imedi /  25 ივნისი 2020, 19:26 / სანდო წყარო

კახა კუჭავასა და ევროპარლამენტარ ურმას პაეტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

კახა კუჭავა

კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავასა და ესტონელ ევროპარლამენტარ ურმას პაეტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.

„დღეს, ყველას აინტერესებს ის პროგრესი, რომელიც ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გვაქვს, რის შესახებაც ესტონელ ევროპარლამენტარს სრული ინფორმაცია მივაწოდე. მან იმედი გამოთქვა, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულდება და საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიღებული იქნება“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსაც.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით მხარეებმა, ასევე განიხილეს საქართველოს წარმატებები და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები.

„ევროპარლამენტარმა კიდევ ერთხელ გამოხატა ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა და მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა. ასევე, განაცხადა, რომ დააკვირდება პროცესების შემდგომ განვითარებას“, აღნიშნა კახა კუჭავამ.

ყველა სიახლე

17 ოქტომბერი 2021, 23:13

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე: რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებოდა - მიმართული იმისკენ, რომ ხალხს შევძულებოდი

„20 ივნისის დაკავშირებით იყო შეკითხვები, {პასუხები} დაჭრეს და ამოჭრეს. მე უბრალოდ ვთქვი, რომ ვისურვებდი დღეს, ამდენი წლის შემდეგ ახალგაზრდები საკუთარ წინსვლაზე ფიქრობდნენ. სამწუხაროდ ბევრი რამ არის მართული და ახალგაზრდები არიან გამოყენებულნი ვიღაცის ინტერესში“, - განაცხადა ბოლქვაძემ.

ელისო ბოლქვაძე

17 ოქტომბერი 2021, 22:44

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე: ძალიან დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის, რომ საქართველოს ჰყავდა ისეთი ადამიანი, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი

„მე შემოვედი პოლიტიკაში იმიტომ, რომ ვადევნებდი თვალყურს 2012-წლამდე და მერე [მოვლენებს] და ძალიან დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის, რომ საქართველოს ჰყავდა ისეთი ადამიანი, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. ჩემთვის ეს იყო შეუცნობელი ადამიანი, რომელიც შემოვიდა ქართულ სივრცეში და ძალიან მაინტერესებდა. მივყვებოდი მას ტელევიზიით, არ ვიცნობდი საერთოდ. რაღაც ძალიან დიდი იმპულსი იყო“, - განაცხადა ბოლქვაძემ.

თორნიკე რიჟვაძე

17 ოქტომბერი 2021, 22:20

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში, კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალი განთავსდება

ბათუმში, კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალი განთავსდება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისი თქმით, შენობის დემონტაჟი გარკვეულ პერიოდს წაიღებს. ეს იქნება რამდენიმეკვირიანი პერიოდი, რომლის პროცედურები უკვე დაწყებულია.

17 ოქტომბერი 2021, 22:01

რეგიონი

რას ამბობენ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლები

„იმედის კვირა“ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შეხვდა. რას ჰყვებიან ისინი დაღუპულებზე და 8 ოქტომბერს მათთან ბოლო საუბრებზე ნახეთ სიუჟეტში.

17 ოქტომბერი 2021, 21:47

საზოგადოება

კახა კალაძემ განახლებულ ბუკიას ბაღი დაათვალიერა

„ყველასათვის საყვარელი ბუკიას ბაღი, რომელიც ცუდ მდგომარეობაში იყო, რეაბილიტაციის შედეგად მოწესრიგდა. დაირგო ხე-მცენარეები, განთავსდა სკამები, გაკეთდა განათებები, მოეწყო სარწყავი სისტემები და ყვავილების გასაყიდი ადგილი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევანს. ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო ამ პატარა სივრცეში. რამდენიმე დღეა, რაც დასრულდა სამუშაოები. ძალიან მიხარია, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება დედაქალაქში და მომავალში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე

17 ოქტომბერი 2021, 21:39

პოლიტიკა

კახა კალაძე: უფრო მაგარი ენთუზიაზმი გვაქვს, რათა დიდი ანგარიშით გავიმარჯვოთ და მეორე დღესვე დავიწყოთ კონკრეტული პროექტების განხორციელება

ის ყველაფერი, რაც დემოკრატიასთან ახლოსაა და დემოკრატიულია, ჩემთვის ყველაფერი მისაღებია და მეორე ტური ტრაგედია ნამდვილად არ არის. პირიქით! უფრო მეტი შემართებით ვართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი

17 ოქტომბერი 2021, 21:10

პოლიტიკა

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მასაჟისტის მომსახურება ბიუჯეტის ხარჯზე - მიხეილ სააკაშვილის ხარჯები პრეზიდენტობის დროს

სააკაშვილმა პირადი ხარჯების დამალვა და საიდუმლო ხარჯებში მისი გადატანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2009 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მასაჟისტის დოქტორ დოტის მომსახურებით ისარგებლა, რასაც სკანდალი მოყვა.

ლევან როგავა

17 ოქტომბერი 2021, 20:58

სამართალი

ლევან როგავა სააკაშვილზე: მიშას იმდენი ცოდვა აქვს კისერზე შემოდებული, რომ ამაზე მან პასუხი უნდა აგოს

„ციხეში ჩასვეს. დაახლოებით, წელიწადნახევრის შემდეგ - წელში, ხერხემალში გადატეხილი ჰყავდათ. ესენი თესავდნენ სიბოროტეს, უნდობლობას, სიძულვილს. არა, ხალხო! ესენი არიან კრიმინალური წარსულის მქონე ხალხი. მიშას იმდენი ცოდვა აქვს კისერზე შემოდებული, რომ ამაზე მან პასუხი უნდა აგოს“, - განაცხადა მაშინდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მსხვერპლის, მურმან როგავას შვილმა, ლევან როგავამ.

მიხეილ სააკაშვილი

17 ოქტომბერი 2021, 20:49

პოლიტიკა

როგორი იყო მიხეილ სააკაშვილის გზა ქართულ პოლიტიკაში

„იმედის კვირის“ გადამღებმა ჯგუფმა ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის გზის შესახებ მოამზადა რეპორტაჟი. როგორ დაიწყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური კარიერა და რას წერს ის თავის წიგნში „ძალის გამოღვიძება“, ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტში.

კახა კალაძე

17 ოქტომბერი 2021, 20:41

პოლიტიკა

კახა კალაძე: ხვალიდან ვიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას

არ მაინტერესებს ოპონენტის გეგმები, ჩემთვის მნიშვნელოვანია თბილისელებს ავუხსნა, როგორ ვგეგმავ თბილისის განვითარებას. ხვალიდან დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებას არა პოლიტიკოსების პარტიული ინტერესები, არამედ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სამომავლო პროექტები და პრობლემების გადაჭრის გზები აინტერესებს.

17 ოქტომბერი 2021, 20:28

სამართალი

რა პირობებში იხდის სასჯელს მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის საკანი ორ ადამიანზე არის გათვლილი, თუმცა ის საკანში მარტო იმყოფება. სტანდარტულად ტელევიზორი არც ერთ საკანში არ არის, პატიმარმა სურვილის შემთხვევაში თავად უნდა შეიძინოს, როგორც მოხდა სააკაშვილის შემთხვევაში. მან ადმინისტრაციას მაცივარიც სთხოვა, ამიტომ დღეს მსჯავრდებულის ოთახში არის მაცივარიც, ასევე ელექტროჩაიდანი და გამათბობელი.

კახა კალაძე

17 ოქტომბერი 2021, 19:59

პოლიტიკა

კახა კალაძე: სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს, მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება, მას შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდის

სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს. ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში – „თავისუფლება მიშას“. მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება, მას შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

17 ოქტომბერი 2021, 19:40

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 28 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 28 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნულ დღეს თითქოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს.

17 ოქტომბერი 2021, 19:28

კულტურა

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი (TIFL) უკვე მეექვსედ იმართება. წლევანდელი ფესტივალი კი UNESCO-ს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ფარგლებში იმართება. ფესტივალის პროგრამის მთავარი თემაა ქალაქი, როგორც სიმბოლო, რომელიც ამერიკელ პოეტსა და აქტივისტ ლორენს ფერლინგეტის უკავშირდება. მის შემოქმედებას ფესტივალის პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა.

შალვა პაპუაშვილი

17 ოქტომბერი 2021, 18:54

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ორი წვეთი ძალაუფლებაც რომ მისცე, ჯაშუშებისა და „პუწინის მონების“ იარლიყით ჩაყრიან ფიზიკურ თუ მორალურ დილეგში

ორი წვეთი ძალაუფლებაც რომ მისცე, ჯაშუშებისა და „პუწინის მონების“ იარლიყით ჩაყრიან ფიზიკურ თუ მორალურ დილეგში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის მომხრეებსა და ოპოზიციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

17 ოქტომბერი 2021, 18:43

მსოფლიო

ესპანეთში ვულკანის ამოფრქვევა 4 კვირაა გრძელდება

ლავამ უკვე 1 800-ზე მეტი შენობა გაანადგურა, საბედნიეროდ, დროული ევაკუაციის შედეგად ამოფრქვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. კანარის კუნძულების პრეზიდენტის, ანხელ ვიქტორ ტორესის თქმით, მეცნიერები ამოფრქვევას აკვირდებიან, ლავის ამოფრქვევა კი ამ დრომდე არ წყდება.

კელი დეგნანი

17 ოქტომბერი 2021, 18:04

პოლიტიკა

კელი დეგნანი: აშშ-ის თავდაცვის მდივანის ვიზიტი ამერიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოების განგრძობითი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია

ძალიან მოხარული ვარ, რომ ხვალ თავდაცვის მდივანი ოსტინი ჩამოდის საქართველოში. ეს არის ამერიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოების განგრძობითი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანი

17 ოქტომბერი 2021, 17:48

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ფოკუსი უნდა გაკეთდეს კანდიდატებზე და არა ერთმანეთზე თავდასხმებზე, მით უმეტეს არა ძალადობასა და რაიმე სახის აგრესიულ გამოსვლებზე

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ოდესმე გავბედავ თქმას, რა არის ნორმალური პოლიტიკა საქართველოში. ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული მთავრობისთვის თქმა, რა უნდა გააკეთონ. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების მეორე რაუნდისთვის გარემო მშვიდი იყოს, არჩევნები ჩატარდეს ისეთ გარემოში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს უსაფრთხოების განცდა და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ვფიქრობ, ფოკუსი უნდა გაკეთდეს ამ საკითხებზე, კანდიდატებზე და არა ერთმანეთზე თავდასხმებზე, მით უმეტეს არა ძალადობასა და რაიმე სახის აგრესიულ გამოსვლებზე“, - აღნიშნა ელჩმა.

17 ოქტომბერი 2021, 17:27

სამართალი

მარტვილში სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე დაკავებულ „ნაცმოძრაობის“ წევრს ბრალი წარუდგინეს

დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ სავარაუდო შემთხვევა არის გაუგებრობა.

ნიკოლოზ ყიფშიძე

17 ოქტომბერი 2021, 17:15

სამართალი

სააკაშვილის პირადი ექიმი: ჩემი რეკომენდაციაა, რომ კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს

„ჩემი რჩევა და რეკომენდაციაა, რომ კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს. ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში არ არის საჭირო“, - განაცხადა ყიფშიძემ.