imedi /  26 ივნისი 2020, 15:51 / სანდო წყარო

ბექა ოდიშარია: კულტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იგეგმება

ბექა ოდიშარია

ბექა ოდიშარია

კრიზისის მენეჯმენტი მართლაც იყო მისაღები და წარმატებული. განხორციელდა გარკვეული მიმართულებების მხარდაჭერა სახელმწიფოს მიერ. ამან ბევრი ჩვენი კოლეგის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია, თუმცა ვეთანხმები, რომ ასეთ დროს საჭიროა სტიმულირება მნიშვნელოვანი სექტორების, რომლებიც აგენირებენ ჩვენი ეკონომიკის ძირითად ნაწილს და რომელთაც აქვთ გადაცემის მაღალი ეფექტი სხვადასხვა სფეროზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ანგარიშს უსმენენ.

ბექა ოდიშარიას მოსაზრებით, კულტურის სფეროს მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იგეგმება.

„იმას, რასაც ახლა ვიტყვი, არ ჩამომართმევენ სფეროს ხელმძღვანელების კრიტიკაში, მით უმეტეს, ბატონ მიხეილ ჩხენკელთან მაკავშირებს კარგი გამოცდილება პროდუქტიული ურთიერთობისა ამ დარგის მიმართულებით და ვიზიარებ ბატონ გენადი მარგველაშვილის ნათქვამსაც, რომ განათლების სფერომ მოახერხა ძალიან მნიშვნელოვანი ადაპტირება და ტრანსფორმაცია გამოწვევებთან მიმართებაში, თუმცა მაინც გულს გვაკლია კულტურა. მოვისმინე ფინანსთა მინისტრისგან, რომ 20 მლნ ლარით შემცირდა კულტურის სფერო. ყველას გვესმის, რომ ამ ციფრების უკან ხალხი დგას. ხალხი, რომელსაც ყველაზე ნაკლებად აქვს შესაძლებლობა, შანსი და გამოცდილება, რომ მოახერხოს თავისი საქმიანობის და აქტივობის დივერსიფიკაცია. კირითხუროდ რომ ვერ იმუშავებენ მსახიობები, კომპოზიტორები და ა.შ. ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარესთან და სპიკერატთან ერთად არაერთხელ გვიმსჯელია ამ თემაზე, რომ მოხდეს ამ მიმართულების სტიმულირება. არ ვგულისხმობ მხოლოდ კომპენსირებას. მესმის, რომ სამუშაოს დაკარგვა ყველასთვის ძალიან ძნელია, მაგრამ არარეალიზებულობა კულტურის სფეროში მოღვაწეთათვის განსაკუთრებულად მტკივნეულია. მზად ვართ, ერთად ვიფიქროთ. თავმჯდომარისგან და უმრავლესობის ლიდერისგან ვიცი, რომ არსებობს კონკრეტული დავალება და კარგი იქნებოდა თუ საზოგადეობა გაიგებდა იმ ხედვებისა და ნაბიჯების შესახებ, რომელიც იგეგმება კულტურის მიმართულებით ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.​

ყველა სიახლე

სოზარ სუბარი

09 ივლისი 2020, 00:31

პოლიტიკა

აღდგა თუ არა სამართლიანობა - სოზარ სუბარის პასუხი

„ყველას ვერ გამოეკიდებ უბრალოდ და ვერ ასჯი იმიტომ, რომ უამრავი შემსრულებელია და მაშინ პრაქტიკულად გამოვა, რომ ისედაც ადამიანი არ უნდა დარჩეს. პირადად მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც სასჯელაღსრულების სისტემიდან 600 კაცი გავუშვი და უამრავი მათგანი პასუხისგებაში მიეცა იმის გამო, რომ მათზე არსებობდა გარკვეული მტკიცებულებები ან პატიმრები ხელს ადებდნენ და ა.შ“- განაცხადა სოზარ სუბარი.

დავით ზალკალიანი

09 ივლისი 2020, 00:06

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი პანდემიის შემდეგ პირველ ოფიციალურ ვიზიტს ბრიუსელში გამართავს

„ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც ვისაუბრებ საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე. ბუნებრივია ყყველა იმ საკითხზე, რაც ნატო-საქართველოს ურთიერთობებში აქტუალურია. ჩვენ ნატოელ პარტნიორებს მივაწვდი ინფორმაციას ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, მათ ძალიან აინტერესებთ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები“- აღნიშნა დავით ზალკალიანი.

დავით ზალკალიანი

09 ივლისი 2020, 00:05

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ჩვენ ოპოზიციის მხრიდან შეჩვეული ვართ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის არსებული სიტუაციის გამოყენებას

ჩვენ ოპოზიციის მხრიდან შეჩვეული ვართ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის არსებული სიტუაციის გამოყენებას და ეს არა ეხება მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევას, საზღვრების გახსნას. მე აბსოლუტურად არ მაინტერესებს მათი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

დავით ზალკალიანი

09 ივლისი 2020, 00:03

საზოგადოება

დავით ზალკალიანი: სუბსიდირებულ რეისებზე ფასები ისევე მკაცრად გაკონტროლდება, როგორც ეს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში იყო

სუბსიდირებულ რეისებზე მოლაპარაკების შედეგად იქნა გაცხადებული ბილეთების ფასი. ჩვენ ძალიან მკაცრად ვაკონტროლებდით საგანგებო სიტუაციის დროს, რომ არ მომხდარიყო რაიმე გადახვევა და დარღვევა, ასევე იქნება ახლაც, - ამის შესახებ გადაცემა „ღია ეთერში“ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა.

„ბოკო ჰარამი“

09 ივლისი 2020, 00:02

მსოფლიო

ნიგერიაში რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ თავდასხმის შედეგად 23 ჯარისკაცი დაიღუპა

ნიგერიაში რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ თავდასხმის შედეგად 23 ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ ნიგერიის უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

08 ივლისი 2020, 23:50

საზოგადოება

დავით ზალკალიანი: ​სამშობლოში 14 000-ზე მეტი მოქალაქე დავაბრუნეთ და ეს მაჩვენებელი მართლაც საამაყოა

„ჩვენი მაჩვენებელი მართლაც საამაყოა. ასევე ის გადაწყვეტილება, რომელიც ფრენების განრიგზე მივიღეთ, არ იყო სპონტანური და ეფუძნება იმ ინფორმაციას, ანალიზსა და მონიტორინგს, რომელიც მუდმივად გვაქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩვენი საელჩოების მეშვეობით. ჩვენი საელჩოები ყოველდღიურ რეჟიმში აგროვებენ ინფორმაციას, თუ სად არის კრიტიკული მასა ჩვენი მოქალაქეების, ვინც გამოთქვამს სურვილს მყისიერად სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანი

08 ივლისი 2020, 23:44

ეკონომიკა

დავით ზალკალიანი: რაც არ უნდა ეცადონ, როგორც არ უნდა გვაკრიტიკონ, ამ სწორი მიმართულებიდან ვერ გადაგვახვევინებენ

ბევრმა ქვეყანამ, რომელმაც სწრაფი გადაწყვეტილება მიიღო და მყისიერად გახსნა საზღვრები დღეს, ზოგიერთ რეგიონებში, უწევთ სრული საკარანტინო პირობების დაბრუნება. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც პარალელურად ეკონომიკური აქტივობების გახსნას, - ამის შესახებ გადაცემა „ღია ეთერში“ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა. „ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ფაქტობრივად ყველა ეკონომიკური აქტივობა გახსნილია და ჩვენი ქვეყანა, ნელ-ნელა იწყებს ამ მიმართულებით ძალიან თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღებას იწყებს. ამ სიტუაციაში რომ ჩვენ კვლავ გაგვექცეს ინფიცირებულთა რაოდენობა და მოგვიწიოს ეკონომიკური აქტივობების კვლავ დახურვა ეს იქნება კატასტროფა. ეს იქნება დამაზიანებელი ქვეყნისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის. ამაზე დაყრდნობილი ეს ყველაფერი, ძალიან კარგად აწონ-დაწონილი და დაბალანსებული გადაწყვეტილება არის მიღებული“ - განაცხადა ზალკალიანმა.

08 ივლისი 2020, 23:34

სამართალი

პირი, რომელიც გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით ამირხანაშვილს დიდუბეში ხვდება, სავარაუდოდ იდენტიფცირებულია და დაკითხვაზე იმყოფება

რამდენიმე წუთის წინ შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა პირი, რომელიც სავარაუდოდ, სწორედ ის თეთრპერანგიანი ახალგაზრდაა, ვინც 19 ივნისის ღამის კადრებში ჩანს, როგორ ჩამოდის დიდუბეში მიკროავტობუსიდან და ხვდება იქვე მყოფ გურამ ამირხანაშვილს. ახალგაზრდა კაცი შსს-ში სავარაუდოდ ადვოკატთან ერთადაა მისული.

დავით ზალკალიანი

08 ივლისი 2020, 23:31

საზოგადოება

დავით ზალკალიანი: 2 კვირაში ევროკავშირის წევრი ქვეყნები გადახედავენ სიებს და ეპიდ სიტუაციეაზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა საქართველო მათთვის უსაფრთხო ქვეყნად

ეს არ არის საბოლოო სია. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში არის პუნქტი, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ყოველ 2 კვირაში ერთხელ გადასინჯავენ ამ სიას და შესაძლებელია გარკვეული შესწორებები შევიდეს, - ამის შესახებ გადაცემა „ღია ეთერში“ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა.

დავით ზალკალიანი

08 ივლისი 2020, 23:24

ეკონომიკა

დავით ზალკალიანი: ​საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით არ უნდა ვიჩქაროთ, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ ჩქარობენ

30 ივნისს, მას შემდეგ, რაც ევროსაბჭომ მესამე ქვეყნებთან საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, საქართველო მოხდა უსაფრთხო ქვეყნების სიაში და მე ვფიქრობ, ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი წარმატება და პირველ რიგში აღიარება იმ ეფექტიანი ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორიელა კოვიდთან ბრძოლაში - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ეკა ბერიძე

08 ივლისი 2020, 23:22

საზოგადოება

ეკა ბერიძე: საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო თავისზე ბევრად მდიდარ ქვეყნებზე გაცილებით თანმიმდევრულად და ეფექტურად მოეგერიებინა ყველაზე საშიში პანდემია

საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო თავისზე ბევრად მდიდარ ქვეყნებზე გაცილებით თანმიმდევრულად და ეფექტურად მოეგერიებინა ყველაზე საშიში პანდემია. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელმაც მიუხედავად ეკონომიკური მდგომარეობისა, რაციონალური მიდგომით მოვიგერიეთ ვირუსი“ - ამის შესახებ ჟურნალისტი, ეკა ბერიძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

08 ივლისი 2020, 23:07

სამართალი

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იატაკი ჩაინგრა

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ნიკოლოზ გოგოლის 10 ნომერში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სააბაზანოს იატაკი ჩაინგრა. ბინის მესაკუთრეს განცხადებით, ბინა ძველი და სარემონტო იყო. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

სალომე ზურაბიშვილი
რუსლან  აბაშიძე

08 ივლისი 2020, 22:54

პოლიტიკა

პრეზიდენტმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, რუსლან აბაშიძესთან ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ სიტუაციაზე ისაუბრეს.

თორნიკე შენგელია

08 ივლისი 2020, 22:48

სპორტი

თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკაში“ შესაძლო ტრანსფერს ვიქტორ სანიკიძე ეხმაურება

თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკაში“ შესაძლო ტრანსფერს ვიქტორ სანიკიძე ეხმაურება. რუსეთის სპორტული ვებ-გვერდის, Championat.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, 34 წლის ვეტერანმა კალათბურთელმა, რომელიც 2014/2015 წლებში თავადაც თამაშობდა ამ ქვეყნის ჩემპიონატში, ყაზანის „უნიქსის“ შემადგენლობაში, გულშემატკივარს პოლიტიკის სპორტისგან გამიჯვნისკენ მოუწოდა.

ამადუ გონ კულიბალი

08 ივლისი 2020, 22:32

მსოფლიო

კოტ-დ’ივუარის პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა

კოტ-დ’ივუარის პრემიერ-მინისტრი, ამადუ გონ კულიბალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

08 ივლისი 2020, 22:13

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ხუთ ქვეყანასთან დასრულდა მოლაპარაკებები პირდაპირი რეისების აღდგენის თაობაზე

ხუთ ქვეყანასთან დასრულდა მოლაპარაკებები პირდაპირი რეისების აღდგენის თაობაზე და ამას წინ უძღვოდა საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები ყველა დეტალსა გამოწვევაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტყებს განუცხადა. მისი თქმით, იმის თქმა, რომ საშიშროება არ არის, გულუბრყვილობაა.

ნათია თურნავა და მიხეილ ხიდურელი

08 ივლისი 2020, 22:10

ეკონომიკა

ნათია თურნავამ Bosch-ის ჯგუფის კომპანიასთან საქართველოში ბიზნეს სერვისების სექტორის განვითარების შესაძლებლობები განიხილა

უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსხვილი გერმანული კონცერნის Robert Bosch GmbH-ის შვილობილი კომპანიის Bosch Service Solutions-ის ტოპ-მენეჯმენტთან ონლაინ შეხვედრა გამართა. მასთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორ მიხეილ ხიდურელი. ონლაინ შეხვედრისას მინისტრმა გერმანული კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოს ბიზნეს გარემო და ის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო, რომელიც ქვეყანას ბიზნეს სერვისების სექტორში გააჩნია.

08 ივლისი 2020, 22:07

COVID19

ბოლო 24 საათში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 10 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 10 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 192 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ეკა ბესელია

08 ივლისი 2020, 22:03

პოლიტიკა

ეკა ბესელიას პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დღეს დარეგისტრირდება

პარტია „სამართლიანობისთვის“, რომელიც „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ შექმნა დღეს მიმართავს ცესკოს, რათა 202ო წლის პარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. პარტია არჩევნებში მონაწილეობისათვის დარეგისტრირდება სახელით: ეკა ბესელია - პ.პ სამართლიანობისთვის. პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.

ხათუნა ზახაშვილი

08 ივლისი 2020, 21:54

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: ქართული საზოგადოება ალბათ, მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შორის, ყველაზე მზად აღმოჩნდა, დაეცვა ჰიგიენის რეკომენდაციები, რამაც მიგვიყვანა იქამდე

ქართული საზოგადოება ალბათ, ყველაზე მზად აღმოჩნდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შორის დაეცვა ჰიგიენის რეკომენდაციები, რამაც მიგვიყვანა იქამდე სადაც დღეს ვართ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, რომ არა მოსახლეობის მიერ რეკომენდაციების გათვალისწინება, დღევანდელი შედეგი არ იქნებოდა.