26 ივნისი 2020, 10:42 / სანდო წყარო

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, ვიზრუნოთ იმაზე, რომ ის მავნე წარსული, რაც 2012 წლამდე არსებობდა, აღარასდროს დაბრუნდეს ქართულ რეალობაში

ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი

„ქართული ოცნების“ გუნდმა შევძელით და დავამკვიდრეთ კულტურა, რასაც ჰქვია კრიტიკული აზრის მოსმენის უნარი, რასაც ჰქვია ის, რომ სახალხო დამცველი არის საქართველოს პარლამენტის ხელში მექანიზმი და ბერკეტი ადამიანის უფლებების ზედამხედველობის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებები ეს არის საკითხი, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების საგანი, ყოველთვის უნდა მოხდეს მათზე ზრუნვა. ადამიანის უფლებები და მისი დაცვა არის მუდმივად დინამიური პროცესი, შესაბამისად, ყველა ხელისუფლების ამოცანა და ვალდებულება უნდა იყოს მუდმივი ზრუნვა ადამიანის უფლებების გაუმჯობესებაზე. არ არსებობს დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არ იყოს გამოწვევები, შესაბამისად ჩვენ ქვეყანაშიც არის გამოწვევები თუმცა, შეუძლებელია არ დაინახო და არ შეაფასო ის პროგრესი, რაც წლიდან წლამდე „ქართული ოცნების“ გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტის ამაღლების კუთხით გაკეთდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში მოისმინეს.

დეპუტატმა გამოსვლისას ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

„ჩვენ შევძელით და პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო და აღარ შედის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ჩვენ შევძელით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გავიტანეთ ცალკე ორგანოდ. ის აღარ შედის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში და შესაბამისად, ისიც არის დამოუკიდებელი ორგანო. სწორედ, ჩვენი ხელისუფლების ყოფნის პირობებში, მოხერხდა სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღის განხორციელება, სწორედ იმ რეფორმების, რომელიც შეფასებულია მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით ჩვენი საზოგადოების წინაშე. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მთელი რიგი სტრუქტურები, რომლებიც ზრუნავენ ადამიანის უფლებების დაცვაზე, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ ადამიანის უფლებების დაცვაზე და შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო უშუალოდ, უწყებრივად, გახდა ორგანო რომელიც სისტემაშივე ზრუნავს ადამიანის უფლებების დაცვაზე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნაზე და აღნიშნა, რომ 2012 წლამდე, ვერავინ გაბედავდა შეექმნა სისტემა სისტემაში, რომელიც შეძლებდა და გამოიძიებდა საქმეებს, რომელიც შეეხებათ მოხელეებს, მასთან გათანაბრებულ პირებს და სამართალდამცავი ორგანოს პირებს თუკი ისინი ჩადიან შესაძლო დანაშაულს.

ერთ-ერთ მთავარი საკითხი სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში შეეხებოდა 20- 21ივნისის საკითხებს. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, გაასაღონ თითქოს აქ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების სისტემურ და უხეშ დარღვევას, რაც მისი თქმით, არის ტყუილი.

„სახალხო დამცველს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, ამ საქმეში ყოფილიყო ჩართული, რაც იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. შესაბამისად, პრინციპულად მნიშვნელოვანია და დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ საქართველოს პროკურატურამ გაითვალისწინა რა გამოძიების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი და გამონაკლისის სახით, სახალხო დამცველს მისცა საქმის მასალების გაცნობის უფლება, რაც კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული თუმცა, გამონაკლისის სახით ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც უდაოდ დადებითი ფაქტია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, რასაც ოპოზიციური ჯგუფები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ამ დროს ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევას, თითქოს სახალხო დამცველი არ იყო სათანადოდ ჩართული, თითქოს არ არსებობდა ლეგიტიმური მიზანი სამართლებრივი სიკეთის დაცვის თვალსაზრისით, თითქოს არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები - არის ტყუილი.

„შესაბამისად, ამას უნდა გავცეთ ადეკვატური პასუხი. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული შეკრების თავისუფლება დაცულია მანამდე, ვიდრე ეს შეკრება მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. მას შემდგომ, რაც შეკრება მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს სწორედ, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლებზე დაყრდნობით, სახელმწიფო არა მხოლოდ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია ჩაერთოს პროცესებში და შეწყვიტოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ჩვენ ყველა ვადევნებდით თვალყურს იმ პროცესებს, რაც ხდებოდა პარლამენტის წინ, როდესაც სამართალდამცავ ორგანოს წარმომადგენლებს, სპეციალურ აღჭურვილობას, ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით, ართმევდნენ, გამოჰყავდათ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და მათ ესროდნენ სხვადასხვა საგნებს, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, იმ დესტრუქციული, მარგინალური პოლიტიკური ლიდერების მოწოდებები თუ რასთან გვქონდა საქმე, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ეს ყველაფერი, თუ როგორ იგეგმებოდა და როგორ ხორციელდებოდა მოწოდება პარლამენტის შენობაში შეჭრის შესახებ. არა მხოლოდ არსებობდა პირდაპირი, რეალური და იმწუთიერი საფრთხე არამედ, აღნიშნული მოწოდების შედეგად, შეკრების მონაწილეების მხრიდან უშუალოდ, განხორციელდა პირდაპირი ქმედებები პარლამენტის შენობაში შესაჭრელად. ეს არის ნებისმიერი დემოკრატიული, ცივილიზებული სახელმწიფოს ვალდებულებაა აღკვეთოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ლეგიტიმური მიზანი, ემოქმედა და შესაბამისად, დაეცვა როგორც შეკრების სხვა მონაწილეთა სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს გამართული ფუნქციონირება.

„დადასტურებულია, რომ ამ ლეგიტიმური მიზნის ფარგლებში სახელმწიფოს ჰქონდა მოქმედების სრული უფლება და ეს უნდა გამოყენებულიყო. სამწუხაროა და მძიმეა ჩვენთვის, რომ მოხდა მშვიდობიანი მანიფესტანტების დაზიანება. ეს არის ძალიან მძიმე ადამიანურად, ძალიან მძიმეა მორალურად. სწორად აღინიშნა, რომ 20 ივნისის დღე იყო ჩვენი შეცდომა, ხოლო 20 ივნისის ღამე ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი ქმედება და ჩვენ ამას თვალს ვუსწორებთ, ჩვენ არ გვერიდება შეცდომის აღიარება თუმცა ჩვენ ვალდებულება გვაქვს დანაშაულს ვუპასუხოთ სათანადოდ. რაც შეეხება იმას იყო თუ არაპროპორციული ძალა გამოყენებული, რა თქმა უნდა ეს არის საკითხი, რომელიც იყო ჩვენი ამოცანა, ამაზე ყოფილიყო პასუხი და შესაბამისად, აქაც საუბარი იმაზე, რომ გაიცა ბრძანება დარბევის, დაშლის, ეს არის ტყუილი. სახალხო დამცველის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ასეთი ბრძანება არ დაფიქსირებულა. პირიქით, მინისტრის, მისი მოადგილეების მხრიდან იყო ბრძანება, რომ არ განეხორციელებინათ შესაბამისი ქმედებები“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე, უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, ამოღებულია შესაბამისი დოკუმენტაცია ,ვიდეოჩანაწერები, სამართალდამცავი ორგანოს სამი თანამშრომელი უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სახალხო დამცველის 21 წინადადებიდან საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, პროკურატურამ სრულად გაიზიარა 11 წინადადება ხოლო, დანარჩენების გაზიარებაზე დასაბუთებული უარი განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტები და სახალხო დამცველის ანგარიში მეტყველებს იმაზე, რომ ლეგიტიმური მიზანი სახელმწიფოს მხრიდან უნდა განხორციელებულიყო სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ისაუბრა განხორციელებულ სასამართლო რეფორმაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ მხარი ამ რეფორმის მეოთხე ტალღას მხარი არ დაუჭირა.

„ჩვენ უნდა ვამხილოთ ადამიანები, რომლებიც ერთი მხრივ, საუბრობენ სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე, ხოლო მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ ვატარებთ რეფორმებს სასამართლო სისტემის გაძლიერებისთვის ისინი ამას მხარს არ უჭერენ. მეოთხე ტალღის ფარგლებში საუბარი იყო იუსტიციის საბჭოს საქმიანობის საჯაროობის გაუმჯობესებაზე, დამოუკიდებელი ინსპექტორის დამოუკიდებლობის სტანდარტის ამაღლებაზე, საუბარია იმ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლების დამტკიცებაზე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე ჩადენილი ქმედებების გამო ნაციონალურ მოძრობას ასამართლებდა არა ერთ საქმეზე, სადაც უხეში გაუფრთხილებლობის გამო, მოსამართლეების დევნა ხორციელებოდა რაც ჩვენ შევცვალეთ და ესეც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სასამართლო სისტემის და მოსამართლეების დამოუკიდებლობის გაძლიერების თვალსაზრისით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი გამამართლებელი განაჩენი ქართულ სასამართლო სისტემაში, განახევრებულია აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, თითქმის განახევრებულია საგამოძიებო მოქმედებაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი, 18 -ჯერ შემცირებულია გირაოს შეფარდების მაჩვენებელი, ხუთჯერ შემცირებულია ჯარიმის შეფარდების მაჩვენებელი, რვაჯერ ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, დაახლოებით 8-ჯერ ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. მან ასევე ისაუბრა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე.

„„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, ხალხს ვისაც და კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლომ დაგიდგინათ პირდაპირ სიცოცხლის პოზიტიური უფლების ხელყოფა ნამდვილად არ გაქვთ მორალური უფლება რამე თქვათ პენიტენციურ დაწესებულებაზე. როდესაც თქვენ რაიმეს იტყვით აუცილებლად ჩვენ გეტყვით სიმართლეს. თქვენთვის ადამიანის უფლებები არის წარსული და თქვენ ვერ იღებთ იმას, რომ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო სისტემური დარღვევები თუმცა, ჩვენთვის უფლებები არის აწმყო. ჩვენ ვხედავთ პრობლემებს და ჩვენ ვზრუნავთ იმისთვის რომ გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებები. ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებაზე, ჩვენი ვალდებულებაა მუდმივად მონიტორინგი განვახორციელოთ ადამიანის უფლებებზე და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ის მავნე წარსული რაც არსებობდა 2012 წლამდე - აღარასოდეს აღარ დაბრუნდეს ქართულ რეალობაში“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

ყველა სიახლე

27 ოქტომბერი 2021, 20:09

მსოფლიო

ირანი მზად არის, ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები განაახლოს

ირანი მზად არის, ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები განაახლოს, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალი ბაღერიმ.

ირაკლი ჩიქოვანი

27 ოქტომბერი 2021, 19:46

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: სამეგრელო ყოველთვის იყო მხარე, სადაც აფასებდნენ ჰუმანურობას და სძაგდათ ბოროტება და ძალადობა

ირაკლი ჩიქოვანმა 30 ოქტომბერს, არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა ყველას და განაცხადა, რომ ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დავასრულოთ კინკლაობა და შევუდგეთ ჩვენი ქვეყნის, მუნიციპალიტეტების განვითარებას.

კახა კუჭავა

27 ოქტომბერი 2021, 19:43

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მაშინაც, როცა მივიღე გადაწყვეტილება, ამ გუნდთან ერთად დამეწყო პოლიტიკური საქმიანობა ვთვლიდი და დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულ ოცნება“ უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა

საქართველო მოწინავე ქვეყანაა რეგიონში, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთერთი საუკეთესო, გამორჩეული ქვეყანა ვართ და ამას ჩვენ შევძლებთ შრომითა და საყოველთაო ეროვნული ერთიანობით,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 ოქტომბერი 2021, 19:39

ეკონომიკა

ოთარ გორგოძემ Central Banking-ის საერთაშორისო კონფერენციაზე რისკების მართვის ჩარჩოს მნიშვნელობაზე ისაუბრა

​​​​​​​საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ გორგოძემ მონაწილეობა მიიღო ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემის Central Banking-ის მიერ ორგანიზებულ საშემოდგომო შეხვედრებში, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მაია კალანდია

27 ოქტომბერი 2021, 19:35

პოლიტიკა

არადა, რამდენი გასაპატიურებელი გვყავს ქვეყანაში - რას წერს „ნაციონალური მოძრაობის“ განმუხური-დარჩელის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი

არადა, რამდენი გასაპატიურებელი გვყავს ქვეყანაში, - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ განმუხური-დარჩელის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი და პროპორციული სიის მესამე ნომერი, მაია კალანდია სოციალურ ქსელში. ეს კომენტარი მან ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ფეისბუქპოსტე გააკეთა. გვარამიამ კი დაწერა: „ მილიონი გულანთებული საჯარო მოხელე და გაუპატიურებული 26 ათასი ვაჟკაცი, ყველა გაფართოვებულ თავისუფლების მოედანზე. დიდება“.

პიოტრ მიულერი

27 ოქტომბერი 2021, 19:33

მსოფლიო

პოლონეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი: პოლონეთის დასჯისა და შანტაჟის გზა არ არის სწორი - ეს არ არის ის მოდელი, რომლითაც ევროკავშირი, სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანება უნდა ფუნქციონირებდეს

პოლონეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი, პიოტრ მიულერი პოლონეთისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ ევროპული კავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

27 ოქტომბერი 2021, 19:15

COVID19

CDC: დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს დამატებითი დაცვისთვის ვაქცინის მეოთხე დოზის მიღება შეუძლიათ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ახალი გაიდლაინის თანახმად, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს დამატებითი დაცვისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის მიღება შეუძლია.

27 ოქტომბერი 2021, 19:02

საზოგადოება

თემქის რაიონში 3000 მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

თემქის რაიონში 3000 მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება 28 ოქტომბრის 10:00 სთ-დან და დასრულება 19:00 საათისთვის.

კახა კუჭავა

27 ოქტომბერი 2021, 18:53

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკა იზიარებს ჩვენი ხალხის ისტორიულ არჩევანს და ეს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პოლიტიკა

მისი თქმით, ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო სრულიად ახალ დონეზე აეყვანა ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოსთან სტრატეგიული პარტნიორობა.

შალვა პაპუაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 18:50

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ხალხის სურვილია, 2 ოქტომბერს გაკეთებული არჩევანი ბოლომდე მიიყვანოს

მშვიდობიანი განვითარება, ღირსება, თავისუფლება ეს არის ის ფასეულობები, რომელიც აქვს ჩვენს მოქალაქეებს. დღეს მნიშვნელოვანი იყო, რომ კიდევ ერთხელ გაგვევლო ხაზი, რომლის იქითაც იქნებოდა ბოროტება, ცილისწამება, რომელსაც სამწუხაროდ დღესაც ვისმენდით ჩვენი ოპონენტების მხრიდან, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი შეკრების შემდეგ „ქრონიკას“ განუცხადა.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 18:44

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ყველამ ერთად, სწორედ ამ განწყობით უნდა ვაშენოთ ქვეყანა

30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე; უნდა გავიმარჯვოთ ღირებულებით ბრძოლაში, რათა ამ საბოლოო გამარჯვებით კარი გავუხსნათ ჩვენი ქვეყნის მომავალს, კარი გავუხსნათ, კეთილშობილ, პატრიოტ ადამიანებს პოლიტიკაში,-განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე.

მამუკა მდინარაძე

27 ოქტომბერი 2021, 18:43

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: დღევანდელი დღის მთავარი გზავნილი იყო ორიენტირება მომავალზე, სიმართლეზე, სამშობლოზე, ეკლესიის პატივისცემაზე, ეროვნულ იდენტობასა და ღირებულებებზე

„შეუძლებელია სიცრუემ გაიმარჯვოს. მოგონილმა ამბებმა კი არა, სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს. „ნაცმოძრაობამ“ რაც მოინდომა და მთელი კვირის განმავლობაში მთელი რესურსი დახარჯა რაღაცნაირად თავისი აქტივისტები ჩამოეყვანა და ხალხის მობილიზება შეძლო, იმდენი ადამიანი დღეს პარლამენტის წინ ირეოდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 18:40

პოლიტიკა

კახა კალაძე: ეს ქვეყანა ჩვენი - მშვიდობისმოყვარე, საკუთარი ქვეყნის მოყვარული, საკუთარი ისტორიის, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისმცემელი ადამიანების სამშობლოა და არა უსამშობლო ავანტიურისტების პოლიტიკური სარბიელი

2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ყველას, რომ ქართველები თავისუფლებისმოყვარე, სამართლიანი და სწორი ღირებულებების მქონე ხალხი ვართ,- ამის შესახებ კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ხაზი გაუსვა არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ 30 ოქტომბერს ქართველი ხალხი საბოლოოდ ეტყვის უარს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დესტრუქციით და ავანტიურითაა დაკავებული.

დიმიტრი პესკოვი

27 ოქტომბერი 2021, 18:36

მსოფლიო

კრემლი: თურქული წარმოების უპილოტო საფრენმა აპარატებმა აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია შეიძლება გამოიწვიოს

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თურქული წარმოების უპილოტო საფრენმა აპარატებმა აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია შეიძლება გამოიწვიოს.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 18:25

პოლიტიკა

კახა კალაძე: 30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დავუსვათ ბოროტებას, სიცრუესა და დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში

30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დავუსვათ ბოროტებას, სიცრუესა და დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 18:20

პოლიტიკა

კახა კალაძე: არასდროს ვზოგავდი თავს, რომ მესახელებინა ჩემი ქალაქი, ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა. ამ ქალაქისთვის არა მხოლოდ კარგი, ყველაფერი საუკეთესო მინდა

ალბათ, არავინ მიწყენთ, თუ პირველ რიგში სწორედ ჩემს თბილისს და თბილისელებს მივმართავ. სრულიად გულწრფელად გამოვხატავ იმ ემოციას, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ ამ ქალაქის მიმართ, - ასე დაიწყო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საკუთარი გამოსვლა თავისუფლების მოედანზე გამართულ შემაჯამებელ შეკრებაზე. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თბილისელებს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის და „გამარჯვების საბოლოოდ მისაყვანად“ მოუწოდა მათ არჩევნებში მონაწილეობისკენ.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 18:19

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაგვაკისრა პასუხისმგებლობა, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის სიმტკიცე, დავიცვათ ადამიანის ღირსება და თავისუფლება

ბევრი შემიძლია ვისაუბრო მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც სამომავლოდ ვგეგმავთ თბილისისთვის, თუმცა, ყველას გვესმის, რომ 30 ოქტომბერს ჩვენ, პირველ რიგში, ღირებულებითი არჩევანის გაკეთება მოგვიწევს და მე დარწმუნებული ვარ თქვენს სწორ არჩევანში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2021, 18:11

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ჩვენი ხელისუფლების ვალია, ხელისუფლება გადააბაროს არა ლეშიჭამიებს; არა ქართველთმოძულეებს, არამედ ახალთაობებს

„ჩვენი ხელისუფლების ვალია, ხელისუფლება გადააბაროს არა ლეშიჭამიებს; არა ქართველთმოძულეებს; არა იმათ, ვინც ბნელი წარსულის მოციქულები არიან და ახლა საკნებიდან იჭყიტებიან; არა იმათ, ვინც ებრძვის ილია მეორეს; არა იმათ, ვინც სიწმინდეს, ხატსა და ჯვარს, არა იმათ, ვისაც უნდა საკუთარი ფეხქვეშ დამონებული ქართველი, არამედ ახალთაობებს. იმ ბავშვებს, რომლებიც დღეს შემოგვყურებენ და რომელთა მომავლისთვისაც ჩვენ ვდგავართ მაგრად, მყარად და 30 ოქტომბერს გავიმარჯვებთ დამაჯერებლად“, - განაცხადა წულუკიანმა.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 18:10

პოლიტიკა

კახა კალაძე: 9 წლის წინ, ქართველი ხალხის ერთობამ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, შეძლო ბოროტი, მახინჯი სისტემის დამარცხება, უარი უთხრა ძალადობას, სისასტიკეს, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვასა და სიცრუეს

9 წლის წინ, ქართველი ხალხის ერთობამ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, შეძლო ბოროტი, მახინჯი სისტემის დამარცხება. თავისუფლებისმოყვარე ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრა ძალადობას, სისასტიკეს, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვასა და სიცრუეს. ეს ის მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2021, 18:10

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, არა თავისთვის, არა ჩემთვის და ჩემნაირებისთვის, არამედ თქვენთვის - ახალგაზრდებისთვის

„ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც საზღვრები გახსნა ევროკავშირთან. ნატოსა და ევროკავშირის კარზე კაკუნი, რომელიც მატყუარა სააკაშვილმა კი არ დაიწყო, ეს დაიწყო იმ დიდმა ჯგუფმა ქართველი დიპლომატების, რომელიც ზოგი გარდაცვლილია და ზოგი ასაკშია. აი ეს კაკუნი ჩვენ ამ პროცესის შედეგით დავაყენეთ და არ დარჩა კაკუნად. წინ გრძელი გზაა, ევროპაში კუთვნილი ადგილის დამკვიდრებამდე, რაც ჩვენ შვილებს ნამდვილად ეკუთვნით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.