imedi /  03 ივლისი 2020, 16:57 / სანდო წყარო

გოგა ხაინდრავა: შალიკოს ფანჩატურის გაერთიანება პირდაპირ კრიმინალური გაერთიანებაა იმიტომ, რომ ასეთი ერთსულოვნება შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამინებს შორის, ვინც კრიმინალით და დანაშაულით არიან გაერთიანებულნი

გიორგი ხაინდრავა

გიორგი ხაინდრავა

ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არიან ამ გაერთიანებაში შეკრებილნი, რომელიც ჩემი აზრით პირდაპირ კრიმინალური გაერთიანებაა იმიტომ, რომ ასეთი ერთსულოვნება შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამინებს შორის, ვინც კრიმინალით და დანაშაულით არიან გაერთიანებულნი. დღეს, პოლიტიკური ფანჩატურის წარმომადგენლები გუშინწინდელი დღის განუკითხაობის, ძალადობის, უკანონობის გაცოცხლებას და გაპრავებას ცდილობენ, - ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ ,,მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაინდრავა საუბრობს იმ ეპითეტებზე, რომლითაც ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს მოიხსენიებდნენ, მათ შორის ბოკერიას მიერ ბურჯანაძის და მისი ოჯახის კორუფციის სახედ მოხსენიება და შალვა ნათელაშვილი, რომელიც ხაზარაძეს ყაჩაღს, კრიმინალს და ადამიანების მძარცველს უწოდებდა.

მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური რეალობა ძალიან მძიმეა იმიტომ, რომ არ არსებობენ პოლიტიკური პარტიები და არსებობენ ცალკეული სექტები, მარგინალური ჯგუფები, პიროვნებები, რომელთა გარშემოც გარკვეული ინტერესი შემოკრებილი.

ხაინდრავა მიიჩნევს, რომ პოლიტიკის მეშვეობით მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევამ ძალიან სახიფათო საზღვარს მიაღწია.

,,მე კარგად მახსოვს, რომ რა ეპითეტებით ამკობდნენ ერთმანეთს. ბოკერიასთვის ბურჯანაძე დედიან-ბუდიანად რომ კორუფციის სახე იყო, ეს არა ერთხელ გაცხადებული აქვს ბოკერიას. მე ვარ დამსწრე იმ შეხვედრის, სადაც პირდაპირ აქვს ბურჯანაძისთვის ნათქვამი, რომ თქვენი ოჯახის კორუფცია და თქვენი მეუღლის კორუფცია საზოგადოდ ცნობილიაო. იგივე, შალიკო ნათელაშვილი, რასაც ის ლაპარაკობდა, მთელი ეპოპეა იყო ხაზარაძესთან მიმართებაში - ეს იყო ყაჩაღი, კრიმინალი, თაღლითი, ადამიანების მძარცველი და ასე შემდეგ. პოლიტიკური რეალობა ძალიან მძიმეა იმიტომ, რომ საქართველოში სამწუხაროდ არ არსებობენ პოლიტიკური პარტიები. არსებობენ ცალკეული სექტები, მარგინალური ჯგუფები, ცალკეული პიროვნებები, რომლის გარშემოც შემოკრებილია გარკვეული ინტერესი და როგორც წესი, ხალხის ხარჯზე ცხოვრობენ იმიტომ, რომ საიდან აქვთ დაფინანსება და რა დაფინანსებით ცხოვრობენ ეს „პოლიტიკური პარტიები“ კაციშვილმა არ იცის. ჩვენ, ვალდებულება გვაქვს სახელმწიფოს მიერ დადგენილი, რომ ვუხადოთ ფული სიცრუეში, სიყალბეში, ცილისწამებაში. განსაკუთრებული მასშტაბი მიიღო ძალიან სახიფათო მოვლენამ, როგორიც არის მედიის გამოყენება. მედიას იყენებენ დღესაც. მაგალითად, წერეთელი - ყველამ იცის, რომ „TV პირველის“ მფლობელი არის თაღლითი, მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ხაზარაძეც და ჯაფარიძეც ფიგურირებენ და ამ ფონზე ჩვენ, სასამართლოს ეზოში შექმნილი პოლიტიკური პარტიის მოწმენი გავხდით, ასეთი პრეცენდენტი არ ახსოვს მსოფლიოს. ყველა მოტივით ხდებოდა პოლიტიკური პარტიების შექმნა, მაგრამ სასამართლოს ეზოში რომ შექმნილიყო პოლიტიკური პარტია, ასეთი რამე მე არ მახსოვს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან სახიფათო საზღვარს მიაღწია პოლიტიკას ამოფარებამ, მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევამ პოლიტიკის მეშვეობით და არა მართლმსაჯულების და სიმართლის დამტკიცებით. ჩემი ღრმა რწმენით, პოლიტიკური ლოიალობა საზოგადოებაში უნდა მოიპოვო სიმართლით და არა პოლიტიკის გამოყენებით. ის ჯამი კრიმინალის, კორუფციის და რაღაც თაღლითობის, რაც ერთად არის თავმოყრილი დღეს და ამის სიმბოლო სისხლის, ბოროტების არის ჟორიკა რურუა, ერთად უპირისპირდება ყველაფერ დანარჩენს, რაც საქართველოში არსებობს. სასარგებლოდ. ჩემი აზრით გუშინწინდელი დღის განუკითხაობის, გუშინწინდელი დღის ძალადობის, უკანონობის გაცოცხლებას და გაპრავებას ცდილობენ დღეს აი ამ პოლიტიკური ფანჩატურის წარმომადგენლები, რაც სრულიად დაუშვებელია და რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქადის“, - აცხადებს გოგა ხაინდრავა.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აგვისტო 2020, 23:58

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი

„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი. წარმოიდგინეთ, რამდენად პარადოქსულია, რომ ჩვენ სანატრელი გაგვიხდა მშვიდობა. რატომ? - იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლების დროს ჩვენ გამოვცადეთ ომი, ტერიტორიების დაკარგვა და ჩვენი მოქალაქეების დევნილობაში გადასახლება. ერთადერთი 8-წლიანი სტაბილური პერიოდი არის ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდი,“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას გურჯაანში განაცხადა.

ჩუმლაყი სამაცივრე მეურნეობა

14 აგვისტო 2020, 23:42

რეგიონი

„ქართული ოცნების” ლიდერებმა სოფელ ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდნენ, სადაც სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრნენ.

14 აგვისტო 2020, 23:38

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ლიდერები გურჯაანში, ხეცურიანის ღვინის მარანში იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი ხეცურიანის ღვინის მარანში იმყოფებოდნენ.

დიღმის ძმათა სასაფლაო

14 აგვისტო 2020, 23:35

საზოგადოება

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ პირებს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 15 აგვისტოს, 11:00 საათზე, გაიმართება.

14 აგვისტო 2020, 23:32

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კარდენახში, სასტუმრო „ამპელო“ დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი სასტუმრო „ამპელოში“ იმყოფებოდნენ.

14 აგვისტო 2020, 23:29

რეგიონი

ქობულეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ვიდეო

ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად სადგურის მიმდებარედ რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, რამაც საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა. როგორც ქობულეთის მერიაში განაცხადეს, მდგომარეობის შესასწავლად ბრიგადები გავიდნენ. პირველადი ინფორმაციით კი წყალი რუსთაველისა და ძველი საავადმყოფოს უბანში 5 საცხოვრებელ სახლში შევიდა.

რატი იონათამიშვილი

14 აგვისტო 2020, 23:28

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი დავით ბაქრაძეს: კომპრომისად გინდათ ღალატის გაყიდვა, ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი

დავით ბაქრაძე რუსთავი 2-ის ეთერში ამტკიცებს - რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ომი ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს და რუსეთის შეტევა საპასუხო იყო, მხარი იმიტომ დავუჭირეთ, რომ იქ ოკუპაცია ჩაწერილიყოო, - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის „რუსთავი2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას FCEBOOK-ზე ეხმაურება.

მირიან ნიკოლაძე

14 აგვისტო 2020, 23:14

პოლიტიკა

მირიან ნიკოლაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობისთვის იბრძოლებს

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ნათესავი და ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაცია მირიან ნიკოლაძემ Imedinews-ს დაუდასტურა.

14 აგვისტო 2020, 23:08

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა.

ვერტმფრენი

14 აგვისტო 2020, 22:35

ტაბლოიდი

გერმანიაში სწავლობენ სამხედრო პილოტის საქმეს, რომელმაც საცოლეს ვერტმფრენიდან ყვავილები გადაუგდო

გერმანიაში სწავლობენ ორი სამხედრო მოსამსახურის საქმეს, რომლებმაც ერთ-ერთის საცოლეს ვერტმფრენიდან ყვავილების თაიგული გადაუგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა APA ავრცელებს. ინციდენტი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონში, სოფელ ჰოლცენში რამდენიმე დღის წინ მოხდა. პოლიციამ გამოძიება სამხედრო ვერტმფრენის ძალიან დაბალ სიმაღლეზე ფრენის ფაქტზე დაიწყო.

ალექსანდრე ლუკაშენკო

14 აგვისტო 2020, 22:23

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსებს: არ გაჰყოთ გარეთ ცხვირი! თქვენ და ჩვენს შვილებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ!

ბელარუსის უშიშროების საბჭოს სხდომაზე ალექსანდრე ლუკაშენკომ მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, გარეთ ცხვირი არ გამოჰყონ.

ჟერარ პიკე სამუელ უმტიტი

14 აგვისტო 2020, 22:00

სპორტი

„ბარსელონას“ მცველს კორონავირუსი დაუდგინდა

„ბარსელონას“ ფეხბურთელს, სამუელ უმტიტის კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

14 აგვისტო 2020, 21:59

COVID19

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 846 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 846 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

14 აგვისტო 2020, 21:47

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საბერძნეთის მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა

საბერძნეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოს ხარდალიასის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საბერძნეთის მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა.

გიორგი გახარია

14 აგვისტო 2020, 21:37

სპორტი

გიორგი გახარია ქართველ მორაგბეებს შეხვდება

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკის“ ინფორმაციით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქართველ მორაგბეებს შეხვდება. მორაგბეებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც რაგბის კავშირში კრიზისი დაიწყო. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემ თანამდებობაზე 9 დღიანი მუშაობის შემდეგ პოსტი დატოვა.

14 აგვისტო 2020, 21:13

მსოფლიო

ბელარუსმა რუსეთს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 32 დაკავებული მებრძოლი გადასცა

ბელარუსმა რუსეთს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 32 დაკავებული დაქირავებული მებრძოლი გადასცა. როგორც რუსეთის გენერალურ პროკურატურაში იუწყებიან, დაკავებულები უკვე რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

დავით სონღულაშვილი

14 აგვისტო 2020, 21:07

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანი არის კუთხე და მუნიციპალიტეტი, რომლის მაჟორიტარობაც იყო და არის ჩემი ცხოვრების არსი

გურჯაანი შეიცვალა, ისევე როგორც მისი სოფლები და ინფრასტრუქტურა. გურჯაანი ხედავს ახალ პერსპექტივას, აქ კარგად ესმით ცვლილებების არსი და მიმართულება. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი შევასრულე, მაგრამ გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ არ დავაკელი ცდა და მონდომება არც ერთ საკითხს, რომელიც გურჯაანისთვის გამოწვევას წარმოადგენდა, - ამის შესახებ გურჯაანში სიტყვით გამოსვლისას გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

14 აგვისტო 2020, 21:03

COVID19

სოზარ სუბარი: მესტიაში სიტუაცია კონტროლს დაქვემდებარებულია და არც გაუარესდება

„ბოლო სამი დღის განმავლობაში იყო სამი საქმე, რომელიც ძალიან საყურადღებოა – ორი გუშინ და ერთი გუშინწინ. ეს შემთხვევები ლენჯერს გასცდა და მესტიაში მოხდა მათი იდენტიფიცირება, თუმცა გუშინწინდელზე გუშინ და გუშინდელზე დღეს მოხდა ყველა კონტაქტის დადგენა და ყველა იმ პირის გამოკვლევა. მესტიაში არ უნდა დარჩეს არც ერთი ადამიანი, მათ შორის დაბა მესტიაში, რომლის ტესტირება არ მოხდება. ვფიქრობ, რომ ამ აფეთქების ლოკალიზება მალე მოხდება. დღევანდელი და ხვალინდელი პასუხები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამის შემდეგ შეგვეძლება უკვე სრული სურათის შევიქმნათ ვითარებაზე“, - განაცხადა სუბარმა.

გიორგი გახარია

14 აგვისტო 2020, 20:54

პოლიტიკა

გიორგი გახარია: დავით სონღულაშვილი არის უაღრესად განათლებული, ამ კუთხეზე შეყვარებული და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დეპუტატი

ამ ქვეყანაში უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არცერთი გოჯი მიწა დარჩეს დაუმუშავებელი. მთავრობის ვალდებულებაა, რომ ჩვენი ფერმერების მიერ წარმოებული, არცერთი კილოგრამი დარჩეს ​დაუბინავებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გურჯაანში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, დავით სონღულაშვილი წარადგინა.

14 აგვისტო 2020, 20:54

COVID19

კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ესპანეთში ღამის კლუბები დაიხურება, ხოლო საჯარო ადგილებში მოწევა აიკრძალება

კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ესპანეთში ღამის კლუბები დაიხურება, ხოლო საჯარო ადგილებში მოწევა აიკრძალება.