imedi /  03 ივლისი 2020, 12:03 / სანდო წყარო

EMERGING EUROPE: რადგან აშშ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობს საშინაო დღის წესრიგს, შავი ზღვის ქვეყნები იძულებულნი არიან, ერთმანეთთან შექმნან ალიანსები

EMERGING EUROPE:

მაშინ, როცა მსოფლიოში უსაფრთხოების ვაკუუმები მეტ მნიშვნელობას იძენს, შავი ზღვის რეგიონი ძალაუფლებაზე კონკურენციის ცენტრალურ პლატფორმად იქცა - ეს ის ტენდენციაა, რომლის ინტენსივობაც მხოლოდ მოიმატებს. სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს შავ ზღვაზე კონკურენციის მხრივ. შავი ზღვის ქვეყნებს შორის საერთო საფრთხის არარსებობის პირობებში, ორმხრივი და მრავალმხრივი ალიანსების შექმნა აუცილებელი ხდება. სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის. თუმცა, რადგანაც აშშ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობს საშინაო დღის წესრიგს, შავი ზღვის ქვეყნები იძულებულნი არიან, ერთმანეთთან შექმნან ალიანსები. სამწუხაროდ, რეგიონალური პარტნიორობა არც თუ ისე წარმატებული იყო რეგიონალური უსაფრთხოების დამყარებაში, - გამოცემა EMERGING EUROPE სტატიას სახელწოდებით „სტრატეგიული პარტნიორობა და კონკურენცია დიდ ძალაუფლებაზე შავ ზღვაში“ აქვეყნებს.

სტატიის თანახმად, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა იმ ქვეეყნებისთვის, რომლებიც დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიებზე არიან დამოკიდებული და რომლებიც გაზრდილ საფრთხეს გრძნობენ რუსეთის მხრიდან.

ავტორის თქმით, აშშ-თან ორმხრივი ალიანსები ჯერჯერობით არასაკმარისი გამოდგა შავი ზღვის უსაფრთხოების გაზრდისთვის - რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში შემოჭრა, 2014 წელს ყირიმის ანექსია და 2018 წელს აზოვის ზღვის ბლოკადა იმაზე მიანიშნებს, რომ რეგიონი ისეთივე დაუცველია, როგორც ეს იყო ცივი ომის ბოლოს.

შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე, ზღვისპირა ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ საკუთარი რეგიონალური უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ჩარჩოები. რეგიონალური ალიანსები და ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა შავ ზღვაში აგებულია კომპლექსური არქიტექტურის საფუძველზე, რომელიც მოიცავს შეზღუდული რესურსებით რეგიონის დაცვის უამრავ მცდელობას. შავი ზღვის ქვეყნებს შორის ოფიციალური თანამშრომლობა მრავალმხრივ და რეგიონულ დონეზე არსებობს, მაგრამ ეს მეტწილად არააქტიურია. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC), რომლის სათაო ოფისი სტამბოლში მდებარეობს, თავს უყრის შავი ზღვის გაფართოებული რეგიონის ყველა ქვეყანას.

შეხვედრები ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება, ბოლო სამიტი კი 2017 წელს გაიმართა. BSEC მოიცავს მხოლოდ ეკონომიკურ თანამშრომლობას, და არა უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის მიმართულებით. 2012 წელს რუმინეთმა დაიწყო სამმხრივი ფორმატი პოლონეთთან და თურქეთთან, მაგრამ ჩართულობა შემოიფარგლა ყოველწლიური შეხვედრებით, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე რეალური გავლენის მოხდენის გარეშე. რუმინეთმა ასევე შეიმუშავა სტრატეგიული ორმხრივი პარტნიორობა პოლონეთთან აღმოსავლეთ ფლანგზე და თურქეთთან და აზერბაიჯანთან შავ ზღვაში.

რუმინეთის ურთიერთობები თურქეთთან და აზერბაიჯანთან ორიენტირებულია ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე (რუმინეთი არის შავი ზღვის ენერგიის დივერსიფიკაციის ძლიერი დამცველი). თურქეთთან თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობა ნატოს ფარგლებში ხდება და საერთოდ არ არის დღის წესრიგში აზერბაიჯანთან.

იმავდროულად, მიუხედავად უკრაინისა და საქართველოს დასავლური ინტეგრაციისადმი მხურვალე მხარდაჭერისა, რუმინეთსა და ამ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ორმხრივი თანამშრომლობა არ არსებობს. უკრაინულ-ქართული უმაღლესი სტრატეგიული საბჭო, ახალი სტრატეგიული პარტნიორობა, რომლის ფარგელბშიც უკრაინამ და საქართველომ პირობა დადეს, რომ კოორდინირებას გასწევენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, შავ ზღვაში თანამშრომლობის ახალი ინიციატივების იმედს იძლევა.

გასარკვევი რჩება, თუ რამდენად შეუძლია ამ ორმხრივ ფორმატს ხელი შეუწყოს დიდ ძალაუფლებაზე კონკურენციის დაბალანსებას და გაზარდოს უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოება.

საქართველომ ასევე წამოაყენა სტრატეგიული თანამშრომლობა რუმინეთთან, 2019 წელს. (საქართველო არის აზერბაიჯანულ-თურქულ-ქართული სამმხრივი თანამშრომლობის ერთადერთი წევრი, რომელსაც არ აქვს რუმინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა).

ორმხრივ და სამმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, შეუძლია რეალური მნიშვნელობა შემატოს თავდაცვის, ენერგეტიკისა და რბილი უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობისთვის. მაგალითად, რუმინეთსა და აშშ-ს შორის ოცწლიანმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ შესაძლებელი გახადა დასავლეთის სამხედროს არსებობა შავ ზღვაზე. ეს გამოიხატება საჰაერო ძალების ბაზის არსებობით, რომელიც გადამწყვეტია ავღანეთში ოპერაციებისთვის და ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის ბაზის არსებობით, რომელიც ევროპას ირანის მხრიდან თავდასხმებისგან დამცავ ქოლგას სთავაზობს”, - ნათქვამია "EMERGING EUROPE"-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, შავი ზღვის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მთავარია აზერბაიჯანისა და რუმინეთის ენერგორესურსები, ხოლო საქართველოში, თურქეთსა და უკრაინაში კი რეგიონალური ქსელის შესაქმნელად, სატრანზიტო და სამარაგო შესაძლებლობები უნდა განვითარდეს.

ამ პარტნიორობის წარმატების საფუძველზე, რუმინეთმა ასევე უზრუნველყო სტრატეგიული პარტნიორობა პოლონეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან - სამივე მათგანი აგებულია საერთო რეგიონალური ინტერესების გარშემო. პოლონეთის შემთხვევაში, ეს არის ეკონომიკური ურთიერთკავშირი და განვითარება, რომელიც ახლა შედის აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ სამი ზღვის ინიციატივაში, რომელშიც პოლონეთმა და რუმინეთმა 500 მილიონი ევრო და 100 მილიონი ევრო ჩადეს.

თურქეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში, რუმინეთთან ორმხრივი თანამშრომლობა აგებულია ბაქოს ენერგორესურსებისა და თურქეთის მხრიდან კასპიის გაზის ევროპაში ტრანზიტის შესაძლებლობის გარეშემო, აგრეთვე საერთო ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა, ინიციატივები შავი ზღვის ურთიერთკავშირის გაზრდისთვის ეკონომიკური, ენერგეტიკული და უსაფრთხოების თანამშრომლობის გზით ბოლო წლებში შეჩერდა.

იმავდროულად, ენერგეტიკა და რეგიონალური სატრანსპორტო თანამშრომლობა უმთავრესია აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი პარტნიორობისთვის. 2012 წლიდან, სამი ქვეყნის მინისტრები რეგულარულად იკრიბებოდნენ საერთო ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად, მაგალითად, ტრანს-ანატოლიური გაზსადენი, რომელიც ამჟამად ერთადერთია, რომელიც ევროპას ამარაგებს კასპიის ზღვიდან რუსეთის მიერ არაკონტროლირებადი ენერგორესურსებით და აკავშირებს რკინიგზებს. ეს სამმხრივი პარტნიორობა სავარაუდოდ გაგრძელდება, სამივე ქვეყნის მხრიდან მომავალი წლების სამოქმედო გეგმაზე ხელმოწერის საფუძველზე. შავი ზღვის უსაფრთხოების თანამშრომლობას წარმატების შერეული ისტორია აქვს. რუსეთის „დაყავი და დაიპყარი“ სტრატეგიამ ჯერჯერობით შეზღუდა უსაფრთხოების თანამშრომლობა აშშ-ს ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე, მაგრამ აშშ-ის გასვლამ კიდევ უფრო შეაფერხა პროგრესი.

რეგიონალურ დონეზე კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. საქართველოსა და უკრაინას შორის მორიდებული მცდელობები იმედის მომცემია, მაგრამ უსაფრთხოების ვაკუუმის დიდი ნაწილი კვლავ შესავსებია. რუმინეთის ლიდერობა შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უნდა გამყარდეს საქართველოსა და უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის მეშვეობით. შავი ზღვის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მთავარია აზერბაიჯანისა და რუმინეთის ენერგორესურსები, ხოლო საქართველოში, თურქეთსა და უკრაინაში სატრანზიტო და სამარაგო შესაძლებლობები უნდა განვითარდეს რეგიონალური ქსელის შესაქმნელად. გარდა ამისა, ბულგარეთის ენერგო პოლიტიკას ტრანზიტის შეთავაზება შეუძლია დივერსიფიკაციის სანაცვლოდ”, - წერს გამოცმება ,,EMERGING EUROPE“.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

29 ივლისი 2021, 14:45

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: კონკრეტულმა ტელევიზიამ და პარტიულმა ბოსებმა ჟურნალისტები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.

მიხეილ სარჯველაძე

29 ივლისი 2021, 14:44

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: გუშინ ვიხილეთ თვითაღიარება, რომ მედიასაშუალება აქამდე იყო პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჰქონდა კამერა და მიკროფონი

ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელის გუშინდელი განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ შეაფასა.

სერგო ჩიხლაძე

29 ივლისი 2021, 14:36

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: სპეციალურ რეჟიმში გადასვლა ყველა მედია საშუალებას შეუძლია, ვერ ვხედავ ვერაფერს განსაკუთრებულს

ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელის გუშინდელი განცხადება შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგო ჩიხლაძემ. „სპეციალურ რეჟიმში გადასვლა ყველა მედია საშუალებას შეუძლია. აქედან გამომდინარე ვერ ვხედავ ვერაფერს განსაკუთრებულს. მე „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, რომ შეეშვას მედიას“, - განაცხადა სე

ალეკო ელისაშვილი

29 ივლისი 2021, 14:34

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა ნიკა გვარამია, აბა რას ეწევა? მისი ტელევიზია „ნაცმოძრაობის“ პარტიული ტელევიზიაა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცახდებს, რომ „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა, ვინაიდან „მთავარი არხი“ „ნაცმოძრაობის“ პარტიული ტელევიზიაა.

დიმიტრი პესკოვი

29 ივლისი 2021, 14:32

მსოფლიო

კრემლი აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ რუსი მესაზღვრეების განლაგებასთან დაკავშირებით ნიკოლ ფაშინიანის წინადადებაზე კომენტარს არ აკეთებს

კრემლი აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ რუსი მესაზღვრეების განლაგებასთან დაკავშირებით ნიკოლ ფაშინიანის წინადადებაზე კომენტარს არ აკეთებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

29 ივლისი 2021, 14:24

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდება დოკუმენტს, ეს იქნება დაგვიანებული და არაფრისმთქმელი

თუ ნაციონალური მოძრაობა შეუერთდება დოკუმენტს ეს იქნება დაგვიანებული, არაფრისმთქმელი. უკვე წასული მატარებლის უკან მობრუნება, მათი ამ გადაწყვეტილებით შეუძლებელია. შეუძლებელია მათ დოკუმენტს ხელი მოაწერონ, რადგან არ გააჩნიათ არგუმენტაცია, რატომ ახლა და არა ამ ასი დღის განმავლობაში, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

29 ივლისი 2021, 14:21

სამართალი

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა, ამოღებულია 5,5 კგ ნარკოტიკული საშუალება, ასევე 10,896 ლიტრი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 4 პირი: 1985 წელს დაბადებული ვ.ზ., 1995 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ი.ბ., 2001 წელს დაბადებული ე.ი. და 2000 წელს დაბადებული ნ. ნ. დააკავეს.

იაგო ხვიჩია

29 ივლისი 2021, 14:18

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ოპოზიციის პოლიტიკა უნდა იყოს შემოსვლა პარლამენტში იმ დოზით, რა დოზითაც აქამდე არ ყოფილან

„საპარლამენტო ოპოზიციის პოლიტიკა უნდა იყოს შემოსვლა პარლამენტში იმ დოზით, რა დოზითაც არ ყოფილან აქამდე, ყველა უნდა შემოვიდეს პარლამენტში. ბოლომდე უნდა იყვნენ ერთგულები შარლ მიშელის დოკუმენტის. უნდა თქვან, რომ „ჩვენ ვართ პროდასავლელები და „ქართული ოცნება“ არის ანტიდასავლელი“. ყველა წუთი გამოსაყენებელია და ადამიანებისთვის ასახსნელია თუ რა ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“. ოპოზიციამ ეს უნდა გააკეთოს არა გაქცევით, ბოიკოტებით და ა.შ., არამედ პარლამენტში შემოსვლით, საპარლამენტო მუშაობის მართლა დაწყებით, იმის მიღწევით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ აიღოს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ალეკო ელისაშვილი

29 ივლისი 2021, 14:17

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ზოგიერთი დაბოღმილი, პარლამენტში ვერმოხვედრილი პოლიტიკოსი ამბობს, გამოდითო - მერე რა მოხდება? ეს არის სიცანცარე

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის დატოვება და ბოიკოტის რეჟიმში გადასვლა ოპოზიციის მხრიდან სიცანცარე იქნება.

მიხეილ სარჯველაძე

29 ივლისი 2021, 14:16

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: პოლარიზების საფრთხე დასაფიქრებელია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში გვყავს ისეთი პოლიტიკური ძალა, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“

პოლარიზების საფრთხე დასაფიქრებელია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში გვყავს ისეთი პოლიტიკური ძალა, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, სენატორებისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიუხედავად, პარტიაში არ ფიქრობენ, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება მცდარია.

სალომე სამადაშვილი

29 ივლისი 2021, 14:14

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: ოპოზიციამ უნდა იმსჯელოს მოვლენებისა და სცენარის ყველა შესაძლო განვითარებაზე

ვერიდები რაიმე კატეგორიული განცხადების გაკეთებას, თუ როგორ უნდა მოიქცეს ვინმე. ოპოზიციამ უნდა იმსჯელოს მოვლენებისა და სცენარის ყველა შესაძლო განვითარებაზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

თეონა აქუბარდია

29 ივლისი 2021, 14:09

პოლიტიკა

თეონა აქუბარდია: პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას ამ ეტაპზე არ განვიხილავთ

ოპოზიციონერი დეპუტატი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ისინი პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას არ განიხილავენ.

ბადრი ჯაფარიძე

29 ივლისი 2021, 14:09

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან

„ჩვენი ამოცანაა, რომ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შესრულდეს სრულად. ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ. მოვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის უფრო გაძლიერებული ენერგიით, იმისთვის, რომ ის რეალობა, რისიც ეშინია „ქართულ ოცნებას“, აუცილებლად დადგეს. ეს რეალობა აუცილებლად დადგება 2 ოქტომბერს. ოპოზიცია გაიმარჯვებს, დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“. ჩვენ პარლამენტში შემოვედით იმისთვის, რომ მიგვეღწია რიგგარეშე არჩევნებისთვის, რომ განხორციელებულიყო ყველა ცვლილება, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტით არის გათვალისწინებული. ამიტომ, სანამ ამ მიზნებს არ მივაღწევთ, ჩვენ პარლამენტში ვრჩებით. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

29 ივლისი 2021, 14:02

საზოგადოება

სემეკმა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ 20 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 20 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველია კომპანიის მიერ სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არასრული ინფორმაციის შეყვანა, რაც წარმოადგენს „ლიცენზირების წესისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესისა“ და „მომსახურების ხარისხის წესების“ დარღვევას.

რატი იონათამიშვილი

29 ივლისი 2021, 14:02

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ პავილიონისის სახით „ნაცმოძრაობასა“ და ოკუპანტ ქვეყანას საერთო გარესპიკერი ჰყავთ

„როდესაც ფაქტებს ამახინჯებ, ეს სუბიექტურობაზე და მიკერძოებაზე მიუთითებს. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში (როგორც არასდროს, დამოუკიდებლობის შემდეგ) ქვეყანაში დაუბრკოლებლად მაუწყებლობს მინიმუმ 5 ოპოზიციური ნაციონალური მაუწყებელი, არაერთი ბეჭდური თუ ონლაინ მედია და უმაღლესი სტანდარტით არის დაცული საქართველოს ყველა მოქალაქის სიტყვის თავისუფლება. ვინც ამას ვერ ხედავს, ის ან ქართული დემოკრატიის მტერია, ან ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას აღიქვამს საფრთხედ“, - წერს იონათამიშვილი.

ვარლამ ლიპარტელიანი

29 ივლისი 2021, 14:00

სპორტი

ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა.

29 ივლისი 2021, 13:56

სამართალი

მეხანძრე-მაშველები სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების სწავლებას გადიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან (US ODC) თანამშრომლობის ფარგლებში, სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების სწავლებაში მონაწილეობენ. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში ჩატარებულ სწავლებაში სულ 30 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის 2 გოგო მაშველი, ორ ჯგუფად მონაწილეობს.

შარლ მიშელი

29 ივლისი 2021, 13:49

პოლიტიკა

შარლ მიშელი: საქართველოში რიგ პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოში კონსულტაციები იწყება.

შარლ მიშელი

29 ივლისი 2021, 13:41

პოლიტიკა

შარლ მიშელი: მოვუწოდებ ყველა მხარეს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

29 ივლისი 2021, 13:37

ტაბლოიდი

გერმანიაში ქალმა ლატარიაში €33 მილიონი მოიგო, თუმცა რამდენიმე კვირის განმავლობაში ამის შესახებ არაფერი იცოდა

გერმანიის ლატარიის გათამაშება 9 ივნისს გაიმართა და 45 წლის ქალი მისი ერთადერთი გამარჯვებული იყო, თუმცა შედეგების შემოწმება დაავიწყდა. მან ბილეთში 1,2 ევრო გადაიხადა. ლატარიის კამპანია ქალის ვინაობას არ ასაჯაროებს, მაგრამ მის განცხადებას ავრცელებს.