imedi /  02 ივლისი 2020, 19:38 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანს ელჩებმა ევროსაბჭოს წარმატებულ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ბალტიის ქვეყნების მინისტრების წერილი გადასცეს

დავით ზალკალიანმა საქართველოში ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან - კაი კაარელსონთან, ინგრიდა ლევრენსესთან და გიედრიუს პოუჯუნასთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში ელჩებმა საგარეო საქმეთა მინისტრს გადასცეს ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი წერილი, რომელიც ეხება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს წარმატებულ თავმჯდომარეობას.

წერილში ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ულოცავენ საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პირველი თავმჯდომარეობის წარმატებით დასრულებას, რაც სიმბოლურად ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილეს დაემთხვა. ასევე აღნიშნულია, რომ თავმჯდომარეობას თან ახლდა გამოწვევები, რადგან საქართველოს COVID-19 -ის პანდემიით გამოწვეულ რთულ ვითარებაში მოუხდა თავმჯდომარეობა, ამავდროულად კვლავ გრძელდებოდა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მიერ.

უწყების ინფორმაციით, წერილში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ პანდემიით გამოწვეული უპრეცედენტო ვითარების მიუხედავად, საქართველოს თავმჯდომარეობა ორიენტირებული დარჩა ოთხი მთავარი პრიორიტეტის განხორციელებასა და ამავდროულად, ორგანიზაციის მთავარი ღირებულებების განმტკიცებაზე.

ბალტიის ქვეყნების მინისტრები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველომ შესძლო ინოვაციური გამოსავლის მოძიება, რათა შეუფერხებლად გაგრძელებულიყო ევროპის საბჭოსა და მინისტრთა კომიტეტის საქმიანობა. ასევე ღონისძიებების ჩატარების მიზნით, საქართველოს თავმჯდომარეობამ შეიმუშავა კრეატიული მიდგომები, რისი საშუალებითაც შესაძლებელი გახდა დისტანციურად სრულყოფილი მონაწილეობის მიღება.

წერილში დადებითად არის შეფასებული საქართველოს თავმჯდომარეობის ინიციატივით, ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის საკითხზე საქართველოსა და მომავალი ორი თავმჯდომარის მიერ ერთობლივი დეკლარაციის მიღება.

ამასთანავე, წერილის თანახმად, ბალტიის ქვეყნები ადასტურებენ და მომავალშიც მუდმივად გააგრძელებენ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დასასრულს, შეხვედრის მონაწილეები მიესალმნენ ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის მოხვდა.

ყველა სიახლე

04 აგვისტო 2020, 23:48

მსოფლიო

ბეირუთში აფეთქებას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2 750 - დაშავდა

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვი 50-მდე, ხოლო დაშავებულთა 2 750-მდე გაიზარდა.

04 აგვისტო 2020, 23:41

სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ერთი პირი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სამართალდამცავებმა მალხაზ ბადუაშვილი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ბადუაშვილს გამოძიება 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ოქრო

04 აგვისტო 2020, 23:37

ეკონომიკა

ისტორიაში პირველად ოქროს ფასმა $2000-ს გადააჭარბა

ასეთი რამ ისტორიაში პირველად მოხდა. 2020 წლის დასაწყისიდან ოქრო თითქმის 30%-ით გაიზარდა. მანამდე რეკორდული ფასი 2011 წელს დაფიქსირდა და 1921,18 დოლარი შეადგინა.

04 აგვისტო 2020, 23:30

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 691 ათასს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 691 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 691 013 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ვირუსით კი 18 142 718 ადამიანი დაინფიცირდა.

ნაზარ ნაჯარიანი

04 აგვისტო 2020, 23:20

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარ აფეთქებას ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი ემსხვერპლა

ბეირუთში მომხდარ აფეთქებას ლიბანური პარტია „ალ-კატაიბის“ გენერალური მდივანი, ნაზარ ნაჯარიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

04 აგვისტო 2020, 23:17

კულტურა

ბრიტანელმა ხელოვანმა თვითიზოლაციისას მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახატის შექმნა დაიწყო

ბრიტანელმა მხატვარმა, საშა ჯაფრიმ, რომელიც დუბაიში სასტუმრო „ატლანტიდაში“ 8 კვირაა, თვითიზოლაციაშია, რეკორდული ზომის ნამუშევრის შექმნა დაიწყო. ნახატის, სახელწოდებით „ჩვენ ერთად ვართ – ჰუმანურობით შთაგონებული“ გაყიდვიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

გიორგი ვოლსკი

04 აგვისტო 2020, 23:06

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: გიგი უგულავა ირაკლი ჩიქოვანთან ვერ მოვა

„ირაკლი ჩიქოვანი არის უაღრესად განათლებული, წესიერი ადამიანი, თავისი კუთხის, ტრადიციის მოყვარული. ნამდვილი ქართველი, ძლიერი ადამიანია პიროვნულად, მერე პროფესიონალია. სამეგრელოსაც უნდა თავის წარმომადგენელი ჰყავდეს ისეთი, რომელიც არა მხოლოდ მათ ყოველდღიურ პრობლემებს გაითავისებს, არამედ, რომელსაც საერთაშორისო დონეზე მუშაობის გამოცდილება აქვს. ირაკლისთან გიგი უგულავა, გინდ სხვა, ვერ მოვა. ვერც მისი მონაცემებით და ვერც მისი დამოკიდებულებით ქვეყნის მიმართ. საერთოდ რომ არავინ იყოს, როგორ შეიძლება, სამეგრელომ აირჩიოს ადამიანი, რომელიც იმ რეჟიმის ნაწილია. ახლა რომ არის საუბარი „მორჩით ამ 9 წელზე ლაპარაკს, ეს 9 წელი დღეს ხდება“. ამ 9 წელით ხვალ გვემუქრებიან. სამეგრელომ რამდენი სისხლი ნახა ამ თემიდან მოიგონონ და მერე გადაწყვიტონ, ვის დაუჭირონ მხარი“,- განაცხადა ვოლსკიმ.

04 აგვისტო 2020, 23:03

მსოფლიო

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 500 - დაშავდა

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის, ჰამად ჰასანის განცხადებით, ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 500 - დაშავდა.

04 აგვისტო 2020, 22:58

მსოფლიო

ლიბანის შს მინისტრი აცხადებს, რომ ბეირუთის პორტში ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რაც აფეთქების მიზეზი გახდა

ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პორტში ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რაც აფეთქების მიზეზი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Al-Jazeera ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

04 აგვისტო 2020, 22:43

სამართალი

გურჯაანში საცხოვრებელ სახლში 85 წლამდე კაცის ცხედარი ნახეს

გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 85 წლამდე კაცის ცხედარი თავისსავე საცხოვრებელ სახლში ნახეს. მეზობლებმა პოლიციას მას შემდეგ გამოუძახეს, რაც სახლიდან უსიამოვნო სუნი იგრძნეს.

სალომე ზურაბიშვილი

04 აგვისტო 2020, 22:41

მსოფლიო

სალომე ზურაბიშვილი ბეირუთში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბეირუთში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.

BTS

04 აგვისტო 2020, 22:34

კულტურა

ჯგუფი BTS MTV VIdeo Music Awards-ზე იმღერებს

ტელეარხის ცნობით, ღონისძიებაზე პოპულარული კორეული ჯგუფი BTS ახალ სიმღერას Dynamite შეასრულებს. საღამოზე ასევე იმღერებენ Doja Cat-ი და ჯეი ბალვინი.

04 აგვისტო 2020, 22:25

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარი აფეთქებების ხმა კვიპროსზე ისმოდა

ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, ბეირუთში მომხდარი აფეთქებების ხმა 240 კილომეტრის დაშორებით, კვიპროსზე ისმოდა.

04 აგვისტო 2020, 22:09

მსოფლიო

თურქეთში 2 000 წლის წინანდელ საპირფარეშოს ტურისტებისთვის აღადგენენ

დასავლეთ თურქეთში, დენიზლის პროვინციის ქალაქ ბულდანში აღმოჩენილი უძველესი საპირფარეშოს ნანგრევებს აღადგენენ და ტურისტულ ობიექტად აქცევენ. დაახლოებით 2 000-წლის წინ აშენებული რომაული საპირფარეშო 40-მდე ადამიანს დაიტევს.

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსი

04 აგვისტო 2020, 22:00

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს კიდევ 89 პაციენტი ემსხვერპლა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 306 293 შემთხვევა გამოვლინდა, 46 299 ადამიანი კი გარდაიცვალა.

04 აგვისტო 2020, 21:51

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარი აფეთქებების გამო, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა 5 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა

ბეირუთში მომხდარი აფეთქებების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ჰასან დიაბმა 5 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა.

04 აგვისტო 2020, 21:49

სპორტი

ცნობილია, რა განრიგით იასპარეზებს ქართველ ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე

ეს შეჯიბრება, ისევე როგორც ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი, 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო იანვრისთვის გადაიდო. ეროვნულ ფედერაციებს მიეცათ ხელახალი რეგისტრაციის საშუალება, რის შემდეგაც რიგაში დანიშნულ ტურნირს ერთი მონაწილე მოაკლდა: ბულგარეთმა ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა და 10 მონაწილე დარჩა.

04 აგვისტო 2020, 21:40

მსოფლიო

ისრაელური მედია: ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებებთან კავშირი არ აქვს

ისრაელს ლიბანის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებებთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ ისრაელური მედია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ზინადინ ზიდანი

04 აგვისტო 2020, 21:31

სპორტი

L’Équipe-მა ზინედინ ზიდანი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა

ფრანგულმა გამოცემამ, L’Équipe-მა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დაასახელა. მასთან ერთად, საუკეთესო მწვრთნელის კატეგორიაში „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელები, იურგენ კლოპი და პეპ გვარდიოლაც იყვნენ, თუმცა გამოცემის რჩეული ზიდანი გახდა.

04 აგვისტო 2020, 21:21

მსოფლიო

ლიბანის ხელისუფლება უარყოფს ვერსიას იმის თაობაზე, რომ ბეირუთში მომხდარი აფეთქებები პიროტექნიკის აფეთქებას უკავშირდება

ლიბანის საერთო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გენერალმა აბას იბრაჰიმმა უარყო ვერსია იმის თაობაზე, რომ ბეირუთში მომხდარი აფეთქებები პიროტექნიკის საწყობზე აფეთქებას უკავშირდება.