imedi /  02 ივლისი 2020, 17:15 / სანდო წყარო

კახა კუჭავა: საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რადიკალური ოპოზიციის მიმართ მკაცრ შეფასებებს ვისმენთ

კახა კუჭავა

კახა კუჭავა

საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რადიკალური ოპოზიციის მიმართ მკაცრ შეფასებებს ვისმენთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

კუჭავამ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ შეფასებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ გასული წლის ბოლოს, საკონსტიტუციო ცვლილებების ვერ მიღებით, ხელისუფლების მისამართით კრიტიკული განცხადებები კეთდებოდა, ბოლო პერიოდში საკმაოდ მკაცრ კრიტიკას რადიკალური ოპოზიციის მიმართ ვისმენთ.

„დაახლოებით 2019 წლის ბოლოს იყო გარკვეული კრიტიკა, და ეს კრიტიკა იყო ბუნებრივი, გამომდინარე იქიდან, რომ ნოემბერში დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდა. ბევრისთვის ეს მიჩნეული იყო, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ იმ პირობის შესრულება, რომელიც თვეებით ადრე დავდეთ. თუმცა, კარგად გვახსოვს შემდეგ განვითარებული მოვლენები - ეს იყო ჯერ 8 მარტის შეთანხმება და შემდგომ ჩვენი მხრიდან გადადგმული ის სწორი ნაბიჯები და მობილიზაცია, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე მიგვიყვანა. სამწუხაროდ, ოპოზიციისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვდნენ საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, არც ერთ საკონსტიტუციო ცვლილებაში არ მიუღიათ მონაწილეობა. არ ვგულისხმობ მხოლოდ ივნისის ბოლოს მიღებულ ცვლილებებზე. საუბარია, ადრეც განხორციელებულ ცვლილებებზეც, რომელზეც შეეძლოთ მონაწილეობის მიღება და 2020 წელს გვექნებოდა უკვე სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემა. ამ ყოველივეს კარგად აფასებს საერთაშორისო საზოგადოება და ამ დროს ზუსტად რადიკალური ოპოზიციის მიმართ საკმაოდ მკაცრ კრიტიკას ვისმენთ, რაც ბუნებრივია იმ ქმედებებიდან გამომდინარე, რასაც ისინი ბოლო პერიოდში ახორციელებენ“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

ყველა სიახლე

13 აგვისტო 2020, 10:23

COVID19

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 67 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 67 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 942 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ახალი ზელანდია კორონავირუსი

13 აგვისტო 2020, 10:19

COVID19

ლოქდაუნის გამოცხადების შემდეგ ოკლენდში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

13 ინფიცირებული იმ ოჯახის კონტაქტია, რომლის წევრებსაც ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდათ, მეთოთხმეტე კი ქვეყანაში ჩავიდა და კარანტინში იმყოფებოდა. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ ვითარება სერიოზულია და შემთხვევების კლებამდე მათი მატებაა მოსალოდნელი.

13 აგვისტო 2020, 10:14

საზოგადოება

თბილისის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

ახალი სააღმზრდელო წლიდან დედაქალაქის ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება.

13 აგვისტო 2020, 10:07

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მესტიიდან გადაყვანილი 4 კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანი მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკაში 4 არასრულწლოვანი პაციენტი მკურნალობს. ისინი 2 დღის წინ მესტიიდან გადაიყვანეს. საავადმყოფოში სულ 12 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. რაც შეეხება რუხის მრავალპროფილურ კლინიკას, იქ 11 პაციენტი მკურნალობს, 6 მათგანს მწვავე პნევმონია აღენიშნება, ხოლო დანარჩენი პაციენტები ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს.

13 აგვისტო 2020, 09:58

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1283 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1068-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7718 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 245.

13 აგვისტო 2020, 09:55

სპორტი

25-წლიანი პაუზის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია

ოცდახუთწლიანი პაუზის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. პარიზელები „ატალანტასთან“ მარიო პაშალიჩის ბურთით მარცხდებოდნენ, თუმცა შეხვედრის ბოლოს, 149-წამიან ინტერვალში, მეტოქეს ორი ბურთი გაუტანეს და 2:1 გაიმარჯვეს.

13 აგვისტო 2020, 09:47

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსზე სინჯი 500-ზე მეტ მოქალაქეს აუღეს

გაიზრდება თუ არა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ეს სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. ეპიდემიოლოგთა ჯგუფებმა სამ დასახლებაში ეპიდკვლევა დაასრულეს. აღებულია ხუთასზე მეტი ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში, რომელსაც PCR-მეთოდით, კორონავირუსზე შეამოწმებენ.

13 აგვისტო 2020, 09:39

რეგიონი

კახეთში ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანი აუნაზღაურდებათ

კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ. სადაზღვევო კომპანიების მიერ ზარალის ოდენობა დათვლილია.

13 აგვისტო 2020, 09:34

მსოფლიო

ერაყში აფეთქება მოხდა

ერაყში, ბაღდადში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზა ტაჯის მიმდებარედ აფეთქება მოხდა. იერიში მიიტანეს იმ ავტომობილებზე, რომელთაც შეიარაღებული ძალებისთვის ბაღდადიდან აღჭურვილობა გადაჰქონდა. შედეგად, ერთი კონტეინერი დაიწვა.

13 აგვისტო 2020, 09:18

მსოფლიო

იემენში უამინდობას 174 ადამიანი ემსხვერპლა

იემენში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 174-მდე გაიზარდა. დაღუპულთა ორი მესამედი ქალაქ მარიბის მკვიდრია. მხოლოდ სანას პროვინციაში, წყალდიდობას 134 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 124 კი დაშავდა.

13 აგვისტო 2020, 08:59

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში კორონავირუსის 55 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 175 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 55 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 175 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 3 164 785 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 104 201 ადამიანი გარდაიცვალა.

13 აგვისტო 2020, 08:51

COVID19

იტალიაში რამდენიმე ქვეყნიდან ჩასული მოქალაქეებისთვის კორონვირუსზე ტესტის გავლა სავალდებულო იქნება

იტალიის ხელისფლების გადაწყვეტილებით, ხორვატიიდან, საბერძნეთიდან, მალტადან და ესპანეთიდან ჩასულ ვიზიტორებს კორონავირუსზე ტესტის გავლა მოუწევთ. „ფრთხილი მიდგომა უნდა გავაგრძელოთ, რათა რათა შევინარჩუნოთ ის შედეგები, რომელთაც ბოლო თვეების განმავლობაში ერთობლივი თავდადების შედეგად მივაღწიეთ,“ - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე იტალიის ჯანდაცვის მინისტრი, რობერტო სპერანზა.

13 აგვისტო 2020, 08:36

მსოფლიო

აშშ-ში დაანგრევენ პავილიონს, სადაც მონებით ვაჭრობდნენ

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, დაანგრევენ პავილიონს, სადაც მე-18 საუკუნეში მონებით ვაჭრობდნენ. ლუისვილის საქალაქო საბჭომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, 4 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო.

13 აგვისტო 2020, 08:16

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 4 800-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 737 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 737 417 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 20 162 474 ადამიანი დაინფიცირდა.

13 აგვისტო 2020, 08:03

მსოფლიო

ბელარუსში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე დაიღუპა

ბელარუსში, ქალაქ გომელში, საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე დაიღუპა. როგორც მედიასთან დაღუპულის, 25 წლის კაცის დედა აცხადებს, მას გულის პრობლემები ჰქონდა და აქციაზე დაკავების შემდეგ, პოლიციის ფურგონში რამდენიმე საათი გაატარებინეს.

კანიე უესტი ფეხსაცმელი

13 აგვისტო 2020, 00:52

ტაბლოიდი

კანიე უესტმა ფეხსაცმლის თავისი ხაზის ახალი მოდელი წარადგინა

ამერიკელმა რეპერმა და დიზაინერმა კანიე უესტმა ფეხსაცმლის თავისი ხაზის ახალი მოდელი წარადგინა. უესტის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ ფოტოს გამომწერების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.

13 აგვისტო 2020, 00:44

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის აღრიცხვის მეთოდი შეიცვალა, რის შედეგადაც გარდაცვლილთა რიცხვი 5 377 ადამიანით შემცირდა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით სიკვდილიანობის აღრიცხვის მეთოდი შეცვალა. აღნიშნული ცვლილების შედეგად, დიდ ბრიტანეთში კორინავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5 377 ადამიანით შემცირდა (46 706-დან 41 329-მდე).

13 აგვისტო 2020, 00:37

ტაბლოიდი

კურტ კობეინის სახლის დაზღვევის საბუთი მუსიკოსის ხელმოწერით აუქციონზე გაიყიდება

საბუთს კომპანია Inscriptagraphs Memorabilia ფლობს, რომელიც ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებით ვაჭრობს. ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივნისში, აშშ-ში აუქციონზე კურტ კობეინის გიტარა $6 მილიონად გაიყიდა.

ტესლა

13 აგვისტო 2020, 00:20

ეკონომიკა

ილონ მასკმა გადაწყვიტა Tesla-ს აქციები ხელმისაწვდომი გახადოს

ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა აქციების გაყოფის შესახებ განაცხადა. კერძოდ ერთი აქცია 5 ნაწილად გაიყოფა და ისე გაიყიდება. ამ ფონზე აქციის ფასმა 7%-ით აიწია. ამის შესახებ Reuters წერს.

13 აგვისტო 2020, 00:09

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დღეს COVID-19-ზე სინჯი 280-მდე მოქალაქეს აუღეს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა COVID-19-ზე სინჯი 280-მდე მოქალაქეს აუღეს. აქედან 20 პირის ტესტირება დაბა სტეფანწმინდაში მოხდა, ისინი დაინფიცირებულის კონტაქტები არიან. 19 პირს აუღეს ნიმუშები სოფელ არშაში, ისინიც ასევე ინფიცირებული პირის კონტაქტები არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.