imedi /  03 ივლისი 2020, 00:24 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: დღეს დასავლური მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ძალიან მყარია

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

გარკვეულ ეტაპზე კონგრესმენების წერილებს ჰქონდა თავისი ეფექტი, თუმცა დღეს საზოგადოებამ, უკვე ზედმიწევნით კარგად ისწავლა, მათ შორის ისიც, რას ნიშნავს მალინის განცხადება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ​ფრონტერას ლობისტებს რაც შეეხება, ეს აბსოლუტურად ცალკე თემაა.

„უმჯობესია ფრონტერამ ფული ინვესტიციებზე დახარჯოს და არა ლობისტებზე. ეს ბევრად უკეთესი იქნება, მათ შორის ფრონტერასთვისაც, რომელმაც ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო დავა წააგო, ეს არის არბიტრაჟის წაგების გამოძახილი და ეს საზოგადოებამ უკვე იცის. შესაბამისად ასეთ განცხადებებს ეფექტი არ აქვს, დაუბლაგვდათ ეს იარაღი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს. დღეს დასავლური მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ძალიან მყარია. ჩვენ ვნახეთ მაიკ პომპეოს განცხადება, მანამდე იყო მისი მოადგილის, ასევე კელი დეგნანის განცხადება და ისინი ამბობენ მარტივ რამეს, არასდროს ყოფილა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ისეთ მაღალ დონეზე აყვანილი, როგორც დღეს არის. ამით ყველაფერი ნათქვამია და ასეთ მაღალ დონეზე გაკეთებულ განცხადებებს, ვერაფრით ვერ გადაფარავას ცალკეული ლობისტების მიერ გაკეთებული განცხადებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

გიორგი კანდელაკი

13 აგვისტო 2020, 12:46

COVID19

გიორგი კანდელაკი: თუ სოზარ სუბარს შეუძლია ჩაიტაროს ტესტი, რა დააშავეს კარანტინში გადაყვანილმა მოქალაქეებმა?!

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, მაშინ როცა მესტიაში მყოფი მოქალაქეები იძულებით კარანტინში გადაიყვანეს, სოზარ სუბარის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება უსამართლო და გაუგებარია. „მსგავს შემთხვევასთან გვქონდა საქმე ცოტა ხნის წინ, როცა გაუმწვანებელი ქვეყნიდან შემოსულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უბრალოდ ტესტი ჩაიტარა, ხოლო გამწვანებული, ანუ უსაფრთხო ქვეყნებიდან მომავალ საქართველოს მოქალაქეებს მთავრობა მაინც დისკრიმინაციული კარანტინის გავლას აიძულებს.

13 აგვისტო 2020, 12:45

რეგიონი

რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენას 40 მილიონი ლარი მოხმარდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რაჭის სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს. 2020 წლის 28-29 ივლისს მოსული ძლიერი წვიმების შედეგად, ადიდებულმა მდინარე რიონმა დააზიანა და ჩაწყვიტა ცენტრალური, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის ნაკიეთი-შოვის მონაკვეთზე მიწის ცალკეული სექციები და

საგარეო ვაჭრობის ბრუნვა

13 აგვისტო 2020, 12:27

ეკონომიკა

იანვარ-ივლისის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.6 პროცენტით ნაკლებია

„საქსტატი“ საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2020 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებს აქვეყნებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 030.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 17.6 პროცენტით ნაკლებია.

თეა წულუკიანი

13 აგვისტო 2020, 12:23

ეკონომიკა

თეა წულუკიანმა განმარტა, რა სიახლეებს გულისხმობს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონპროექტი

„დღეს ჩვენ დავასრულეთ სრულიად ახალ კანონპროექტზე მუშაობის მრავალწლიანი პროცესი, რომელსაც ჰქვია საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ. ჩვენ, ამ კანონით, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, პარლამენტში ფართო მხარდაჭერა ექნება, ჩავანაცვლებთ 1994 წელს მიღებულ, მეწარმეთა შესახებ კანონს, რომელიც, მიუხედავად 2008 წელს განხორციელებული ცვლილებებისა, საერთოდ არ პასუხობს თანამედროვეობას“.

რან გიდორი

13 აგვისტო 2020, 12:22

საზოგადოება

ისრაელის საელჩო და MASHAV-ი, საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად ინოვაციურ პროექტს განახორციელებს

ისრაელის საელჩო და MASHAV-ი (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად განახორციელებს ინოვაციურ საპილოტე პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო სისტემაში მეწარმეობის მხარდაჭერა და გაძლიერება, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საელჩო ავრცელებს.

ლევან დავითაშვილი

13 აგვისტო 2020, 12:18

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილის თქმით, ვაშლის მოსავლის სუბსიდირების პროგრამა 15 დეკემბრამდე განხორციელდება

„ჩვენ გვესმის, რომ წელს მოლოდინი არის, რომ მსოფლიოში ვაშლის მოსავალი იქნება ძალიან მაღალი. შარშან იყო საკმაოდ მცირე მოსავალი, ფასები იყო მაღალი. მაგრამ საქართველოშიც არ იყო მაღალი მოსავალი. ამის გათვალისწინებით, იმისთვის რომ ფერმერებს არ ჰქონდეთ ჩასაბარებელი თავიანთი შრომის შედეგად მოყვანილი პროდუქტი, მთავრობამ მიიღო სუბსიდირების პროგრამა“, - განმარტა მინისტრმა.

იონბიონი

13 აგვისტო 2020, 12:08

მსოფლიო

წყალდიდობის შედეგად ჩრდილოეთ კორეის მთავარი ბირთვული ობიექტი დაიტბორა

მათ სატელიტური ფოტოები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ცენტრის გვერდით მდინარეში წყლის დონემ იმატა. რამდენიმე დღეში გადაღებულ სურათებზე კი ჩანს, რომ წყლის დონემ დაიწია და ბირთვული ობიექტი არ დააზიანა.

13 აგვისტო 2020, 11:53

საზოგადოება

თიბისი კონცეპტი - თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურება

თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ახალი კონცეფცია აერთიანებს ურთიერთობის კიდევ უფრო გამარტივებულ ფორმას, პერსონიფიცირებულ მიდგომასა და მოქნილ სისტემას და ის სრულ თანხვედრაშია თიბისის მისიასთან: გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება, მეტი დრო დაუტოვოს საკუთარი თავისთვის და ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად.

13 აგვისტო 2020, 11:46

რეგიონი

ზემო იმერეთი-რაჭის გზაზე შქმერი-ზუდალის მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, შქმერი-ზუდალის 7.7 კმ-იანი მონაკვეთის (კმ40,9-კმ48,6) რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია და ამ ეტაპზე, მიუხედავად რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

რუსეთი კორონავირუსი

13 აგვისტო 2020, 11:45

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 057 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 124 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 15 384-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 716 396 პაციენტი.

გიორგი გახარია

13 აგვისტო 2020, 11:40

რეგიონი

მთავრობა რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს

რეალურად, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დასჭირდება დრო, დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რაჭის სტიქიის შედეგებიც ლიკვიდაციაზე საუბრისას განაცხადა. მთავრობა რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს. პრემიერის თქმით, პირველადი საჭიროების სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა.

გიგი წერეთელი

13 აგვისტო 2020, 11:40

პოლიტიკა

გიგი წერეთელი: მნიშვნელოვანია, რომ გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში, ახალგაზრდობა უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი

„ეუთო-ს რეგიონის ქვეყნებში ახალგაზრდობა, ისევე როგორც ქალები და უმცირესობების წარმომადგენლები, ნაკლებად არიან ჩართულნი გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ქმედებებში, ახალგაზრდებს, რომლებიც მსოფლიო მოსახლეობის თითქმის მეოთხედს წარმოადგენენ, მეტი ჩართულობის შესაძლებლობები მიეცეს“.

13 აგვისტო 2020, 11:33

პოლიტიკა

კახაბერ ქემოკლიძე და ნათია სესკურია Rusi-ს გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში: დასავლეთის მხარდაჭერა დღეს უფრო აუცილებელია, ვიდრე - ოდესმე

„აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე“ - ამ სათაურით, გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის ვებგვერდზე (RUSI), უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ და Rusi-ს მკვლევარმა, ნათია სესკურიამ წერილი გამოაქვეყნეს.

13 აგვისტო 2020, 11:30

COVID19

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

„ხალხი ძალიან აქტიურად მიდის ტესტირებაზე, იმიტომ რომ კარგად იციან, რომ ეს არის შეჩერების გზა. ჯერჯერობით შედარებით გამკაცრებული ზომები დარჩება სოფელ ლენჯერში, იმიტომ რომ ლენჯერში ამ წუთისთვის გამოვლენილია ყველზე მეტი შემთხვევა“, - აღნიშნა სუბარმა.

მარინა ეზუგბაია

13 აგვისტო 2020, 11:29

COVID19

მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მისივე თქმით, დღეისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირსზე 32 პაციენტი მკურნალობს.

13 აგვისტო 2020, 11:18

ეკონომიკა

ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება

გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების 2021 წლის მარტამდე გადავადება დაავალა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კრიზისის შედეგები გრძელვადიანი იქნება. „ეს შეღავათი ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე საურავები არ დაერიცხება. ეს შეეხება დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელს. დაახლოებით, თუ არ ვცდები, ეს არის 30 მილიონზე მეტი შეღავათი საგადახადო გადავადების. ეს აუცილებელია, რამეთუ ჩვენს ავტოიმპორტიორებს მივეხმაროთ, ყოველდღიური აუცილებელი ხარჯები ავარიდოთ, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში“, - განმარტა პრემიერმა.

13 აგვისტო 2020, 11:17

ეკონომიკა

მთავრობა ვაშლის მოსავლის სუბსიდირებას განახორციელებს

ჩვენი ფერმერების წარმოებული არც ერთი გრამი პროდუქტი დაუბინავებელი არ უნდა დარჩეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მოტივით იყო განპირობებული მთავრობის დახმარება მევენახეებისთვის და ხელისუფლება ყურძნის შესყიდვას წელსაც ასუბსიდირებს. პრემიერის განცხადებით, შემდეგი ნაბიჯი იქნება ვაშლის მოსავლის დაბინავება. „წელს საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა. ამიტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის 10 თეთრით სუბსიდირების შესახებ. საბოლოოდ, ეს ფასი ჩვენი ფერმერებისთვის იქნება არა ნაკლებ 22 თეთრისა. ყველა კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით, ამ სუბსიდირებას მიიღებს დამატებითი 10 თეთრის რაოდენობით. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა. ეს პროგრამა გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მარინა ეზუგბაია

13 აგვისტო 2020, 11:16

COVID19

მარინა ეზუგბაია: კოვიდცენტრებში 7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 17-ის - მძიმე

კოვიდცენტრებში 7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 17-ის - მძიმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო არის ლენჯერი. ერთის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო 2 შემოტანილია. მათგან ერთი-ერთი კი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

13 აგვისტო 2020, 11:14

ტექნოლოგიები

„მაგთიკომმა“ მე-5 თაობის ტექნოლოგია სატესტო რეჟიმში გაუშვა

„მაგთიკომმა“ მსოფლიოს უახლესი, მე-5 თაობის ტექნოლოგიის ტესტირება დაიწყო. მაგთიკომი ამ მიმართულებით თანამშრომლობს მსოფლიოს სამ წამყვან სატელეკომუნიკაციო აპარატურის მწარმოებელ კომპანიასთან. უახლოეს პერიოდში ასევე სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მე-4 მწარმოებელი კომპანიისგან ელოდება აპარატურას. „მაგთიკომის“ ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში ხორციელდება ტექნოლოგიის სიღრმისეული შესწავლა და სპეციალისტების მომზადება.

გიორგი გახარია

13 აგვისტო 2020, 11:11

რეგიონი

გიორგი გახარიას განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ რაჭაში ინფრასტრუქტურა 2021 წლის გაზაფხულამდე სრულად აღდგება

მოგეხსენებათ, რაჭაში, სამწუხაროდ, მძიმე და მასშტაბური სტიქია გვქონდა.მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა, სარეაბილიტაციო სამუშაოები. საბედნიეროდ, მოსალოდნელზე სწრაფად მოხდა პირველადი საჭიროების სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა საკმაოდ სწრაფად აღდგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.