imedi.ge /  05 ივლისი 2020, 20:02 / სანდო წყარო

გია აბაშიძე: ელჩებზე თავდასხმების შემდეგ, ე.წ. „ევროპულმა საქართველომ“ მორიგი არალოგიკური და არარაციონალური მოთხოვნა წამოაყენა - გაიხსნას თურქეთთან საზღვარი, გავუშვათ ქართველები თურქეთში სამუშაოდ

გია აბაშიძე

გია აბაშიძე

ზოგ ქვეყანაში მეორე ტალღაა და ხელახალი კარანტინებია. ეს ჩვენ, ცხადია, არავის გვსურს. ბოროტ რევანშისტ ნაცოპოზიციისა და მის ანასხლეტების დღის წესრიგით არ ცხოვრობს საქართველო. საზღვრები გაიხსნება, მაშინ როცა იქნება უსაფრთხო ჩვენი ქვეყნისთვის. მმართველი გუნდი არ უნდა აყვეს იაფფასიანი პოპულიზმით დაკავებული შალიკოს „ფანჩატურელებს“,- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპული საქართველოს ინიციატივას, თურქეთთან საზღვრის გახსნის შესახებ.

ანალიტიკოსის თქმით, ევროპელ ელჩებზე თავდასხმების შემდეგ, ე.წ. „ევროპულმა საქართველომ“ მორიგი არალოგიკური და არარაციონალური მოთხოვნა წამოაყენა - გაიხსნას თურქეთთან საზღვარი, გავუშვათ ქართველები თურქეთში სამუშაოდ.

როგორც აბაშიძე Facebook-ში წერს, ნაცოპოზიცია ცდილობს, რომ ორი კურდღელი დაიჭიროს - ხალხზე მზრუნველის მანტით, ხალხის აგრესია წარმართო ხელისუფლებისკენ და თურქეთიდან გზა გაუხსნან უდიდესი ძალისხმევით მოგერიებულ ვირუსს.

„შალვა ნათელაშვილის ფანჩატურს რაღაც „მაგიური ძალა“ აქვს. იქ მსხდომი პოლიტიკოსი კიდევ უფრო ჩლუნგდება და მყისიერად კარგავს საღ აზროვნებას. სიმართლის თქმის გამო, ევროპელ ელჩებზე თავდასხმების შემდეგ, ე.წ. „ევროპულმა საქართველომ“ მორიგი არალოგიკური და არარაციონალური მოთხოვნა წამოაყენა - გაიხსნას თურქეთთან საზღვარი, გავუშვათ ქართველები თურქეთში სამუშაოდ. მაპატიეთ და ნაცოპოზიცია ჩლუნგი და არარაციონალური კი არა, საკუთარი ქვეყნის მტერია, თანაც უაღრესად გაბოროტებული რევანშისტი. მავნებელი ნაცოპოზიცია შოკშია იმის გამო, რომ საქართველო წარმატებულად და სანიმუშოდ გავუმკლავდა კორონავირუსის პირველ ტალღას, რაც ერთსულოვნადაა აღიარებული შინ და გარეთ. ექიმებზე თავდასხმებით და ყალბი ამბების ნიაღვრებით ნაცოპოზიციამ ვერანაირად დააკნინა ჩვენი გმირი, მზრუნველი სპეციალისტების როლი პანდემიასთან ბრძოლაში. ახლა კი, ბოროტი ნაცები ცდილობენ, რომ ორი კურდღელი დაიჭირონ - ხალხზე მზრუნველის მანტია და ამასთან, ხალხის აგრესიის წარმართვა ხელისუფლებისკენ და მეორე მხრივ, თურქეთიდან გზა გაუხსნან უდიდესი ძალისხმევით მოგერიებულ ვირუსს. რევანშისტი ძალების ერთადერთი მიზანი სისტემის ჩამოშლაა. COVID-19-თან ბრძოლაში საქართველო ოაზისია ფართო რეგიონში.

ზოგ ქვეყანაში მეორე ტალღაა და ხელახალი კარანტინებია. ეს ჩვენ, ცხადია, არავის გვსურს. ბოროტ რევანშისტ ნაცოპოზიციისა და მის ანასხლეტების დღის წესრიგით არ ცხოვრობს საქართველო!. საზღვრები გაიხსნება, მაშინ როცა იქნება უსაფრთხო ჩვენი ქვეყნისთვის. მმართველი, „ქართული ოცნების“ გუნდი, რომელმაც ვირუსით დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის კომპლექსური გეგმა დაამტკიცა და ეფექტიანად ახდენს მის რეალიზაციას, დარწმუნებული ვარ, რომ კვლავაც ყველაფერს გააკეთებს როგორც ჩვენი თანამემამულეების პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე განუხრელად იზრუნებს მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. მმართველი გუნდი არ უნდა აყვეს იაფფასიანი პოპულიზმით დაკავებული შალიკოს „ფანჩატურელებს“, - წერს გია აბაშიძე.

ყველა სიახლე

04 აგვისტო 2020, 23:41

სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ერთი პირი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სამართალდამცავებმა მალხაზ ბადუაშვილი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ბადუაშვილს გამოძიება 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ოქრო

04 აგვისტო 2020, 23:37

ეკონომიკა

ისტორიაში პირველად ოქროს ფასმა $2000-ს გადააჭარბა

ასეთი რამ ისტორიაში პირველად მოხდა. 2020 წლის დასაწყისიდან ოქრო თითქმის 30%-ით გაიზარდა. მანამდე რეკორდული ფასი 2011 წელს დაფიქსირდა და 1921,18 დოლარი შეადგინა.

04 აგვისტო 2020, 23:30

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 691 ათასს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 691 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 691 013 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ვირუსით კი 18 142 718 ადამიანი დაინფიცირდა.

ნაზარ ნაჯარიანი

04 აგვისტო 2020, 23:20

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარ აფეთქებას ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი ემსხვერპლა

ბეირუთში მომხდარ აფეთქებას ლიბანური პარტია „ალ-კატაიბის“ გენერალური მდივანი, ნაზარ ნაჯარიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

04 აგვისტო 2020, 23:17

კულტურა

ბრიტანელმა ხელოვანმა თვითიზოლაციისას მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახატის შექმნა დაიწყო

ბრიტანელმა მხატვარმა, საშა ჯაფრიმ, რომელიც დუბაიში სასტუმრო „ატლანტიდაში“ 8 კვირაა, თვითიზოლაციაშია, რეკორდული ზომის ნამუშევრის შექმნა დაიწყო. ნახატის, სახელწოდებით „ჩვენ ერთად ვართ – ჰუმანურობით შთაგონებული“ გაყიდვიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

გიორგი ვოლსკი

04 აგვისტო 2020, 23:06

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: გიგი უგულავა ირაკლი ჩიქოვანთან ვერ მოვა

„ირაკლი ჩიქოვანი არის უაღრესად განათლებული, წესიერი ადამიანი, თავისი კუთხის, ტრადიციის მოყვარული. ნამდვილი ქართველი, ძლიერი ადამიანია პიროვნულად, მერე პროფესიონალია. სამეგრელოსაც უნდა თავის წარმომადგენელი ჰყავდეს ისეთი, რომელიც არა მხოლოდ მათ ყოველდღიურ პრობლემებს გაითავისებს, არამედ, რომელსაც საერთაშორისო დონეზე მუშაობის გამოცდილება აქვს. ირაკლისთან გიგი უგულავა, გინდ სხვა, ვერ მოვა. ვერც მისი მონაცემებით და ვერც მისი დამოკიდებულებით ქვეყნის მიმართ. საერთოდ რომ არავინ იყოს, როგორ შეიძლება, სამეგრელომ აირჩიოს ადამიანი, რომელიც იმ რეჟიმის ნაწილია. ახლა რომ არის საუბარი „მორჩით ამ 9 წელზე ლაპარაკს, ეს 9 წელი დღეს ხდება“. ამ 9 წელით ხვალ გვემუქრებიან. სამეგრელომ რამდენი სისხლი ნახა ამ თემიდან მოიგონონ და მერე გადაწყვიტონ, ვის დაუჭირონ მხარი“,- განაცხადა ვოლსკიმ.

04 აგვისტო 2020, 23:03

მსოფლიო

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 500 - დაშავდა

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის, ჰამად ჰასანის განცხადებით, ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 500 - დაშავდა.

04 აგვისტო 2020, 22:58

მსოფლიო

ლიბანის შს მინისტრი აცხადებს, რომ ბეირუთის პორტში ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რაც აფეთქების მიზეზი გახდა

ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პორტში ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რაც აფეთქების მიზეზი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Al-Jazeera ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

04 აგვისტო 2020, 22:43

სამართალი

გურჯაანში საცხოვრებელ სახლში 85 წლამდე კაცის ცხედარი ნახეს

გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 85 წლამდე კაცის ცხედარი თავისსავე საცხოვრებელ სახლში ნახეს. მეზობლებმა პოლიციას მას შემდეგ გამოუძახეს, რაც სახლიდან უსიამოვნო სუნი იგრძნეს.

სალომე ზურაბიშვილი

04 აგვისტო 2020, 22:41

მსოფლიო

სალომე ზურაბიშვილი ბეირუთში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბეირუთში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.

BTS

04 აგვისტო 2020, 22:34

კულტურა

ჯგუფი BTS MTV VIdeo Music Awards-ზე იმღერებს

ტელეარხის ცნობით, ღონისძიებაზე პოპულარული კორეული ჯგუფი BTS ახალ სიმღერას Dynamite შეასრულებს. საღამოზე ასევე იმღერებენ Doja Cat-ი და ჯეი ბალვინი.

04 აგვისტო 2020, 22:25

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარი აფეთქებების ხმა კვიპროსზე ისმოდა

ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, ბეირუთში მომხდარი აფეთქებების ხმა 240 კილომეტრის დაშორებით, კვიპროსზე ისმოდა.

04 აგვისტო 2020, 22:09

მსოფლიო

თურქეთში 2 000 წლის წინანდელ საპირფარეშოს ტურისტებისთვის აღადგენენ

დასავლეთ თურქეთში, დენიზლის პროვინციის ქალაქ ბულდანში აღმოჩენილი უძველესი საპირფარეშოს ნანგრევებს აღადგენენ და ტურისტულ ობიექტად აქცევენ. დაახლოებით 2 000-წლის წინ აშენებული რომაული საპირფარეშო 40-მდე ადამიანს დაიტევს.

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსი

04 აგვისტო 2020, 22:00

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს კიდევ 89 პაციენტი ემსხვერპლა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 306 293 შემთხვევა გამოვლინდა, 46 299 ადამიანი კი გარდაიცვალა.

04 აგვისტო 2020, 21:51

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარი აფეთქებების გამო, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა 5 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა

ბეირუთში მომხდარი აფეთქებების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ჰასან დიაბმა 5 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა.

04 აგვისტო 2020, 21:49

სპორტი

ცნობილია, რა განრიგით იასპარეზებს ქართველ ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე

ეს შეჯიბრება, ისევე როგორც ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი, 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო იანვრისთვის გადაიდო. ეროვნულ ფედერაციებს მიეცათ ხელახალი რეგისტრაციის საშუალება, რის შემდეგაც რიგაში დანიშნულ ტურნირს ერთი მონაწილე მოაკლდა: ბულგარეთმა ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა და 10 მონაწილე დარჩა.

04 აგვისტო 2020, 21:40

მსოფლიო

ისრაელური მედია: ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებებთან კავშირი არ აქვს

ისრაელს ლიბანის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებებთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ ისრაელური მედია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ზინადინ ზიდანი

04 აგვისტო 2020, 21:31

სპორტი

L’Équipe-მა ზინედინ ზიდანი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა

ფრანგულმა გამოცემამ, L’Équipe-მა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დაასახელა. მასთან ერთად, საუკეთესო მწვრთნელის კატეგორიაში „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელები, იურგენ კლოპი და პეპ გვარდიოლაც იყვნენ, თუმცა გამოცემის რჩეული ზიდანი გახდა.

04 აგვისტო 2020, 21:21

მსოფლიო

ლიბანის ხელისუფლება უარყოფს ვერსიას იმის თაობაზე, რომ ბეირუთში მომხდარი აფეთქებები პიროტექნიკის აფეთქებას უკავშირდება

ლიბანის საერთო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გენერალმა აბას იბრაჰიმმა უარყო ვერსია იმის თაობაზე, რომ ბეირუთში მომხდარი აფეთქებები პიროტექნიკის საწყობზე აფეთქებას უკავშირდება.

რიკარდას პუისისი

04 აგვისტო 2020, 20:57

მსოფლიო

5 წლის წინ გაუჩინარებული ლიეტუველი კაცი ბრიტანეთის ერთ-ერთ ტყეში იპოვეს

რიკარდას პუისისი, რომელსაც ახლა პოლიცია იცავს, კემბრიჯის მახლობლად, ქალაქ უისვეჩთან იპოვეს. სამართალდამცველების ცნობით, გაუჩინარებამდე პუისისი ერთ-ერთ ფერმაზე მუშა იყო, ბოლოს ის 2015 წლის სექტემბერში, კემბრიჯშირის საგრაფოში თანამემამულეების გარემოცვაში ნახეს. ივნისში კი პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ ის ცოცხალია და ტყეში იმალება.