imedi /  01 ივლისი 2020, 21:32 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანმა გაფართოებისა და სამეზობლოს პოლიტიკის საკითხებზე ევროკომისართან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

1 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლოს საკითხებზე ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან შეხვედრაში, რომელიც ტელე-ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს 2020 წლის შემდგომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნებსა და პრიორიტეტებზე და ასევე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მოსამზადებელი საკითხები. მინისტრებმა და ევროკომისარმა ასევე შეაჯამეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალისა და ლიდერთა დიალოგის შედეგები, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გაიმართა.

„პრემიერ-მინისტრს ლიდერთა დიალოგის ფარგლებში ჰქონდა უაღრესად მკაფიო გზავნილები აღმოსავლეთ პარტნიორობასთან საქართველოს პრიორიტეტებთან დაკავშირებით, დღევანდელი შეხვედრა ევროკომისართან ემსახურებოდა სწორედ უკვე შემდგომ ნაბიჯებს, იმისთვის, რომ დაგეგმილი სამიტი, რომელიც გაიმართება მომავალი წლის მარტში, იყოს შედეგზე ორიენტირებული და აღმოსავლეთ პარტნიორობის ძირითადი პრიორიტეტები, რაც არის აქტუალური საქართველოსთვის, იყოს შესაბამისად ასახული სამიტის გადაწყვეტილებებში“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა საქართველოს ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პერიოდის პერსპექტივებსა და მიზნებზე „კიდევ ერთხელ გავაჟღერე ჩვენი პრიორიტეტები, რაც არის დაკავშირებული აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ უფრო მეტ ფოკუსირებაზე შავი ზღვის რეგიონთან, შავი ზღვის შესაძლებლობების გამოყენების თვალსაზრისით. ასევე, უსაფრთხოების კომპონენტის გაზრდასთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ასახვასთან ევროკავშირის დღის წესრიგში. ასევე, იყო საუბარი ერთიან ბაზარზე წვდომასთან დაკავშირებით და პრინციპზე „მეტი-მეტისთვის“, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან საქართველო, რომელიც აღიარებულია როგორც ლიდერი ქვეყანა და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დაჩქარდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, იყოს ადეკვატურად აღქმული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ეს შედეგები იყოს გამყარებული კონკრეტულ გადაწყვეტილებებში“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრი ევროკავშირის 30 ივნისის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვიდეო-კონფერენციის დროს მან გამოხატა გულწრფელი მადლიერება ევროკავშირის მიმართ, რომელმაც საქართველო შეიყვანა 15 უსაფრთხო ქვეყანას შორის, ვისთანაც ევროკავშირი ეტაპობრივად მოხსნის დაწესებულ შეზღუდვებს.

„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის, ვისთან მიმართებაშიც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რაც არის კიდევ ერთი აღიარება იმ ეფექტიანი ნაბიჯების, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, უკვე ინდივიდუალურად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, რათა ეტაპობრივად დავგეგმოთ ყველა ის პროცედურა, რაც არის გათვალისწინებული ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხო მგზავრობასთან დაკავშირებით“ - განაცხადა მინისტრმა.

ყველა სიახლე

ენტონი ფაუჩი

06 აგვისტო 2020, 01:04

COVID19

ენტონი ფაუჩი: სირცხვილი ჩვენ, თუ კორონავირუსის პანდემიის შემდეგი აფეთქებისთვის მზად არ ვიქნებით

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ უნივერსალური ვაქცინა ერთ-ერთი გაკვეთილია, რომელიც Covid-19-ის პანდემიისგან უნდა ვისწავლოთ.

პინგვინები

06 აგვისტო 2020, 00:52

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ანტარქტიდაზე პინგვინების ახალი კოლონიები აღმოაჩინეს

ანტარქტიკის შესწავლის ბრიტანულმა ცენტრმა ამისთვის ევროპული სატელიტი Sentinel-2 გამოიყენა, რომელმაც პინგვინების ბინადრობის აქამდე უცნობი კვალის საძიებლად კონტინენტის ზედაპირის სკანირება განახორციელა. კოსმოსიდან გაკეთებულ ფოტოებზე მათ ყინულზე პინგვინების განავლის (გუანო) ფართო ლაქებით აფიქსირებენ.

ჯუზეპე პატერნო

06 აგვისტო 2020, 00:36

ტაბლოიდი

96 წლის იტალიელმა ოცნება აისრულა და ბაკალავრის დიპლომი მიიღო

2017 წელს კი პალერმოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩააბარა. როცა სწავლა დასასრულს უახლოვდებოდა მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დაიწყო და უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. პატერნოს კომუნიკაციის ახალი საშუალებების ათვისება მოუწია და ამ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა. მას ბაკალავრის პირველი ხარისხის დიპლომი გადასცეს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

06 აგვისტო 2020, 00:24

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა მტკიცედ განაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა

5 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე განიხილეს საკითხი - „მდგომარეობა საქართველოში“. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ სხდომის დასრულების შემდგომ, ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, აგრეთვე ირლანდიისა და ნორვეგიის სახელით გაეროში გერმანიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ გააკეთა განცხადება პრესისათვის. აღინიშნა, რომ 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დაწყებიდან 12 წელი სრულდება.

ჯანო ანანიძე

05 აგვისტო 2020, 23:54

სპორტი

ჯანო ანანიძე კარიერას „როტორში“ გააგრძელებს

ჯანო ანანიძე კარიერას „როტორში“ გააგრძელებს. რუსეთის ცნობილი სპორტული ვებ-გვერდის, Championat.com-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე, ვოლგოგრადის კლუბთან წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია და ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოცხადდება. ანანიძე ბოლოს კვიპროსის „ანორთოსისში“ გამოდიოდა, რომელთანაც ხელშეკრულება 31 მაისს ამოეწურა და მას შემდეგ თავისუფალი აგენტია. 2009-2020 წლებში კი ჯანო „სპარტაკში“ თამაშობდა და მოსკოვის გუნდის შემადგენლობაში 2017 წელს რუსეთის პრემიერლიგა და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.

05 აგვისტო 2020, 23:53

პოლიტიკა

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში იაპონიის ელჩთან შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზალკალინი

05 აგვისტო 2020, 23:42

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა გაეროს წევრებს რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებული განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მეგობრებს - ესტონეთს, ბელგიას, გერმანიას, საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოს, აშშ-ს, ნორვეგიასა და ირლანდიას, გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და მოცემულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების საკითხების განხილვისთვის“,- წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.

გაერო

05 აგვისტო 2020, 23:41

პოლიტიკა

გაეროში ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

„რუსეთის სამხედრო ძალების ხანგრძლივი ყოფნა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ისევე როგორც რუსეთის მიერ ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება ზიანს აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, - ნათქვამია განცხადებაში.

05 აგვისტო 2020, 23:32

COVID19

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 695 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 695 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

დონალდ ტრამპი

05 აგვისტო 2020, 23:19

COVID19

დონალდ ტრამპი: სკოლები უნდა გაიხსნას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სკოლებში სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს.

თურქეთი კორონავირუსი

05 აგვისტო 2020, 22:54

COVID19

თურქეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა ათასს გადააჭარბა

ქვეყანაში კოვიდინფიცირების 236 112 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 5 784 ადამიანი, 219 506-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

კინო სერიალები

05 აგვისტო 2020, 22:36

კულტურა

დასახელდა სერიალები, რომლებსაც არალეგალურად ყველაზე ხშირად უყურებენ

ერთადერთი პლატფორმა, რომლის შოუც სიაში ორჯერ აღმოჩნდა, ტელეკომპანია The CW გახდა. სპეციალისტები ამას ბოლო დროს სტრიმინგ-სერვისების ამუშავებას უკავშირებენ, რომელთა შორის საკმაოდ ძლიერი კონკურენციაა.

05 აგვისტო 2020, 22:28

მსოფლიო

ბეირუთში აფეთქების შედეგად დანგრეული საავადმყოფოდან ექთანმა სამი ახალშობილი გამოიყვანა

ლიბანელი ფოტოგრაფი, ბილალ ჯავიჩი ბეირუთში მომხდარი მძლავრი აფეთქების შემდეგ გადაღებულ ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს, თუ როგორ გამოჰყავს ექთანს სამი ახალშობილი აფეთქების შედეგად დაზიანებული ერთ-ერთი საავადმყოფოდან.

05 აგვისტო 2020, 22:23

სპორტი

19 წლის ფეხბურთელი გოგონა ნიდერლანდების სამოყვარულო ჩემპიონატში მამაკაცებთან ერთად ითამაშებს

19 წლის ფეხბურთელი გოგონა, ელენ ფოკემი მამაკაცთა შორის ნიდერლანდების სამოყვარულო ჩემპიონატში გამოვა. ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რითაც სურთ იმის გარკვევა, რამდენად შესაძლებელია ქალების მამაკაცთა ჩემპიონატში ინტეგრირება. ფოკემი უკვე ვარჯიშობს „ფოარუტის“ შემადგენლობაში და მომავალი მატჩებისთვის ემზადება. როგორც ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები აცხადებენ, თუ ექსპერიმენტმა გაამართლა, ისინი ქალ ფეხბურთელებს მამაკაცთა გუნდებში უახლოეს მომავალშიც მიიწვევენ.

05 აგვისტო 2020, 21:59

სამართალი

შსს: დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობის შესასწავლად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

„ამ ეტაპზე დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო შეკვეთებთან. კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

05 აგვისტო 2020, 21:42

სამართალი

შსს: თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე Google-ში სუიციდის მეთოდებს ეძებდა, წინა დღეს კი არკვევდა რა მოუვა მის ფეისბუქ-ანგარიშს მისი გარდაცვალების შემთხვევაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ შუალედური ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

05 აგვისტო 2020, 21:30

საზოგადოება

მაშველებმა ახალგაზრდა გოგო გადაარჩინეს

მაშველებმა ახალგაზრდა გოგო გადაარჩინეს. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ოპერატიული მუშაობის შედეგად, გოგოს მდინარე მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანა მოხერხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

05 აგვისტო 2020, 21:28

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 157 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 157 ათასს გადააჭარბა.

კორონავირუსი ესპანეთი

05 აგვისტო 2020, 21:21

COVID19

ესპანეთში კარანტინის დასრულების შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ქვეყანაში კარანტინის დასრულების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამასთან, გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი და ჯამში ქვეყანაში COVID-19-ს 28 499 ადმიანი ემსხვერპლა.

05 აგვისტო 2020, 21:18

COVID19

ჯანმო ახალგაზრდებს: დაუსვით საკუთარ თავს კითხვა - ნამდვილად მჭირდება წვეულებაზე წასვლა?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ ახალგაზრდებმა უნდა გადახედონ სოციალურ შეკრებებზე დასწრების ჩვევას.