imedi /  06 ივლისი 2020, 16:55 / სანდო წყარო

ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით გამართულ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია უძღვებოდა, ერთი სარატიფიკაციო დოკუმენტი განიხილეს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ორი უწყების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2014 წლის 21 ნოემბრის „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის დაფინანსების ხელშეკრულების (ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი)“ ცვლილება“ გამოიტანა და კანონმდებლებს მოკლე ინფორმაცია მიაწოდა ამ საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ 2014 წლის დაფინანსების ხელშეკრულებით, დაახლოებით 50 მლნ აშშ დოლარი გამოიყო პროექტის დაფინანსებისათვის, რომელსაც ორი ძირითადი კომპონენტი აქვს: ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესება; მიწის ბაზრის განვითარება.

ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესების კომპონენტი მოიცავს ქვემო სამგორის, ტბისი-კუმისის და ზედა რუს საირიგაციო არხების რეაბილიტაციას. ეს საქმიანობა ფაქტობრივად დასრულებულია ახლა კი მიმდინარეობს ამ სამი არხის შიდა ქსელების რეაბილიტაცია.

რაც შეეხება მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტს, იგი ითვალისწინებს 12 საპილოტე არეალზე მიწის სისტემური რეგისტრაციის განხორციელებას და მიღებული გამოცდილების საფუძველზე, მიწის რეგისტრაციის ეროვნული პროგრამის წესებისა და პროცედურების შემუშავებას. არსებული ინფორმაციით, თორმეტივე საპილოტე არეალში დასრულდა აზომვითი სამუშაოები და მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებებით ხდება 18,2 მილიონი ევროს გამოყოფა, საიდანაც 8,5 მლნ გათვლილია რეაბილიტირებული სარწყავი სისტემების შიდა ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ხოლო 9,6 მლნ სარწყავი არხების საირიგაციო არეალზე მიწის სისტემური რეგისტრაციის განხორციელებისთვის.

მელიორაციის ნაწილში პროექტის განმახორციელებელი იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო მიწის რეგისტრაციის ნაწილში - იუსტიციის სამინისტრო.

სესხის ოდენობა 18,2 მილიონი ევროა, სესხის ხანგრძლივობა 23 წელი, რომელთაგან 16 წელი შეღავათიანია.

კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სარატიფიკაციო დოკუმენტს.

ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ამავე ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ წარმოადგინა. მოკლედ მიმოიხილა ბოლო წლებში აგრარული მეცნიერების ირგვლივ განვითარებული მოვლენები და ის წინაპირობები, რამაც ქვეყანა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაარსების აუცილებლობის წინაშე დააყენა.

მისი თქმით, ამ ცენტრს ხელეწიფება აგრარული მეურნეობის განვითარება, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობა, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება აგრარული მიმართულებით. ამ ცენტრის ძირითადი პროგრამა არის ოთხი მიმართულებით: მცენარეთა და ცხოველთა ბიომრავალფეროვნება, გენეტიკური რესურსების შენარჩუნება დაცვა, სანაშენე საქმიანობა; ნიადაგის ნაყოფიერების კვლევა, ამაღლება, დეგრადირებული ნიადაგის განაყოფიერება; სოფლის მეურნეობის პროდუქტის შენახვა-გადამუშავება და ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა. მან ისაუბრა ცენტრის სხვადასხვა სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანებისა და მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.

როგორც ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, მას შემდეგ რაც სახელმწიფოს გადაეცა „ქართუს“ მიერ შექმნილი ცნობილი ჯიღაურას სანაშენე მეურნეობა, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ფარგლებში, ბოლო 5 წლის განმავლობაში მოეწყო ლაბორატორიები: თესლის ხარისხის, დნმ-ის, ფიზიოლოგიის ლაბორატორიები, მეცხოველეობის მიმართულებით დმანისის სასელექციო სადგური, კომპლექსი მეფუტკრეობისათვის სანაშენე საქმიანობისათვის, კრწანისის მეცხოველეობის სანაშენე ფერმა და ა. შ. მისი თქმით, ცენტრის ძირითადი მიმართულება გენეტიკური რესურსების მოძიება, დაცვა და კონსერვაცია წარმოადგენს, რასაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და მან ისაუბრა ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ცენტრის სისტემაში შეიქმნა ახალი სამსახური - აგრო სატყეო კულტურების სამსახური.

ცენტრის უმთავრესი ფუნქციაა შემუშავებული რეკომენდაციების, დასკვნების, გამოცემული მასალების ფერმერებამდე მიტანა, ასევე სადემონსტრაციო დღეების ჩატარება, ლექციები, ღია კარის დღეები. 4 ათასზე მეტი დასკვნა-რეკომენდაცია აქვს გაცემული ცენტრს შექმნის დღიდან იმ პროექტების ფარგლებში, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს, მათ შორის 920 გაცემულია წელს, კოვიდ-19-ის პერიოდში.

მომხსენებელმა ისაუბრა საერთაშორისო თანამშრომლობაზეც და მომავალში სოფლის მეურნეობის მეცნიერული უზრუნველყოფის მიზნით უცხოელებთან ერთად განხორციელებულ ერთობლივ კვლევებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე. შემდეგ გაიმართა დისკუსია.


ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხანიშვილმა წარადგინა.


მისი თქმით, რეფორმა გასულ წელს დაიწყო და ერთიანი სტრუქტურა - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო - პროექტების განვითარების სააგენტოს, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და ექსტენციის სამსახურების ბაზაზე შეიქმნა. მისივე თქმით, ცოტა ხანში სააგენტოს სახელი კიდევ შეეცვლება და იგი სოფლის განვითარების სააგენტოდ ჩამოყალიბდება, რომ მოიცვას ყველა მიმართულება და ყველა სფერო.


გელა ხანიშვილის ინფორმაციით, „ამ ერთმა სააგენტომ შეკრა ყველა ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი იყო და ამავე დროს დაიწყო ის ეტაპი, რაც ეხება ამ სააგენტოს სერტიფიცირებას ევროპულ სტრუქტურებში, რათა საშუალება გვქონდეს, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ ისეთი სააგენტო, რომელიც არა მარტო ბიუჯეტის ფულზე იმუშავებს, არამედ იმ პროექტებზეც, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იქნება გამოცხადებული და საშუალება გვექნება გრანტების მოგების“.

მან ყურადღება დაუთმო ანტიკრიზისულ ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას და აღნიშნა, რომ შეძლეს სოფლის მეურნეობისთვის ბევრი მიმართულებებით შეექმნათ დამატებითი საშეღავათო გარემო როგორც სააგენტოს პროექტებში, ამავე დროს შეძლეს ერთიანი აგრო პროექტის ფარგლებში მოქმედი პროექტების შენარჩუნება.

მომხსენებლის თქმით, ესაა შეღავათიანი აგრო კრედიტი, რაც ფერმერებს საბრუნავ საშუალებებში დამატებით რესურს უჩენს, მას დაემატა ასევე ახალი კომპონენტებიც, მათ შორის, ხორბლისა და ფქვილის წარმოების კუთხით და სხვა. ამ კუთხით სულ 48 ათასი ბენეფიციარია, მიმდინარე წელს გაცემული თანხა 87 მილიონ ლარს აღემატება, მთლიანობაში კი 2 მილიარდ ლარზე მეტია.

მან ისაუბრა აგრო დაზღვევაზე, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ეს სფერო 3 წლამდე აგრო დაზღვევაზე გადავიდა, ჯამში უკვე გაცემულია 112 ათასი პოლისი, ხოლო დაზღვეული ფართობი წელს 15 ათას ჰექტარს შეადგენს, მთლიანობაში კი - 100 ათას ჰექტრამდეა.

მომხსენებელმა სამინისტროს მიერ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე და მათი დაფინანსების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. კოოპერატივების გაძლიერების თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად იზრდება მეღვინეობის, რძის წარმოების, მეფუტკრეობის მიმართულებები, წარმატებით დაიწყო პროექტები მაღალმთიან და გამყოფ ხაზებთან მდებარე რეგიონებში. ყურადღება დაუთმო ასევე იმ პროექტებს, რომლებიც ამოქმედდა მერძევეობის მიმართულებით, ისაუბრა აგრო წარმოების პროგრამაზე, ტექნიკური დახმარების პროგრამაზე, ხორბლის სუბსიდირების საკითხზე, კენკროვნების პროექტზე, ჩაის სუბსიდირების საკითხზე და სხვა.


„განსაკუთრებით აღსანიშნავია კოვიდის პირობებში გამოჩენილი ძალისხმევა თანამშრომელთა მხრიდან, რომლებიც პრაქტიკულად გაჩერების გარეშე, თავდაუზოგავად მუშაობდნენ, რამაც საბოლოოდ განაპირობა ის, რომ დღეს ქართულ სოფლის მეურნეობაში შეფერხებები პროდუქციის მოყვანაში ჯერჯერობით არ გვაქვს. ჩვენი მხრიდან დასაფინანსებელი და განსახორციელებელი ყველაფერი დაფინანსებულია, განხორციელებულია და არანაირი ჩავარდნა საზოგადოებასთან და ფერმერებთან ურთიერთობაში არ გვაქვს“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ყურადღება დაეთმო კოოპერატივების გამსხვილების საკითხს, სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტის კიდევ უფრო განვითარების თემას, სასათბურე მეურნეობების საკითხს, კომპლექსური პროექტების განხორციელების საკითხს, სხვადასხვა მიმართულებით ფერმერების მხარდაჭერის საკითხს, სოფლის მეურნეობაში მექანიზაციის გამოყენების საკითხს და სხვა. მომხსენებლის ინფორმაციით, ამჟამად, სამინისტროს რესურსი მთლიანად მიმართულია იქითკენ, რომ წარმატებით დასრულდეს რთვლის პროგრამა.

„რეალობა ისაა, რომ კიდევ უფრო მეტად გვინდა სოფლის მეურნეობის დაფინანსება. თუმცა თავისთავად ცხადია, რომ ნამდვილად ძალიან დიდი შრომაა გაწეული. ვეცდებით კიდევ უფრო ინტენსიურად გვქონდეს მოსმენები, ვინაიდან დიდია ინტერესი და ეს დღევანდელმა სხდომამაც ცხადყო“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ სხდომის დასასრულს. მან წარმატებები უსურვა სამინისტროს წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ კომიტეტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ყველა ახალი პროექტის განხორციელებაში. ​

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

14 აგვისტო 2020, 20:54

პოლიტიკა

გიორგი გახარია: დათო სონღულაშვილი არის უაღრესად განათლებული, ამ კუთხეზე შეყვარებული და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დეპუტატი

ამ ქვეყანაში უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არცერთი გოჯი მიწა დარჩეს დაუმუშავებელი. მთავრობის ვალდებულებაა, რომ ჩვენი ფერმერების მიერ წარმოებული, არცერთი კილოგრამი დარჩეს ​დაუბინავებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გურჯაანში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, დავით სონღულაშვილი წარადგინა.

14 აგვისტო 2020, 20:54

COVID19

კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ესპანეთში ღამის კლუბები დაიხურება, ხოლო საჯარო ადგილებში მოწევა აიკრძალება

კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ესპანეთში ღამის კლუბები დაიხურება, ხოლო საჯარო ადგილებში მოწევა აიკრძალება.

მიხეილ ჩხენკელი

14 აგვისტო 2020, 20:42

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 1992-1993 წლების კონფლიქტის დროს დაღუპული და იდენტიფიცირებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

14 აგვისტო 2020, 20:35

COVID19

ერაყში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 013 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 013 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 68 ადამიანი გარდაიცვალა.

კახა კალაძე

14 აგვისტო 2020, 20:35

პოლიტიკა

კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, რომ საქართველოში არასდროს დაბრუნდება ის დრო, როდესაც განსხვავებული აზრის ადამიანები იდევნებოდნენ

„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავარ ღირებულებად ადამიანი გამოაცხადა, ჩვენ ყველა სფეროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება დავიწყეთ, ჯანდაცვა და განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, - ამოს შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გურჯაანში განაცხადა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით სონღულაშვილი წარადგინა.

გიორგი გახარია

14 აგვისტო 2020, 20:33

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ოკუპაცია მხოლოდ ორი გზით, მშვიდობითა და შრომით უნდა დავასრულოთ

მოგესალმებით გურჯაანელებო. დღეს უნდა ვილაპარაკოთ მხოლოდ საქმეზე და მხოლოდ მომავალზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი წარსულიც. დღეს ისეთი დღე არის, რომ ჩვენი მძიმე წარსული უნდა გავიხსენოთ და უნდა ვთქვათ, რომ ზუსტად 28 წლის წინ სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გურჯაანში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, დავით სონღულაშვილი წარადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აგვისტო 2020, 20:29

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დესტრუქციული ოპოზიციის პოლიტიკური ველიდან გაყვანა ჩვენს საერთო ეროვნულ ამოცანად უნდა იქცეს

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების 8-წლიანი მმართველობის პერიოდი არის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი. რამდენად პარადოქსულია, რომ სანატრელი გაგვიხდა მშვიდობა. ყველა სხვა ხელისუფლების დროს გვაქვს გამოცდილი ომი, ტერიტორიების დაკარგვა და მოქალაქეების დევნილობაში გადასახლება. ერთადერთი სტაბილური პერიოდი „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობის პერიოდია. რა თქმა უნდა, ოპონენტებს ამის აღიარება არ სურთ, მაგრამ ჩვენ ეს კარგად გვახსოვს, - ამის შესახებ გურჯაანში სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

14 აგვისტო 2020, 20:19

მსოფლიო

აშშ-მა ირანიდან ვენესუელაში მიმავალი 4 ტანკერი დააკავა და 1.1 მილიონი ბარელი ნავთობი ამოიღო

აშშ-მა ირანიდან ვენესუელაში მიმავალი 4 ტანკერი დააკავა და 1.1 მილიონი ბარელი ნავთობი ამოიღო. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში განაცხადეს.

კორონავირუსი

14 აგვისტო 2020, 20:08

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 26 ადამიანს დაუდასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 26 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათში ტესტირება 235 ადამიანს ჩაუტარდა. საერთო ჯამში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 182 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

14 აგვისტო 2020, 20:00

საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრი აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, მოადგილეებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

იაცეკ ჩაპუტოვიჩი

14 აგვისტო 2020, 19:57

მსოფლიო

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას დაუჭირეს მხარი

ევროკავშირი შეადგენს ბელარუსის მოქალაქეთა სიას, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები შეიძლება დაწესდეს, - ამის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა.

ჰაიკო მაასი

14 აგვისტო 2020, 19:52

მსოფლიო

ჰაიკო მაასი: ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემოწმებაა საჭირო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლებასა და მათზე, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს, ზეწოლა უნდა გააძლიეროს.

რობერტ ტრამპი

14 აგვისტო 2020, 19:50

მსოფლიო

დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა ჰოსპიტალში გადაიყვანეს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დღეს, ნიუ-იორკის ჰოსპიტალში აშშ-ის პრეზიდენტის უმცროსი ძმა რობერტ ტრამპი მოათავსეს. ამის შესახებ CNN იუწყება. ტელეარხის წყაროს ცნობით, დონალდ ტრამპი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია და ძმის ნახვას აპირებს.

მატეუშ მორავეცკი

14 აგვისტო 2020, 19:35

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერმა ბელარუსის ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ მოუწოდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბელარუსის ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მატეუშ მორავეცკიმ პოლონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თეა ახვლედიანი

14 აგვისტო 2020, 19:23

საზოგადოება

თეა ახვლედიანი: წითელი ჯვრის დახმარებით სულ იდენტიფიცირებული და გადმოსვენებულია 191 პირი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 1990-ანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

14 აგვისტო 2020, 19:23

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა

„ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა და ხვალიდან აქტიურად მოქალაქეების მიღებას დაიწყებს. ლევან კობიაშვილის განცხადებით საარჩევნო კამპანია ხვალიდან აქტიურად დაიწყება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები მოსახლეობასთან როგორც შტაბში, ასევე მათ უბნებში გაიმართება. შტაბის გახსნაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებიც იმყოფებოდნენ.

14 აგვისტო 2020, 19:23

COVID19

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 987 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 987 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც აპრილიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

14 აგვისტო 2020, 19:16

მსოფლიო

თურქეთი არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ გამორიცხავს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ გამორიცხავს. აღნიშნულის მიზეზი ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ მიღწეული შეთანხმებაა

ნინო ლომჯარია

14 აგვისტო 2020, 19:11

სამართალი

სახალხო დამცველი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში საწყის ეტაპზე გამოძიების ოპერატიულობის საკითხს სწავლობს

ჩვენ არაერთგზის გვქონდა კონტაქტი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატთან, განვუცხადეთ მათი სურვილის შემთხვევში დახმარების სრული მზაობა. ადვოკატმა და ოჯახმაც იცის, როდესაც ისინი მოგვამრთავენ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დახმარების თხოვნით, ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ტვ. „პირველის“ ეთერში განაცხადა.

14 აგვისტო 2020, 19:03

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 6 ათასამდე კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 750 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 750 400 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 20 687 815 ადამიანი დაინფიცირდა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 246 472 შემთხვევა გამოვლინდა, 5 982 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.