების ათობით ფაქტი დამალა
იმ კვირაში, რომელიც წინ უძღოდა პარასკევს იორდანიაში განხორციელებულ ირანულ თავდასხმას - რასაც ორი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ხოლო ერთი სამხედრო მოსამსახურე დაკარგულად ითვლება - ირანმა ქვეყანაში აშშ-ის ძალების წინააღმდეგ კიდევ სამი დარტყმა მიიტანა, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „პენტაგონმა ირანთან ომში აშშ-ის სამხედროების დაშავების ათობით ფაქტი დამალა“.
20 ივლისი 2026, 19:19
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
20 ივლისი 2026, 18:50
სპორტი
ინგლისის ფეხბურთის ლეგენდა, კევინ კიგანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა
Sky Sports-ის ცნობით, ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი კევინ კიგანი ონკოლოგიური დაავადების შედეგად, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
20 ივლისი 2026, 18:26
მსოფლიო
ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადა
ბრიტანეთის ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე პირველ სატელეფონო ზარებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განახორციელებს.
20 ივლისი 2026, 18:23
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი ირან-ამერიკის ურთიერთობებზე: ვერც ერთი მხარე ვერ იკმაყოფილებს იმას, რაც მას მართებულად მიაჩნია. ეს ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ომი ასე ადვილად არ დასრულდება
რეალურად, არ ხდება შეთანხმება. ვერც ერთი მხარე ვერ იკმაყოფილებს იმას, რაც მას მართებულად მიაჩნია. ეს ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ომი ასე ადვილად არ დასრულდება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ირან-ამერიკის ურთიერთობების ახალ ფაზაზე საუბრისას.


