imedi /  03 ივლისი 2020, 00:13 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ნაბიჯები არათანმიმდევრულია

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

გამოჩნდა, რომ რეალურად, კონსესუსის რესურსი პარლამენტში და პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს და ეს რადიკალური ოპოზიციის „დამსახურებაა“, რადიკალიზმის გარეშე მათ ვერც ერთი საკუთარი ნაბიჯი ვერ წამოუდგენიათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

„ოპოზიციის ნაბიჯები არათანმიმდევრული. ელჩებმა არაერთგზის მოუწოდეს ოპოზიციის წარმომადგენელებს, მიუხედავად ამ მოწოდებებისა, ოპოზიციამ უარი თქვა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობაზე, ბუნებრივია, როდესაც ასე უხეშად ეწინააღმდეგები ელჩების მოწოდებას, ამაზე რა თქმა უნდა შესაბამისი პასუხი იქნება. როდესაც ოპოზიცია რეპუტაციულ ზიანს იღებს, ეს უკვალოდ არ ქრება და ამას თავისი შედეგები მოჰყვება. სამწუხაროდ ეს არის დღეს ოპოზიციის ბუნება და გამოჩნდა, რომ რეალურად, კონსესუსის რესურსი პარლამენტში და პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს და ეს რადიკალური ოპოზიციის „დამსახურებაა“, რადიკალიზმის გარეშე მათ ვერც ერთი საკუთარი ნაბიჯი ვერ წამოუდგენიათ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იყო ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესის, რომელიც 2012 წლიდან დაიწყო.

„ეს იყო დემოკრატიული გარდატეხა და ამის შემდეგ მუდმივი პერმანენტული დემოკრატიული განვითარება, დემოკრატიული წინსვლა, რაც საბოლოო ჯამში ჯერ 2017-18 წლებში დაგვირგვინდა ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმით. ჩვენ გვაქვს მყარად ჩამოყალიბებული დემოკრატიული კონსტიტუციური ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოს განვითარების და ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაც. მე ვფიქრობ, რომ მთავარი დამსახურება არის „ქართული ოცნების“ და იმ გარდატეხის რომელიც მოიტანა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ასევე დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს მეგობარ ელჩებსაც. წლების მანძილზე არაერთი მცდელობა იყო, რომ შეთანხმებულიყო პოლიტიკური სპექტრი გარკვეულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ეს ვერ მოხერხდა 25 წლის მანძილზე. პირველად, 25 წლის თავზე ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა, სრული კონსესუსის მიღწევა პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვერ მოხერხდებოდა რომ არა ჩვენი მეგობარი ელჩების ძალისხმევა. ხელისუფლებასთან ერთად განსაკუთრებული წვლილი ამ პროცესში სწორედ მათ მიუძღვით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენითდაამტკიცა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა. კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპული საქართველო“ არ მონაწილეობდა.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2020, 15:53

რეგიონი

2020 წლის ივლისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 213 ფაქტი გამოვლინდა

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 77 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 49 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 26, აჭარაში - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14, შიდა ქართლში -11.

09 აგვისტო 2020, 15:52

რეგიონი

ბიზნესომბუდსმენი ზუგდიდში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ბიზნესომბუდსმენი ზუგდიდში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა შეხვედრის მთავარი თემა კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ეკონომიკური საქმიანობის მდგრადი აღდგენა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეგულაციებს შეეხებოდა.

09 აგვისტო 2020, 15:38

საზოგადოება

თბილისში, ალექსანდრეს ბაღსა და ორბელიანის მოედანზე ადგილობრივი ნაწარმისა და მეორეული ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

ალექსანდრეს ბაღსა და ორბელიანის მოედანზე ადგილობრივი ნაწარმისა და მეორეული ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ორდღიანი ღონისძიების მხარდამჭერი თბილისის მერია იყო. გამოფენა გაყიდვაში ხელოვანებთან ერთად მეწარმეებიც მონაწილეობდნენ.

09 აგვისტო 2020, 15:36

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ოცნების ქალაქის მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმების დოკუმენტზე კომისიამ მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე აჭარის სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობს იუნისეფი, წითელი ჯვარი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული.

09 აგვისტო 2020, 15:35

რეგიონი

დაცული ტერიტორიების თანამშრომლები პირველადი სამედიცინო დახმარების კურსს გადიან

დაცული ტერიტორიების თანამშრომლები გადაუდებელ სიტუაციაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სასწავლო კურსს გადიან. ამჯერად ტრენინგი მარტვილისა და ოკაცეს კანიონების ადმინისტრაციის გიდების, რეინჯერებისა და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებისთვის ჩატარდა.

09 აგვისტო 2020, 15:21

მსოფლიო

ვაშინგტონში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის დედაქალაქში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 9 კი დაიჭრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაშავებულები საავადამყოფოში გადაიყვანეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ჯასინდა არდერნი

09 აგვისტო 2020, 15:17

COVID19

ახალ ზელანდიაში მე-100 დღეა კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ახალ ზელანდიაში მე-100 დღეა კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა მთელი მსოფლიოსგან ქება დაიმსახურა, რადგან მის მიერ მიღებულმა სწრაფმა და მკაცრმა ზომებმა კორონავირუსის პანდემიის შეჩერება გამოიწვია, ქვეყანაში კორონავირუსის ბოლო შემთხვევა 1-ელ მაისს დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ვირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდ, ხოლო სულ რაღაც 63 დღის შემდეგ პრემიერის მიერ მიღებული სწრაფი ზომების ხარჯზე ქვეყანამ ეპიდემია დაამარცხა.

09 აგვისტო 2020, 15:12

მსოფლიო

ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთის შესწავლა დაიწყეს

ინდოეთში 4 დღის წინ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთის შესწავლა დაიწყეს. ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელი, არუნ კუმარი აცხადებს, რომ დაცულ ჩანაწერებს საერთაშორისო გამომძიებლებთან და ბოინგის მწარმოებლებთან ერთად შეისწავლიან.

09 აგვისტო 2020, 14:57

რეგიონი

პრემიერ-მინისტრი ახალციხეში ახლად აშენებული საკათედრო ტაძრის გახსნას დაესწრო

მეუფემ ახალი ტაძრის კურთხევასა და საზეიმო წირვაზე დასწრებისთვის საქართველოს მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა და დალოცა ყველა მოქალაქე, ვინც ტაძრის შეჩერებული მშენებლობის დასრულებაში წვლილი შეიტანა. გიორგი გახარიას განცხადებით, ახალციხეში შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის ამოქმედება არის დიდი ზეიმი არა მარტო ახალციხელებისთვის, არამედ დიდი ზეიმია მთლიანად საქართველოსთვის.

კიმ ჩენ ინი

09 აგვისტო 2020, 14:51

მსოფლიო

Reuters-ი: ფხენიანმა ჩაკეტილ სასაზღვრო ქალაქში დახმარება გაგზავნა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ, სამხრეთ კორეასთან მოსაზღვრე ქალაქის, კესონის მოსახლეობას საკვები და სამედიცინო აღჭურვილობა გაუგზავნდა. ფხენიანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური ცნობით, ქვეყანაში ვირუსი შეიტანა 24 წლის კაცმა, რომელიც 2017 წელს ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთში გაიქცა.

09 აგვისტო 2020, 14:38

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამოს“ მეტოქე „ტირანა“ იქნება

თბილისის „დინამოს“ მეტოქე უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის „ტირანა“იქნება. კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა. შეხვედრას „დინამო არენა“ 18 ან 19 აგვისტოს უმასპინძლებს და გამარჯვებული ერთი შეხვედრის ჯამში გაირკვევა.

09 აგვისტო 2020, 14:26

მსოფლიო

საბერძნეთის კუნძულ ევბეაზე შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

საბერძნეთში, კუნძულ ევბეაზე ძლიერ ქარიშხალსა და წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი, უგონო მდგომარეობაში, დატბორილ საცხოვრებელ სახლებში იპოვეს.

დონალდ ტრამპი

09 აგვისტო 2020, 14:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპის ახალი განკარგულებით, თეთრი სახლი, კონგრესის გარეშე შეძლებს პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკისა და მოქალაქეების მხარდაჭერას

პრეზიდენტის განმარტებით, უმუშევრებისთვის გახანგრძლივდება ფედერალური დახმარების პროგრამა, ხოლო მოქალაქეები, ვისი წლიური შემოსავალიც 100 ათას დოლარზე ნაკლებია, წლის ბოლომდე გადასახადებისგან გათავისუფლდებიან. შეღავათით ისარგებლებენ სტუდენტებიც.

09 აგვისტო 2020, 14:22

COVID19

ტეხასში 19 წლის მოზარდი კორონავირუსით ინფიცირებული შეყვარებულის გამოჯანმრთელებას ყოველდღე მის სახლთან ელოდა. ვიდეო

ტეხასში 19 წლის მოზარდი კორონავირუსით ინფიცირებული შეყვარებულის გამოჯანმრთელებას ყოველდღე მის სახლთან ელოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. ამ მეთოდით შეყვარებულებს დროის ერთად გატარება სოციალური დისტანციის დაცვით შეეძლოთ, მანამ სანამ გოგო გამოჯანმრთელდებოდა. 19 წლის კოლინი მაქსიმალურად ცდილობდა მისი კარანტინში მყოფი 17 წლის შეყვარებულის გამხნევებას. ყოველდღე მიჰქონდა საჭმელი, პაზლები და მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან საუბარს.

09 აგვისტო 2020, 14:06

COVID19

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 900-ს მიუახლოვდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში ახალი კორონავირუსი 1 199 ადამიანს დაუდასტურდა, 18 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ ქვეყანაში ვირუსი 80 949 ადამიანს დაუდგინდა, 1 897 გარდაიცვალა.

09 აგვისტო 2020, 13:52

მსოფლიო

ლიბანის დასახმარებლად, მსოფლიო ლიდერები ონლაინკონფერენციას გამართავენ

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ბეირუთში მომხდარი აფეთქებით დაზარალებული ლიბანის დასახმარებლად, დღეს ონლაინკონფერენციას გამართავენ. ინიციატივა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ეკუთვნის.

09 აგვისტო 2020, 13:41

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები და მწვრთნელები £15 მილიონს მიიღებენ

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები 15 მილიონ ფუნტს მიიღებენ. კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ამ თანხიდან უფრო ერთი მილიონი ფუნტი პეპ გვარდიოლას, სერხიო აგუეროს, კევინ დე ბრუინს და დავიდ სილვას შეხვდება, ფეხბურთელებს კი 700 ან 500 ათასი ფუნტი გადაეცემათ.

აფეთქების ადგილი ბეირუთში / მანალ აბდელ სამადი

09 აგვისტო 2020, 13:21

მსოფლიო

ლიბანის ინფორმაციის მინისტრი გადადგა

ლიბანის ინფრომაციის მინისტრმა, მანალ აბდელ სამადმა თანამდებობა დატოვა. მინისტრს გადაწყვეტილების შესახებ მეტი დეტალი არ უთქვამს, თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ეს ბეირუთში მომხდარ აფეთქებას უკავშირდება.

09 აგვისტო 2020, 13:15

რეგიონი

დავით ბაქრაძე საგურამოში დევნილებს შეხვდა

დავით ბაქრაძის განცხადებით 8 წლის მანძილზე მთავრობას არ გაუზრდია დევნილებისთვის დახმარება, არ მოუგვარებია ბინების დაკანონება. მისი განცხადებით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდება მათი დახმარება რომ უკეთეს პირობებში იცხოვრონ.

09 აგვისტო 2020, 13:02

მსოფლიო

უნგრეთში პოლონელების ავტობუსის ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

უნგრეთში, საავტომობილო მაგისტრალიდან თხრილში გადავარდა ავტობუსი, რომლითაც პოლონელები მგზავრობდნენ. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. სამმა ადამიანმა, რომელთა შორის 5 წლის ბავშვიცაა, მძიმე დაზიანებები მიიღო.