imedi /  30 ივნისი 2020, 13:20 / სანდო წყარო

საარჩევნო კოდექსის პროექტით, პარტიულ სიაში ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს

საქართველოს პარლამენტი

პარტია, რომელსაც სიაში ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც არ ეყოლება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ვერ დარეგისტრირდება.

საარჩევნო კოდექსის პროექტის მიხედვით, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ (საარჩევნო სუბიექტმა) ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.

პარლამენტი მიმდინარე კვირაში, საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით იწყებს. დღეს ამ საკითხს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. განხილვას ოპოზიციური პარტიებიც დაესწრებიან.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

15 ივლისი 2020, 20:39

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებაზე: როდესაც ასეთი ჩასაფრებული და ბოროტი ოპოზიცია გყავს, ასეთი განცხადებები არ უნდა გააკეთო

როდესაც ასეთი ჩასაფრებული და ბოროტი ოპოზიცია გყავს, რა საკვირველია არ უნდა გააკეთო ასეთი განცხადება- ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის ძალადობის საქმეს შეეხებოდა. „პრეზიდენტს ცუდი არაფერი უგულისხმია თუ ის ტრადიციებზე საუბრობდა, ლაპარაკობდა ტრადიციაზე, რომელიც ეხება აღიარებას, რომელიც ეხება მონანიებას“, - აცხადებს ვოლსკი. მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით თქვა, რომ ვაჟკაცობა ჯგუფური ძალადობა არ არის.

15 ივლისი 2020, 20:37

COVID19

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა პირველი დადებითი შედეგები მიიღეს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ტესტირებისას

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა პირველი დადებითი შედეგები მიიღეს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ტესტირებისას. ოქსფორდის უნივერსიტეტი ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-სთან ვაქცინის ფართო წარმოების დაწყებაზე მუშაობს.

15 ივლისი 2020, 20:33

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო მომაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია - 15 კარანტინის რეჟიმშია - 5640, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 244 ადამიანი რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 31 საქართველოს მოქალაქე.

დავით მათიკაშვილი

15 ივლისი 2020, 20:29

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური პარკი შექმნა, რომელიც კიდევ ერთ ლოკაციად აღინიშნება საქართველოს ტურისტულ რუკაზე

ჩვენ გვესმოდა არაერთი სპეკულაცია და უსაფუძვლო ბრალდება, არადა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური პარკი შექმნა, რომელიც კიდევ ერთ ლოკაციად აღინიშნება საქართველოს ტურისტულ რუკაზე, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გახსნას.

15 ივლისი 2020, 20:22

რეგიონი

დენდროლოგიურმა პარკმა პირველ დღეს რამდენიმე ათას ადამიანს უპასპინძლა

შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, 18 ჰექტარზე გაშენდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გადმორგული 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ხე. 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხე-მცენარეა წარმოდგენილი.

არმენ სარქისიანი

15 ივლისი 2020, 20:16

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტი: თუ აზერბაიჯანს ძალის ენა ურჩევნია, სომხეთის არმია მზად არის საკადრისი პასუხი გასცეს

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში საომარი ქმედებების გაჩაღება საკუთარ და მეზობელ ქვეყანაში არაადამიანური და უპასუხისმგებლო ქმედებაა.

მაიკ პომპეო

15 ივლისი 2020, 19:59

COVID19

მაიკ პომპეო: ჯანმოს მიერ კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის შესწავლა აბსოლუტურად შელამაზებული გამოძიება იქნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის შესწავლა აბსოლუტურად შელამაზებული გამოძიება იქნება.

15 ივლისი 2020, 19:58

რეგიონი

ბათუმში ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

ბათუმში ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. „ვაპროტესტებთ გახელაძის ჯერ ვერაგულად დაჭრას და შემდეგ გატაცებას. ცხადია ვაპროტესტებთ რუსულ ოკუპაციას, ეს ბრძოლა არის მარათონული და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ტუღუშმა შეკრებილებმა რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. „ადამიანები ყოველდღე ქრებიან ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან და გაურკვეველ ვითარებაში იღუპებიან. ეს უნდა გავაჩეროთ, ხმაური უნდა ავტეხოთ, სხვანაირად არ შეიძლება“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მალხაზ რეხვიაშვილმა

15 ივლისი 2020, 19:51

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: პანდემიის პერიოდში ბავშვებში ტყვიაზე კვლევები არ შეჩერებულა

პანდემიის პერიოდში ბავშვებში ტყვიაზე კვლევები არ შეჩერებულა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, წელს ბიუჯეტიდან მილიონი ლარი დაიხარჯება.

15 ივლისი 2020, 19:39

რეგიონი

ბათუმში მთავრობის სახლის წინ ე.წ ხოფის ბაზრობის ერთ-ერთმა ყოფილმა მეპატრონემ კარვები გაშალა

ბათუმში მთავრობის სახლის წინ ე.წ ხოფის ბაზრობის ერთ-ერთმა ყოფილმა მეპატრონემ კარვები გაშალა. დავით ანანიძის თქმით, აქციას ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გააგრძელებს. ის ქონების დაბრუნებას ითხოვს და ამბობს, რომ ბაზრობის 51 პროცენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს უკანონოდ, შანტაჟის გზით ჩამოართვეს. ანანიძის თქმით, მიზეზი პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.

15 ივლისი 2020, 19:34

სპორტი

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარი გამოქვეყნდა

ჯგუფური ეტაპი 12 დღეში უნდა დასრულდეს და დღეში 4 მატჩია დაგეგმილი. 1/8 ფინალები - 3-6 დეკემბერს გაიმართება, 1/4 ფინალები 9-10 დეკემბერს, ხოლო 1/2 ფინალური მატჩები - 13-14 დეკემბერს. ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისის დროით 14:00, 17:00, 19:00 და 23:00 საათზეა დანიშნული. პლეი ოფის მატჩები კი თბილისის დროით 19:00 და 23:00 საათზე დაიწყება.

15 ივლისი 2020, 19:33

სამართალი

პროკურატურა საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე დ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით 2020 წლის 29 აპრილს წარუდგინა.

გიორგი ვოლსკი

15 ივლისი 2020, 19:31

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: დენდროლოგიური პარკი ეს არის საუკეთესო პასუხი იმ სიბინძურეზე, რაც ამ ხნის განმავლობაში ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან ისმოდა

დენდროლოგიური პარკი დარჩება ჩვენს შვილებს,- ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გახსნას. „დენდროლოგიური პარკი ეს არის საუკეთესო პასუხი იმ სიბინძურეზე, რაც ამ ხნის განმავლობაში სტყორცნეს ჩვენმა ე.წ. ოპოზიციონერებმა, ყველამ არა რა საკვირველია. ეს დარჩება ჩვენს შვილებს. ეს კიდევ ერთი გამოვლინებაა იმისა, რომ ადამიანმა, თუკი ამის რესურსი გააჩნია ან იმ ფარგლებში, რა რესურსიც გააჩნია, ქვეყანაზე, სამშობლოზე უნდა იზრუნოს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

15 ივლისი 2020, 19:29

საზოგადოება

სერვისების განვითარების სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკოსთვის გადაცემულ სიაში 3 550 054 პოტენციური ამომრჩეველია. ამ სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ასევე, საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები.

მაიკ პომპეო

15 ივლისი 2020, 19:28

მსოფლიო

მაიკ პომპეო სომხეთსა და აზერბაიჯანს სიტუაციის დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირების გამო და მხარეებს დეესკალაციისა და დიალოგისკენ მოუწოდა.

ირაკლი ხმალაძე

15 ივლისი 2020, 19:24

პოლიტიკა

ირაკლი ხმალაძე: ექსპერტებთან ერთად სწორი გეგმარებითი გადაწყვეტილებები მივიღეთ

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ გენერალური გეგმით ნაკარნახები სამუშაოების დასრულების შემდეგ, სწორი გეგმარებითი გადაწყვეტილებები მიიღო - კონკრეტულ არეალებს დროებითი შეზღუდვები მოეხსნა და მესაკუთრეებს, შესაბამისი პირობების დაცვით, მიწის ნაკვეთების განვითარების საშუალება მიეცათ. მისი თქმით, წელიწადნახევრის განმავლობაში მერიის რამდენიმე სამსახური მუშაობდა აღნიშნულ თემაზე ექსპერტებთან ერთად და მათ მიიღეს სწორი გეგმარებითი გადაწყვეტილებები.

15 ივლისი 2020, 19:20

COVID19

ევროკომისია: ევროკავშირი შემოდგომაზე კორონავირუსის სეზონურ გრიპთან ინტერაქციისთვის უნდა მოემზადოს

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ევროკავშირი კვლავ დაუცველი რჩება Covid-19-ის პანდემიის ახალი ტალღის შემთხვევაში და შემოდგომაზე კორონავირუსის სეზონურ გრიპთან ინტერაქციისთვის უნდა მოემზადოს.

მამუკა მდინარაძე

15 ივლისი 2020, 19:20

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: დღეს ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს ისეთი პარკი, რომლის ანალოგი რეგიონში არ არის - ეს არის პასუხი წლების მანძილზე მიმდინარე უარყოფით კამპანიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გახსნას ეხმიანება. მისი თქმით, პარკი, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არის საუკეთესო პასუხია იმ უარყოფით კამპანიაზე, რაც წლების მანძილზე ხორციელდებოდა ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

გია აბაშიძე

15 ივლისი 2020, 19:19

საზოგადოება

გია აბაშიძე: ბიძინა ივანიშვილი ქმნის უნიკალურ ინფრასტრუქტურას, რომელიც თაობებს დარჩება

ბიძინა ივანიშვილი ქმნის უნიკალურ ინფრასტრუქტურას, რომელიც თაობებს დარჩება. ის ქმნის უნიკალურ ინფრასტრუქტურას ქვეყანაში, რომელიც თაობებს დარჩება - ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშძე დენდროლოგიური პარკის გახსნას. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ათწლეულებია საქართველოში ქველმოქმედებას მრავალი მიმართულებით ეწევა.

15 ივლისი 2020, 19:07

COVID19

ტაჯიკეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6695-ს მიაღწია

ბოლო 24 საათში ტაჯიკეთში კორონავირუსით კიდევ 52 ადამიანი დაავადადდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 6695-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 56 პაციენტი გარდაიცვალა, 5383 კი გამოჯანმრთელდა.