imedi /  02 ივლისი 2020, 18:28 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები დეტალურად განმარტა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების შესახებ დეტალურად ისაუბრა.

„ის ცვლილებები, რომელიც წარმოგიდგინეთ, არსებითად ეფუძნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. წარმოდგენილი იყო ასეთი 27 რეკომენდაცია, ჩვენ კიდევ ერთხელ ყურადღებით გავეცანით 27-ვე რეკომენდაციას და სწორედ ამ რეკომენდაციების საფუძველზე არის ჩამოყალიბებული. მოკლედ მინდა მოგახსენოთ, თუ თითოეული რეკომენდაცია რა ფორმით არის გათვალისწინებული. არის 10 ძირითადი რეკომენდაცია, საიდანაც პირველი ეხება საარჩევნო კანონმდებლობის ყოვლისმომცველ, ფუნდამენტურ გადახედვას. თქვენ იცით, რომ არასდროს ისე ფუნდამენტურად არ გადასინჯულა საარჩევნო კანონმდებლობა, როგორც მოხდა ამ წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და შეგვაქვს ასევე ფუნდამენტური ცვლილებები როგორც საარჩევნო კოდექსში, ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში. ანუ პირველი რეკომენდაცია ყოვლისმომცველი გადახედვა-გადასინჯვა არის ზედმიწევნით შესრულებული“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მომხსენებლის განცხადებით, მე-2 რეკომენდაცია შეეხებოდა საარჩევნო კომისიებს და საარჩევნო კომისიის წევრთა სწორად შერჩევას.

„ამ კუთხით გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, კერძოდ, კრიტერიუმებია დაზუსტებული, რომლის საფუძველზეც შეირჩევიან საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები. გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით. ეუთო/ოდირის რეკომენდაციებში ასევე საუბარი იყო , რომ სასურველია საარჩევნო ადმინისტრაციის მეტი პროფესიონალიზაცია ანუ დღეს თუ არის, მაგალითად, 6 პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრი საარჩევნო ადმინისტრაციაში ყველა დონეზე, ხოლო 6 პარტიული ნიშნით შერჩეული, მათი რეკომენდაცია იყო, რომ მთლიანად ყოფილიყო პროფესიული ნიშნით გამწესებული ყველა წევრი, თუმცა შეგახსენებთ, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია ასეთ რეკომენდაციას არ დაეთანხმა. პოლიტიკური პარტიების ინტერესებშია, რომ ჰყავდეთ წარმომადგენელი საარჩევნო კომისიებში. აქედან გამომდინარე, შედგა პარტიული კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ნაწილში ეუთო/ოდირის რეკომენდაცია არ ყოფილიყო გაზიარებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას და მასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტას, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, აქ ვადებზე იყო განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული.

„როგორც მოგეხსენებათ, ვადები არის შეკვეცილი, შემცირებული, დაზუსტებული, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ უფრო სწრაფად და ეფექტიანად იქნება განხილული შესაბამისი საკითხები სხვადასხვა ინსტანციის მიერ, მათ შორის, მართლმსაჯულების მიერაც“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი განცხადებით, მე-4 რეკომენდაცია ეხებოდა სიძულვილის ენას და ქსენოფობიას.

„იყო რეკომენდაცია იმაზე, რომ უფრო მეტი სიცხადე ყოფილიყო შეტანილი ამ კუთხით საარჩევნო კოდექსში. ჩვენ შესაბამისი ფორმულირება შევიმუშავეთ იმისათვის, რომ შეგვესრულებინა ეუთო/ოდირის მეოთხე რეკომენდაცია, თუმცა ამ რეკომენდაციის შესრულების წინააღმდეგ წავიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ნახევრად ხუმრობით უნდა აღვნიშნოთ, რომ გაიმარჯვა სიძულვილმა და ქსენოფობიამ, დამარცხდა ის რეკომენდაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო ეუთო/ოდირის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მე-5 რეკომენდაცია შეეხება დაფინანსების ეფექტურად ზედამხედველობას.

„ამ კუთხით უნდა ხაზი გავუსვა ძალიან კარგ თანამშრომლობას აუდიტის სამსახურთან. მათთან გვქონდა მჭიდრო კონსულტაციები, რომლის საფუძველზეც მნიშვნელოვნად დაიხვეწა ის მექანიზმები, რომლებიც სამსახურს მისცემს ფინანსების ეფექტიანად კონტროლის და მონიტორინგის განხორციელების საშუალებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი განცხადებით, მე-6 რეკომენდაციის თანახმად, მედიის მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი, ასევე საჯარო სხდომების დროს უნდა ყოფილიყო მიღებული ასეთი გადაწყვეტილებები.

მისივე თქმით, ეს რეკომენდაციები არის ასახული წარმოდგენილ პაკეტში.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მე-7 რეკომენდაციაში საარჩევნო დავების გადაწყვეტაზე და საკანონმდებლო ჩარჩოს გადახედვაზეა საუბარი.

„ამ კუთხით გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები - ვადები არის დაზუსტებული, რაც მოგვცემს დავების ეფექტიანად გადაწყვეტის საშუალებას. ერთადერთი წინადადება, რაც გაჟღერდა საკომიტეტო მოსმენის დროს, ეს იყო გადათვლის საკითხი საოლქო-საარჩევნო კომისიებში, თუმცა ჩვენ წარმოვადგინეთ ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი საუბნო-საარჩევნო კომისიებში. არის შემთხვევები, როდესაც უბანზე ათჯერაც კი ითვლება ხმები, ასეთი 3 შემთხვევა იყო , მაგალითად, 2018 წლის არჩევნებზე. არის არაერთი შემთხვევა, როდესაც 7-6-5-ჯერ გადაუთვლიათ საარჩევნო უბნებზე ხმები და იცით, რომ ამ პროცესს ესწრება უამრავი დამკვირვებელი, მათ შორის, არასამთავრობო სექტორიდან, პოლიტიკური პარტიებიდან , მედია საშუალებების წარმომადგენლები, კომისიის წევრები ჰყავთ ოპოზიციურ პარტიებს, შესაბამისად, სრული დაკვირვების ქვეშ ხდება როგორც დათვლა, ასევე გადათვლა, აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავთ იმის მიზანშეწონილობას, რომ დამატებით ოლქმა კიდევ ერთხელ გადათვალოს უბანზე მრავალგზის, ყველა პარტიის მონაწილეობით და არასამთავრობო ორგანიზაციების, დამკვირვებლების მონაწილეობით უკვე დათვლილი შედეგები. აქედან გამომდინარე, მე-7 რეკომენდაცია შეგვიძლია ჩავთვალოთ შესრულებულად. არის ასახული შესაბამისი რეგულაციები ასახული შესაბამის კოდექსში.

მე-8 რეკომენდაციაში საუბარია არა კანონმდებლობაზე, არამედ კანონის სათანადო გამოყენებაზე, შესაბამისად, ეს რეკომენდაცია უშუალოდ კანონში ვერ იქნებოდა ასახული“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მე-9 რეკომენდაცია ეხება სიჩუმის პერიოდს და ე.წ. პერიმეტრს.

„სიჩუმის პერიოდთან დაკავშირებით ზუსტდება ის რეგულაციები, რომელიც უკავშირდება სიჩუმის დღის სათანადო მოწესრიგებას, მათ შორის, მესიჯების დაგზავნა იკრძალება არჩევნების დღეს, მთელი რიგი მნიშვნელოვანი შეზღუდვები არის დაწესებული, რაც შეეხება პერიმეტრს, აქაც გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, კერძოდ, ის, რომ დაუშვებლად არის მიჩნეული პერიმეტრში ამომრჩევლის ფიზიკურად შეფერხება, ასევე პერიმეტრში სააგიტაციო მასალების განთავსება. ეს , ბუნებრივია, გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს არჩევნების დღეს“, -აღნიშნა მომხსენებელმა.

მისი თქმით, მე-10 ძირითადი რეკომენდაცია ეხებოდა მეორე ტურის ყველა ასპექტის მკაცრ, სათანადო მოწესრიგებას და მისივე განცხადებით, ესეც ზედმიწევნითაა გათვალისწინებული და ასახული საარჩევნო კოდექსში. „გვაქვს უამრავი ახალი რეგულაცია, რომელიც აზუსტებს ყველა იმ ნორმას, რომელიც უკავშირდება როგორც მეორე ტურის დანიშვნას, ასევე თვითონ მეორე ტურის ჩატარებას.

ძირითადი რეკომენდაციები, როგორც ნახეთ, სათანადოდ არის ასახული ჩვენ მიერ წარმოდგენილ პაკეტში. რაც შეეხება სხვა რეკომენდაციებს, აქ არის საუბარი საარჩევნო კომისიებზე, ქვედა დონეზე, საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი არის არსებითად, თვისებრივად დახვეწილი.

მე-11 რეკომენდაციაში საუბარია ისეთ რაიმეზე, რაც უკვე კონსტიტუციით არის მოწესრიგებული. შესაბამისად, ამას ვერ შევეხებოდით და თვითონ რეკომენდაციის შინაარსიც იყო გაუგებარი. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ (არაპირდაპირ რომ ვთქვათ), ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში არ ტარდება არჩევნები და რეკომენდაცია იყო, რომ ეს სხვანაირად მოწესრიგებულიყო, თუმცა რატომ და როგორ, ეს არ ვიცით, კონსტიტუციით არის ეს საკითხი მოწესრიგებული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მე-13 რეკომენდაციაში საუბარია იმაზე, რომ ხმის მიცემის საშუალება უნდა მიეცეს ამომრჩეველთა მაქსიმალურად ფართო წრეს.

„აქაც გვაქვს გარკვეული დაზუსტებები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის გათვალისწინებულია სპეციალურ ზონები იმისათვის, რომ შეუფერხებლად მოახერხონ არჩევნებში მონაწილეობა.

მე-14 რეკომენდაცია შეეხებოდა იმას, რომ ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული შეზღუდვები უნდა ყოფილიყო გადახედილი და ჩვენ შევახსენეთ ოდირს, რომ ასეთი შეზღუდვა საერთოდ არ არის დაწესებული. საქართველოში არის 3 თანამდებობა, რომელზეც არჩევა დაუშვებელია ორმაგი მოქალაქეების, ასეთია პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე, ეს პირდაპირ წერია კონსტიტუციაში. არცერთ სხვა შემთხვევაში ორმაგ მოქალაქეებს არ ეკრძალებათ რაიმე არჩევითი თანამდებობის დაკავება, მათ შორის, არც პარლამენტში. შესაბამისად, აქ იყო უზუსტობა გაპარული და ბუნებრივია, ასეთ რეკომენდაციას ვერ ავსახავდით წარმოდგენილ პაკეტში. მხარდამჭერთა ხელმოწერების შემოწმებასთან დაკავშირებით ითხოვდნენ რეგულაციების გამკაცრებას და დაზუსტებას და, როგორც მოგეხსენებათ, სანქციების ნაწილში გვაქვს მნიშვნელოვანი დაზუსტება, აქედან გამომდინარე, ეს რეკომენდაციაც ასახული გვაქვს. ეუთო/ოდირი მოითხოვდა, რომ კანდიდატებისთვის გამოყოფილი რესურსები სხვა კანდიდატების სასარგებლოდ არ ყოფილიყო გამოყენებული, მათ შორის, უფასო საეთერო დროის ნაწილში. აქ იყო ოპოზიციის ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა. ოპოზიციას არ სურდა, რომ გაგვეთვალისწინებინა ეს რეკომენდაცია, თუმცა წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც იქნა ასახული საარჩევნო კოდექსში და აქაც მნიშვნელოვნად დაიხვეწა შესაბამისი რეგულაციები.

მე-17 რეკომენდაცია ეხება შესაბამისი ორგანოების დროულ რეაგირებას დაშინებაზე და ა. შ. ეს არ არის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული რეკომენდაცია, შესაბამისად, პაკეტში ვერ იქნებოდა ასახული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მე-18 რეკომენდაცია ეხება წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.

„როგორც მოგახსენეთ, აუდიტის სამსახურთან ერთად, ჩვენ გავიარეთ დეტალურად ყველა ნორმა და სერიოზული დაზუსტებები და შესწორებები გვაქვს ამ ნაწილში.

რაც შეეხება მე-19 და მე-20 რეკომენდაციებს, ეს ეხება უფასო და ფასიანი დროის გამოყოფის საკითხების უკეთეს მოწესრიგებას, ასევე დებატებში მონაწილეობის საკითხის უკეთესად მოწესრიგებას და აქაც ზედმიწევნით არიოს ყველა ეს რეკომენდაცია ასახული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

21-ე რეკომენდაციასთან დაკავშირებით, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მედიასაშუალებები პასუხს არ უნდა აგებდნენ მათ მიერ ეთერში გაშვებული პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე.

„ეს რეკომენდაცია არის გათვალისწინებული. აქ იყო სხვადასხვა მოსაზრებები, თუმცა ჩვენ მივყევით ამ რეკომენდაციას.

22-ე რეკომენდაციაა, არ უნდა მოხდეს საარჩევნო სუბიექტების ან სხვა სუბიექტების მიერ ადგილობრივი სადამკვირვებლო სისტემის ბოროტად გამოყენება. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შეზღუდვები დავაწესეთ. მაგალითად, არ შეიძლება ერთი და იგივე ორგანიზაციამ ორზე მეტი წარმომადგენელი წარადგინოს რომელიმე საარჩევნო უბანზე და ა. შ. ანუ, გვაქვს მნიშვნელოვანი დაზუსტებები და ესეც არის სათანადოდ ასახული ამ პაკეტში.

საჩივრების დაჩქარებული წესით განხილვა, ესეც დავაჩქარეთ, როგორც მოგახსენეთ და არის ასახული პაკეტში.

24-ე პუნქტი ეხება ტრენინგებს და ეს კანონმდებლობაში ვერ აისახებოდა, რადგან რეალურად ცესკო უზრუნველყოფს ტრენინგების სათანადოდ ჩატარებას.

რაც შეეხება კენჭისყრის დღეს. ცალკე რეკომენდაციაა შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის ხმის მიცემის უფლების შესაძლებლობის მინიჭებაზეა საუბარი და ესეც არის წარმოდგენილი და ასახული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

26-ე რეკომენდაციასთან დაკავშირებით, მომხსენებელმა განაცხადა, რომ აქ საუბარია კომისიის წევრთა ინსტრუქტაჟზე ცესკო-ს მხრიდან და ესეც პრაქტიკული რეკომენდაციაა და არა კანონში ასასახი.

დაბოლოს, 27-ე რეკომენდაცია შეეხებოდა საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობასთან დაკავშირებით დამატებითი დაზუსტებების შეტანას. აქ გვქონდა ინიციატივები, თუმცა დაზუსტების წინააღმდეგ წავიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები, ანუ ისინი წავიდნენ ამ რეკომენდაციის წინააღმდეგ და ის ვერ აისახა საარჩევნო კოდექსში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები, რომელიც ირაკლი კობახიძემ წარადგინა, მეორე მოსმენით დაამტკიცა. მას მხარი დაუჭირა 94 დეპუტატმა. წინააღმდეგ წავიდნენ - ალექსანდრე ერქვანია,ირმა ინაშვილი, გელა მიქაძე, ბიძინა გეგიძე.

ყველა სიახლე

29 ივლისი 2021, 01:02

COVID19

ენტონი ბლინკენმა ჯანმოს დირექტორთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით დამატებითი კვლევების ჩატარებას მხარს უჭერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით დამატებითი კვლევების ჩატარებას მხარს უჭერს.

თეა წულუკიანი

29 ივლისი 2021, 00:53

საზოგადოება

თეა წულუკიანი: 2030 წლისთვის საქართველოს ყველა რეგიონში იარსებებს სულ მცირე 1 მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე თეა წულუკიანმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 10 წლის თავზე საქართველოს ყველა რეგიონში იარსებებს სულ მცირე 1 მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი სპორტის ძირითადი სახეობების განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

29 ივლისი 2021, 00:26

COVID19

საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესმა კომიტეტმა 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა

საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესმა კომიტეტმა 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა. 23 ივლისს, ევროპის წამლის სააგენტომ 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

29 ივლისი 2021, 00:26

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ოპოზიციას შექმნილ სიტუაციაში ყველა შესაძლო „ტყვია“ გასროლილი აქვს და არ იცის რას მიედ-მოედოს

„ოცნების“ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ „ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს და კარგად მოფიქრებულ სვლად მეჩვენება, რამაც ოპოზიციის მოწინააღმდეგე, მაგრამ დაქსაქსული ამომრჩეველი „ოცნების“ გარშემო უნდა გააერთიანოს. - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი. მისი აზრით, ოპოზიცია დაბნეულია, ქუჩაში ხალხი ვერ გამოჰყავთ და არ იციან რა ქნან, „მიკროფონების რევოლუციაც“ ჩაფლავდა, მათი უკანასკნელი იმედი.

28 ივლისი 2021, 23:59

პოლიტიკა

შარლ მიშელის მრჩეველი: შარლ მიშელი საქართველოში მხარეებთან კონსულტაციებს გადის - ამ ეტაპზე ის სიტუაციის შესახებ კომენტარს არ გააკეთებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კომუნიკაციებისა და მედიის საკითხებში სტრატეგიული მრჩეველი, იურეკ კუჩკიევიჩი „ქართულმა ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება.

პედრო კასტილიო

28 ივლისი 2021, 23:41

მსოფლიო

პედრო კასტილიო პერუს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგა

პედრო კასტილიო პერუს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2021, 23:23

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 29 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 29 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - მის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

თეა წულუკიანი

28 ივლისი 2021, 23:18

კულტურა

თეა წულუკიანი: სახელმწიფომ არა მხოლოდ ქართული კინომემკვიდრეობის დაცვაზე, არამედ კინოინდუსტრიის განვითარებაზე უნდა იზრუნოს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე თეა წულუკიანმა ქართული კინოს განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულ კინოს აქვს ინდუსტრიასა და ეკონომიკაში თავისი წვლილის შეტანის შესაძლებლობა, რომელიც დღეს პრაქტიკულად არ არის გამოყენებული, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, სამინისტრომ არა მხოლოდ ქართული კინომემკვიდრეობის დაცვასა და გაციფრებაზე, არამედ კინოინდუსტრიის განვითარებაზე უნდა იზრუნოს და ამ მიმართულებით სამინისტრო აპირებს 40 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას.

ზურაბ ქადაგიძე

28 ივლისი 2021, 22:49

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიაზე: „მედია-ტერორისტი“ „ჯიჰადს“ აანონსებს

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას ბრიფინგს ეხმიანება, რომელმაც დააანონსა, რომ მისი ტელეკომპანია - გამოდის სპეციალური მუშაობის რეჟიმიდან და უბრუნდებიან მწვავე კრიტიკული გაშუქების სტანდარტებს.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

28 ივლისი 2021, 21:52

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია: ბელარუსი წარმატების ისტორია იქნება

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

თამთა მეგრელიშვილიუ

28 ივლისი 2021, 21:51

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: პოლიტიკურ პარტიებად ქცეული ტელევიზიები, მათი ხელმძღვანელები თუ ჟურნალისტები საზოგადოებაში მასობრივ ფსიქოზს ნერგავენ

დიახ, ეს ჟურნალისტები, მედია მფლობელებთან ერთად, ქმნიან და ემსახურებიან კონკრეტული პარტიის შენარჩუნების უნარს, ამ ტელევიზიებში შექმნილი გადაცემათა შინაარსი პირდაპირ კორელაციაშია დამფინანსებელთა ინტერესებთან. მათ მიერ ხდება ინფორმაციული პროპაგანდა, როგორც მიზანმიმართულად მანიპულირებული კომუნიკაცია, - წერს სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი. მისი აზრით, გაუგებარია ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება, რომ გამოდიან სპეციალური რეჟიმის მუშაობის მდგომარეობიდან და უბრუნდებიან მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს.

ლევან ნიკოლეიშვილი

28 ივლისი 2021, 21:20

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: მართლა მაინტერესებს, ახლა რომ ჟურნალისტურ საქმიანობას უბრუნდებით, მანამდე პოლიტიკით იყავით დაკავებული თუ მავნებლობით

რაო, რაო რას ვუბრუნდებითო? აქამდე რას ვაკეთებდითო? არა, ხალხმა კი იცის რას აკეთებდით ან რას არ აკეთებდით, მაგრამ თვითაღიარება მაინც კარგია, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 21:15

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გახარიას პარტიაზე: შეიძლება ითქვას, ისინი არიან ყველაზე რთულ მდგომარეობაში, რადგან მათი პარტიის არსებობამ აზრი დაკარგა

შეიძლება ითქვას, ისინი არიან ყველაზე რთულ მდგომარეობაში, რადგან მათი პარტიის არსებობამ აზრი დაკარგა, მათ „საქართველოსთვის“ კი არა, ობიექტურად თუ შევხედავთ, უნდა ერქვათ 43%-ისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გახარიას პარტიის არსებობამ აზრი დაკარგა.

ჯო ბაიდენი სვეტლანა ტიხანოვსკაია

28 ივლისი 2021, 21:14

მსოფლიო

ჯო ბაიდენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა.

28 ივლისი 2021, 21:08

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახური: არ მოგვითხოვია ე.წ. „ფიფლმეტრების“ განთავსების ოჯახების ბაზის გახსნა, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს შესწავლის მიზანს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს არ მოუთხოვია ე.წ. „ფიფლმეტრების“ განთავსების ოჯახების ბაზის გახსნა, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს შესწავლის მიზანს, - ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ტავად ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 21:07

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იმ პირობების უდიდესი ნაწილი, რაც შეთანხმებაში იყო, პრაქტიკულად შესრულებულია

იმ პირობების უდიდესი ნაწილი, რაც შეთანხმებაში იყო, პრაქტიკულად შესრულებულია. დარჩა რამდენიმე პუნქტი, რაზეც პარტიის თავმჯდომარემ დღეს დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობას რაციონალური წინადადებების გაზიარების ვალდებულება ხალხის წინაშე აქვს და არა იმათ წინაშე, რომლებსაც ხელიც კი არ მოუწერიათ შეთანხმებაზე.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 21:06

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ძალიან საინტერესოდ ემთხვევა გიორგი გახარიას კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ დღეს დალაგებულ მესიჯბოქსს

ძალიან საინტერესოდ ემთხვევა გიორგი გახარიას კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ დღეს დალაგებულ მესიჯბოქსს​, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 20:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია 43%-ის. მე გარანტირებულებად გეუბნებით - არჩევნების მეორე დღეს ეს არგუმენტი და საუბარი აღარ იქნება რელევანტური

რა თქმა უნდა ის ფაქტორი, რომ გაყალბებული არჩევნები იყო ცრუ პროექტი და 6-თვიანი საბოტაჟის ცრუ საფუძველი, ეს გადაწყვეტილების ჩვენი გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივამა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 20:52

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იმდენად ძაბავდნენ სიტუაციას ხელოვნურად, რომ მომავალი არჩევნები იქნებოდა სამოქალქო დაპირისპირების მცდელობა ოპოზიციის მხრიდან

ყველა ვხედავდით, რომ იმდენად ძაბავდნენ სიტუაციას ხელოვნურად, რომ მომავალი არჩევნები იქნებოდა ჩვეულებრივი სამოქალქო დაპირისპირების მცდელობა ოპოზიციის მხრიდან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 20:43

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ „ქართული ოცნება“ ნაკისრ ვალდებულებას პუნქტობრივად ასრულებდა

თავიდან რამ გამოიწვია მათი ხელოვნური აჟიოტაჟი, რაც იყო მათი 6-თვიანი ცრუ კამპანიის საფუძველი - ეს იყო გაყალბებული არჩევნები, რაც აღმოჩნდა ტყუილი, გუშინ ამას საბოლოოდ დაესვა წერტილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივამა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.