imedi /  25 ივნისი 2020, 22:15 / სანდო წყარო

სოფო კილაძე: სახალხო დამცველის ინსტიტუტი „ქართული ოცნების“ პირობებში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია ადამიანების უფლებების კუთხით მონიტორინგის განხორციელებაზე

სოფო კილაძე

სოფო კილაძე

სახალხო დამცველის ინსტიტუტი „ქართული ოცნების“ პირობებში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ადამიანების უფლებების კუთხით მონიტორინგის განხორციელებაზე და ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ომბუდსმენის ინსტიტუტთან, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინეს.

სოფო კილაძის თქმით, პარლამენტსა და ომბუდსმენს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე მოწმობს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ გაზიარებული რეკომენდაციების მზარდი რაოდენობა. მისივე ინფორმაციით, 2016 წლის შემდეგ, სამჯერ არის გაზრდილი სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების მაჩვენებელი.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანი და მისი უფლებები „ქართული ოცნებისთვის“, ქართული სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, თუმცა, ამის მიუხედავად, არის გამოწვევებიც.

„მიუხედავად ჩვენი ძალიან დიდი სურვილისა, მსოფლიოში ალბათ, არ არსებობს იდეალური სახელმწიფო და არც საქართველო არის გამონაკლისი. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ თითოეული ადამიანი იყოს დაცული. ეს არის ჩვენი მიზანი, ამისთვის ვართ ჩვენ აქ და ჩვენი მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზანიც არის, რომ ვიმუშაოთ უკვე არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე, ვიმუშაოთ თითოეული ადამიანის დარღვეული უფლების აღდგენაზე და სამომავლო პრევენციაზეც“,- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე შეფასებით, იმდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა, რომ დღევანდელ სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

„ჩემდა გასაოცრად, ადამიანის უფლებების „მთავარი დამცველები“ - „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სხვადასხვა დანაყოფით, დაუბრუნდნენ საპარლამენტო ცხოვრებას“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა მიღწევებსა და გამოწვევებზეც. მისი თქმით, ბევრ მიღწევაზეა საუბარი თავად სახალხო დამცველის ანგარიშში, ესენია: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და ამოქმედება, ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღება, შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის დახვეწა, პენიტენციურ დაწესებულებებში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები, სამართალდამცავი კუთხით ვიდეო-სათვალთვალო ჩანაწერების შენახვის მინიმალურ ვადად 14 დღის განსაზღვრა და ასე შემდეგ. სოფო კილაძემ დაასახელა ის მთავარი გამოწვევებიც, რომლებიც ადამიანის უფლებების კუთხით არსებობს.

„რაც უნდა სხვა პრობლემებზე გადაიტანონ აქცენტი სხვადასხვა ტიპის ანგაჟირებულმა ექსპერტებმა, სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ენჯეოებმა, სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა, მთავარ გამოწვევად მაინც რჩება სიღარიბე, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი წუხილის საგანი. პანდემიამ სამწუხაროდ, კიდევ უფრო დაამძიმა ამ კუთხით სიტუაცია და ისედაც მოწყვლადი ჯგუფები კიდევ უფრო დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, უამრავი მოქალაქე ცხოვრობს სიდუხჭირეში, სამწუხაროდ, უამრავი ბავშვი არის მოკლებული განვითარების ნორმალურ პირობებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომდევნო წლებში იგივე პრობლემის წინაშე არ ვიდგეთ“,- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, გამოწვევები არსებობს ჯანდაცვის, აზარტული თამაშების, შრომის უსაფრთხოების და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

„ოკუპირებული ტერიტორიები არის ჩვენი უდიდესი ტკივილი, სადაც ადამიანები არიან სრულიად დაუცველები. განსაკუთრებით, ეთნიკურად ქართველი მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრას, დევნას და სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოს ობიექტური მიზეზების გამო, არ შესწევს იმის შესაძლებლობა, რომ დაიცვას საკუთარი ხალხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ვიცით, რომ ქართველ ბავშვებს პირდაპირ უზღუდავენ ყველანაირი საშინელი ხერხის გამოყენებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას და პირდაპირ მიდის რუსიფიკაცია, რაც არის ძალიან მძიმე“,- განაცხადა სოფო კილაძემ.

გამოწვევებზე საუბრისას, მან 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება.

„სამწუხაროდ, ვიცით, რომ არათანაზომიერი ძალა იქნა გარკვეულ შემთხვევებში გამოყენებული, დაშავდნენ მოქალაქეები, ზოგიერთმა მოქალაქემ თვალიც კი დაკარგა. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი და ხელისუფლებისგან ამას სჭირდება ადეკვატური რეაგირება, გამოძიების ბოლომდე მიყვანა და ყველა შესაბამისი პროცედურის დასრულება, რომ საბოლოო ჯამში, ვისაც რა ბრალი მიუძღვის, იმ ბრალის პროპორციულად იქნენ ეს პირები პასუხისგებაში მიცემული“,- განაცხადა სოფო კილაძემ. მისივე თქმით, სამწუხაროდ, გარკვეულმა დესტრუქციულმა ძალებმა სცადეს, მომხდარი ხელისუფლებაში რევოლუციის გზით მოსასვლელად გამოეყენებინათ.

„ვერცერთი ხელისუფლება ვერ დაუთმობს ვერცერთ დესტრუქციულ ძალას პარლამენტში შტურმით შევარდნას. გვყავს ეს დესტრუქციული ძალები ოპოზიციის სახით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ოპოზიციასაც ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება დემოკრატიულ სახელმწიფოში. ჩვენთან სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი არის დესტრუქციით დაკავებული. ოპოზიციის ამ ნაწილმა იცის ძალიან კარგად, რომ ვერცერთი დემოკრატიული არჩევნებით, ვერც სუფთა პროპორციულით, ვერც მაჟორიტარულით, ვერც შერეულით, ვერ მოვა ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ასეთ ძალას, რომელსაც მართლა სისხლი აქვს კისერზე, უკან არ აირჩევს და ყოველთვის ეტყვის უარს“,- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, გამოწვევებია თანასწორობის კუთხით. სოფო კილაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა ძალადობა.​

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

10 ივლისი 2025, 08:28

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: როდესაც USAID დაიხურა, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ეს თანხები მათ შორის, საქართველოში, ხმარდებოდა რადიკალიზმს და ხელისუფლების ამოტრიალების მცდელობას, ამ სიმძიმის წერტილმა ევროპაში გადაინაცვლა

ან უკვე დააფინანსეს ან არის მცდელობა, მილიონობით ევროთი დაფინანსდნენ ულტრა რადიკალური ძალები, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ ინფორმაციაზე საუბრისას.

10 ივლისი 2025, 08:12

რეგიონი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უკვე მეექვსე წელია, მერის ინიციატივით, ზაფხულის სკოლა ფუნქციონირებს

სკოლის მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება, გუნდური მუშაობის გამოცდილების შეძენა და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

10 ივლისი 2025, 08:11

რეგიონი

ბოლნისის სოფელ მუშევანში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

პროექტის ფარგლებში 550 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგება. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 275 000 ლარს შეადგენს.

ანა წითლიძე

10 ივლისი 2025, 08:04

პოლიტიკა

ანა წითლიძის განცხადებით, გახარიასთან ერთად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კოალიციები შექმნა

გიორგი გახარიას მორიგი მხილება - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, გახარიასთან ერთად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კოალიციები შექმნა, მაშინ როდესაც გიორგი გახარია ფაქტს დიდი ხანია უარყოფს.

10 ივლისი 2025, 08:01

პოლიტიკა

ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც ევროკომისიას კონტრაქტი აქვს დადებული, მათ შორის არიან ქართული „ენჯეოები“

ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც ევროკომისიას კონტრაქტი აქვს დადებული. ვებ გვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო დეტალია.

ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპი

10 ივლისი 2025, 03:15

მსოფლიო

The New York Times: პუტინი ტრამპს უგულებელყოფს, რადგან უკრაინაში ფრონტის გარღვევას ელის

კრემლი ღიად უგულებელყოფს დონალდ ტრამპის მოწოდებებს უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ, რადგან ვლადიმირ პუტინს სჯერა რუსული არმიის უნარის, გაარღვიოს ფრონტი და საბოლოოდ გატეხოს უკრაინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

10 ივლისი 2025, 03:04

მსოფლიო

The Associated Press: ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისათვის იარაღის ნაწილის მიწოდება განაახლა

ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისათვის იარაღის ნაწილის მიწოდება განაახლა, პენტაგონის მიერ ზოგიერთი მიწოდების შეჩერებიდან ერთი კვირის შემდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

10 ივლისი 2025, 01:30

სპორტი

„პარი სენ-ჟერმენმა“ „რეალი“ გაანადგურა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

10 ივლისი 2025, 01:01

მსოფლიო

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინაში სამხედრო გაწვევის დროს ძალადობის, მედიის შეზღუდვისა და კრიტიკოსების მიმართ სანქციების შესახებ ცნობების გამო

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო'ფლაჰერტიმ განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ ნებისმიერი დისკუსიის ცენტრში ადამიანის უფლებები უნდა იყოს.

მაკა ბოჭორიშვილი

10 ივლისი 2025, 00:50

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: წარმოუდგენელია, გსურდეს საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და არ ელაპარაკო ქვეყნის არჩეულ ხელისუფლებას

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში “იმედი LIVE“ ევროკავშირის რეგიონულ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ დღეს უკვე საკმაოდ რთულია გაერკვე, რა წარმოადგენს ევროკავშირის სტრატეგიულ მიდგომას კონკრეტულად საქართველოსა და მთლიანად რეგიონის მიმართ.

მაკა ბოჭორიშვილი

10 ივლისი 2025, 00:40

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: ჩვენთვის ის რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორად, მნიშვნელოვანია ასევე ჩვენც გვქონდეს გარკვეული სიცხადე, თუ როგორ უყურებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობებს

ჩვენთვის ის რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორად და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასევე ჩვენც გვქონდეს გარკვეული სიცხადე, თუ როგორ უყურებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-სთან ურთიერთობაზე საუბრისას.

მაკა ბოჭორიშვილი

10 ივლისი 2025, 00:23

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ეს პროცესი, რაც შემოდგომაზე დაიწყო, ემსახურებოდა ერთადერთს, რომ ჩამოეშალათ საჯარო სამსახური, ჩამოეშალათ საგარეო უწყება, რაც ვერ განხორციელდა და ახლა იმედგაცრუებულები ცდილობენ, რომ ათასი ბრალდება გააჟღერონ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი შეფასებით, სამინისტროიში ახლა ძალიან სწორი და საჭირო პროცესი მიმდინარეობს.

მაკა ბოჭორიშვილი

09 ივლისი 2025, 23:59

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ადგილობრივი არჩევნები არ არის ის არჩევნები, რომელზედაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მოწვევა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების და შესაბამისად, რაღაც სპეკულაციები ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით

ზოგადად ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება, იწვევს თუ არ იწვევს ეუთო/ოდირს არჩევნებზე დასაკვირვებლად. ადგილობრივი არჩევნები, არ არის ის არჩევნები, რომელზედაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მოწვევა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების და შესაბამისად, რაღაც სპეკულაციები ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით, - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო/ოდირის განცხადების შეფასებისას.

მაკა ბოჭორიშვილი

09 ივლისი 2025, 23:58

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკომისიამ უარი თქვა შეეფასებინა ჩვენი ეკონომიკური მიღწევები. მარტივი გზა გამოინახა - იმისთვის რომ პროგრესი არ დაფიქსირდეს, მოდით საერთოდ ნუ შევაფასებთო. ეს პირდაპირ ითქვა

უკრაინასა და მოლდოვას, ზოგადად კანდიდატ ქვეყნებს როცა აფასებდნენ, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს პროგრესის არ დანახვა არის შეუძლებელი. ახლა არის საუბარი იმაზე, რომ [როცა] ჩვენ ვაფასებთ საქართველოს, ჩანს ეს პროგრესი და მოდით ნუღარ შევაფასებთ საქართველოს და ახლა ეძებენ გზებს, როგორ არ შეაფასონ საქართველო იმისათვის, რომ ის პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს არ გამოჩნდეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

09 ივლისი 2025, 23:56

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, უბრალოდ, ევროკავშირი ამაზე არ საუბრობს და პირიქით, საუბრობენ დასჯის მექანიზმებზე

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, უბრალოდ, ევროკავშირი ამაზე არ საუბრობს და პირიქით, საუბრობენ დასჯის მექანიზმებზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

ანდჟეი დუდა

09 ივლისი 2025, 23:40

მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა საკმარისად არ აფასებს პოლონეთის დახმარებას

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ სახელმწიფოს მეთაურის რანგში თავის ბოლო ინტერვიუში კრიტიკულად ისაუბრა მოკავშირეებისა და უკრაინის დამოკიდებულებაზე პოლონეთის მიმართ, კერძოდ, ჟეშუვის აეროპორტის გავლით სამხედრო დახმარების მიწოდების კონტექსტში.

მაკა ბოჭორიშვილი

09 ივლისი 2025, 23:34

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ევრობიუროკრატებზე: ისინი არიან ძიებაში, თუ რამ შეიძლება პოლიტიკურ პროცესებზე მოახდინოს გავლენა იმგვარად, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იყოს ის, ვინც მათ აწყობთ კონკრეტული დავალებების შესასრულებლად

ისინი არიან ძიებაში, თუ რამ შეიძლება მოახდინოს გავლენა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე, რამ შეიძლება მოახდინოს იმგვარად გავლენა, რომ მათთვის სასურველი მდგომარეობა დადგეს საქართველოში და ხელისუფლებაში იყოს იმ ადამიანების ჯგუფი, არა ვინც ქართველ ამომრჩეველს სურს, არამედ ის, ვინც მათ აწყობთ კონკრეტული დავალებების შესასრულებლად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევრობიუროკრატებზე და მათ ქმედებებზე საუბრისას.

მაკა ბოჭორიშვილი

09 ივლისი 2025, 23:30

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციას არჩევნები არ სჭირდება, ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს. ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა და მუდმივად არიან სხვა გზების ძიებაში. ეს გზები არის არაკონსტიტუციური

ამ ხალხს [ოპოზიციას] არჩევნები არ სჭირდება, არ უნდა არანაირად. ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს. დღეს ვნახე ერთი პოლიტიკოსის განცხადებაც, რომ „არჩევნების გზით ვერ შევცვლით ხელისუფლებას“. ანუ მათ ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა. არ არის ქართული საზოგადოება მათ მხარეს და მუდმივად არიან სხვა გზების ძიებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

09 ივლისი 2025, 23:26

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩნდება განცდა, რომ პარალელური სამყარო შექმნეს, პარალელური საქართველო, სადაც სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა, სადაც კვლავ სალომე ზურაბიშვილია პრეზიდენტი და ქართველი ამომრჩეველი, ქართველი ხალხი არ არსებობს

ზოგადად, დოკუმენტი, რომელიც სრულიად მოწყვეტილია რეალობას, რეალობას საქართველოში და ჰქვია, რომ არის საქართველოზე, ძალიან რთულია შეაფასო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

09 ივლისი 2025, 23:19

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩამოსაყალიბებლები არიან რა ჯობს მათთვის - არჩევნებში მონაწილეობის მიღება თუ არ მიღება. ორივე წამგებიანია იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც შენ ტყუილზე აფუძნებ მთელ შენს სტრატეგიას რა თქმა უნდა ეს წამგებიანი იქნება

ჩამოსაყალიბებლები არიან რა ჯობს მათთვის - არჩევნებში მონაწილეობის მიღება თუ მონაწილეობის არ მიღება. ორივე იდეაში წამგებიანია იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც შენ ტყუილზე აფუძნებ ყველაფერს, ტყუილზე აფუძნებ მთელ შენს სტრატეგიას რა თქმა უნდა ეს წამგებიანი იქნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული მორიგი რეზოლუციის იმ ნაწილზე, სადაც არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არის საუბარი.