imedi /  26 ივნისი 2020, 14:34 / სანდო წყარო

დავით სონღულაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღეა

დავით სონღულაშვილი

დავით სონღულაშვილი

საქართველოს ევროინტეგრაცია ღრმავდება და ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღეა, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან დაინტერესდა, თუ რა გეგმები არსებობს იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა ევროპულ ბაზარზე საკუთარი პროდუქცია განათავსონ.

„საქართველოს ევროინტეგრაცია ღრმავდება და ხვალინდელი დღე სწორედ ეს მიმართულებაა ჩვენი ქვეყნის. მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესია და ამასთანავე, საქართველოს ევროპასთან ისეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, როგორიც ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულებაა. რა სტრატეგია არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომ ეს ხელშეკრულება სრულად იყოს გამოყენებული და მოხდეს მათი ევროპის ბაზარზე შესვლა?“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.​

ყველა სიახლე

ცოფი

13 ივლისი 2020, 17:07

საზოგადოება

ვეტერინარი: ცოფით პატრონიანი და უპატრონო ძაღლები თანაბრად ავადდებიან

სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ზუსტად 50/50-ზე მოდის, პატრონიანი და უპატრონო ძაღლები ცოფით თანაბრად ავადდებიან, ორივე შემთხვევაში საჭიროა აცრა, - ამის შესახებ ვეტერინარმა, ლაშა ავალიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ბარსელონა

13 ივლისი 2020, 17:06

COVID19

15 ივლისს ბარსელონის მიმართულებით დანიშნულ ავიარეისთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, 15 ივლისს დანიშნული სპეციალური რეისი ბარსელონიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდება. ამ რეისს განახორციელებს ავიაკომპანია „Myway Airlines“-ი. რეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით შესრულდება: თბილისი-ბარსელონა - გაფრენა 11:55; ჩაფრენა 15:00.

13 ივლისი 2020, 17:03

მსოფლიო

ჩინეთმა აშშ-ის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

პეკინმა აშშ-ის საჯარიმო სანქციებს უპასუხა. ჩინეთის ახალი სანქციების ქვეშ აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორები მარკო რუბიო და ტედ კრუზი მოექცნენ. ინფორმაციას Deutsche Welle ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 ივლისი 2020, 17:03

COVID19

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით 200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანში კორონავირუსის 2 349 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 259 652-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 204 ადამიანი ემსხვერპლ, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 13 032-მდე გაიზარდა.

13 ივლისი 2020, 16:56

საზოგადოება

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

11 ივლისს ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის სავადმყოფოში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ეს ინფორმაცია უკანონოდ დაკავებული კაცის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მიაწოდა.

კელი დეგნანი

13 ივლისი 2020, 16:55

პოლიტიკა

ამერიკის საელჩო: საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებაში საქართველოს სიამაყით დავეხმარეთ და აქტიურ მხარდაჭერას განვაგრძობთ

ამერიკის საელჩო საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) ჩამოყალიბებაში საქართველოს სიამაყით დაეხმარა და ტრენინგებით, წვრთნებითა და აღჭურვილობით ცენტრის განვითარებისთვის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს. ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ ტექსტშია ნათქვამი.

ხატია დეკანოიძე

13 ივლისი 2020, 16:43

სამართალი

ხატია დეკანოიძე: ბრალდებებს თავი დაანებონ და დააჯერონ ყველა, რომ გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობს

ბრალდებებს თავი დაანებონ და დააჯერონ ყველა, რომ ობიექტური გამოძიება მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

13 ივლისი 2020, 16:39

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსით 631 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით კიდევ 631 ადამიანი გარდაიცვალა, მთლიანობაში კი დაავადებამ 72 100 პაციენტი იმსხვერპლა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრაზილიაში სულ COVID-19-ის 1 864 681 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, 1 213 512 კი გამოჯანმრთელდა.

ნიკოლ ფაშინიანი

13 ივლისი 2020, 16:36

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: გარწმუნებთ, პროვოკაციულ ქმედებებს უპასუხოდ არ დავტოვებთ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქმედებები მკაცრ დაგმობას იმსახურებს.

გიორგი ვაშაძე

13 ივლისი 2020, 16:28

პოლიტიკა

„ახალი საქართველო“ ხელისუფლებას სამ მოთხოვნას უყენებს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

„სამი კონკრეტული მოთხოვნა რასაც ვაყენებთ დღეს და რაზეც დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. პირველი - 31 დეკემბრამდე გადავადდეს განბაჟების ვადა, იმიტომ, რომ აგვისტოს ბოლომდეა და ამას უკვე აზრი აღარ აქვს, საზღვრები არ გახსენით. მეორე, გავრცელდეს ეს პირობები პირველი მაისის შემდგომ შემოყვანილ მანქანებზეც და მესამე, დაიწყეთ დაუყოვნებლივ მუშაობა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ჩამოდიოდა ძირითადი მყიდველი საქართველოში. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვუშველოთ და რამენაირად დავეხმაროთ ეკონომიკის იმ მიმართულებას, რომელიც უზარმაზარ შემოსავალს ტოვებდა ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

13 ივლისი 2020, 16:23

საზოგადოება

„სი-თი პარკის“-გან 2018 წლის 10 აპრილამდე დაჯარიმებული მოქალაქეები ფინანსური სახდელისგან თავისუფლდებიან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“. კანონპროექტის თანახმად, ჯარიმებისგან და საურავებისგან თავისუფლდებიან ის მოქალაქეები, რომლებთაც აღნიშნული ფინანსური სახდელი კომპანია „სი-თი პარკის“-გან 2018 წლის 10 აპრილამდე დაეკისრათ. ცვლილებები რამდენიმე ათას მოქალაქეს შეეხება რაც ჯამში, დაახლოებით 850 ათას ლარს შეადგენს.

თურქეთის საელჩო

13 ივლისი 2020, 16:17

COVID19

თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

თურქეთის მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის მართვის გენერალური დირექტორატის (Göç İdaresi) მიერ, მიღებული ახალი რეგულაცია, რომელიც ქვეყანაში უცხოელების ყოფნის ლეგალურ ვადებს უკავშირდება, ძალაში ხვალიდან შედის. ამ ინფორმაციას საქართველოს საელჩო Facebook-ზე ავრცელებს.

13 ივლისი 2020, 16:15

რეგიონი

სიღნაღში მოწყვლად ჯგუფებს სასურსათო პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ამანათები გადაეცათ

ჰიგიენური საშუალებების და სასურსათო პროდუქტების ამანათები მიიღეს როგორც ხანდაზმულებმა და შშმ პირებმა, ასევე მრავალშვილიანმა დედებმა და უკიდურესად გაჭირვებულმა ოჯახებმა. აქციაში მონაწილეობა „წითელი ჯვრის” წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივმა მოხალისეებმაც მიიღეს.

მამუკა მდინარაძე

13 ივლისი 2020, 16:15

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე შაქარაშვილის საქმეზე: ამორალურობა განსაკუთრებით იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ ამ საქმეს

მაშინ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების ინტერესია ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება და მათ სხვა ინტერესი არ გააჩნიათ, მეორე მხარეს წმინდა პოლიტიკურ მიზანებს ვხედავთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გიორგი შაქარშვილის საქმის კომენტირებისას განაცხადა.

ფორმულა 1-ის რბოლა

13 ივლისი 2020, 16:14

სპორტი

ფორმულა 1-ის 2020 წლის მეორე გრან პრი ლუის ჰემილტონის გამარჯვებით დასრულდა

ფორმულა 1-ის 2020 წლის მეორე გრან პრი, რომელიც ავსტრიაში გაიმართა, ლუის ჰემილტონის გამარჯვებით დასრულდა. ბრიტანელმა პილოტმა მთელი რბოლა დამაჯერებლად ჩაატარა და კარიერაში 85-ე გრან პრი მოიგო, რითაც საერთო ჩათვლაში თანაგუნდელ ვალტერი ბოტასთან ქულათა სხვაობა ექვსამდე შეამცირა.

ნინო ლომჯარია

13 ივლისი 2020, 16:08

სამართალი

ნინო ლომჯარია შაქარაშვილის საქმეზე: არ გამოვრიცხავ, მივმართო პროკურატურას, რათა საქმის მასალები გაგვაცნოს

„სახალხო დამცველი უახლოეს დღეებში დაასრულებს შეხვედრებს და მონახულებას როგორც ბრალდებულების, ასევე გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებთანაც მექნება კომუნიკაცია. ამის შემდეგ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ფორმით გავაგრძელებთ ამ საქმეში ჩართულობას. არ გამოვრიცხავ, პროკურატურას მივმართოთ თხოვნით, რათა საქმის მასალები გაგვაცნოს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

13 ივლისი 2020, 16:06

COVID19

არგენტინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

არგენტინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 166-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 1 845 პაციენტი გარდაიცვალა, 42 694 კი გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ალექსანდრ ზვერევი

13 ივლისი 2020, 16:00

სპორტი

ალექსანდრ ზვერევის მწვრთნელი წარსულში ცნობილი ესპანელი ჩოგბურთელი დავიდ ფერერი გახდა

წარსულში ცნობილი ესპანელი ჩოგბურთელი დავიდ ფერერი ალექსანდრ ზვერევის მწვრთნელი გახდა. ეს ინფორმაცია თავად გერმანელმა სპორტსმენმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ საწყის ეტაპზე მათი თანამშრომლობა საცდელი ხასიათის იქნება. აღსანიშნავია, რომ ფერერმა კარიერის ბოლო მატჩი 2019 წელს სწორედ ზვერევთან გამართა და ორ სეტში, 4:6, 1:6 დამარცხდა. კარიერის განმავლობაში ესპანელმა ჩოგბურთელმა ATP-ს 27 ტურნირი მოიგო, ხოლო დიდი სლემის ტურნირებში საუკეთესო შედეგი 2013 წელს როლან გაროსზე დააფიქსირა, სადაც ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ქვემო ქართვლის პროკურატურა

13 ივლისი 2020, 16:00

სამართალი

პროკურატურამ გარდაბანში მომხდარ ჯგუფური ძალადობისა და ხულიგნობის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ქალაქ გარდაბანში მომხდარ ხულიგნობისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ივლისს ქალაქ გარდაბანში, სოფელ ვახტანგისის მცხოვრებლებმა ა.ა.-მ, მ.ჯ.-მ და გ.ჯ.-მ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და სოფელ ნაზარლოს მკვიდრს ა.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ილჰამ ალიევი

13 ივლისი 2020, 15:55

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: შური ვიძიეთ ჩვენი დაღუპული ჯარისკაცებისთვის - სომეხი სამხედროები ერთი სანტიმეტრითაც ვერ გადმოვიდნენ აზერბაიჯანულ მიწაზე

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანამ „სომხეთის მორიგი პროვოკაცია აღკვეთა და მტერმა ადეკვატური პასუხი მიიღო“.