imedi /  06 ივლისი 2020, 12:04 / სანდო წყარო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს შეხვდა

პიტერ სიიარტო;  გიორგი გახარია

პიტერ სიიარტო
გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს შეხვდა.

მხარეების შეფასებით, პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში განხორციელებული პირველი მაღალი დონის ვიზიტი მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, თუ რაოდენ მჭიდროა საქართველოსა და უნგრეთის პარტნიორული ურთიერთობები.

შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე.

პიტერ სიიარტომ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს და აღნიშნა, რომ ქვეყანა არის ლიდერი, როგორც აღმოსავლეთ-პარტნიორობის, ისე ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მისივე თქმით, საქართველო თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი ალიანსი შეიძლება ჰქონდეს ნატო-ს არა წევრ სახელმწიფოებთან.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო ქვეყნების წარმატებას COVID-19-თან ბრძოლაში. უნგრულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები ამ მიმართულებით და ხაზგასასმელია როგორც ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ისე მოქალაქეების ძალისხმევა.

აგრეთვე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს-გარემოსა და უნგრული კომპანიების სურვილზე - საქართველოში ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით. მათ, შორის, ხაზი გაესვა ქვეყანაში უნგრული კომპანია - Wizz Air-ის წარმატებულ ოპერირებას.

საუბარი შეეხო, შესაძლებლობისთანავე, ქვეყნებს შორის ტურიზმის გააქტიურების მნიშვნელობას და ითქვა, რომ საერთაშორისო მგზავრობის პირობების შემსუბუქება განხორციელდება ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და ფრთხილად, რათა საფრთხე არ შეექმნას მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ დაზიანდეს ის შედეგები, რაც მიღწეულია.

პიტერ სიიარტომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა უნგრეთის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

ვარლამ გოლეთიანი

08 მაისი 2021, 14:49

პოლიტიკა

ვარლამ გოლეთიანი: ლევან ვასაძესთან არანაირი კავშირი არ გაქვს

„ჩვენი პოზიცია პარტიებთან და პარტიულ დღის წესრიგთან დაკავშირებით, არის იგივე. ადრეც ვამბობდით და დღესაც ვიმეორებ, პარტიულ დღის წერიგში შესვლას არ ვაპირებთ. შესაბამისად, რადგან ბატონმა ლევანმა შექმნა უკვე პარტია, ამიტომ მათთან არანაირი კავშირი არ გვაქვს“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გიორგი ცუცქირიძე

08 მაისი 2021, 14:32

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: ცაგერსა და ამბროლაურში აქციას „ლელოს“ ცაგერისა და ლენტეხის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები აორგანიზებენ

„გავიდა დრო, გადაიარა „ქართული მიწის დაცვით“ შეფუთულმა გულზე მჯიღის ცემის პერიოდმა და ყველა მიხვდა, რომ ვინც ნამახვანის ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, ნებსით თუ უნებლიედ, პირდაპირ რუსულ საქმეს ემსახურება. ჰოდა, რაც ყველაზე საინტერესოა; ამ პოლიტიკური აქციების პროცესში უკვე ღიად ჩაერთო პოლიტიკური პარტიები“.

გურამ მაჭარაშვილი

08 მაისი 2021, 14:24

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: თუ საქართველოს პარლამენტში რაიმე კანონის ინიცირება უნდათ, გადაშალონ რეგლამენტი და წაიკითხონ, რა არის ამისთვის საჭირო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების თაობაზე ოპოზიციის კრიტიკული შეფასებებზე საუბრისას აცხადებს, რომ მათ არავინ უშლის, დააინიცირონ ახალი კანონპროექტი და საკანონმდებლო ორგანოში ამის შესახებ იმსჯელონ.

ლევან იოსელიანი

08 მაისი 2021, 14:23

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე: ეს არ იყო უმნიშვნელო საკითხი და განხილვაზე ოპოზიციის დასწრება მნიშვნელოვანი იყო

„ეს ჩემთვის გასაკვირი იყო, რადგან ეს საკითხი არ იყო უმნიშვნელო საკითხი და ვფიქრობ, რომ ამაზე დასწრება მნიშვნელოვანი იყო. ზოგადად ოპოზიციამ თავის ტაქტიკას უნდა გადახედოს და ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ იქ სადაც შესაძლებელი გვაქვს უკან დავახევინოთ „ქართულ ოცნებას“ და თუ შესაძლებელია კომპრომისული ვარიანტზე წამოვიყვანოთ, გავურთულოთ პროცესი ისეთ ცვლილებებზე, რომელზეც ყველა ვთანხმდებით, რომ აუარესებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას იქ ოპოზიცია უნდა იყოს ჩართული და პროცესში აქტიურად მონაწილეობდეს, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ალუდა ღუდუშაური

08 მაისი 2021, 14:14

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: ის, რომ კანონპროექტის განხილვაში ოპოზიცია არ ჩაერთო, „ქართული ოცნების“ კი არა, ზარმაცი და არათანმიმდევრული ოპოზიციის ბრალია

„ის, რომ კანონპროექტის განხილვაში ოპოზიცია არ ჩაერთო, „ქართული ოცნების“ ბრალი კი არა, ზარმაცი და არათანმიმდევრული ოპოზიციის ბრალია. მათ უარი თქვეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში ჩართვაზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

08 მაისი 2021, 13:59

მსოფლიო

მეცნიერებმა ჩინური რაკეტის დედამიწაზე ჩამოვარდნის სავარაუდო დრო დაადგინეს

აშშ-ის კოსმოსური კვლევისა და განვითარების ცენტრის ინფორმაციით, 22-ტონიანი ჩინური რაკეტა ატმოსფეროში, სავარაუდოდ, დღეს ღამით ან ხვალ დილით შემოვა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რაკეტის უდიდესი ნაწილი, ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ, დაიწვება და შედეგად, მისი ფრაგმენტების ჩამოვარდნა დედამიწას საფრთხეს არ შეუქმნის.

08 მაისი 2021, 13:32

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გასათავისუფლებლად, ეს საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ზაზა გახელაძის და მისი ოჯახის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყონებლივ დახსნა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ალუდა ღუდუშაური

08 მაისი 2021, 13:23

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: მელიას აქვს სააკაშვილის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელზეც დაუხაზა - როგორ უნდა შესულიყო ციხეში, მერე არ უნდა გამოსულიყო

ნიკა მელია სააკაშვილის ლაბირინთებშია გახლართული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მინაიტურული ყურანი

08 მაისი 2021, 13:08

თავდაცვა

მუსლიმ სამხედროებს მინიატურული წმინდა წიგნი გადაეცათ

მინიატურული ყურანი საველე პირობებზეა მორგებული, კომპაქტური და დრეკადია. მისი ყდა კომუფლირებულია. სამინისტროს ინიციატივით, თავდაცვის ძალების მართლმადიდებელ ქრისტიან სამხედრო მოსამსახურეებს გიორგობის დღესასწაულზე უკვე გადაეცათ მინიატურული წმინდა წიგნები „ახალი აღთქმა“. 603-გვერდიან წმინდა წიგნს ქართული ჯარის შესახებ საქართველოს პატრიარქის სიტყვა უძღვის.

08 მაისი 2021, 12:41

რეგიონი

ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

პროექტი ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას. იქვე განთავსდება ღია კაფე, მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი.

ბესარიონ სიმონიშვილი

08 მაისი 2021, 12:29

საზოგადოება

ბესარიონ სიმონიშვილი: წლის ბოლომდე თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადავცემთ

„წლის ბოლომდე, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას, ჯამში, 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადავცემთ. 260 ოროთახიანი ბინის მშენებლობის ბოლო ეტაპზე გარკვეული შეფერხებები შეიქმნა, სწორედ ამიტომ, ადგილზე, პირადად გავეცანი ვითარებას და სამშენებლო კომპანიისგან მივიღეთ დაპირება, რომ 260-ვე ბინა, უახლოეს მომავალში, ორ ნაწილად, მაისისა და ივნისის თვეებში ჩაგვბარდება. ამ პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში გავაკონტროლებთ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

08 მაისი 2021, 12:14

საზოგადოება

დღეს სუნიტი მუსლიმები ყადირის ღამეს აღნიშნავენ

„მათი რწმენით, სწორედ ამ ღამეს გარდმოევლინა წინასწარმეტყველ მუჰამადს ღვთიური წიგნის ყურანის პირველი აიები. ტრადიციით ითვლება, რომ ყადირის ღამე ათას თვეზე მეტია, ამიტომაც მუსლიმები ცდილობენ ეს ღამე ლოცვაში გაატარონ და ევედრებიან ღმერთს ცოდვების მიტევებას. აღნიშნული დღესასწაული აღინიშნება რამადანის თვის 27-ე რიცხვში და მუსლიმთათვის იგი ცოდვების მიტევების, მოწყალების, სულიერი სიმშვიდის ღამეა”,- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

08 მაისი 2021, 12:03

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში შშმ პირების შესახებ საკონსულტაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

„შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას და მის განხილვას. აღნიშნული სამოქმედო გეგმა შინაგან საქმეთა მინისტრის - ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, მიმდინარე წლის 31 მარტს დამტკიცდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა - ანნა ჩერნიშოვამ და საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ.

08 მაისი 2021, 11:49

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 51 ადამიანი მკურნალობს, მათგან 45-ს კორონავირუსი აქვს, სოხუმის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 37 პაციენტი, გაგრის საავადმყოფოში - 21, ოჩამჩირეს საავადმყოფოში - 13, ტყვარჩელის საავადმყოფოშიც 5 პაციენტი მკურნალობს.

08 მაისი 2021, 11:36

საზოგადოება

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

გრიგოლ გეგელია

08 მაისი 2021, 11:27

პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია: შეთავაზებული ცვლილებები არის ანტიკონსტიტუციური

განცხადება იმის თაობაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი აქ არ არსებობს, სამწუხაროდ ეს არის მხოლოდ კომიკური მტკიცებულება, - ასე გამოეხმაურა „ლელოს“ წევრი, გრიგოლ გეგელია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ შეაჩერა.

08 მაისი 2021, 11:25

სპორტი

დღეს ბათუმის „დინამო“ თბილისის „დინამოს“ ახალ სტადიონზე უმასპინძლებს

დღეს ბათუმის „დინამო“ თბილისის „დინამოს“ ახალ სტადიონზე უმასპინძლებს. უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებულ არენაზე გამართულ მატჩს გულშემატკივარი პირველად დაესწრება. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური შეხვედრა 20:15 საათზე დაიწყება.

სერგო ჩიხლაძე

08 მაისი 2021, 11:16

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: შემდეგ კვირაში ჩვენს კანონპროექტს დავარეგისტრირებთ და მოლოდინი გვაქვს, რომ მხარდაჭერას მოიპოვებს

„ფაქტობრივად პრეზიდენტმა თქვა, რომ ის იზიარებდა ჩვენს არგუმენტებს, მაგრამ ვერ გაბედა ვეტოს დადება მას შემდეგ, რაც მთელი დღე მას ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნები სტუმრობდნენ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დავით მათიკაშვილი

08 მაისი 2021, 11:14

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მან საკითხის სიღრმისეული ცოდნა გამოავლინა

„პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან საკითხის სიღრმისეული ცოდნა გამოავლინა. ეს კანონპროექტები პარლამენტში მხოლოდ მას შემდეგ დაინიცირდა, რაც ოპოზიციამ აიღო ვალდებულება, პარლამენტში შემობრძანებულიყო, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ შეაჩერა.

08 მაისი 2021, 11:01

საზოგადოება

საქართველოში ამინდი გაუარესდება

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.