imedi /  01 ივლისი 2020, 20:04 / სანდო წყარო

პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა

დავით სონღულაშვილი ნინო წილოსანი

დავით სონღულაშვილი
ნინო წილოსანი

​ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მხარდაჭერით მომზადებული ანგარიშის „საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ანგარიში - სამოქალაქო საზოგადოების შეფასება“ განიხილეს, კერძოდ, გარემო და კლიმატის ცვლილება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მომხსენებლის, მანანა ქოჩლაძის განმარტებით, რომელიც ცენტალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკების დამკვირვებელთა ქსელის კოორდინატორია ევროკავშირის სამეზობლო რეგიონში, 2018 -2019 წლებში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგი გაკეთდა, მათ შორის, ასოცირების სამოქმედო გეგმასთან მიმართებაში.

„დავინახეთ, რომ ქვეყანაში არის გარკვეული პოზიტიური ცვლილებები ამ მიმართულებით. მთელი რიგი საკითხები იყო გაკეთებული, მათ შორის, ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელება, ეროვნული გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის სამოქმედო გეგმის მოზადება და დამტკიცება. გარკვეული ძვრებია ჰაერის მიმართულებით“, - განაცხადა მანანა ქოჩლაძემ.

მან დეტალურად მიმოიხილა საკითხები, რომელზეც მისივე თქმით, მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებაა გასამახვილებელი, მათ შორის, გარემოს დაცვის სამინისტროს სტრუქტურის თაობაზე.

„პოზიტიური იყო პირველ რიგში ის, რომ ძალაში შევიდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონი, რამაც დააბრუნა საზოგადოების მონაწილეობა და შემოიტანა ახალი ინსტრუმენტი , რომელიც არის სტრატეგიული გარემოს ზემოქმედების მან ისაუბრა ასევე საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე კანონშემოქმედებით პროცესებში, წყალთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტზე, ზურმუხტოვან ქსელში სვანეთის ტერიტორიის შეტანაზე, დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.

ჩვენი მთავარი რეკომენდაცია კომიტეტისადმი არის ის, რომ გაიზარდოს გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობები და გაძლიერდეს ადმინისტრაციული პროცედურები, მოხდეს მისი გაყოფა სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, რადგან არსებობს ინტერესთა კონფლიქტები, რომელიც ან ძალიან კარგად უნდა დარეგულირდეს ან დაშორიშორდეს, უნდა გაიზარდოს ბიუჯეტის ასიგნებები გარემოს დაცვის სექტორისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა გარემოსდაცვით მოქმედებათა მესამე ეროვნული გეგმის შესრულებაზე“, - განაცხადა მანანა ქოჩლაძემ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ჩრდილოვანი რეპორტების მოსმენა, რადგან პარლამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მსაჯულ მხარედ გამოდის.

„ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა აქცენტები უნდა გავაკეთოთ შემდგომ მუშაობაში. სამინისტროს მიერ გარემოს მიმართულებით გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებით როგორც თქვენ, ასევე ჩვენც ვხედავთ უფრო მეტად გასააქტიურებელ მოძრაობებს, აქედან გამომდინარე, კომიტეტს დაწყებული გვაქვს და თითქმის ბოლომდე ვართ გასული, მწვანე ბიუჯეტის პროექტი, რაც გულისხმობს იმას, რომ გამოვყოთ სამინისტროს მიერ უკვე მიღებული და ჩვენ მიერ მიღებული კანონების აღსრულების ნაწილში სად გვჭირდება სტრუქტურული გაძლიერება ისევე, როგორც პროგრამულ ნაწილში გაძლიერება და დამატებითი თანხების მობილიზება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, კომიტეტში დაიდება კომპეტენტური დოკუმენტი, რომელიცგანსაზღვრავს იმ პრიორიტეტებს, სადაც დამატებითი თანხების მობილიზაცია იქნება საჭირო და დაეხმარება ბიუჯეტის განხილვისას სამინისტროს ადვოკატირებაში.

„მადლობა, რომ ახსენეთ იმ მიღწევების შესახებ, რომელიც რეალურად გვაქვს ასოცირებასთან მიმართებაში კანონმდებლობასთან დაკავშირებით. გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონთან მიმართებაში თავად მონაწილეობთ იმ პროცესში, რომელიც კომიტეტს გვაქვს დაწყებული. ეს არ არის დამოუკიდებელი პროცესი. სამინისტროს მზაობით ვახდენთ იმ საკითხების იდენტიფიცირებას, რაზეც უფრო მეტი დაზუსტებები იქნება საჭირო, ამიტომ დღევანდელი მოხსენებაც რა თქმა უნდა, იმ გამოწვევების გამოვლენად ემსახურება, რომლის საქმის კურსშიც ვართ და ვმუშაობთ თქვენთან და სამინისტროსთან ერთად, რომ მაქსიმალურად აღმოვფხვრათ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მისი განცხადებით, დაინიცირდა კანონპროექტი, რომელიც საწვავისგან გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზაგავლენას აღმოფხვრის.

დღეს დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს სანქციების გამკაცრებას საწვავის ხარისხთან დაკავშირებით. 2020 წლის აპრილის, ისევე, როგორც 2018 და 2019 წლის შემოწმებებმა გამოავლინა, რომ რიგ შემთხვევებში დიზელის საწვავში მომატებულია გოგირდის დიოქსიდი 4-5-ჯერ და ზოგ შემთხვევაშიც 10-ჯერაც, ამასთანავე ზოგ შემთხვევაში არ შეესაბამება ოქტანოვატს. ფაქტია, რომ კანონში არსებული რეგულაციები არასაკმარისია იმისთვის, რომ ვაკონტროლოთ და სამინისტროს მიეცეს აღსრულების შესაბამისი საშუალება. აქედან გამომდინარე, დაინიცირებული ცვლილებები გულისხმობს ძალიან მაღალ ფინანსურ სანქციებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და მსგავსი ქმედების განმეორებით ჩადება გულისხმობს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც ვფიქრობთ, რომ აღმასრულებელს საშუალებას მისცემს აღმოფხვრას ეს პრობლემა და გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე საწვავის მიერ მიყენებული ზიანი ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას.

დღესვე სხდომაზე მოისმინეს გარემოს დაცვის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო შესრულების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაწეული ანგარიში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც მანანა ქოჩლაძემ გაამახვილა ყურადღება და ასევე იმ მიმდინარე პროექტების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია უახლოეს მომავალში კანონდებლობად იქცეს, რაც მისივე თქმით, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესში.

„საქართველოს მთავრობამ 2018 წელს დაამტკიცა გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა, რომელიც სრულად ეფუძნება ასოცირების შეთანხმებას, რაც განსაზღვრავს იმ ძირითად პრიორიტეტებს და სფეროებს, სადაც ჩვენი საქმიანობა უნდა გავაუმჯობესოთ და რა მიმართულებებითაც უნდა შემოვიღოთ ახალი რეგულაციები იმისათვის, რომ უკეთესად შევძლოთ გარემოსთან და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, ასევე გარემოს დაცვის სტანდარტების ამაღლება. ეროვნული გეგმის შესაბამისად და ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით, ცხადია, მთელი რიგი მიმართულებებით ვმუშაობთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მან ისაუბრა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონის თაობაზე, რომელიც მისი თქმით, არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ დამკვიდრდეს ეფექტიანია და უკეთესი გარემოსდაცვითი მმართველობა.

„თუმცა ეს არის ძალიან კომპლექსური და რთულად აღსასრულებელი კანონმდებლობა და ამ პროცესში ჩვენ რიგი ხარვეზები გამოვავლინეთ“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მან დეტალურად ისაუბრა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ და მიმოიხილა მიმდინარეობის პროცესში მყოფი გარემოსდაცვითი ღონისძიებები.

ნინო თანდილაშვილმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც კომიტეტებმა ანგარიში ცნობად მიიღეს.

ყველა სიახლე

11 აგვისტო 2020, 01:03

მსოფლიო

მინსკში საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა.

11 აგვისტო 2020, 00:58

მსოფლიო

ანტარქტიდას სანაპიროსთან სავარაუდოდ ნაცისტების საიდუმლო გემი იპოვეს

Google-ს სატელიტურ რუკაზე იპოვეს 122 მეტრის სიგრძის გემი, რომელიც ანტარქტიდას სანაპიროდან 160 კილომეტრითაა დაშორებული. ამის შესახებ Daily Mail წერს. ქსელის მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ეს ნაცისტების საიდუმლო გემია. გამოცემის ცნობით, რუკის ანონიმურმა მომხმარებელმა შენიშნა გაყინული გემი, რომელიც საკრუიზო ლაინერს ჰგავს. მან ამ საკითხზე YouTube-ზე დისკუსია გამართა. მისი ვარაუდით, ეს 122 მეტრიანი გემია, რომელის ანტარქტიდის სანაპიროსთან ჩაიძირა.

11 აგვისტო 2020, 00:52

მსოფლიო

Twitter-ი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზე: ინტერნეტის გათიშვა ძალიან საზიანოა - ეს ადამიანის ძირითად უფლებებსა და ღია ინტერნეტის პრინციპს არღვევს

სოციალური ქსელი Twitter-ი ბელარუსში ინტერნეტისა და სოციალური ქსელების შეზღუდვაზე იუწყება.

11 აგვისტო 2020, 00:45

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ზარმაცა მოკვდა

ცხოველი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა და ჭამაზე უარს ამბობდა, რის გამოც ის დააძინეს. ზარმაცას ზუსტი ასაკი უცნობია. ის გაიანადან გერმანიაში 1971 წელს ჩაიყვანეს. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ის მამრობითი სექსის იყო და პაული შეარქვეს, 1990-იან წლებში გაირკვა, რომ ის მამრია, რის შემდეგ პაული პაულა გახდა.

კრიშტიანუ რონალდუ

11 აგვისტო 2020, 00:31

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსის” სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ასი ათასობით ადამიანი მონაწილეობდა და 35 წლის პორტუგალიელმა კონკურენტებს სოლიდური სხვაობით აჯობა.

პაატა იმნაძე

11 აგვისტო 2020, 00:18

COVID19

პაატა იმნაძე: სამწუხაროდ კორონა არსად წასვლას არ აპირებს

მინიმუმ მომავალი წლის ზაფხულამდე კორონა არსად წასვლას და კაცობრიობისთვის თავის დანებებას არ აპირებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

11 აგვისტო 2020, 00:15

მსოფლიო

ბეირუთში აფეთქების დროს ბავშვი დაიბადა

კრისტალ სავაიმ, ბეირუთში აფეთქების დროს იმშობიარა. ამის შესახებ CNN იტყობინება. აფეთქების დროს ბავშვის მამა, ჯადი საკუთარი მკლავებით ცდილობდა შვილის შუშის ნამსხვრევებისგან დაცვას. ემოციური ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა. უცხოური მედია ასევე წერს, რომ მშობიარესაც და ექიმსაც მრავლობითი ჭრილობა ჰქონდათ და ყველამ შიშით დატოვა პალატა, მთავარი ექიმი კი მაინც დარჩა და ბავშვი მიიღო.

11 აგვისტო 2020, 00:05

კულტურა

ფრანგ მსახიობ ევა გრინს, „პატრიოტის“ გადაღებების ჩაშლის გამო, შესაძლოა სოლიდური ჯარიმა დაეკისროს

ფრანგ მსახიობ ევა გრინს, ფილმის გადაღებების ჩაშლის გამო შესაძლოა $130 მილიონის გადახდა მოუწიოს, ​ ამის შესახებ Variety წერს. კინოსტუდია White Lantern-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის „პატრიოტის“ გადაღება ევა გრინის გამო ვერ დასრულდა. მათი განცხადებით, მსახიობმა მოითხოვა დამატებით ძვირადღირებული მომსახურე პერსონალის დაქირავება.

მაიკ პომპეო

10 აგვისტო 2020, 23:58

მსოფლიო

მაიკ პომპეო: ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით, რომელიც არ იყო თავისუფალი და სამართლიანი.

10 აგვისტო 2020, 23:53

COVID19

ისრაელში COVID19-ის პრევენციისთვის ახალი რეგულაციები 11 აგვისტოდან ამოქმედდება

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კოვიდ-19“ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელის მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციები ძალაში 11 აგვისტოს შევა.

გია ცაგარეიშვილი

10 აგვისტო 2020, 23:50

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: დღეს ქვეყნის სათავეში დგას ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი არის უმთავრესი ღირებულება

დღეს ქვეყანას სათავეში უდგას ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი არის უმთავრესი ღირებულება, ქვეყნის სათავეში დგანან ადამიანები, რომლებიც თავის თანამოქალაქეს არ დაჩაგრავენ, ოჯახში არ შეუვარდებიან, პოლიტიკიური ნიშნით სამსახურიდან არ გამოაგდებენ, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა „POSTV“-ს ეთერში განაცხადა.

რობერტ ლევანდოვსკი

10 აგვისტო 2020, 23:49

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა

უეფას ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა. „ჩელსისთან” მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში, რომელიც „ბაიერნმა” ანგარიშით 4:1 მოიგო, პოლონელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

10 აგვისტო 2020, 23:34

მსოფლიო

მინსკში სამართალდამცველები საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად რეზინის ტყვიებსა და ხმოვან ყუმბარებს იყენებენ

მინსკში სამართალდამცველები საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად რეზინის ტყვიებსა და ხმოვან ყუმბარებს იყენებენ.

არჩილ თალაკვაძე

10 აგვისტო 2020, 23:31

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სექტემბერში წარვადგენთ პროპორციულ სიას, სადაც იქნებიან ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები და ახალი ადამიანები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სექტემბერში წარადგენს პროპორციულ სიას, სადაც იქნებიან გუნდის გამოცდილი წევრები და ახალი ადამიანები.

10 აგვისტო 2020, 23:29

მსოფლიო

სომხეთში სასაწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და ხელოვნების ცენტრებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება. ამის შესახებ კუკტურის მინისტრმა Facebook-ზე განაცხადა. არაიკ არუთინიანის თქმით, შემდეგ კვირაში გადაწყვეტილებას უნივერსიტეტებთან დაკავშირებითაც მიიღებენ.

მარიამ ქვრივიშვილი

10 აგვისტო 2020, 23:24

რეგიონი

მარიამ ქვრივიშვილი: მესტიაში მყოფ მოქალქეებს მოვუწოდებ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს 144-ს, რომ მოხდეს მათი აღრიცხვა და საკარანტინო ზონაში ორგანიზებული გადაყვანა

ამ დროისათვის ცხელი ხაზის „144“-ის საშუალებით იდენტიფიცირებულია ტურისტების პირველი ნაკადი. სურვილიდან გამომდინარე ტურისტების გადაყვანა უკვე დაიწყო მესტიის მუნიციპალიტეტთან ახლოს მდებარე რეგიონებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში.

დიეგო კოლა
თეა ახვლედიანი

10 აგვისტო 2020, 22:51

საზოგადოება

თეა ახვლედიანმა საქართველოში ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მხარეები ასევე შეეხნენ სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში მიჭრეულ შედეგებს და ამ ეტაპზე არსებულ გამოწვევებს და განიხილეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების განათლებაზე ხელმისაწვდომობის, სახელმწიფო ენის, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის და სხვა აქტუალური საკითხები.

10 აგვისტო 2020, 22:44

მსოფლიო

მინსკის ცენტრში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს

მინსკის ცენტრში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც მომიტინგეები შეიკრიბნენ, სამართალდამცველები სპეცტექნიკით არიან მობილიზებულნი.

10 აგვისტო 2020, 22:24

რეგიონი

ტურიზმის ადმინისტრაცია: მესტიის მუნიციპალიტეტში 18 სასტუმროში საკარანტინო სივრცე განთავსდება

მესტიის მუნიციპალიტეტში COVID19-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ოპერატიულად განახორციელა საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად სასტუმროების აღწერა და იდენტიფიცირება.

10 აგვისტო 2020, 22:15

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ შეშფოთებულია ბელარუსში არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარების გამო

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელის, კეილი მაკინანის განცხადებით, აშშ შეშფოთებულია ბელარუსში არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარების გამო და ოფიციალურ მინსკს მოუწოდებს, თავი შეიკავოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან.