imedi /  30 ივნისი 2020, 10:50 / სანდო წყარო

ლაშა ნაცვლიშვილი: მოქმედი ოპოზიციის „ნათელაშვილიზაცია“, არათუ ქართული საზოგადოების, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალსაწიერშიც მოხვდა

ლაშა ნაცვლიშვილი

ლაშა ნაცვლიშვილი

სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში, „ნაციონალური მოძრაობა” და მის ორბიტაზე არსებული საზოგადოებრივი აქტორები და მედიასაშუალებები, ევოლუციის ნაცვლად, უწყვეტ და შემაშფოთებელ დეგრადაციას განიცდიან - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პროგრესულობასა და მედასავლეთეობაზე უქსკლუზიური უფლების განაცხადით მოქმედი ოპოზიციის „ნათელაშვილიზაცია“, არათუ ქართული საზოგადოების, არამედ უკვე ჩვენი საერთაშორიაო პარტნიორების თვალსაწიერშიც მოხვდა.

ამის მაგალითად ლაშა ნაცვლიშვილს, გერმანიის ელჩის მიმართ უზენო თავდასხმის დაგმობის თაობაზე, ევროკავშირის სპეციალური განცხადება მოჰყავს და ამბობს, რომ განცხადებამ პოლიტიკური კლოუნი შალვა ნათელაშვილი და ერთ დროს „სვეცკი” თამარ ჩერგოლეიშვილი ერთ სიბრტყეზე დააყენა და თანაბრად გაკიცხა.

,,სულ რაღაც 4-5 წლის წინ, შალვა ნათელაშვილი, ანტიდასავლურობის პარალელურად, უგემოვნობის, პოლიტიკური კიჩის, სამარცხვინო უპრინციპობის და შეუნიღბავი მერკატილიზმის ეტალონად ითვლებოდა ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. ის იყო სიმბოლო, როგორი არ უნდა ყოფილიყო ქართველი პოლიტიკოსი და ჩვენ კარგად გვახსოვს ის დრო, როდესაც რომელიმე პოლიტიკური აქტორი ან კომენტატორი ოპონენტის დაკნინებას ცდილობდა, იგი მას შალვა ნათელაშვილს ადარებდა - შალვა ნათელაშვილს დაემსგავსაო, ამბობდა. დღეს კი, „ნაციონალური მოძრაობა” შალავ ნათელაშვილს ქართული ოპოზიციის პატრიარქად მოიხსენიებს და ეს მართლაც მწარე სიმართლე გამოდგა, რადგან პროგრესულობასა და მედასავლეთეობაზე უქსკლუზიური უფლების განაცხადით მოქმედი ოპოზიციის “ნათელაშვილიზაცია”, არათუ ქართული საზოგადოების, არამედ უკვე ჩვენი საერთაშორიაო პარტნიორების თვალსაწიერშიც მოხვდა, რისი ნათელი მაგალითი ევროკავშირის სპეციალური განცხადება გახლავთ გერმანიის ელჩის მიმართ უზენო თავდასხმის დაგმობის თაობაზე. ამ განცხადებამ მდაბიო პოლიტიკური კლოუნი შალვა ნათელაშვილი და ერთ დროს „სვეცკი” თამარ ჩერგოლეიშვილი ერთ სიბრტყეზე დააყენა და თანაბრად გაკიცხა. ვერ გეტყვით, რამდენად გამოაფხიზლებს საკუთარ კაკანათში გაბმულ და “გამონათელაშვილებულ” ოპოზიციას ევროკავშირის მიერ საჯაროდ გაწნული სილა, მაგრამ მოძღვრება გვასწავლის, რომ ხსნა სასიკვდილო სარეცელზეც შესაძლებელია. ამიტომ, ფრთხილი ოპტიმიზმით დაგაკვირდებით. პ.ს. მეტი არაა ჩემი მტერი, ამათ აწი რამე ეშველოთ”, - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

ყველა სიახლე

რობერტ რედფილდი

10 ივლისი 2020, 01:12

COVID19

რობერტ რედფილდი: სკოლების დახურვა ბავშვების საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე სკოლების გახსნა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, აშშ-ში სკოლები უნდა გაიხსნას. მისი თქმით, თუ სკოლები დახურული დარჩება, ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უფრო დიდი საფრთხე იქნება.

ჯავისია ლესლი

10 ივლისი 2020, 01:03

კულტურა

ისტორიაში პირველად ბეტვუმენს შავკანიანი ქალი განასახიერებს

„ძალიან ვამაყობ იმით, რომ პირველი შავკანიანი მსახიობი ვარ, ვინც ამ როლს ტელესერიალში ითამაშებს. როგორც ბისექსუალი ქალისთვის, ჩემთვის დიდი პატივია გახდე იმ შოუს ნაწილი, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა LGBTQ+-თემისთვის“, - ამბობს ლესლი.

10 ივლისი 2020, 00:55

საზოგადოება

GORBI-ს კვლევა: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მოლოდინი აქვს, რომ წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ცხოვრება მეტ-ნაკლებად ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება

მისი თქმით, რესპონდენტები, რომლებიც ქალაქში ცხოვრობენ და უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტები ნაკლებად უჩივიან კრიზისის შედეგად შინამეურნეობის შემოსავლების შემცირებას. თუმცა, ეს ორივე ჯგუფი გარკვეულწილად ნაკლებად ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ცხოვრება დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 ივლისი 2020, 00:48

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი დავალებით შევიმუშავეთ თავდაცვის ძალების 10-წლიანი განვითარების გეგმა

„გარდა შეიარაღებისა ჩემი ხედვა ეფუძნება ძლიერი რეზერვის სისტემის განვითარებას. დღეს ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის კომფორტი, რომ მრავალრიცხოვანი არმია შეინახოს, მაგრამ 30-წლამდე ჩვენ თუ იმ ტემპებით განვითარდებით, რომელიც ჩემს ხედვაში მაქვს განსაზღვრული, სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენ გვყავდეს დაახლოებით 80-დან 100 ათასამდე მომზადებული რეზერვის ოფიცერი. ეს არის სერიოზული განაცხადი და გეგმა,რომელიც მე წარვუდგინე თავდაცვის ძალების მთელ შემადგენლობას და მათთან ერთად ვმუშაობ ამ გეგმის განხორციელებაზე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

10 ივლისი 2020, 00:44

COVID19

GORBI-ს კვლევა: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხელისუფლება კორონავირუსს კარგად უმკლავდება

რამოდენიმე კონტინენტის 18 ქვეყანაში კვლევა „გელაპ ინთერნეიშენალმა“ ჩაატარა. ამ პროექტის ფარგლებში, „გორბიმ“-მ ჩაატარა საქართველოს მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევა სატელეფონო პანელის გამოყენებით. სულ გამოიკითხა 1003 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა 7-12 ივნისს და კვლევის დასაშვები ცდომილება 2.5%-ს წარმოადგენს.

10 ივლისი 2020, 00:43

სამართალი

არსებული ინფორმაციით, გლდანში საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქე უმისამართოდ ისროდა

არსებული ინფორმაციით, გლდანში, ვასაძის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ უმისამართო სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან უმისამართოდ ისროდა.

ბიჭები სერიალი

10 ივლისი 2020, 00:30

კულტურა

Amazon-მა „ბიჭების“ მეორე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა

სერიალი ალტერნატიულ სამყაროზე მოგვითხრობს, სადაც სუპერგმირები რეალურები არიან, მაგრამ შორს დგანან იმ იდეალებისგან, რომლებსაც წარმოადგენენ. მათ გამოაშკარავებას უბრალო ადამიანთა ჯგუფი ცდილობს ბილი ბუტჩერის (კარლ ურბანი) თაოსნობით. შოუს შემქმნელი ერიკ კრიპკეა.

10 ივლისი 2020, 00:28

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულ სურვილსა და მიზანს წარმოადგენს ის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და სიმშვიდე

ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულ სურვილსა და მიზანს წარმოადგენს ის, რომ ქვენაში იყოს ზოგადი სტაბილურობა და სიმშვიდე, ასევე პოლიტიკური სტაბილურობა და სიმშვიდე, თუმცა ჩვენი დესტრუქციული და მტრული ძალის, კოლექტიური ნაცმოძრაობის პირობებში რა თქმა უნდა ეს შეუძლებელია, რადგან მათ მთავარ ამოაცანს დესტაბილიზაცია წარმოადგენს - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 ივლისი 2020, 00:21

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ის მძიმე დანაშაული, რაც წინა ხელისუფლების დროს იქნა ჩადენილი, საჭიროებდა და საჭიროებს დროულ გამოძიებას

მინდა შევეხო ჭაკუას საქართველოში ექსტრადირების საკითხს. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა მეთოდებით უსწორდებოდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენ მოქალაქეებს. ვინც არ იცის, შევახსენებ, რომ ჭაკუა გასამართლებულია ციხის კადრების დადგმასთან დაკავშირებით და არა იმ რეალურ სკანდალურ ფაქტებთან დაკავშირებით - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 ივლისი 2020, 00:09

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ და კონკრეტულად სააკაშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება ხელისუფლებაში დაბრუნების

მთავარი ძალაუფლების წყარო მომდინარეობს ხალხისგან. ვერც ერთი ძალა ვერ გადაწყვეტს ჩვენი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ბედს. თუ ჩვენი ხალხი, გვაძლევს და მოგვცემს მანდატს რომ გავაგრძელოთ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მსახურება, ამას ვერავითარი ძალა წინ ვერ აღუდგება. ორჯერ იქნება, სამჯერ თუ ოთხჯერ, ამას მხოლოდ ერთადერთი უნივერსალური და უზენაესი ძალა, ქართველი ხალხი გადაწყვეტს და მე არ ვურჩევდი არც ერთ ძალას ამ პროცესში ჩარევას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

09 ივლისი 2020, 23:54

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: კეზერაშვილმა ბიუჯეტიდან არაერთი მილიარდი ლარი გაფლანგა და დახარჯა

არათუ მხოლოდ დაკავშირებულია სააკაშვილი კეზერაშვილთან, არამედ ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ყოფილი პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია ჩართული იყო იარაღის უკანონოდ ვაჭრობაში. ეს კავშირი დადადასტურებულია არა ერთგზის და რა თქმა უნდა საჭიროებს დამატებით შესწავლას - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

09 ივლისი 2020, 23:54

COVID19

ჯანმომ კორონავირუსის გადაცემაზე ახალი მოხსენება გამოაქვეყნა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი სამეცნიერო მოხსენება გამოაქვეყნა, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ შეიძლება კორონავირუსი ერთი ადამიანიდან მეორეზე გავრცელდეს, მათ შორის ჰაეროვანი გზით გარკვეული სამედიცინო პროცედურების დროს.

09 ივლისი 2020, 23:44

რეგიონი

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა ბინაში შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

09 ივლისი 2020, 23:39

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დაახლოებით მილიარდ ლარამდე ღირებულების შეიარაღება ომის დროს უბრალოდ გაქრა

2006- 2009 წლებში, მაშინ როდესაც კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი ხდებოდა გამალებული შეიარაღება და შეიარაღების შესყიდვა. დაახლოებით მილიარდ ლარამდე ღირებულების შეიარაღება ომის დროს უბრალოდ გაქრა. არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ეს შეიარაღება ჩვენ ჯარს ჰქონდა, დღეს არ გაგვაჩნია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

09 ივლისი 2020, 23:30

სამართალი

ირაკლი ღარიბაშვილი: კეზერაშვილის საქმით არა მხოლოდ ისრაელის პროკურატურა, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიც უნდა დაინტერესდნენ

წლების განმავლობაში ჩვენი უწყებისა და კერძოდ, ბატონი კეზერაშვილის საქმიანობის მიმართ უამრავი შეკითხვა არსებობდა. ის მართლაც სამაგალითო სახეა იმ ელიტური კორუფციის, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებისთვის იყო დამახასიათებელი - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ კეზერაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

09 ივლისი 2020, 23:30

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ქალბატონი გიგაური არასოდეს დაინტერესებულა ჩემი ნათქვამი ფაქტებით, რომელიც ფაქტებია და არა სპეკულაცია

„თქვენი ეთერის მეშვეობით შემიძლია განვაცხადო, რომ მზად ვარ მივაწოდო აბსოლუტურად ყველა დეტალური ინფორმაცია ქალბატონ გიგაურს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაინტერესებულია ანტიკორუფციული საქმიანობით ჩვენი თუ წინა ხელისუფლების. საეჭვოა ის ფაქტი, რომ არასოდეს არ გამოთქმულა არავითარი ეჭვი ყოფილი, ხელისუფლების მაღალი წარმომადგენლების მხრიდან არაერთი ჩადენილი დანაშაულის და კორუფციული საქმიანობის მისამართით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არიან მიკერძოებული, სუბიექტური დაკავშირებული ამ პიროვნებებთან“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

09 ივლისი 2020, 23:04

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: ექსპერტიზის პასუხები სანდო იქნება, რადგან მასში ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი მონაწილეობს

მისი თქმით, ექსპერტიზის პასუხები ბუნებრივია სანდო იქნება, რადგან მასში ოჯახის ნდობით აღჭურვილი ექსპერტი მონაწილოებს. „3 ძირითადი კითხვაა, პირველ ყოვლისა ეს არის გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზი, შემდეგ არის სიცოცხლის დროინდელია თუ არა დაზიანებები გიორგის სხეულზე და მესამე, ამ დაზიანებების ხარისხი როგორია“- აცხადებს ნიკოლაძე.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

09 ივლისი 2020, 22:53

COVID19

ბენიამინ ნეთანიაჰუ: მთავრობამ ეკონომიკა ძალიან სწრაფად გახსნა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მთავრობამ ეკონომიკა ძალიან სწრაფად გახსნა.

09 ივლისი 2020, 22:45

სამართალი

ბათუმის ბულვარში 17 წლის ბიჭი დაჭრეს

ბათუმის 17 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა ბულვარში, საზაფხულო თეატრთან მოხდა. მას ჭრილობა მუცლის ღრუში დანით აქვს მიყენებული. ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, მედიკოსების თქმით, მდგომარეობა მძიმეა. თვითმხილველების თქმით, ხმაური იყო, თუმცა თავად ფაქტს არ შესწრებიან. ამბობენ, რომ ახალგაზრდა ბიჭი შველას ითხოვდა.

09 ივლისი 2020, 22:43

რეგიონი

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ხანძარია

როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, მოხდა კორპუსის მცხოვრებელთა ევაკუაცია და ხანძარი ლოკალიზებულია.