imedi /  02 ივლისი 2020, 13:35 / სანდო წყარო

კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება დემოკრატიული დღის წესრიგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება

ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯი იქნება დემოკრატიული დღის წესრიგისთვის, - ამის შესახებ კარლ ჰარცელმა საქართველოში პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის მიზანი იყო არჩევნებისთვის მზადების შემდგომი ეტაპი, ასევე საარჩევნო კოდექსი და მისი რეკომენდაციების მიხედვით განხორციელება.

„იმედი მაქვს, საბოლოოდ ჩვენ გვექნება პლატფორმა არჩევნებისთვის, რომელიც ეჭვგარეშეა, რომ კონკურენტული იქნება“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

„რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, კარლ ჰარცელის თქმით, მხარეებისგან კომპრომისის მიღწევის სულისკვეთება დაინახა, რამაც შეთანხმების მიღწევა საბოლოოდ გახადა შესაძლებელი.

„მსურს, შექება გამოვხატო ყველას მიმართ, ვინც ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევაში მონაწილეობდა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა. კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპული საქართველო“ არ მონაწილეობდა.

ყველა სიახლე

24 ივლისი 2021, 11:21

საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის სასაზღვრო ჯარების სარდალს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარების სარდალს, პოლკოვნიკ არმან მარალჩიანს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე, ასევე, სომხეთის სასაზღვრო ჯარების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი არმენ მკრტჩიანი ესწრებოდნენ.

24 ივლისი 2021, 11:21

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.03%-ია

23 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.03%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 5.55% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6.15%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 400 698 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 371 434, გარდაიცვალა 5 665 პაციენტი.

24 ივლისი 2021, 11:11

სამართალი

ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის საქმეზე, კიდევ ერთი პირი დააკავეს

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი - 1991 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

24 ივლისი 2021, 11:06

სამართალი

მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

პოლიციამ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ხულიგნობის ბრალდებით, ერთი პირი, 1999 წელს დაბადებული ო.მ. ცხელ კვალზე დააკავა.

24 ივლისი 2021, 10:59

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ზოგადი შეფასება, პოსტი პოსტისთვის! მადლობა, ქალბატონო „სახალხო დამცველო“, ვალი მოხდილი გაქვთ

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის შეფასებას ეხმიანება პრემიერ-მინისტრის არასრულწლოვანი შვილების შესახებ, რომლებსაც „ტვ პირველის” ჟურნალისტები, ნებართვის გარეშე, საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ.

24 ივლისი 2021, 10:51

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 2 617 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 617 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 869 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 400 698 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 371 434, გარდაიცვალა 5 665 პაციენტი.

24 ივლისი 2021, 10:51

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 400 698 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 371 434, გარდაიცვალა 5 665 პაციენტი.

24 ივლისი 2021, 10:48

მსოფლიო

ფლორიდაში, შენობის ნგრევისას დაღუპულთა ცხედრების ძიება დასრულდა

აშშ-ში, ფლორიდაში, 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნგრევის შემდეგ, 24 ივნისიდან მიმდინარე სამაშველო-სამძებრო სამუშაო დასრულებულია. საბოლოო მონაცემებით, შემთხვევას, სულ მცირე, 97 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი ადამიანი, 54 წლის ქალი, ამ დრომდე, დაკარგულად მიიჩნევა.

24 ივლისი 2021, 10:32

საზოგადოება

თბილისსა და რეგიონებში პროფესიული განათლების ღია კარის დღეები - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ დაიწყო

ათასწლეულის ფონდმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობით, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანია - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ დაიწყო, რომლის ფარგლებში პირველი ღონისძიება, ღია კარის დღე სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში გაიმართა.

24 ივლისი 2021, 10:01

რეგიონი

შტორმისა და წყალდიდობის შემდეგ, ენგურმა შესართავთან ნაპირსამაგრი გაანგრია

შტორმმა და წყალდიდობის შედეგად ადიდებულმა მდინარე ენგურმა პრობლემები შექმნა ანაკლიაში, ენგურის შესართავთან. მდინარემ არსებული ნაპირსამაგრი გაანგრია. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა და სამუშაო ანაკლიაში დილიდან განახლდა. მიმდინარეობს დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაო, რათა მდინარემ სანაპირო ზოლზე პრობლემები არ შექმნას.

24 ივლისი 2021, 09:54

რეგიონი

რეგიონებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თეა წულუკიანი ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმს ესტუმრა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამინისტროს სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელ გიორგი კალანდიასა და მის მოადგილეებთან ერთად ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმს ესტუმრა.

24 ივლისი 2021, 09:50

საზოგადოება

პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოში პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადა დასრულდა. აგროოლიმპიადის გამარჯვებულები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა დააჯილდოვეს.

24 ივლისი 2021, 09:44

კულტურა

ელისო ბოლქვაძე, კომიტეტის წევრებთან ერთად, ოპერისა და ბალეტის თეატრის 169-ე თეატრალური სეზონის დახურვას დაესწრო

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, კომიტეტის წევრებთან ერთად, ოპერისა და ბალეტის თეატრის 169-ე თეატრალური სეზონის დახურვას დაესწრო. ღონისძიება ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და პედაგოგის, ზაქარია ფალიაშვილის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.

24 ივლისი 2021, 09:41

თავდაცვა

Agile Spirit 2021-ში მონაწილე ამერიკელი სამხედროები საქართველოში ჩამოვიდნენ

მრავალეროვნული სწავლების - „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) დაწყებისთვის მზადება გრძელდება. ფოთის პორტში სწავლებაში მონაწილე ამერიკული ტექნიკის მიღების შემდეგ, Agile Spirit 2021-ში მონაწილე ვერტმფრენები და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები საჰაერო გზით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვიდნენ.

24 ივლისი 2021, 09:39

COVID19

ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები აიცრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალებში COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის ზედამხედველობით, ვაქცინაციის პროცესი უკვე თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სპეციალურად შექმნილ დამატებით ლოკაციებზეც ტარდება.

საულიუს ვალაინისი

24 ივლისი 2021, 09:28

COVID19

საულიუს ვალაინისი „ასტრაზენეკას“ დოზების ჩუქებაზე: ეს პატარა საჩუქარია, თუმცა ლიეტუვამ ის მთელი გულით გადმოგცათ

დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრები ერთმანეთს ყოველთვის უნდა ეხმარებოდნენ“, - განაცხადა ლიეტუვას ელჩის მოადგილემ, საულიუს ვალაინისმა საქართველოში, ლიეტუვას მიერ ნაშუქარი 15 ათასი დოზა „ასტრაზენეკას“ შემოსვლის შემდეგ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

24 ივლისი 2021, 09:16

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო

1/32-ფინალურ დაპირისპირებაში, ნიკოლოზმა ესპანელი რობერტო კარაბლეს ბაენა 2 სეტში, 6-3, 6-2 უშანსოდ დაამარცხა. მსოფლიოს უძველესი სპორტული ღონისძიების 1/16-ფინალში, ნიკოლოზი, დანიელ ტაროსა და ლორენცო სონეგოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

დავით ზალკალიანი

24 ივლისი 2021, 09:15

COVID19

დავით ზალკალიანი ლიეტუვას „ასტრაზენეკას“ დოზების გადმოცემისთვის მადლობას უხდის

„ლიეტუვას მთავრობის მიერ გამოყოფილი, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 15 ათასი დოზა ახლახანს ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!“ - წერია ზალკალიანის მიერ Twitter-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

24 ივლისი 2021, 09:07

COVID19

ლიეტუვამ საქართველოს „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა აჩუქა

საქართველომ ლიეტუვასგან საჩუქრად „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 15 ათასი დოზა მიიღო. ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ.

24 ივლისი 2021, 08:54

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 193 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 193 165 622 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 143 105 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 34 400 655 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 610 720 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.