imedi /  02 ივლისი 2020, 19:11 / სანდო წყარო

ანრი ოხანაშვილი: დესტრუქციული ჯგუფები ეცდებიან სიძულვილის ენით აწარმოონ საარჩევნო კამპანია

ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი

გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს დესტრუქციული ჯგუფები სიძულვილის ენით ეცდებიან აწარმოონ საარჩევნო კამპანია, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ დავცალოთ საარჩევნო პროცესი სიძულვილის ენისგან და მეტად პოზიტივზე, საარჩევნო საკითხებზე, პარტიის მიერ წარმოდგენილ საკითხებზე და კონკურენციაზე დაფუძნებით წარვმართოთ საარჩევნო პროცესი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

კომიტეტის თავმჯდომარემ იმ ერთწლიან პროცესზე ისაუბრა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებს უძღოდა. მისი განცხადებით პროცესი გამჭვირვალე და ფართო წარმომადგენლობითი იყო და შესაბამისად დაინიცირდა პროექტი, რომელიც დაეფუძნა ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს.

„ეს ცვლილებები, რომელიც ხორციელდება საარჩევნო კოდექსში, ეფუძნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. „ქართული ოცნების“ გუნდმა შევძელით ის, რომ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში წარვმართეთ პროცესი, რომელიც იყო მაქსიმალურად გახსნილი ყველა ამ საკითხით დაინტერესებული პირისთვის. შევქმენით პლატფორმა, სადაც მოვისმინეთ ყველა აზრი, გავცვალეთ პოზიციები და ამის შედეგად დავაინიცირეთ ის პროექტი, რომელიც დაეფუძნა ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. შესაბამისად, ჩვენ ყველა ძირითადი რეკომენდაცია გავითვალისწინეთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მაქსიმალურად გახსნილად, ფართო წარმომადგელობის ფარგლებში და გამჭვირვალედ წარვმართეთ პროცესი. შევძელით პოლიტიკური კონსენსუსი ამ საკითხზე ყველა პარტიას, ყველა საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციას შორის, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, რომელიც ყველამ კარგად იცის, რა ჯგუფია და რამდენად ანტისახელმწიფოებრივ და ანტიდასავლურ ინტერესებს ატარებენ. შესაბამისად, ამ ერთწლიანმა პროცესმა ჩვენ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული ცვლილებები შემოგვეტანა“, - განაცხადა ანრი ოხანაშილმა.

ყველა სიახლე

21 ივნისი 2021, 21:24

საზოგადოება

2018-2021 წლებში დედაქალაქში ჯანდაცვის მიმართულებით დამატებით სამი ახალი პროგრამა ამოქმედდა

„ჯანდაცვის მიმართულებით სულ განხორციელებულია 28 პროექტი. ყველა ძველი პროექტი შენარჩუნდა, ნაწილი გაფართოვდა და სამი ახალი კომპონენტი დაემატა. ესენია: „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ღვიძლის გადანერგვის კომპონენტი; „დაავადებათა სკრინინგის პროგრამის“ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტი და გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა“.

21 ივნისი 2021, 21:17

COVID19

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, პანდემიით შექმნილი ვითარების სამართავად, სპეციალური ღონისძიებების 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა

„კანონპროექტის მიზანია 2021 წლის 1 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა“, - განაცხადა მომხსენებელმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ.

ანრი ოხანაშვილი

21 ივნისი 2021, 21:15

პოლიტიკა

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო დროებითი ღონისძიებების გასატარებლად მთავრობისთვის დროებით მინიჭებული უფლებამოსილების ვადა შესაძლოა გაგრძელდეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა. კანონპროექტის თანახმად, პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭირო წესებისა და ღონისძიებების დადგენისთვის საქართველოს მთავრობასა და მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროებს დროებით მინიჭებული უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 1 იანვრამდე უგრძელდება.

21 ივნისი 2021, 21:08

COVID19

1-ლი ივლისიდან თურქეთში პანდემიის გამო დაწესებული კომენდანტის საათი უქმდება

1-ლი ივლისიდან თურქეთში პანდემიის გამო დაწესებული კომენდანტის საათი უქმდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

კახა კალაძე

21 ივნისი 2021, 21:03

საზოგადოება

კახა კალაძე: ვისურვებდი, რაც შეძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი იყოს ქვეყანაში

„კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, ვისაც სახელმწიფოს გვერდში დგომა სჭირდება, კიდევ ბევრი პროგრამაა რომელსაც სჭირდება გაძლიერება, გაფართოება და რაც მთავარია აუცილებლად უნდა გაიზარდოს მომსახურების ხარისხი. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, ეს პროგრამები კიდევ უფრო გავაფართოოთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს მხარდაჭერა და თანადგომა. ვისურვებდი, სოციალურად ძლიერი ოჯახები გვყავდეს, ამას სჭირდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ შეგვაფერხა და პრობლემები შექმნა, დარწმუნებული ვარ მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იქნება ძლიერი, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეხოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

21 ივნისი 2021, 21:00

საზოგადოება

კახა კალაძე: ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ გვყავს ადამიანები, ვისაც ჯერ კიდევ სჭირდება სახელმწიფოს თანადგომა და მხარდაჭერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას, დედაქალაქში სოციალური პოლიტიკის კუთხით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

21 ივნისი 2021, 20:50

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სასანქციო სიაში ბელარუსის 46 ოფიციალური პირი შეიყვანა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სასანქციო სიაში ბელარუსის 46 ოფიციალური პირი შეიყვანა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

21 ივნისი 2021, 20:46

პოლიტიკა

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლებს მოუსმინეს

საარჩევნო პროცესების დარღვევის ფაქტებს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მყისიერი და ადეკვატური რეაგირება მოჰყვა, - განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ კომისიის დღევანდელ სხდომაზე, სადაც კომისიის წევრებმა პროკურატურის წარმომადგენლებს მოუსმინეს.

დავით ზილფიმიანი

21 ივნისი 2021, 20:17

პოლიტიკა

დავით ზილფიმიანი: არჩევნების არგაყალბებასთან დაკავშირებით აღარ მაქვს უფლება, რომ რაიმე სახის სკეპტიციზმი ჩამოვაყალიბო

რაც არ უნდა მოინდომოს ცესკომ, შეუძლებელია, რომ მას შემდეგ, რაც ოქმები არსებობს, ატვირთულია და ასლი ყველა პარტიას აქვს, ვინმემ, თუნდაც ჟვანიამ, თავის გემოზე შეცვალოს მონაცემები, ჩემთვის ეს დახურული თემაა, - ამის შესახებ „ევროპელი-სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თამარ ჟვანია

21 ივნისი 2021, 20:15

პოლიტიკა

თამარ ჟვანია: დღემდე არავის წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გადადგომის საფუძველი გახდებოდა

„იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი, არსებითი და კრიტიკული კითხვები, რომლებიც უკავშირდებოდა პირველ რიგში საუბნო საარჩევნო კომისიების კომპეტენციას, ჩატარებულ ტრენინგებს, იმ შეცდომებს და გარკვეულ ხარვეზებს, რომლებიც ოქმებში იყო დაფიქსირებული. კითხვები უკავშირდებოდა დავების პროცესს და ოქმის შევსებასთან დაკავშირებულ საკითხებს“.

გივი მიქანაძე

21 ივნისი 2021, 20:02

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: თამარ ჟვანიასგან აბსოლუტურად ამომწურავი, დამაჯერებელი, კონკრეტული არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებული პასუხები მივიღეთ

„დროებით საგამოძიებო კომისიას არ დაუტოვებია არცერთი კითხვა, რაზეც 7 თვის განმავლობაში ოპონენტები სხვადასხვა მიმართულებით ცდილობდნენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ ვითომდა ეს არჩევნები გაყალბდა და შედეგები რეალობას არ ასახავდა. სამსაათნახევრის განმავლობაში უწყვეტად გვქონდა საუბარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ამომწურავი, დამაჯერებელი და კონკრეტული არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებული პასუხები მივიღეთ მისგან“.

თამარ ჟვანია

21 ივნისი 2021, 19:51

პოლიტიკა

თამარ ჟვანია: წასვლას არ ვაპირებ

„როგორც ხედავთ, მე აქ ვარ. ახლა მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, მათ შორის კომპოზიციის ნაწილში. შევხედავთ კანონმდებლობის ცვლილებებს. მე არსად წავსულვარ, წასვლას არ ვაპირებ და კანონმდებლობიდან გამომდინარე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

21 ივნისი 2021, 19:45

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება.

21 ივნისი 2021, 19:17

მსოფლიო

ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა ბელარუსისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა ბელარუსისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

გია აბაშიძე

21 ივნისი 2021, 19:12

საზოგადოება

გია აბაშიძე: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო „სოციალურ კოდექსზე“ მუშაობას იწყებს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ „სოციალურ კოდექსზე“ მუშაობის დაწყების პროცესს ეხმიანება და კოდექსის ძირითად ასპექტებს მიმოიხილავს.

21 ივნისი 2021, 19:04

პოლიტიკა

რაფაელ ჟოზანი: საქართველოს აქვს ძალიან ამბიციური სტრატეგია სოციალური დაცვის სისტემის განვითარების კუთხით

საქართველოში სოციალური კოდექსი პარტნიორი ორგანიზაციების, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოებისა და სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით განხორციელდება. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის დირექტორის, რაფაელ ჟოზანის განცხადებით, ამ გზით, საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასა და სტანდარტებს დაუალოვდება.

დავით ქართველიშვილი

21 ივნისი 2021, 19:03

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დაუჯერებელია დე-ფაქტო ხელისუფლებას თავისი ციხეების არქივში მსგავსი ფაქტი ჰქონოდა და არ გაეშუქებინა

დაუჯერებელია დე-ფაქტო ხელისუფლებას თავისი ციხეების არქივში მსგავსი ფაქტი ჰქონოდა და არ გაეშუქებინა, რადგან არცერთი უკანონოდ დაკავებული ქართველის დაოქმებული ინფორმაცია ციხიდან არ ქრება, ერთი მარტივი მიზეზის გამო, - განთავისუფლების წინა პირობას წარმოადგენს ე.წ. „სახელმწიფო“ საზღვრის გადაკვეთის აღიარება, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი, ,,მთავარი არხის’’ ეთერში შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

ნიკოლ ფაშინიანი

21 ივნისი 2021, 18:49

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი: მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს, პრემიერ-მინისტრის, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს, პრემიერ-მინისტრის, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, არჩევნებში გამარჯვებული ძალის „სამოქალაქო შეთანხმების“ შტაბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

21 ივნისი 2021, 18:43

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: არანაირი ფაქტი, მოწმე, დოკუმენტაცია უბრალოდ სადღაც ვიღაცამ თქვა და საზოგადოებას რეალობად ასაღებენ. „მანიები“ ხომ არსებობს, მაგრამ ესენი „მეგალომანიაკები“ არიან

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „მთავარი არხის“ მიერ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

21 ივნისი 2021, 18:36

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

22 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი: 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, „ა“ მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენის და ჭედიას ქუჩების მოსახლეობას.