imedi /  29 ივნისი 2020, 14:16 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული და ეს არის რადიკალური ოპოზიცია

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

დღეს საქართველოს პარლამენტში შედგა ისტორიული კენჭისყრა, რომლის საფუძველზეც 25 წლის განმავლობაში პირველად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც მთელი პარტიული სპექტრი თანხმდება. ამით აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის ჩვენი საერთაშორისო მხარდაჭერითა და აქტიური ძალისხმევით გაფორმდა - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ეს დღე არის სახელმწიფოს გამარჯვება და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიული განვითარების გზაზე.

„ეს დღე, ასევე, არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი, 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორი ელჩების გამარჯვება. დღეს კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კვირის ჩამოსული იყო, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. მადლობას ვუხდით ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, მადლობას ვუხდით გერმანიის ელჩს, ჰუბერტ კნირშს, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის უპრეცედენტო აგრესიისა და შეურაცხყოფის ობიექტი გახდა, ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. ეს დღე არის „ქართული ოცნების“ გამარჯვებაც. ეს დღე არის იმ მუდმივი და თანმიმდევრული დემოკრატიული წინსვლის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შემდგარი 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით დაიწყო. დღევანდელი დღე არის გამარჯვება ყველასთვის, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებით არის დაინტერესებული“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული და ეს არის რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება.

„ოპოზიციამ უარი თქვა ელჩების მკაფიო მოწოდებების შესრულებაზე და ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა. საზოგადოება უკვე მიჩვეულია იმას, რომ სადაც მარცხდება ნაციონალური მოძრაობა, იმარჯვებს ქართული დემოკრატია. შესაბამისად, მათი ეს მარცხიც ქართული დემოკრატიის განვითარების კანონზომიერების ნაწილია. სიმბოლური და ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციას არც ამჯერად შეეხო იმ პოლიტიკური ძალის ხელი, რომელიც წლების მანძილზე საქართველოს კონსტიტუციის უხეში ხელყოფით იყო გამორჩეული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე „ქართული ოცნების“ სახელით, მადლობა გადაუხადა იმ პარლამენტარებს, რომლებმაც დღეს მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ჩვენს მეგობარ ელჩებს, საერთაშორისო პარტნიორებს, ყველას, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებით არის დაინტერესებული. „ქართული ოცნება“ სრულად იღებს პასუხისმგებლობას 31 ოქტომბერს ახალი საარჩევნო სისტემით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე“, - აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა.

ყველა სიახლე

რობერტ რედფილდი

14 ივლისი 2020, 21:16

COVID19

რობერტ რედფილდი: აშშ-მა ვირუსს თავი ჯერ ვერ დააღწია

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, ქვეყანა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე გაზაფხულზე იყო, რადგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა ვირუსს თავი ჯერ ვერ დააღწია.

კახა კალაძე

14 ივლისი 2020, 21:13

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვმუშაობთ მაჟორიტარებსა და საარჩევნო სიაზე, საზოგადოება ამას უახლოეს მომავალში გაიგებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მაჟორიტარების და საარჩევნო სიის ფორმირებისთვის ემზადება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბარში განუცხადა.

14 ივლისი 2020, 21:05

საზოგადოება

ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახმა და ახლობლებმა აქცია გამართეს

მეჯვრისხევიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული 45 წლის ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს სოფელში შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ის 3 ივლისს დააკავეს, თუმცა დაკავების შესახებ ოჯახმა მხოლოდ მესამე დღეს შეიტყო.

მელანია ტრამპი

14 ივლისი 2020, 20:50

COVID19

მელანია ტრამპი ამერიკელებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი ამერიკელებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.

ევროპარლამენტი

14 ივლისი 2020, 20:45

პოლიტიკა

ევროპარლამენტარები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების უწყვეტ პროცესს მიესალმებიან

განცხადებაში ყურადღება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ეთმობა. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ არჩევნები საქართველოსთვის ერთგვარი ტესტია იმის დასამტკიცებლად, რომ ქვეყანა დემოკრატიული მიმართულებით ვითარდება.

14 ივლისი 2020, 20:43

COVID19

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 400-ს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი 638 ადამიანს დაუდგინდა, ჯამში კი დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 54 771-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 14 პაციენტი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1 412-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 27 154 პაციენტი.

გიორგი შაქარაშვილის საქმე

14 ივლისი 2020, 20:37

პოლიტიკა

შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენება სატელეფონო ანძის ამონაწერს ეწინააღმდეგება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა, რაც მომხდარს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება სატელეფონო ანძის ამონაწერს ეწინააღმდეგება.

სალომე ზურაბიშვილი

14 ივლისი 2020, 20:32

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთს ეროვნული დღესასწაული, ბასტილიის აღების დღე მიულოცა.

14 ივლისი 2020, 20:23

მსოფლიო

პაკისტანში უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმას 8 სამხედრო ემსხვერპლა

სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში, პანჯგურის პროვინციაში დაუდგენელმა შეიარაღებულმა ჯგუფმა უსაფრთხოების ძალების კოლონას ცეცხლი გაუხსნა. შედეგად, 8 სამხედრო დაიღუპა. შემთხვევისას 5 ჯარისკაცი დაიჭრა.

კახა კალაძე

14 ივლისი 2020, 20:21

საზოგადოება

კახა კალაძე: შევპირდი თბილისელებს, რომ ჩვენი ქალაქი ევროპაში ყველაზე კეთილმოწყობილი, ყველაზე მწვანე და ყველაზე მოწესრიგებული იქნება

პირობა მაქვს მიცემული თბილისელებისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ევროპაში ყველაზე კეთილმოწყობილი, ყველაზე მწვანე და ყველაზე მოწესრიგებული იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების რეაბილიტირებული პარკის (ე.წ. კიკვიძის პარკის) გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

14 ივლისი 2020, 20:20

საზოგადოება

გიორგი გახარია: მინდა თბილისელებს ვუსურვო მეტი ასეთი სკვერი, იმისთვის რომ თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრება იყოს კომფორტული

„თბილისში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი რაღაც გაჩნდა, რაც ჩვენს თვალს და ჩვენს გარემოს არ მოსწონს. მაგრამ თბილისის მერია, თბილისის მერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში მეტი სიმწვანე, მეტი რეკრეაცია იყოს. რომ სულ უფრო მეტი და მეტი ადგილი იყოს, სადაც ჩვენი შვილები და ბავშვები ისეირნებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. ეს არ უნდა იყოს ერთ-ერთი, ასეთი უნდა გვქონდეს კიდევ ბევრი. სულ რამდენიმე კვირის წინ ჩვენ გავხსენით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რეაბილიტირებული მზიურის პარკი და დღეს ჩვენი გენიალური ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა და შეუძლებელია ეს არ გავიხსენოთ. ამიტომ, მინდა თბილისს, თბილისელებს, ვუსურვე მეტი ასეთი სიმწვანე, მეტი ასეთი განახლებული, ახალი სიცოცხლით შევსებული სკვერი, იმისთვის რომ თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების ყოველდღიური ცხოვრება იყოს კომფორტული. მადლობა თბილისის მერიას, მადლობა მერს. საამაყო მერი გყავთ, წარმატებები და ყველგან გამარჯვებით, ერთად“, - განაცხადა პრემიერმა.

რობერტო სპერანცა

14 ივლისი 2020, 20:07

COVID19

იტალიის მთავრობა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს 31 ივლისამდე გაახანგრძლივებს

იტალიის მთავრობა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს 31 ივლისამდე გაახანგრძლივებს. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ განაცხადა.

მირიან ნიკოლაძე

14 ივლისი 2020, 19:48

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი შსს-ში იმყოფება

გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე შსს-ში იმყოფება. ნიკოლაძის განცხადებით, ის უწყებაში საქმესთან დაკავშირებული ვერსიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად არის მისული.

ირაკლი კობახიძე

14 ივლისი 2020, 19:46

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ირაკლი კობახიძემ საარჩევნო შტაბის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინა. სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

14 ივლისი 2020, 19:43

პოლიტიკა

არასაპარლამენტო პარტიებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის ვადა დღეს დასრულდა

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პოლიტიკური პარტიების ნაწილს დღეს საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) მომართვის ვადა ამოეწურათ.

კიკვიძის პარკი

14 ივლისი 2020, 19:42

საზოგადოება

ნაძალადევში რეაბილიტირებული ე.წ. კიკვიძის პარკი გაიხსნა

ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად დაესწრო. რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკს შეუერთდა მიმდებარედ არსებული აუთვისებელი ტერიტორია, მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, წყალსარინების, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

თბილისის საკრებულო

14 ივლისი 2020, 19:26

ეკონომიკა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს. ცვლილებების პროექტი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შემოსავლების და ხარჯვით ნაწილში მცირდება. ბიუჯეტის ცვლილებების განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, თავისი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა გამოთქვეს.

14 ივლისი 2020, 19:26

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსისგან ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ კორონავირუსისგან ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა.

14 ივლისი 2020, 19:20

COVID19

აფრიკის კონტინენტზე კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 600 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, აფრიკის კონტინენტზე დადასტურებული კოვიდინფიცირების ჯამურმა მაჩვენებელმა 610 ათასს მიაღწია. ახალი კორონავირუსით ინფიცრების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გასულ კვირაში გადააჭარბა.

ჯეიმს აპატურაი

14 ივლისი 2020, 19:13

მსოფლიო

ჯეიმს აპატურაი ბაქოსა და ერევანს კონფლიქტის ესკალაციის პრევენციისთვის აუცილებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

„შეშფოთებული ვადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას სომხეთისა და აზერბაიჯანის ორმხრივ საზღვარზე, რომელშიც ჩართულია მძიმე შეიარაღება და რასაც შედეგად მსხვერპლი მოჰყვა. ჩვენ ვუერთდებით მინსკის ჯგუფის თავმჯდომარეების მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, მიიღონ აუცილებელი ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის“, - წერს აპატურაი.