imedi /  06 ივლისი 2020, 15:10 / სანდო წყარო

უკრაინული მედია: სკანდალური ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან მოხსნას განიხილავდა

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა საჯაროდ ისაუბრა ახალ კანონპროექტზე, რომელიც მაღალჩინოსნების საიდუმლო საუბრების გასაჯაროებისთვის სასჯელს ითვალისწინებს.

როგორც უკრაინული გამოცემა „კორესპონდენტი“ იუწყება, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მედიაში უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის საიდუმლო ჩანაწერები გავრცელდა, რომელიც, შესაძლოა, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის ორგანიზებასთან მის კავშირზე მიუთითებდეს.

მანამდე კი უკრაინელმა ჟურნალისტებმა, ვალერი ტოვმაჩმა და ოლეგ დეინეკამ ჩანაწერები გამოაქვეყნეს, ხოლო შემდეგ ძალოვან სტრუქტურებში შეიტანეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

„ჩვენი წყაროები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ ახალ კანონპროექტზე ერმაკის იდეა მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სკანდალის შემდეგ გაჩნდა. რამდენიმე დღის წინ ორმა ჟურნალისტმა, ვალერი ტოვმაჩმა და ოლეგ დეინეკამ პრესკონფერენცია გამართეს და უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების სახელზე განცხადება შეიტანეს. მათ მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა დამალა ინფორმაცია მკვლელობის მცდელობაზე, ასევე ის უცხოურ აგენტურასთან თანამშრომლობდა“, - წერს გამოცემა „კორესპონდენტი“.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროები ამტკიცებენ, რომ საქმის გარემოებების გაცნობის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი დააყენა. წყაროების ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ერმაკმა თავისი გავლენა გამოიყენა, რათა მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგიდან მოეხსნა, ხოლო მომდევნო დღეს ახალი კანონპროექტის ინიციატივით გამოვიდა.

ყველა სიახლე

14 აგვისტო 2020, 20:35

COVID19

ერაყში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 013 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 013 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 68 ადამიანი გარდაიცვალა.

კახა კალაძე

14 აგვისტო 2020, 20:35

პოლიტიკა

კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, რომ საქართველოში არასდროს დაბრუნდება ის დრო, როდესაც განსხვავებული აზრის ადამიანები იდევნებოდნენ

„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავარ ღირებულებად ადამიანი გამოაცხადა, ჩვენ ყველა სფეროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება დავიწყეთ, ჯანდაცვა და განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, - ამოს შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გურჯაანში განაცხადა, სადაც გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით სონღულაშვილი წარადგინა.

გიორგი გახარია

14 აგვისტო 2020, 20:33

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ოკუპაცია მხოლოდ ორი გზით, მშვიდობითა და შრომით უნდა დავასრულოთ

მოგესალმებით გურჯაანელებო. დღეს უნდა ვილაპარაკოთ მხოლოდ საქმეზე და მხოლოდ მომავალზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი წარსულიც. დღეს ისეთი დღე არის, რომ ჩვენი მძიმე წარსული უნდა გავიხსენოთ და უნდა ვთქვათ, რომ ზუსტად 28 წლის წინ სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გურჯაანში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, დავით სონღულაშვილი წარადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აგვისტო 2020, 20:29

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დესტრუქციული ოპოზიციის პოლიტიკური ველიდან გაყვანა ჩვენს საერთო ეროვნულ ამოცანად უნდა იქცეს

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების 8-წლიანი მმართველობის პერიოდი არის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი. რამდენად პარადოქსულია, რომ სანატრელი გაგვიხდა მშვიდობა. ყველა სხვა ხელისუფლების დროს გვაქვს გამოცდილი ომი, ტერიტორიების დაკარგვა და მოქალაქეების დევნილობაში გადასახლება. ერთადერთი სტაბილური პერიოდი „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობის პერიოდია. რა თქმა უნდა, ოპონენტებს ამის აღიარება არ სურთ, მაგრამ ჩვენ ეს კარგად გვახსოვს, - ამის შესახებ გურჯაანში სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

14 აგვისტო 2020, 20:19

მსოფლიო

აშშ-მა ირანიდან ვენესუელაში მიმავალი 4 ტანკერი დააკავა და 1.1 მილიონი ბარელი ნავთობი ამოიღო

აშშ-მა ირანიდან ვენესუელაში მიმავალი 4 ტანკერი დააკავა და 1.1 მილიონი ბარელი ნავთობი ამოიღო. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში განაცხადეს.

კორონავირუსი

14 აგვისტო 2020, 20:08

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 26 ადამიანს დაუდასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 26 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათში ტესტირება 235 ადამიანს ჩაუტარდა. საერთო ჯამში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 182 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

14 აგვისტო 2020, 20:00

საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრი აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, მოადგილეებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

იაცეკ ჩაპუტოვიჩი

14 აგვისტო 2020, 19:57

მსოფლიო

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას დაუჭირეს მხარი

ევროკავშირი შეადგენს ბელარუსის მოქალაქეთა სიას, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები შეიძლება დაწესდეს, - ამის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა.

ჰაიკო მაასი

14 აგვისტო 2020, 19:52

მსოფლიო

ჰაიკო მაასი: ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემოწმებაა საჭირო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლებასა და მათზე, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს, ზეწოლა უნდა გააძლიეროს.

რობერტ ტრამპი

14 აგვისტო 2020, 19:50

მსოფლიო

დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა ჰოსპიტალში გადაიყვანეს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დღეს, ნიუ-იორკის ჰოსპიტალში აშშ-ის პრეზიდენტის უმცროსი ძმა რობერტ ტრამპი მოათავსეს. ამის შესახებ CNN იუწყება. ტელეარხის წყაროს ცნობით, დონალდ ტრამპი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია და ძმის ნახვას აპირებს.

მატეუშ მორავეცკი

14 აგვისტო 2020, 19:35

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერმა ბელარუსის ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ მოუწოდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბელარუსის ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მატეუშ მორავეცკიმ პოლონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

14 აგვისტო 2020, 19:23

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა

„ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა და ხვალიდან აქტიურად მოქალაქეების მიღებას დაიწყებს. ლევან კობიაშვილის განცხადებით საარჩევნო კამპანია ხვალიდან აქტიურად დაიწყება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები მოსახლეობასთან როგორც შტაბში, ასევე მათ უბნებში გაიმართება. შტაბის გახსნაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებიც იმყოფებოდნენ.

14 აგვისტო 2020, 19:23

COVID19

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 987 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 987 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც აპრილიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

თეა ახვლედიანი

14 აგვისტო 2020, 19:23

საზოგადოება

თეა ახვლედიანი: წითელი ჯვრის დახმარებით სულ იდენტიფიცირებული და გადმოსვენებულია 191 პირი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 1990-ანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

14 აგვისტო 2020, 19:16

მსოფლიო

თურქეთი არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ გამორიცხავს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ გამორიცხავს. აღნიშნულის მიზეზი ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ მიღწეული შეთანხმებაა

ნინო ლომჯარია

14 აგვისტო 2020, 19:11

სამართალი

სახალხო დამცველი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში საწყის ეტაპზე გამოძიების ოპერატიულობის საკითხს სწავლობს

ჩვენ არაერთგზის გვქონდა კონტაქტი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატთან, განვუცხადეთ მათი სურვილის შემთხვევში დახმარების სრული მზაობა. ადვოკატმა და ოჯახმაც იცის, როდესაც ისინი მოგვამრთავენ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დახმარების თხოვნით, ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ტვ. „პირველის“ ეთერში განაცხადა.

14 აგვისტო 2020, 19:03

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 6 ათასამდე კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 750 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 750 400 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 20 687 815 ადამიანი დაინფიცირდა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 246 472 შემთხვევა გამოვლინდა, 5 982 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.

კანცელარია

14 აგვისტო 2020, 18:58

COVID19

კარანტინისა და იზოლაციის ვადა 14-ის ნაცვლად 12 დღით განისაზღვრა

კარანტინისა და იზოლაციის ვადა 14-ის ნაცვლად 12 დღით განისაზღვრა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 495-ე დადგენილებაშია ნათქვამი. დადგენილების თანახმად, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში კარანტინს.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აგვისტო 2020, 18:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფალი, რომელიც ქვეყანას ვერ ააცილებს ისეთ განსაცდელს, როგორიც ომია, არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებასა და ყოფნას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას

ყველა ის ხელისუფალი, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს თავიდან ვერ ააცილებს ისეთ დიდ განსაცდელს, როგორიც არის ომი, არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებასა და ყოფნას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას, - განაცხადა დედოფლისწყაროში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აგვისტო 2020, 18:50

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ერთადერთი ადამიანი და მისი გუნდი, რომელიც განაპირობებს მშვიდობასა და სტაბილურობას, არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“

„ერთადერთი ადამიანი და მისი გუნდი, რომელიც განაპირობებს მშვიდობასა და სტაბილურობას, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფლისწყაროში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.