imedi /  30 ივნისი 2020, 14:30 / სანდო წყარო

რატი იონათამიშვილი: როდესაც სააკაშვილსა და მის უკვე კრიმინალურ ორგანიზაციაზეა საუბარი, გამოსარიცხი არაფერია

რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

როდესაც სააკაშვილზე და მის უკვე კრიმინალურ ორგანიზაციაზე საუბარი გამოსარიცხი არაფერია, საზოგადოებამ იცის და არაერთი ფაქტებით დადასტურდა, რომ ძალაუფლებისთვის ეს კანტორა ყველაფრისთვის მზადაა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ურკაინელი ჟურნალისტების, ოლეგ დეინეკასა და ვალერი ტოვმაჩის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე ფაქტების დადასტურებამდე პოლიტიკურ შეფასებას ვერ გააკეთებს.

„ვიდრე ფაქტები არ დადასტურდება, შეფასებებს ვერ გავაკეთებთ. მოვისმინეთ აუდიოჩანაწერი, მაგრამ საჭიროა დადგინდეს მისი ავთენტიკურობა. ბევრი კითხვა კითხვა ჩნდება და ყველას ინტერესში უნდა იყოს, რომ გაეცეს მათ პასუხი. როდესაც საუბარია სააკაშვილზე და მის უკვე კრიმინალურ ორგანიზაციაზე, გამოსარიცხი არაფერია. საზოგადოებამ იცის და არაერთი ფაქტით დადასტურდა, რომ ძალაუფლებისთვის ეს კანტორა ყველაფრისთვის მზადაა, მაგრამ როცა კონკრეტულ ბრალდებებზე შეიძლება იყოს საუბარი, ამას შესაბამისი დასაბუთება, არგუმენტები და ექსპერტიზის დასკვნები სჭირდება იმისთვის, რომ დავიცვათ უდანაშაულიბის სტანდარტი და შემდეგ მივცეთ მას პოლიტიკური შეფასებები“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ყველა სიახლე

06 ივლისი 2020, 17:03

საზოგადოება

აფხაზეთიდან ქუთაისის საავადმყოფოში შეყვანილი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

აფხაზეთიდან შემოყვანილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ახალგაზრდა მამაკაცს ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის, ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, პაციენტს ბარძაყის მიდამოდან უცხო სხეული ამოუღეს.

06 ივლისი 2020, 16:59

COVID19

ბოლო 24 საათში მექსიკაში კორონავირუსით 4 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში მექსიკაში კორონავირუსით 4 683 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ კი 256 848-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 30 639 ადამიანი დაიღუპა, მათგან 273 კი გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 155 604-ს შეადგენს.

06 ივლისი 2020, 16:55

პოლიტიკა

ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით გამართულ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია უძღვებოდა, ერთი სარატიფიკაციო დოკუმენტი განიხილეს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ორი უწყების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

ნიკ კორდერო

06 ივლისი 2020, 16:51

COVID19

ბროდვეის მსახიობი ნიკ კორდერო კორონავირუსით გარდაიცვალა

ბროდვეის მსახიობი, ნიკ კორდერო 41 წლის ასაკში, კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. მსახიობი საავადმყოფოში მარტში დააწვინეს. ამ დროის განმავლობაში მას სეფსისი განუვითარდა, გადაიტანა მინი-ინსულტი და მარჯვენა ფეხის ამპუტაციაც კი დასჭირდა.

06 ივლისი 2020, 16:49

COVID19

ყატარში კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელმა 100 ათასს გადააჭარბა

ყატარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელმა 100 ათასს გადააჭარბა.

გენადი მარგველაშვილი

06 ივლისი 2020, 16:34

საზოგადოება

გენადი მარგველაშვილი: პანდემიის გამოცხადების შემდეგ ეროვნულ გამოცდები ყველაზე ხალხმრავალი ღონისძიება, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს

„დღეს, საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პანდემიის გამოცხადების შემდეგ, ეს არის ყველაზე მასშტაბური და ხალხმრავალი ღონისძიება, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, შესაბამისად, წელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და სიფრთხილე მართებს გამოცდების ორგანიზებაში ჩართულ თითოეულ უწყებას. კომიტეტის სახელით, მინდა, წარმატება ვუსურვო ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, სტუდენტთა საგრანტო და მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებში მონაწილე თითოეულ აპლიკანტს. შეუძლებელია არ გამოვყო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენელთა განსაკუთრებული როლი, რომელთა დაუღალავი შრომითაც შემუშავდა როგორც რეკომენდაციები, ასევე წესები, რომელიც ერთი მხრივ მორგებულია აპლიკანტთა ინტერესებზე, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფენ დაავადებათა პრევენციას. ბოლოს, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გამოცდების ორგანიზებაში ჩართულ თითოეულ დამკვირვებელს, გამსწორებელს, ექიმსა და პოლიციელს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ცდილობენ გამოცდების უხარვეზოდ წარმართვას“, - აცხადებს გენადი მარგველაშვილი.

06 ივლისი 2020, 16:32

სამართალი

ბათუმში დედის მიერ 9 წლის გოგოს ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ხელვაჩაურში დედის მიერ 9 წლის გოგონას ცემის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, დედამ მოზარდზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა. გოგონას ტრავმები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აღენიშნება.

ირაკლი კობახიძე

06 ივლისი 2020, 16:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის სპეციალური პროტოკოლი მომზადდება

საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის 2-კვირიანი კარანტინი გამორიცხული იქნება გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ აზრი ეკარგება საერთოდ დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

სოფო გორგოძე

06 ივლისი 2020, 16:27

საზოგადოება

სოფო გორგოძე: მიუხედავად რეკომენდაციებისა, გულშემატკივრები საგამოცდო ტერიტორიის გარე პერიმეტრზე მაინც გროვდებიან

„დღევანდელმა დღემ მშვიდად ჩაიარა. სამწუხაროა, რომ 2 აბიტურიენტი დაგვიანების და ასევე 2, ტემპერატურის გამო გამოცდაზე არ დაიშვა. გვქონდა სამი სახის სექტორი, საგამოცდო, სპეცსაჭიროების სტუდენტისთვის და ერთი სარეზერვო, სადაც განვათავსებდით იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებოდათ, თუმცა რეკომენდაციიდან გამომდინარე ექიმის შემოწმების შემდეგ მათი დაშვება სექტორებში შეგვეძლო. სარეზერვო სექტორში, სადაც სიცხიანი აბიტურიენტები დაიშვა, განთავსდა მხოლოდ 4 აბიტურიენტი.

ხვიჩა კვარაცხელია

06 ივლისი 2020, 16:26

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია „რუბინსა“ და „ორენბურგს“ შორის გამართული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელია „რუბინსა“ და „ორენბურგს“ შორის გამართული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. საქართველოს ნაკრების 19 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე ეფექტური დრიბლინგი განახორციელა, 67-ე წუთზე კი ერთადერთი ბურთის ავტორს დენის მაკაროვს საგოლე გადაცემა მიაწოდა და შეხვედრა ყაზანელებმა 1:0 მოიგეს.

ირაკლი კობახიძე

06 ივლისი 2020, 16:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ახალი სახეები მრავლად იქნებიან

უახლოეს დღეებში შერჩევის პროცესს დავასრულებთ და იმედი მაქვს, რომ ივლისის შუა რიცხვებში ოცდაათივე მაჟორიტარი დასახელდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სიაში იქნებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე დიდიხანია გუნდში არიან და ასევე მრავლად იქნებიან ახალი სახეებიც.

06 ივლისი 2020, 16:22

COVID19

პერუში კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელმა 300 ათასს გადააჭარბა

პერუს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 635 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 302 718 შემთხვევა დადასტურდა.

სოსო ფრუიძე

06 ივლისი 2020, 16:15

სპორტი

„ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ თანამდებობა დატოვა

62 წლის მწვრთნელსა და კლუბის ხელმძღვანელებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მიმდინარე სეზონში თბილისის გუნდმა მწვრთნელი უკვე მეორედ შეიცვალა.

ირაკლი კობახიძე

06 ივლისი 2020, 16:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საარჩევნო უბნებთან რადიუსს ყოველთვის პირველები იკავებდნენ

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ პირველები იყვნენ ყოველთვის, ვინც საარჩევნო უბნების გარეშემო იკავებდა რადიუსს, შესაბამისად მათ ინტერესში რომ არ შედიოდა რადიუსი, ეს თავიდანვე ჩანდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

06 ივლისი 2020, 16:03

საზოგადოება

თბილისის ბაღების აღსაზრდელების ოჯახებისთვის პროდუქტების გადაცემის პროექტი დასრულდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქის მერის ინიციატივით დაწყებული სოციალური პროექტი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელების ოჯახებს საკვები პროდუქტები ოთხი თვის განმავლობაში ურიგდებოდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

06 ივლისი 2020, 16:02

ეკონომიკა

„ლიბერთი“ იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

დღეიდან „ლიბერთი“ იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამა ინიცირებულია სახელმწიფოს მიერ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად და ხუთი წლის განმავლობაში, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას ითვალისწინებს.

06 ივლისი 2020, 16:01

კულტურა

საქართველოში ახალი პროექტი, „ლიტერატურა სოლიდარობისთვის“ იწყება

ახალი პროექტი „ლიტერატურა სოლიდარობისთვის“ იწყება. იდეა ლიტერატურით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ეკუთვნით. პროექტის მიზანია, მხარი დაუჭიროს ავტორებს და მსურველები თანადგომის პროცესში ჩართოს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

06 ივლისი 2020, 15:59

COVID19

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი სრული კარანტინის რეჟიმის დაწესების ზღვარზეა

ისრაელი სრული კარანტინის რეჟიმის დაწესების ზღვარზეა, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

გიორგი გახარია

06 ივლისი 2020, 15:59

საზოგადოება

გიორგი გახარია აბიტურიენტებს: თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს. „დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. წარმატებას გისურვებთ ახალგაზრდებო!

06 ივლისი 2020, 15:50

რეგიონი

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 2 ვერტმფრენი ჩაერთო

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სამუშაოებში 20 მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენია ჩართული.