imedi /  27 ივნისი 2020, 09:45 / სანდო წყარო

ნატალი საბანაძე: „ევროპის ეკონომიკური ზონა პლუსის“ შექმნა შესაძლოა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ახალ პერსპექტივად იქცეს

ნატალი საბანაძე

ნატალი საბანაძე

აღმოსავლეთ პარტნიორობამ მნიშვნელოვნად შეამცირა მანძილი პარტნიორებსა და ევროკავშირს შორის. თვალსაჩინო მაგალითი სწორედ საქართველოა, რომელიც ორიათასიანი წლების დასაწყისში მეზობლადაც კი არ განიხილებოდა, დღეს კი ის ასოცირებული პარტნიორია, რომელსაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა აქვს და რომელიც პირველი ქვეყანაა, სადაც ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ევროპული სკოლა გაიხსნა, - ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ნატალი საბანაძე ევროპულ გამოცემაში EUObserver-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, სადაც ის იმ სარგებელსა და პოზიტიურ ცვლილებებზე საუბრობს, რომლებიც ამ პროგრამამ მასში გაერთიანებულ ქვეყნებს მოუტანა.

ელჩის თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეგიდით, სამმა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. პროგრამის მეშვეობით, ამ ქვეყნებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საშუალებაც მიეცათ. რეგიონში გაძლიერდა ევროკავშირთან პოლიტიკურ-ეკონომიკური, ინსტიტუციური და თუნდაც ემოციური კავშირები.

როგორც საბანაძე აღნიშნავს, პროგრამის წარმატების მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობის წინაშე დღეს უამრავი გამოწვევა დგას, რაც მის მომავალ პოლიტიკურ მიზნებსა და ხედვას უკავშირდება. ამასთან, რეგიონის ქვეყნებში კვლავ სამწუხარო რეალობად რჩება პოლიტიკური არასტაბილურობა, სიღარიბე და ტერიტორიული დავები.

„ამგვარ პირობებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი პოლიტიკა მანძილის ნაცვლად, განსხვავებების დაძლევაზე უნდა იყოს ფოკუსირებული, ხოლო კავშირების დამყარების ნაცვლად, ისეთი საერთო სივრცის შექმნას უნდა ისახავდეს მიზნად, სადაც როგორც ევროკავშირის წევრი, ისე არაწევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად გაუთანაბრდებოდნენ ერთმანეთს“, - წერს საბანაძე.

ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამ კონტექსტში, აღმოსავლელი მეზობლებისთვის კარგ სცენარად და პერსპექტივად შესაძლოა ევროპის ეკონომიკური ზონის მსგავსი სტრუქტურის - „ევროპის ეკონომიკური ზონა პლუსის შექმნა“ იქცეს. როგორც საბანაძე წერს, ეს იქნებოდა ასოცირების შემდგომი ნაბიჯი და ერთგვარი შუალედური ეტაპი ევროკავშირისა და მასში გაწევრიანების მსურველთა კიდევ უფრო დასაახლოებლად.

„ამასთან ერთად, ეს ნაბიჯი ევროკავშირს არა მხოლოდ საერთო ბაზრის გაფართოების, არამედ თავის საზღვრებზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესაძლებლობასაც მისცემდა“, - წერს ნატალი საბანაძე.

ყველა სიახლე

17 მაისი 2021, 00:59

ტაბლოიდი

კაცმა MDMA-ის ნაცვლად მსურველებს შაქარი მიჰყიდა

ნიუკასლში 26 წლის კაცი დამნაშავედ მას შემდეგ ცნეს, რაც მან კლუბში მყოფებს ნარკოტიკული საშუალება MDMA-ის ნაცვლად შაქარი მიჰყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას LadBible-ი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ჯოშუა კანდამ საქაროზას პაკეტები მოტყუებით, ნიუკასლის კლუბში ორჯერ გაყიდა.

17 მაისი 2021, 00:49

საზოგადოება

სასულიერო პირები დღეს დედაქალაქის ქუჩებს აკურთხებენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2018 წელს დაწყებული ტრადიციისამებრ, დედაქალაქის დალოცვა მოხდება, - ამის შესახებ აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, საყოველთაო მსვლელობა და ფართომასშტაბიანი ღონისძიება არ გაიმართება.

ბილი პორტერტი კონკიას ფერია-ნათლიის როლში

17 მაისი 2021, 00:45

კულტურა

Amazon Prime-მა „კონკიას“ ახალი ეკრანიზაციიდან პირველი კადრები გაავრცელა

„ვფიქრობ, ახალი თაობა ამისთვის მზად არის. ბავშვები მზად არიან“, - აღნიშნა პორტერმა.

17 მაისი 2021, 00:03

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო 17 მაისს თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

16 მაისი 2021, 23:44

რეგიონი

რა ახალი ლოკაციები მოეწყო ტურისტებისთვის აჭარაში

ტურისტები არც აქამდე აკლდა, პეტრას ციხეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რეაბილიტაციის შემდეგ გაათმაგდება მათი რაოდენობა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძე „იმედის კვირას“ აჭარაში განხორციელებულ ახალ თუ რეაბილიტირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქობულეთი განვითარებით არ ჩამორჩეს მათ შორის, ბათუმს.

ოზურგეთის თეატრი

16 მაისი 2021, 23:30

კულტურა

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით რესტავრირებული ოზურგეთის დრამატული თეატრის ახალი სიცოცხლე

20 მილიონი ლარი და ოთხი წელი დასჭირდა „ქართუ ჯგუფს“, რომ ისტორიული შენობის რესტავრაცია, განახლება და ტექნიკური აღჭურვა დაესრულებინა. შედეგად მოწყობილია დიდი სცენა 450-კაციანი დარბაზით, ორი იარუსით, რესტავრირებულია აპოლონ ქუთათელაძის ხელით მოხატული, ულამაზესი პანო, რომელიც გურიისა და გურულების ცხოვრებას ასახავს. თეატრის დარბაზით თანამედროვე ტექნიკით, განათებითა და ხმის სისტემით აღიჭურვა.

16 მაისი 2021, 23:05

რეგიონი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლებში ხევში, დაბაში, ზემოხეთსა და ბურნათში ქარმა ხეები მოგლიჯა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. როგორც მერიაში ამბობენ, ქარმა დააზიანა კერძო საცხოვრებელი სახლებიც და რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.

მიხეილ სარჯველაძე

16 მაისი 2021, 22:41

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ნიშანდობლივია, რომ ეს საქმე არის ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, მყარი პოზიცია აქვს სახელმწიფოს

რა თქმა უნდა, მყარი პოზიცია აქვს და გამარჯვების ყველა პერსპექტივა საქართველოს სახელმწიფოს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა. მისი თქმით, ისე ნიშანდობლივია, რომ ეს საქმე არის ნიკა მელია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

რან გიდორი

16 მაისი 2021, 22:22

თავდაცვა

რან გიდორი: ყველაფერი მაშინ დასრულდება, როდესაც „ჰამასი“ ამისთვის საკუთარ ფასს გადაიხდის

„ომი ჩვენ არ დაგვიწყია. ყველა ქვეყნის ლიდერი, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც თქვა, რომ ისრაელმა საკუთარი თავი უნდა დაიცვას. ეს იყო პროვოკაციული და უსამართლო სარაკეტო იერიში „ჰამასისგან“ ისრაელის მოქალაქეებზე. ეს ყველაფერი მაშინ დასრულდება, როდესაც „ჰამასი“ ამ ყველაფრისთვის საკუთარ ფასს გადაიხდის. ჩვენ არ ვაპირებთ პირდაპირ დიალოგს ან მოლაპარაკებებს „ჰამასთან“, რადგან ის საერთაშორისოდ არის აღიარებული როგორც ტერორისტული ორგანიზაცია“, - განაცხადა რან გიდორმა.

შალვა პაპუაშვილი

16 მაისი 2021, 22:11

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ცინიზმია, როდესაც თბილისის ყოფილი მერი ჩივის, რომელმაც 48 მილიონი ლარის თბილისის ბიუჯეტიდან აღება და საკუთარი კოორდინატორებისთვის დარიგება აღიარა

ცინიზმია ის, რასაც ერთი მხრივ ჩვენი თვალით ვუყურებდით ნიკა მელიას შემთხვევაში, როგორ მოიხსნა მან დემონსტრაციულად სამაჯური და როგორ დაარღვია კანონი. ფაქტობრივად, სახეში ესროლა ეს სამაჯური ქართულ მართლმსაჯულებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

16 მაისი 2021, 21:46

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრებს უკრაინაში, საკუთარ აგარაკზე შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრებს უკრაინაში, საკუთარ აგარაკზე ამ წუთებში ხვდება. როგორც უკრაინიდან „იმედის კვირის“ გადამღები ჯგუფი იტყობინება, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე პეტრე ცისკარიშვილი და კობა ნაყოფია მივიდნენ. ისინი პარტიის ყოფილი ლიდერთან კონსულტაციას სავარაუდოდ, პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით გადიან.

ირაკლი ქადაგიშვილი

16 მაისი 2021, 21:36

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს, რეალურად ის დევალვირებულია

მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს, რეალურად ის დევალვირებულია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

16 მაისი 2021, 20:10

საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე სამკილომეტრიანი საავტობუსე ზოლი დაიხაზა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტული და სწრაფი გადაადგილების მიზნით, რუსთაველის გამზირზე ავტობუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი დაიხაზა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ე.წ. ბასლეინის სიგრძე სამ კილომეტრს შეადგენს.

16 მაისი 2021, 20:00

რეგიონი

ადიგენში, სოფელ შოყას მიმდებარედ გაჩენილი ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია

ადიგენში, სოფელ შოყას მიმდებარედ გაჩენილი ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მოახერხეს ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საშიშროების აღკვეთა და შემდგომში ხანძრის სრულად ლიკვიდირება.

16 მაისი 2021, 20:00

ეკონომიკა

ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტების მოსაზიდად საქართველო დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ტურისტული კომპანიები: „WST Georgia“, „Guide of Georgia“, „Georgian Holidays“, „Voyager“, „Travel to Georgia 2010“,“ Arrival DMC“ და სასტუმრო „The Biltmore Hotel“ იქნებიან წარმოდგენილი.

რატი იონათამიშვილი

16 მაისი 2021, 19:31

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: დღის ეს ორი სიახლე მეტყველებს ყველაფერზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ნიკა მელიას კიევში გამგზავრებას მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად, სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დღის ეს ორი სიახლე მეტყველებს ყველაფერზე: კახა კუჭავა, ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელში გაემგზავრა. შეხვედრები გაიმართება ევროპარლამენტის და ნატოს უმაღლეს პირებთან.

16 მაისი 2021, 18:44

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 472 ადამიანს გამოუვლინდა, 11 ადამიანი კი გარდაცვლილა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 329,843 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4,779 ადამიანი. ვირუსისგან 314,900 პაციენტი განიკურნა.

16 მაისი 2021, 18:36

საზოგადოება

საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 19 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

16 მაისი 2021, 17:54

სამართალი

თბილისში, ნაძალადევის რაიონში სროლა იყო

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვისა და მანჯგალაძის ქუჩების კვეთაზე სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ავტომობილის მიმართულებით გახსნეს. ამ დროისთვის მომხდარის შესახებ დეტალები უცნობია.

16 მაისი 2021, 17:33

თემა

აზიური წარმოების ჩიპების დეფიციტმა საავტომობილო ინდუსტრიაში გლობალური კრიზისი გამოიწვია. რა მოხდება?

ავტომწარმოებელმა General Motors-მა მაისის შუა რიცხვებამდე აშშ-სა და კანადაში არსებულ ორ ქარხანაში საქმიანობა შეამცირა. კომპანია Hyundai-მ აპრილის დასაწყისში სამხრეთ კორეაში მდებარე თავისი წარმომადგენლობის მუშაობა ერთი კვირით შეაჩერა, მარტში კი Toyota-ს კონვეირები, რომლებიც ჩეხეთში იყო განთავსებული, არ მუშაობდა. იგივე ხდებოდა თებერვალში Ford-ის შემთხვევაში. Volkswagen-მა კი გასულ წელს სხვადასხვა კონტინენტზე დაახლოებით 100 ათასი მანქანით ნაკლები აწარმოა. რა არის ამის მიზეზი და რა ელის აღნიშნულ სფეროს, ამის გარკვევა Deutsche Welle-მ სცადა.